პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იყო არაორდინალური სიტუაცია, რომლის გამოსასწორებლად მოვიფიქრე შემდეგი გეგმა..." - რას ყვება ჟვანიას ყოფილი დაცვის უფროსი სასამართლო პროცესზე
"იყო არაორდინალური სიტუაცია, რომლის გამოსასწორებლად მოვიფიქრე შემდეგი გეგმა..." - რას ყვება ჟვანიას ყოფილი დაცვის უფროსი სასამართლო პროცესზე

ზუ­რაბ ჟვა­ნი­ამ ტუჩ­თან და­ზი­ა­ნე­ბა მა­შინ მი­ი­ღო, რო­დე­საც ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვას ვუ­ტა­რებ­დი, - ამის შე­სა­ხებ გა­მარ­თულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ყო­ფილ­მა დაც­ვის უფ­როს­მა, კობა ხარ­ში­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

ხარ­ში­ლა­ძე დღეს და­ი­კი­თხა იმ ეპი­ზოდ­ზე, რო­მელ­შიც ექ­სპერ­ტი ლე­ვან ჩა­ჩუაა ბრალ­დე­ბუ­ლი. რო­გორც ხარ­ში­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც იმ ბი­ნა­ში შე­ვი­და, სა­დაც ზუ­რაბ ჟვა­ნია გარ­და­იც­ვა­ლა, ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს არა­ნა­ი­რი და­ზი­ა­ნე­ბა არ ჰქო­ნია.

"შიგ­ნით შე­ვე­დი ფან­ჯრის გი­სო­სე­ბის გა­მო­გლეჯ­ვის შემ­დეგ, რად­გან კა­რე­ბი იყო ურ­დუ­ლით ჩა­კე­ტი­ლი და გა­სა­ღე­ბით მას ვერ გა­ვა­ღებ­დი. რო­დე­საც შიგ­ნით შე­ვე­დი, ზუ­რაბ ჟვა­ნია უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იჯდა სა­ვარ­ძელ­ში. არც შე­ხე­ბა­ზე და არც ყვი­რილ­ზე რე­ა­გი­რე­ბა არ ჰქო­ნია და არა­ნა­ირ სი­ცო­ცხლის ნი­შან­წყა­ლი არ ეტყო­ბო­და, არც პულ­სი არ ესინ­ჯე­ბო­და. ამის შემ­დეგ გად­მო­ვაწ­ვი­ნე ია­ტაკ­ზე და გა­დავ­წყვი­ტე, ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვა. ხე­ლოვ­ნურ­მა სუნ­თქვამ შე­დე­გი არ გა­მო­ი­ღო და მივ­ხვდი, რომ გარ­დაც­ვლი­ლი იყო, რის შე­სა­ხე­ბაც ვუ­თხა­რი მი­ხე­ილ ძა­ძა­მი­ა­საც. პრე­მი­ე­რი გა­რეგ­ნუ­ლად და­ვათ­ვა­ლი­ე­რე და მას არა­ნა­ი­რი და­ზი­ა­ნე­ბა არ ჰქონ­და. ასე­ვე არ ჰქონ­და და­ზი­ა­ნე­ბა უსუ­პოვ­საც. ტუჩ­თან და­ზი­ა­ნე­ბა ზუ­რაბ ჟვა­ნი­ამ მას შემ­დეგ მი­ი­ღო, რაც ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვას ვუ­ტა­რებ­დი. მას ასე­ვე არა­ნა­ი­რი სის­ხლის ლაქა არ ჰქონ­და", - გა­ნა­ცხა­და კობა ხარ­ში­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ბი­ნა­ში, სა­დაც ჟვა­ნია და უსუ­პო­ვი გარ­და­იც­ვალ­ნენ, საკ­მა­ოდ არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცია იყო და ამ სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მო­სას­წო­რებ­ლად გა­და­წყვი­ტა, უსუ­პო­ვი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მო­ე­შო­რე­ბი­ნა.

"უსუ­პო­ვი პრე­მი­ე­რის­გან მო­შო­რე­ბით ეგდო, იყო არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცია და ამ სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მო­სას­წო­რებ­ლად, მვი­ფიქ­რე შემ­დე­გი გეგ­მა. რაულ უსუ­პო­ვის ცხე­და­რი მე და მი­ხე­ილ ძა­ძა­მი­ამ გა­ვი­ტა­ნეთ ბი­ნი­დან და ჩავ­დეთ მან­ქა­ნა­ში. რო­დე­საც მან­ქა­ნა­ში ჩავ­სხე­დით, შემ­დეგ მივხდი, რომ ეს იყო აბ­სურ­დუ­ლი გეგ­მა და ცხე­და­რი ისევ უკან შე­ვი­ტა­ნეთ. და­ვაწ­ვი­ნეთ იმა­ვე ად­გილ­ზე და იმა­ვე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რო­გორც იყო. ფეხ­საც­მე­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ გა­ტა­ნის დროს გაძ­ვრა და ასე­ვე შარ­ვა­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ ამ დროს და­ეს­ვა­რა", - გა­ნა­ცხა­და ხარ­ში­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმი­ოთ, ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ მან მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი რაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, იყო გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძეს­თან და­რეკ­ვა და ამ­ბის შე­ტყო­ბი­ნე­ბა. შემ­დეგ კი და­უ­რე­კა პრე­ზი­დენტს და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­ვიდ­ნენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი. ხარ­ში­ლა­ძემ ასე­ვე გა­იხ­სე­ნა, თუ თა­ვად რო­გორ შე­ი­ტყო ეს ამ­ბა­ვი და რო­გორ მი­ვი­და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე.

"მე ვი­ყა­ვი სახ­ლში. და­მი­რე­კა მი­ხე­ილ ძა­ძა­მი­ამ და მი­თხრა, რომ ზურა იყო უგო­ნო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. გა­ვე­მარ­თე შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, თუმ­ცა გზა­ზე მან­ქა­ნა გა­მი­ფუჭ­და. ამის შემ­დეგ ბი­ნი­დან მო­შო­რე­ბით მო­მა­კი­თხა ძა­ძა­მი­ამ და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­მიყ­ვა­ნა. რო­დე­საც მი­ვე­დი, ფან­ჯრი­დან და­ვი­ნა­ხე, რომ ბა­ტო­ნი პრე­მი­ე­რი უგო­ნოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. ვერ გა­ვა­ღეთ კარი, შემ­დეგ ავ­ძვე­რი გი­სო­სებ­ზე და ძა­ძა­მი­ას დახ­მა­რე­ბით მო­ვაგ­ლი­ჯე ეს გი­სო­სე­ბი და შე­ვე­დი ბი­ნა­ში", - აღ­ნიშ­ნა ხარ­ში­ლა­ძემ.

დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე და­ი­კი­თხა ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას დაც­ვის კი­დევ ორი წევ­რი, და­ვით და­ღე­ლაშ­ვი­ლი და ალექ­სან­დრე გო­გო­ხია. აღ­ნიშ­ნუ­ლი მოწ­მე­ე­ბი დაც­ვის მხა­რემ წარ­მო­ად­გი­ნა. შემ­დე­გი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 2 თე­ბერ­ვალს, 17:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა, სა­დაც მი­ხე­ილ ძა­ძა­მი­ას და დაც­ვის სხვა წევ­რებს და­კი­თხა­ვენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"იყო არაორდინალური სიტუაცია, რომლის გამოსასწორებლად მოვიფიქრე შემდეგი გეგმა..." - რას ყვება ჟვანიას ყოფილი დაცვის უფროსი სასამართლო პროცესზე

"იყო არაორდინალური სიტუაცია, რომლის გამოსასწორებლად მოვიფიქრე შემდეგი გეგმა..." - რას ყვება ჟვანიას ყოფილი დაცვის უფროსი სასამართლო პროცესზე

ზურაბ ჟვანიამ ტუჩთან დაზიანება მაშინ მიიღო, როდესაც ხელოვნურ სუნთქვას ვუტარებდი, - ამის შესახებ გამართულ სასამართლო პროცესზე საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ყოფილმა დაცვის უფროსმა, კობა ხარშილაძემ განაცხადა.

ხარშილაძე დღეს დაიკითხა იმ ეპიზოდზე, რომელშიც ექსპერტი ლევან ჩაჩუაა ბრალდებული. როგორც ხარშილაძემ განაცხადა, როდესაც იმ ბინაში შევიდა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა, ყოფილ პრემიერ-მინისტრს არანაირი დაზიანება არ ჰქონია.

"შიგნით შევედი ფანჯრის გისოსების გამოგლეჯვის შემდეგ, რადგან კარები იყო ურდულით ჩაკეტილი და გასაღებით მას ვერ გავაღებდი. როდესაც შიგნით შევედი, ზურაბ ჟვანია უგონო მდგომარეობაში იჯდა სავარძელში. არც შეხებაზე და არც ყვირილზე რეაგირება არ ჰქონია და არანაირ სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა, არც პულსი არ ესინჯებოდა. ამის შემდეგ გადმოვაწვინე იატაკზე და გადავწყვიტე, ჩამეტარებინა ხელოვნური სუნთქვა. ხელოვნურმა სუნთქვამ შედეგი არ გამოიღო და მივხვდი, რომ გარდაცვლილი იყო, რის შესახებაც ვუთხარი მიხეილ ძაძამიასაც. პრემიერი გარეგნულად დავათვალიერე და მას არანაირი დაზიანება არ ჰქონდა. ასევე არ ჰქონდა დაზიანება უსუპოვსაც. ტუჩთან დაზიანება ზურაბ ჟვანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც ხელოვნურ სუნთქვას ვუტარებდი. მას ასევე არანაირი სისხლის ლაქა არ ჰქონდა", - განაცხადა კობა ხარშილაძემ.

მისივე თქმით, ბინაში, სადაც ჟვანია და უსუპოვი გარდაიცვალნენ, საკმაოდ არაორდინალური სიტუაცია იყო და ამ სიტუაციის გამოსასწორებლად გადაწყვიტა, უსუპოვი შემთხვევის ადგილიდან მოეშორებინა.

"უსუპოვი პრემიერისგან მოშორებით ეგდო, იყო არაორდინალური სიტუაცია და ამ სიტუაციის გამოსასწორებლად, მვიფიქრე შემდეგი გეგმა. რაულ უსუპოვის ცხედარი მე და მიხეილ ძაძამიამ გავიტანეთ ბინიდან და ჩავდეთ მანქანაში. როდესაც მანქანაში ჩავსხედით, შემდეგ მივხდი, რომ ეს იყო აბსურდული გეგმა და ცხედარი ისევ უკან შევიტანეთ. დავაწვინეთ იმავე ადგილზე და იმავე მდგომარეობაში როგორც იყო. ფეხსაცმელი, სავარაუდოდ, ამ გატანის დროს გაძვრა და ასევე შარვალიც, სავარაუდოდ ამ დროს დაესვარა", - განაცხადა ხარშილაძემ.

მისივე თქმიოთ, ამ ყველაფრის შემდეგ მან მიიღო გადაწყვეტილება და პირველი ნაბიჯი რაც განახორციელა, იყო გიორგი ბარამიძესთან დარეკვა და ამბის შეტყობინება. შემდეგ კი დაურეკა პრეზიდენტს და შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სამართალდამცველი ორგანოები. ხარშილაძემ ასევე გაიხსენა, თუ თავად როგორ შეიტყო ეს ამბავი და როგორ მივიდა შემთხვევის ადგილზე.

"მე ვიყავი სახლში. დამირეკა მიხეილ ძაძამიამ და მითხრა, რომ ზურა იყო უგონო მდგომარეობაში. გავემართე შემთხვევის ადგილზე, თუმცა გზაზე მანქანა გამიფუჭდა. ამის შემდეგ ბინიდან მოშორებით მომაკითხა ძაძამიამ და შემთხვევის ადგილზე მიმიყვანა. როდესაც მივედი, ფანჯრიდან დავინახე, რომ ბატონი პრემიერი უგონოდ გამოიყურებოდა. ვერ გავაღეთ კარი, შემდეგ ავძვერი გისოსებზე და ძაძამიას დახმარებით მოვაგლიჯე ეს გისოსები და შევედი ბინაში", - აღნიშნა ხარშილაძემ.

დღევანდელ პროცესზე დაიკითხა ზურაბ ჟვანიას დაცვის კიდევ ორი წევრი, დავით დაღელაშვილი და ალექსანდრე გოგოხია. აღნიშნული მოწმეები დაცვის მხარემ წარმოადგინა. შემდეგი სასამართლო პროცესი 2 თებერვალს, 17:00 საათზე გაიმართება, სადაც მიხეილ ძაძამიას და დაცვის სხვა წევრებს დაკითხავენ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