კონფლიქტები
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჭიკაიძის გადაწყვეტილება ვაჟკაცურია" - პირველი კომენტარი შს მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობიდან
"ჭიკაიძის გადაწყვეტილება ვაჟკაცურია" - პირველი კომენტარი შს მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობიდან

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლი გა­დად­გო­მის შე­სა­ხებ ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვაჟ­კა­ცურს უწო­დებს.

რო­გორც სე­სი­აშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, სწო­რედ ვაჟ­კა­ცუ­რია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, პა­ტი­ვი სცე გარ­დაც­ვლი­ლი ოჯა­ხის მო­თხოვ­ნას.

"მე ვუ­ფა­სებ, რომ ვაჟ­კა­ცუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. მან პა­ტი­ვი სცა გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის მო­თხოვ­ნას და თა­ვი­სი ნე­ბით და­წე­რა გან­ცხა­დე­ბა. ვფიქ­რობ, სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. რაც შე­ე­ხე­ბა ვა­ზა­გაშ­ვი­ლის საქ­მეს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გა­მო­ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში გა­ქარ­წყლდე­ბა თუკი ვინ­მეს რა­ი­მე ეჭვი დარ­ჩა და აქვს, რომ შე­იძ­ლე­ბა ჭი­კა­ი­ძე ვი­ღა­ცას მფარ­ვე­ლობ­დეს", - გა­ნა­ცხა­და სე­სი­აშ­ვილ­მა.

ამას­თან, დე­პუ­ტა­ტი ში­ნა­გან საქ­მე­თა უკვე ყო­ფილ მი­ნისტრს "ქვეყ­ნის სამ­სა­ხუ­რის­თვის" მად­ლო­ბას უხ­დის.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რს მისი მჭერ­მე­ტყვე­ლე­ბა არ მოს­წონ­და, მთე­ლი სუ­ლით და გუ­ლით ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ქვე­ყა­ნას. საქ­მეს აკე­თებ­და თა­ვი­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით და იდგა ქვეყ­ნის სამ­სა­ხურ­ში. ამის­თვის მას დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო", - აღ­ნიშ­ნა სე­სი­აშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძე პრე­მი­ერ-მი­ნისტრს გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თავს. ამის შე­სა­ხებ ალექ­სან­დრე ჭი­კა­ი­ძის გან­ცხა­დე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

"მინ­და მივ­მარ­თო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს გა­დად­გო­მის მო­თხოვ­ნით. ჩემი ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა ბოლო დროს გაჟ­ღე­რე­ბულ­მა ბრალ­დე­ბებ­მა, თით­ქოს მე ხელს ვა­ფა­რებ ზურა ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ბრალ­დე­ბა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს, მე ვგრძნობ მო­რა­ლურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და ვტო­ვებ და­კა­ვე­ბულ თა­ნამ­დე­ბო­ბას.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მოხ­დე­ბო­და ცხელ კვალ­ზე იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის გა­მო­ძი­ე­ბა, მე არ მი­ვი­ღებ­დი ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ამ ტრა­გე­დი­ის დღეს მე არ ვიმ­ყო­ფე­ბო­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ვი­ნა­ი­დან გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა, ვთვლი, რომ უნდა ჩა­მოვ­შორ­დე პრო­ცესს, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ დარ­ჩეს კი­თხვე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ.

გა­მოვ­თქვამ იმედს, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­მო­ძი­ე­ბა დას­რულ­დე­ბა და ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი სა­ხე­ლი და­ერ­ქმე­ვა", - აცხა­დებს ჭი­კა­ი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ჭიკაიძის გადაწყვეტილება ვაჟკაცურია" - პირველი კომენტარი შს მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობიდან

"ჭიკაიძის გადაწყვეტილება ვაჟკაცურია" - პირველი კომენტარი შს მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობიდან

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი სესიაშვილი გადადგომის შესახებ ალექსანდრე ჭიკაიძის გადაწყვეტილებას ვაჟკაცურს უწოდებს.

როგორც სესიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სწორედ ვაჟკაცურია გადაწყვეტილება, პატივი სცე გარდაცვლილი ოჯახის მოთხოვნას.

"მე ვუფასებ, რომ ვაჟკაცური გადაწყვეტილება მიიღო. მან პატივი სცა გარდაცვლილის ოჯახის მოთხოვნას და თავისი ნებით დაწერა განცხადება. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება ვაზაგაშვილის საქმეს, დარწმუნებული ვარ, გამოძიების პროცესში გაქარწყლდება თუკი ვინმეს რაიმე ეჭვი დარჩა და აქვს, რომ შეიძლება ჭიკაიძე ვიღაცას მფარველობდეს", - განაცხადა სესიაშვილმა.

ამასთან, დეპუტატი შინაგან საქმეთა უკვე ყოფილ მინისტრს "ქვეყნის სამსახურისთვის" მადლობას უხდის.

"მიუხედავად იმისა, რომ ბევრს მისი მჭერმეტყველება არ მოსწონდა, მთელი სულით და გულით ემსახურებოდა ქვეყანას. საქმეს აკეთებდა თავისი პროფესიონალიზმით და იდგა ქვეყნის სამსახურში. ამისთვის მას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო", - აღნიშნა სესიაშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით მიმართავს. ამის შესახებ ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას.

იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ.

გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა", - აცხადებს ჭიკაიძე.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა