ლუგანსკის მახლობლად "ბოევიკებმა" საცხოვრებელი სახლები და მოხუცთა თავშესაფარი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გენადი მოსკალი ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ბოევიკებმა ლუგანკის მახლობლად, სოფელ ვალუისკოეზე იერიში "გრადის" ტიპის შეიარაღებიდან და არტილერიიდან მიიტანეს. "დაზიანდა 7 კერძო სახლი. ერთი ჭურვი მოხუცთა თავშესაფარ "ნადეჟდას" შენობასაც მოხვდა, სადაც 60 ადამიანი იმყოფება. შენობის ფანჯრები და კარები ჩამსხვრეულია. მოხუცები კი სროლის შემდეგ შოკურ მდგომარეობაში არიან", - აცხადებს მოსკალი.