სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინც მიწას არ დაამუშავებს, იმ გლეხმა პატრიარქის კურთხევა უკუღმა შეასრულოს - ცოლს თვითონ დაბანოს ფეხები"
"ვინც მიწას არ დაამუშავებს, იმ გლეხმა პატრიარქის კურთხევა უკუღმა შეასრულოს - ცოლს თვითონ დაბანოს ფეხები"

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ახა­ლი მიდ­გო­მის თა­ნახ­მად, მათ, ვინც მი­წას ამუ­შა­ვებს გა­და­სა­ხა­დი შე­უმ­ცირ­დე­ბათ, ხოლო მათ, ვი­საც სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წის ათე­უ­ლო­ბით ჰექ­ტა­რი ფარ­თო­ბი წლე­ბია მი­ტო­ვე­ბუ­ლი და და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი აქვს, გა­და­სა­ხა­დი გა­ეზ­რდე­ბათ.

ტუ­ბინ­გე­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტი, რე­ლი­გი­ის­მცოდ­ნე ზე­ლიმ­ხან უძი­ლა­უ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა.

"სწო­რია, მაგ­რამ ცო­ტაა!

გლე­ხი არამ­ხო­ლოდ მო­უხ­ნა­ვი მი­წის გამო უნდა და­ა­ჯა­რი­მო!

არა­მედ ასე­ვე გა­უ­თი­ბა­ვი მთე­ბის, მო­უვ­ლე­ლი სახლ-კა­რის და დან­გრე­უ­ლი ღო­ბე­ე­ბის გა­მოც!

მამა-პა­პუ­რი კე­რის მი­ტო­ვე­ბის, ვე­ნა­ხის გა­ჩეხ­ვის, სა­ქონ­ლის გა­წყვე­ტის გა­მოც!

სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დახ­ვე­წის, თო­ხის, ცე­ლის, ბა­რის არ­ქო­ნის, მათი და­უ­ტა­რა­ო­ბის ან ცუდი ტრე­ბის გამო!

ყვე­ლა­ზე დიდი ჯა­რი­მა კი გლეხს სხვი­სი იმე­დის ქო­ნის გამო უნდა აჰ­კი­დო!

არა, ყვე­ლა­ფერს ჯო­ბია გლე­ხი პირ­ში ჩა­ლის გა­მოვ­ლე­ბით და­ა­ჯა­რი­მო: ჯერ უნდა მის­ცე ერთი ვედ­რო ფული, ბი­ძი­ნა და იმე­დი და მერე 2 ვედ­რო ფული, ბი­ძი­ნა და იმე­დი წა­არ­თვა!

ისე, ამ სოფ­ლის მი­ნის­ტერ­მაც ცოტა კრე­ა­ტი­უ­ლი ვერ მო­ი­ფიქ­რა? ვინც მი­წას არ და­ა­მუ­შა­ვებს, იმ გლეხ­მა პატ­რი­არ­ქის ნათ­ქვა­მი უკუღ­მა შე­ას­რუ­ლოს, მაგ. ცოლს კი არ და­ა­ბა­ნი­ნოს ფე­ხე­ბი, პი­რი­ქით, მას და­ბა­ნოს!", - წერს ზე­ლიმ­ხან უძი­ლა­უ­რი.

მთავ­რო­ბა მი­წის და­მუ­შა­ვე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბის მო­დელ­ზე მუ­შა­ობს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 750 000 ჰექტრამ­დე სახ­ნა­ვი მი­წის ფარ­თო­ბია, სა­ი­და­ნაც 400 000 ჰექ­ტა­რამ­დე მუ­შავ­დე­ბა. უწყე­ბა­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ 2013 წლი­დან სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო მცი­რე­მი­წი­ან ფერ­მე­რებ­სა და გლე­ხებს ხვნის სა­მუ­შა­ო­ებ­ში ეხ­მა­რე­ბა.

"შე­სა­ბა­მი­სად, და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი მი­წე­ბის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი არა გლე­ხე­ბი­სა და ფერ­მე­რე­ბის მცი­რე მი­წე­ბია, არა­მედ, კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მი­წის დიდი, ათე­უ­ლო­ბით ჰექ­ტა­რი მა­სი­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც კერ­ძო პი­რებ­მა ან კომ­პა­ნი­ებ­მა შე­ი­ძი­ნეს და უკვე წლე­ბია ხე­ლუხ­ლე­ბე­ლია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­უ­წყოს ხელი მათ, ვინც სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წას ამუ­შა­ვებს და ად­გი­ლობ­რი­ვი, ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ცია მოჰ­ყავს. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მთავ­რო­ბა­ში კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიდ­გო­მა ასე­თია - ერთი მხრივ, პი­რო­ბი­თად, შე­ვუმ­ცი­როთ გა­და­სახ­დი მათ, ვინც მი­წას ამუ­შა­ვებს და, მე­ო­რე მხრივ, გა­ვუ­ზარ­დოთ მათ, ვი­საც სა­კუთ­რე­აბ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წის ათე­უ­ლო­ბით ჰექ­ტა­რი ფარ­თო­ბი წლე­ბია მი­ტო­ვე­ბუ­ლი და და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი აქვს", - აცხა­დე­ბენ სა­მი­ნის­ტრო­ში.

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გაჩ­ნდეს სტი­მუ­ლი, მფლო­ბე­ლებ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­წის ფარ­თო­ბე­ბი და­ა­მუ­შა­ონ, გას­ცენ იჯა­რით ან იქო­ნი­ონ ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რომ პრობ­ლე­მე­ბი არ შე­უქ­მნან მო­მიჯ­ნა­ვე ნაკ­ვე­თებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"ვინც მიწას არ დაამუშავებს, იმ გლეხმა პატრიარქის კურთხევა უკუღმა შეასრულოს - ცოლს თვითონ დაბანოს ფეხები"

"ვინც მიწას არ დაამუშავებს, იმ გლეხმა პატრიარქის კურთხევა უკუღმა შეასრულოს - ცოლს თვითონ დაბანოს ფეხები"

ხელისუფლების ახალი მიდგომის თანახმად, მათ, ვინც მიწას ამუშავებს გადასახადი შეუმცირდებათ, ხოლო მათ, ვისაც საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ათეულობით ჰექტარი ფართობი წლებია მიტოვებული და დაუმუშავებელი აქვს, გადასახადი გაეზრდებათ.

ტუბინგენის უნივერსიტეტის დოქტორანტი, რელიგიისმცოდნე ზელიმხან უძილაური ხელისუფლების გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"სწორია, მაგრამ ცოტაა!

გლეხი არამხოლოდ მოუხნავი მიწის გამო უნდა დააჯარიმო!

არამედ ასევე გაუთიბავი მთების, მოუვლელი სახლ-კარის და დანგრეული ღობეების გამოც!

მამა-პაპური კერის მიტოვების, ვენახის გაჩეხვის, საქონლის გაწყვეტის გამოც!

საზღვარგარეთ გადახვეწის, თოხის, ცელის, ბარის არქონის, მათი დაუტარაობის ან ცუდი ტრების გამო!

ყველაზე დიდი ჯარიმა კი გლეხს სხვისი იმედის ქონის გამო უნდა აჰკიდო!

არა, ყველაფერს ჯობია გლეხი პირში ჩალის გამოვლებით დააჯარიმო: ჯერ უნდა მისცე ერთი ვედრო ფული, ბიძინა და იმედი და მერე 2 ვედრო ფული, ბიძინა და იმედი წაართვა!

ისე, ამ სოფლის მინისტერმაც ცოტა კრეატიული ვერ მოიფიქრა? ვინც მიწას არ დაამუშავებს, იმ გლეხმა პატრიარქის ნათქვამი უკუღმა შეასრულოს, მაგ. ცოლს კი არ დააბანინოს ფეხები, პირიქით, მას დაბანოს!", - წერს ზელიმხან უძილაური.

მთავრობა მიწის დამუშავების წახალისების მოდელზე მუშაობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოში დაახლოებით 750 000 ჰექტრამდე სახნავი მიწის ფართობია, საიდანაც 400 000 ჰექტარამდე მუშავდება. უწყებაში აღნიშნავენ, რომ 2013 წლიდან სოფლის მეურნეობის სამინისტრო მცირემიწიან ფერმერებსა და გლეხებს ხვნის სამუშაოებში ეხმარება.

"შესაბამისად, დაუმუშავებელი მიწების უმეტესი ნაწილი არა გლეხებისა და ფერმერების მცირე მიწებია, არამედ, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის დიდი, ათეულობით ჰექტარი მასივები, რომლებიც კერძო პირებმა ან კომპანიებმა შეიძინეს და უკვე წლებია ხელუხლებელია. ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მათ, ვინც სასოფლო-სამეურნეო მიწას ამუშავებს და ადგილობრივი, ხარისხიანი პროდუქცია მოჰყავს. ამ მიმართულებით მთავრობაში კონსულტაციები მიმდინარეობს. ხელისუფლების მიდგომა ასეთია - ერთი მხრივ, პირობითად, შევუმციროთ გადასახდი მათ, ვინც მიწას ამუშავებს და, მეორე მხრივ, გავუზარდოთ მათ, ვისაც საკუთრეაბში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ათეულობით ჰექტარი ფართობი წლებია მიტოვებული და დაუმუშავებელი აქვს", - აცხადებენ სამინისტროში.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია გაჩნდეს სტიმული, მფლობელებმა აღნიშნული მიწის ფართობები დაამუშაონ, გასცენ იჯარით ან იქონიონ ისეთ მდგომარეობაში, რომ პრობლემები არ შეუქმნან მომიჯნავე ნაკვეთებს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს