სამხედრო
მოზაიკა
პოლიტიკა

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გეგმები აქვს პუტინს საქართველოში და უწყობს თუ არა ხელს ხელისუფლება ქვეყანაში რუსული ინტერესის ზრდას
რა გეგმები აქვს პუტინს საქართველოში და უწყობს თუ არა ხელს ხელისუფლება ქვეყანაში რუსული ინტერესის ზრდას

პუ­ტინ­მა 2015 წელს ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რის, ანუ 21-ე სა­უ­კუ­ნის საბ­ჭო­თა კავ­ში­რის შექ­მნა სა­ბო­ლო­ოდ უნდა და­ას­რუ­ლოს, - ასე­თია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის გეგ­მა, რო­მელ­საც ის ღიად, ყო­ველ­გვა­რი მი­ნიშ­ნე­ბე­ბის გა­რე­შე ახ­მო­ვა­ნებს. რა გეგ­მე­ბი აქვს პუ­ტინს სა­ქარ­თვე­ლო­ში და უწყობს თუ არა ხელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში რუ­სუ­ლი ინ­ტე­რე­სის ზრდას, ექ­სპერ­ტი კახა გო­გო­ლაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს:

- თუ სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზას არ გა­და­უხ­ვია, ევ­რა­ზი­უ­ლი კავ­ში­რი არ შეგ­ვე­ხე­ბა. ჯერ­ჯე­რო­ბით, და­სავ­ლუ­რი კურ­სის ცვლი­ლე­ბის ნიშ­ნებს ვერ ვხე­დავ, თუმ­ცა ნატო-ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად რუ­სე­თი ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბას გა­მო­ი­ყე­ნებს. ამა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მაპ-ის მი­ნი­ჭე­ბის შემ­დეგ უნდა ვი­სა­უბ­როთ.

- მალე სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ნატო-ს სას­წავ­ლო ცენ­ტრი უნდა გა­იხ­სნას, რუ­სე­თი კი, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი პრო­პა­გან­დის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­ლე­ნის მო­სა­პო­ვებ­ლად აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს. ამ ორი უერ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრო­ცე­სის ლო­გი­კუ­რი შე­დე­გი რა იქ­ნე­ბა?

- ბუ­ნებ­რი­ვია, რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არც ნატო-ს სას­წავ­ლო ცენ­ტრის გახ­სნა შე­დის, თუმ­ცა დღეს ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, და­სავ­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის ფონ­ზე, რუ­სეთ­ში მოვ­ლე­ნე­ბი რა სცე­ნა­რით გან­ვი­თარ­დე­ბა. თუ ოფი­ცი­ა­ლურ­მა მოს­კოვ­მა და­სავ­ლე­თის შე­მო­რი­გე­ბა­ზე ფიქ­რი და­ი­წყო და სან­ქცი­ე­ბის მოხ­სნას შე­ე­ცა­და, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბულ პო­ზი­ცი­ა­ზე აღ­მოვ­ჩნდე­ბით.

- რე­ა­ლო­ბას რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, უკ­რა­ი­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე, რუ­სე­თი და­სავ­ლეთ­თან პო­ზი­ცი­ებს დათ­მობს?

-დღეს რუ­სე­თი რე­ა­ლუ­რად ცდი­ლობს და უნდა კი­დეც, რომ და­სავ­ლე­თი შე­მო­ი­რი­გოს, მაგ­რამ აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა­ში იმ­დე­ნად ღრმად შე­ტო­პა, რომ უკან და­ხე­ვა­საც ვერ ახერ­ხებს. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რუ­სეთ­მა დათ­მო­ბებ­ზე მარ­თლაც იფიქ­როს.

- ევ­რა­ზი­ულ კავ­შირს და­ვუბ­რუნ­დეთ. რამ­დე­ნად მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რუ­სეთ­მა ქარ­თულ მხა­რეს­თან ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბით ვაჭ­რო­ბა და­ი­წყოს და აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის დათ­მო­ბის სა­ნაც­ვლოდ სა­ქარ­თვე­ლოს­გან ევ­რა­ზი­ულ კავშირში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა მო­ი­თხო­ვოს?

- რა თქმა უნდა, რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლოს­თან ყვე­ლა სა­ვაჭ­რო ვა­რი­ანტს ეძებს, მაგ­რამ ყვე­ლა შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ტყუ­ილ­ზე იქ­ნე­ბა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. შე­საძ­ლოა, პუ­ტინ­მა ტყუ­ი­ლი და­პი­რე­ბე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ვო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბა სცა­დოს და გვი­თხრას - რა გინ­დათ ნატო-ში ან ევ­რო­კავ­შირ­ში, ევ­რა­ზი­ულ კავ­შირ­ში შე­მოგ­ვი­ერ­თდით და აფხა­ზეთ­თან და ოსებ­თან სა­ქარ­თვე­ლოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბებს და­ვი­წყე­ბო. ეს იქ­ნე­ბა ხა­ფან­გი - ბო­ლოს, რუ­სე­თი მოგ­ვიტ­რი­ალ­დე­ბა და გვე­ტყვის, პი­რო­ბას ვერ ვას­რუ­ლე­ბო და ჩვენც გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდე­ბით. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პერ­სპექ­ტი­ვა არ აქვს და რუ­სეთს არ უნდა ენ­დოს.

-რუ­სუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ზრდის ფონ­ზე, სა­ქარ­თვე­ლო რუ­სეთს თა­მაშ­ში ხომ არ მიყ­ვე­ბა?

- რო­გორც ჩანს, გარ­კვე­უ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ამ მხრივ მარ­თლაც და­წყე­ბუ­ლია. რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში მარ­თლაც ძლი­ერ­დე­ბი­ან და ფაქ­ტია, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მსგავ­სად, მმარ­თვე­ლი გუნ­დი დღე­საც კუ­ლუ­ა­რულ თა­მაშს თა­მა­შობს. არ უნ­დათ რუ­სუ­ლი ბიზ­ნე­სი გა­ა­ნა­წყე­ნონ, მაგ­რამ ყვე­ლას კარ­გად გვეს­მის, რომ რუ­სუ­ლი ბიზ­ნე­სი რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კის მთა­ვა­რი შე­მად­გე­ნე­ლი ფაქ­ტო­რია. რუ­სეთს სა­ქარ­თვე­ლო­ში სომ­ხე­თის სცე­ნა­რის გა­მე­ო­რე­ბა სურს, სა­დაც ქვეყ­ნის მარ­თვის ბერ­კე­ტე­ბი რუ­სულ­მა ბიზ­ნეს­მა აიღო ხელ­ში. რაში ჭირ­დე­ბა დღეს რუ­სეთს ფო­თის პორ­ტი? გავ­ლე­ნის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად! იგი­ვე, რა­ტომ აინ­ტე­რე­სებს აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ნავ­თო­ბი? აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი ნავ­თო­ბის შე­ჩე­რე­ბით, რუ­სუ­ლი ნავ­თო­ბის მეტი რა­ო­დე­ნო­ბით გა­ყიდ­ვა სურს. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს ბერ­კე­ტი, რუ­სუ­ლი ბიზ­ნე­სის შე­მო­დი­ნე­ბა შე­ა­ჩე­როს ან ტენ­დე­რის დარ­ღვე­უ­ლი პი­რო­ბე­ბის გამო, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ა­უქ­მოს, მაგ­რამ "როს­ნეფტ­ზე" მმარ­თვე­ლი გუნ­დის გან­ცხა­დე­ბე­ბის შემ­დეგ, ეჭვი მიჩ­ნდე­ბა, რომ რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის კუ­ლუ­ა­რუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბია. ამ შემ­თხვე­ვა­ში ერ­თა­დერ­თი ეფექ­ტუ­რი პრე­ვენ­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ჩარ­თვაა.

რუ­სუ­დან შე­ლია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

რა გეგმები აქვს პუტინს საქართველოში და უწყობს თუ არა ხელს ხელისუფლება ქვეყანაში რუსული ინტერესის ზრდას

რა გეგმები აქვს პუტინს საქართველოში და უწყობს თუ არა ხელს ხელისუფლება ქვეყანაში რუსული ინტერესის ზრდას

პუტინმა 2015 წელს ევრაზიული კავშირის, ანუ 21-ე საუკუნის საბჭოთა კავშირის შექმნა საბოლოოდ უნდა დაასრულოს, - ასეთია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გეგმა, რომელსაც ის ღიად, ყოველგვარი მინიშნებების გარეშე ახმოვანებს. რა გეგმები აქვს პუტინს საქართველოში და უწყობს თუ არა ხელს ხელისუფლება ქვეყანაში რუსული ინტერესის ზრდას, ექსპერტი კახა გოგოლაშვილი განმარტავს:

- თუ საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზას არ გადაუხვია, ევრაზიული კავშირი არ შეგვეხება. ჯერჯერობით, დასავლური კურსის ცვლილების ნიშნებს ვერ ვხედავ, თუმცა ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების შესაჩერებლად რუსეთი ყველა საშუალებას გამოიყენებს. ამაზე საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭების შემდეგ უნდა ვისაუბროთ.

