საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაშა ჯუხარაშვილი ოჯახურმა ცხოვრებამ რეჟიმში ჩასვა
ლაშა ჯუხარაშვილი ოჯახურმა ცხოვრებამ რეჟიმში ჩასვა

რუს­თა­ვე­ლის თე­ატრმა პა­ტა­რა მა­ყუ­რე­ბელს სა­ა­ხალ­წლოდ ახა­ლი სპექ­ტაკ­ლი "ჯა­დოს­ნუ­რი ღამე" შეს­თა­ვა­ზა, რო­მელ­ზეც რე­ჟი­სო­რებ­მა რო­ბერტ სტუ­რუ­ამ და ნი­კო­ლოზ ჰა­ი­ნე-შვე­ლი­ძემ იმუ­შა­ვეს. სპექ­ტაკლში თე­ატ­რის თით­ქმის მთე­ლი და­სია და­კა­ვე­ბუ­ლი, მათ შო­რის ლაშა ჯუ­ხა­რაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ცოტა ხნის წინ ცოლი მო­იყ­ვა­ნა. ლა­შას რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში შევ­ხვდით, სა­უ­ბა­რი კი "ჯა­დოს­ნუ­რი ღა­მით" და­ვი­წყეთ.

- ეს სპექ­ტაკ­ლი კონ­კრე­ტულ პი­ე­სა­ზე დაყ­რდნო­ბით არ დად­გმუ­ლა, შე­მოყ­ვა­ნი­ლია სხვა­დას­ხვა გმი­რი, მა­გა­ლი­თად ფიფ­ქია, ჯუ­ჯე­ბი და ა.შ. მსა­ხი­ო­ბებს გვაქვს ცალ­კე­უ­ლი ნომ­რე­ბი. მე ქალ-ბა­ტონ მა­რი­ნა კა­ხი­ან­თან ერ­თად ვცეკ­ვავ ეს­პა­ნურს და ქარ­თულს - ქეთი სვა­ნი­ძეს­თან. მე და ქე­თის გვინ­დო­და, წი­თელ­ქუ­და და მგე­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით და ცეკ­ვა შეგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა, მაგ­რამ არ გა­მო­ვი­და, რად­გან მა­ნამ­დე კი­დევ ერთი პრე­მი­ე­რა ვი­თა­მა­შე და ფი­ზი­კუ­რად დრო აღარ დარ­ჩა. ბევ­რმა მსა­ხი­ობ­მა თვი­თონ "მო­ი­ტა­ნა" გმი­რი. ასე­თი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მსა­ხი­ობს უიშ­ვი­ა­თეს შემ­თხვე­ვა­ში ეძ­ლე­ვა. პირ­ვე­ლად მო­მი­წია ცეკ­ვამ, არას­დროს მი­ცეკ­ვია მა­ნამ­დე. ქარ­თუ­ლის გას­მე­ბი მკლავს, თან, მე­ზი­ზღე­ბა, როცა ვერ ცეკ­ვა­ვენ და ზუს­ტად მე აღ­მოვ­ჩნდი ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. სა­ბო­ლოო ჯამ­ში სა­ხა­ლი­სო სპექ­ტაკ­ლი გა­მო­ვი­და, ერ­თო­ბი­ან რო­გორც ბავ­შვე­ბი, ასე­ვე მშობ­ლე­ბი. დიდი დატ­ვირ­თვა არ გვაქვს, მაგ­რამ, ჩვენ თვი­თონ­ვე და­დე­ბი­თად ვი­მუხ­ტე­ბით იმით, რაც დარ­ბაზ­ში ხდე­ბა...

- ლაშა, რამ­დე­ნი ხა­ნია, რაც რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის დას­ში ხარ?

- ერთი წე­ლია, ჯერ პა­ტა­რა ვარ (იღი­მის). იყო რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი, უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა მა­ყუ­რებ­ლის, და­სის წი­ნა­შე. ჯერ კი­დევ ვსწავ­ლობ იმ ნორ­მებს, რო­მე­ლიც უნდა და­იც­ვა, თუ გინ­და, მათი ნა­წი­ლი იყო.

- რო­ბერტ სტუ­რუ­ას­თან პირ­ვე­ლად მო­გიხ­და მუ­შა­ო­ბა თუ მა­ნამ­დეც გქონ­და შე­ხე­ბა?

- არა, აქამ­დე არ მი­თა­მა­შია ბა­ტო­ნი რო­ბერტ სტუ­რუ­ას მიერ დად­გმულ სპექ­ტაკლში, პირ­ვე­ლი სწო­რედ "ჯა­დოს­ნუ­რი ღამე" იყო. მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში მსა­ხი­ო­ბებ­ზე ბევ­რად აქ­ტი­უ­რია. თვა­ლებს და­ხუ­ჭავს, გა­ა­ხელს და უკვე ახა­ლი იდეა აქვს, ისე დე­ტა­ლებ­ში გაწ­ვდის ყვე­ლა­ფერს, შან­სი არ გაქვს, ვერ გა­ი­გო ან არ გა­ა­კე­თო. არი­ან რე­ჟი­სო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც "რე­ჟი­სო­რო­ბენ", ბა­ტო­ნი რო­ბერ­ტი კი გაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, შენც მო­ი­ფიქ­რო, შეს­თა­ვა­ზო შენი ვა­რი­ან­ტი, რაც ძა­ლი­ან კარ­გია. ნუ, ეს ადა­მი­ა­ნი გე­ნი­ო­სია, ამას მარ­ტო მე ხომ არ ვამ­ბობ?!

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

ლაშა ჯუხარაშვილი ოჯახურმა ცხოვრებამ რეჟიმში ჩასვა

ლაშა ჯუხარაშვილი ოჯახურმა ცხოვრებამ რეჟიმში ჩასვა

რუსთაველის თეატრმა პატარა მაყურებელს საახალწლოდ ახალი სპექტაკლი ''ჯადოსნური ღამე'' შესთავაზა, რომელზეც რეჟისორებმა რობერტ სტურუამ და ნიკოლოზ ჰაინე-შველიძემ იმუშავეს. სპექტაკლში თეატრის თითქმის მთელი დასია დაკავებული, მათ შორის ლაშა ჯუხარაშვილი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ცოლი მოიყვანა. ლაშას რუსთაველის თეატრში შევხვდით, საუბარი კი ''ჯადოსნური ღამით'' დავიწყეთ.

- ეს სპექტაკლი კონკრეტულ პიესაზე დაყრდნობით არ დადგმულა, შემოყვანილია სხვადასხვა გმირი, მაგალითად ფიფქია, ჯუჯები და ა.შ. მსახიობებს გვაქვს ცალკეული ნომრები. მე ქალ-ბატონ მარინა კახიანთან ერთად ვცეკვავ ესპანურს და ქართულს - ქეთი სვანიძესთან. მე და ქეთის გვინდოდა, წითელქუდა და მგელი ვყოფილიყავით და ცეკვა შეგვესრულებინა, მაგრამ არ გამოვიდა, რადგან მანამდე კიდევ ერთი პრემიერა ვითამაშე და ფიზიკურად დრო აღარ დარჩა. ბევრმა მსახიობმა თვითონ ''მოიტანა'' გმირი. ასეთი თავისუფლება მსახიობს უიშვიათეს შემთხვევაში ეძლევა. პირველად მომიწია ცეკვამ, არასდროს მიცეკვია მანამდე. ქართულის გასმები მკლავს, თან, მეზიზღება, როცა ვერ ცეკვავენ და ზუსტად მე აღმოვჩნდი ასეთ სიტუაციაში. საბოლოო ჯამში სახალისო სპექტაკლი გამოვიდა, ერთობიან როგორც ბავშვები, ასევე მშობლები. დიდი დატვირთვა არ გვაქვს, მაგრამ, ჩვენ თვითონვე დადებითად ვიმუხტებით იმით, რაც დარბაზში ხდება...

- ლაშა, რამდენი ხანია, რაც რუსთაველის თეატრის დასში ხარ?

- ერთი წელია, ჯერ პატარა ვარ (იღიმის). იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი, უდიდესი პასუხისმგებლობაა მაყურებლის, დასის წინაშე. ჯერ კიდევ ვსწავლობ იმ ნორმებს, რომელიც უნდა დაიცვა, თუ გინდა, მათი ნაწილი იყო.

- რობერტ სტურუასთან პირველად მოგიხდა მუშაობა თუ მანამდეც გქონდა შეხება?

- არა, აქამდე არ მითამაშია ბატონი რობერტ სტურუას მიერ დადგმულ სპექტაკლში, პირველი სწორედ ''ჯადოსნური ღამე'' იყო. მუშაობის პროცესში მსახიობებზე ბევრად აქტიურია. თვალებს დახუჭავს, გაახელს და უკვე ახალი იდეა აქვს, ისე დეტალებში გაწვდის ყველაფერს, შანსი არ გაქვს, ვერ გაიგო ან არ გააკეთო. არიან რეჟისორები, რომლებიც ''რეჟისორობენ'', ბატონი რობერტი კი გაძლევს საშუალებას, შენც მოიფიქრო, შესთავაზო შენი ვარიანტი, რაც ძალიან კარგია. ნუ, ეს ადამიანი გენიოსია, ამას მარტო მე ხომ არ ვამბობ?!

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება