საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იქნება ქვეყნის ახალი პირველი პოლიციელი და რა პროცესები დაიწყო მთავრობაში - "კიდევ ბევრი დატოვებს თანამდებობას"
ვინ იქნება ქვეყნის ახალი პირველი პოლიციელი და რა პროცესები დაიწყო მთავრობაში - "კიდევ ბევრი დატოვებს თანამდებობას"

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძე თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებს. ვინ იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის ახა­ლი პირ­ვე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი და რა პრო­ცე­სე­ბი და­ი­წყო მთავ­რო­ბა­ში, ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს:

- ჭი­კა­ი­ძის გა­დად­გო­მა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ლო­გი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა. იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მთავ­რო­ბას უნდა აეღო - ამ შემ­თხვე­ვა­ში კი, გან­ტე­ვე­ბის ვაცი ჭი­კა­ი­ძე აღ­მოჩ­ნდა. სა­ერ­თოდ, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ქვეყ­ნებ­ში ასე ხდე­ბა, ეს ნორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­სია და ვერ­სი­ებ­ზე სა­უ­ბა­რი ზედ­მე­ტად მი­მაჩ­ნია.

- თუმ­ცა კარ­გად გვახ­სოვს კიწ­მა­რიშ­ვი­ლის საქ­მეც, რო­მე­ლიც იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ისევ აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და. რა­ტომ არ აიღო მთავ­რო­ბამ მა­შინ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, თუ დღეს მმარ­თველ­მა გუნ­დმა ხალ­ხის ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლის სა­შიშ­რო­ე­ბა იგ­რძნო და ამით პრე­ვენ­ცი­ას შე­ე­ცა­და?

- მარ­თლაც, ვა­ზა­გაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც მწვა­ვე რე­აქ­ცია მოყ­ვა - ისე­დაც, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ვალ­დე­ბუ­ლი იყო პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე აეღო. სა­ერ­თოდ, ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა ალექ­სადნ­რე ჭი­კა­ი­ძეს არც კა­რი­ე­რუ­ლად და არც პო­ლი­ტი­კუ­რად თა­ვი­დან­ვე არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. სა­ხელ­მწი­ფოს მარ­თვა სხვა რა­მეა.

- ახლა მას პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა შეც­ვლის?

- ამას მალე ვნა­ხავთ, მაგ­რამ არ ვფიქ­რობ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი აუ­ცი­ლებ­ლად პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა უნდა გახ­დეს. დღეს სა­ხე­ლი და გვა­რი არა­ფერს ცვლის, მთავ­რო­ბა­ში სის­ტე­მუ­რი პრობ­ლე­მაა. ვფიქ­რობ, სრუ­ლი­ად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა დგას კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ. გა­ზა­ფხულ­ზე მთავ­რო­ბის ნდო­ბის სა­კი­თხი ეჭვქვეშ დად­გე­ბა - მას­შტა­ბურ ცვლი­ლე­ბებს ვე­ლო­დე­ბი.

- ჭი­კა­ი­ძე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა ამ პრო­ცე­სის და­სა­წყი­სია?

- რა თქმა უნდა, ეს მხო­ლოდ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯია, კი­დევ არა­ერთ უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს მო­უ­წევს თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა.

რუ­სუ­დან შე­ლია

AMBEBI.GE

ვინ იქნება ქვეყნის ახალი პირველი პოლიციელი და რა პროცესები დაიწყო მთავრობაში - "კიდევ ბევრი დატოვებს თანამდებობას"

ვინ იქნება ქვეყნის ახალი პირველი პოლიციელი და რა პროცესები დაიწყო მთავრობაში - "კიდევ ბევრი დატოვებს თანამდებობას"

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე თანამდებობას ტოვებს. ვინ იქნება ქვეყნის ახალი პირველი პოლიციელი და რა პროცესები დაიწყო მთავრობაში, ექსპერტი გია ხუხაშვილი განმარტავს:

- ჭიკაიძის გადადგომა აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილებაა. იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთავრობას უნდა აეღო - ამ შემთხვევაში კი, განტევების ვაცი ჭიკაიძე აღმოჩნდა. საერთოდ, ცივილიზებულ ქვეყნებში ასე ხდება, ეს ნორმალური პროცესია და ვერსიებზე საუბარი ზედმეტად მიმაჩნია.

- თუმცა კარგად გვახსოვს კიწმარიშვილის საქმეც, რომელიც იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შემდეგ ისევ აქტუალური გახდა. რატომ არ აიღო მთავრობამ მაშინ პასუხისმგებლობა, თუ დღეს მმართველმა გუნდმა ხალხის ქუჩაში გამოსვლის საშიშროება იგრძნო და ამით პრევენციას შეეცადა?

- მართლაც, ვაზაგაშვილის გარდაცვალებას საზოგადოებაშიც მწვავე რეაქცია მოყვა - ისედაც, შინაგან საქმეთა მინისტრი ვალდებული იყო პოლიტიკური პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აეღო. საერთოდ, ეს თანამდებობა ალექსადნრე ჭიკაიძეს არც კარიერულად და არც პოლიტიკურად თავიდანვე არ შეესაბამებოდა. სახელმწიფოს მართვა სხვა რამეა.

- ახლა მას პოლიტიკური ფიგურა შეცვლის?

- ამას მალე ვნახავთ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი აუცილებლად პოლიტიკური ფიგურა უნდა გახდეს. დღეს სახელი და გვარი არაფერს ცვლის, მთავრობაში სისტემური პრობლემაა. ვფიქრობ, სრულიად ხელისუფლების ეფექტურობა დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. გაზაფხულზე მთავრობის ნდობის საკითხი ეჭვქვეშ დადგება - მასშტაბურ ცვლილებებს ველოდები.

- ჭიკაიძე გათავისუფლება ამ პროცესის დასაწყისია?

- რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, კიდევ არაერთ უმაღლესი თანამდებობის პირს მოუწევს თანამდებობის დატოვება.

რუსუდან შელია

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა