ებრაელები ყოველთვის ითვლებოდნენ სიცოცხლის მოყვარულ ერად. ისინი გაუგონარი ეშმაკობის წყალობით და ახალ გარემოსთან ადაპტირების უნარით მთელს მსოფლიოში არიან გამრავლებული. არ ღირს უარყოფა, რომ კაცობრიობის ისტორიაში მათ ძალიან ბევრ ტკივილს გაუძლეს, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ყველანაირი იმედი დაეკარგათ, ისინი ახერხებდნენ იმასთან შეგუებას, რასაც მათ ბედი უმზადებდა.
მსოფლიო ისტორიაში არსებობს ხუთი ებრაელი, რომლებიც გახდნენ მასწავლებლები და სულიერ მოძღვრებად ითვლებიან არაერთი თაობისთვის. ამ ადამიანებმა უზარმაზარი წვლილი შეიტანეს კაცობრიობის ისტორიაში. ეს ხუთი ყვლაზე ცნობილი ებრაელია, რომლებიც აგიხსნიან, თუ სად უნდა ეძებოთ თქვენი პრობლემების ფესვები.
პირველი ბრძენი ებრაელი თვლიდა, რომ ადამიანებს ყველაფერი ცუდად აქვთ იმიტომ, რომ მათ იქ (ხელს იდებდა შუბლზე) ყველაფერი ცუდად ჰქონდათ. ამ ბრძენ ებრაელს მოსე ერქვა.
მეორე ბრძენი ებრაელი თვლიდა, რომ ადამიანებს ყველაფერი ცუდად იმიტომ ჰქონდათ, რომ მათ ცუდად ჰქონდათ საქმე იქ, ხელს იდებდა გულზე. მეორე ბრძენ ებრაელს ერქვა იესო.
მესამე ბრძენი ებრაელი თვლიდა, რომ ადამიანებს ყველაფერი ცუდად იმიტომ ჰქონდათ, რომ ცუდად ჰქონდათ საქმე იქ და ხელს იდებდა ჯიბეზე. მესამე ბრძენ ებრაელს კარლ მაქსი ერქვა.