- მალე საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-ს სასწავლო ცენტრი უნდა გაიხსნას, რუსეთი კი, ინფორმაციული პროპაგანდის საშუალებით საზოგადოებაში გავლენის მოსაპოვებლად აქტიურად მუშაობს. ამ ორი უერთიერთსაწინააღმდეგო პროცესის ლოგიკური შედეგი რა იქნება?

- ბუნებრივია, რუსეთის ინტერესებში საქართველოს ტერიტორიაზე არც ნატო-ს სასწავლო ცენტრის გახსნა შედის, თუმცა დღეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, დასავლური სანქციების ფონზე, რუსეთში მოვლენები რა სცენარით განვითარდება. თუ ოფიციალურმა მოსკოვმა დასავლეთის შემორიგებაზე ფიქრი დაიწყო და სანქციების მოხსნას შეეცადა, საგარეო პოლიტიკაში გაუმჯობესებულ პოზიციაზე აღმოვჩნდებით.

- რეალობას რომ დავუბრუნდეთ, უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, რუსეთი დასავლეთთან პოზიციებს დათმობს?

-დღეს რუსეთი რეალურად ცდილობს და უნდა კიდეც, რომ დასავლეთი შემოირიგოს, მაგრამ აღმოსავლეთ უკრაინაში იმდენად ღრმად შეტოპა, რომ უკან დახევასაც ვერ ახერხებს. არ გამოვრიცხავ, რუსეთმა დათმობებზე მართლაც იფიქროს.

- ევრაზიულ კავშირს დავუბრუნდეთ. რამდენად მოსალოდნელია, რუსეთმა ქართულ მხარესთან ოკუპირებული ტერიტორიებით ვაჭრობა დაიწყოს და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დათმობის სანაცვლოდ საქართველოსგან ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება მოითხოვოს?

- რა თქმა უნდა, რუსეთი საქართველოსთან ყველა სავაჭრო ვარიანტს ეძებს, მაგრამ ყველა შემოთავაზება ტყუილზე იქნება დაფუძნებული. შესაძლოა, პუტინმა ტყუილი დაპირებებით საქართველოს ერვოინტეგრაციის შეჩერება სცადოს და გვითხრას - რა გინდათ ნატო-ში ან ევროკავშირში, ევრაზიულ კავშირში შემოგვიერთდით და აფხაზეთთან და ოსებთან საქართველოსთან თანამშრომლობაზე მოლაპარაკებებს დავიწყებო. ეს იქნება ხაფანგი - ბოლოს, რუსეთი მოგვიტრიალდება და გვეტყვის, პირობას ვერ ვასრულებო და ჩვენც გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ამ მიმართულებით საქართველოს პერსპექტივა არ აქვს და რუსეთს არ უნდა ენდოს.

-რუსული ინვესტიციების ზრდის ფონზე, საქართველო რუსეთს თამაშში ხომ არ მიყვება?

- როგორც ჩანს, გარკვეული მოლაპარაკებები ამ მხრივ მართლაც დაწყებულია. რუსული კომპანიები საქართველოში მართლაც ძლიერდებიან და ფაქტია, წინა ხელისუფლების მსგავსად, მმართველი გუნდი დღესაც კულუარულ თამაშს თამაშობს. არ უნდათ რუსული ბიზნესი გაანაწყენონ, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ რუსული ბიზნესი რუსული პოლიტიკის მთავარი შემადგენელი ფაქტორია. რუსეთს საქართველოში სომხეთის სცენარის გამეორება სურს, სადაც ქვეყნის მართვის ბერკეტები რუსულმა ბიზნესმა აიღო ხელში. რაში ჭირდება დღეს რუსეთს ფოთის პორტი? გავლენის შესანარჩუნებლად! იგივე, რატომ აინტერესებს აზერბაიჯანული ნავთობი? აზერბაიჯანული ნავთობის შეჩერებით, რუსული ნავთობის მეტი რაოდენობით გაყიდვა სურს. საქართველოს ხელისუფლებას აქვს ბერკეტი, რუსული ბიზნესის შემოდინება შეაჩეროს ან ტენდერის დარღვეული პირობების გამო, ხელშეკრულება გააუქმოს, მაგრამ "როსნეფტზე" მმართველი გუნდის განცხადებების შემდეგ, ეჭვი მიჩნდება, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის კულუარული მოლაპარაკებებია. ამ შემთხვევაში ერთადერთი ეფექტური პრევენცია საზოგადოების მაქსიმალური ჩართვაა.

რუსუდან შელია

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა