პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა მოუტანა საუდის არაბეთის მოსახლეობას, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მეფე აბდულას მმართველობამ
რა მოუტანა საუდის არაბეთის მოსახლეობას, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მეფე აბდულას მმართველობამ

სა­უ­დის არა­ბე­თის მეფე აბ­დუ­ლა ბინ აბ­დუ­ლა­ზი­ზი გარ­და­იც­ვა­ლა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ 90 წელს მი­ტა­ნე­ბუ­ლი მეფე ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბის გამო კლი­ნი­კა­ში იწვა. აბ­დუ­ლა ბინ აბ­დუ­ლა­ზი­ზი სა­უ­დის არა­ბე­თის სა­მე­ფო ტახ­ტზე 2005 წელს ავი­და. მა­ლე­ვე მან სტი­პენ­დი­ე­ბის სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის რე­ა­ლი­ზა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის და­სავ­ლე­თის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით, სტუ­დენ­ტებს ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ეძ­ლოთ პრეს­ტი­ჟულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლა. სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში 70 000-ზე მეტ­მა ადა­მი­ან­მა მი­ი­ღო გა­ნათ­ლე­ბა, მსოფ­ლი­ოს 25-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში.

2011 წელს მეფე აბ­დუ­ლამ 37 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი სო­ცი­ა­ლუ­რი სფე­როს გან­ვი­თა­რე­ბის საქ­მე­ში ჩადო, რო­მე­ლიც უმუ­შევ­რო­ბის, გა­ნათ­ლე­ბის, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სუბ­სი­დი­ე­ბის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. 2011 წლის თე­ბერ­ვალ­ში, მე­ფემ ქა­ლებს უფ­ლე­ბა მის­ცა 2015 წლის არ­ჩევ­ნებ­ში მი­ე­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. მან ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ ქა­ლე­ბი მი­ი­ღე­ბენ უფ­ლე­ბას, ჩა­ერ­თონ მე­ჯლი­სის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ან­ტი­სამ­თავ­რო­ბო არე­უ­ლო­ბე­ბის ში­შით, აბ­დუ­ლამ კი­დევ 36 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი გა­მო­ყო, სა­უ­დის არა­ბე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის ცხოვ­რე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, სა­უ­დის არა­ბე­თის მე­ფის ძი­რი­თა­დი შე­მო­სავ­ლის წყა­როს ნავ­თო­ბი წარ­მო­ად­გენ­და, რომ­ლის გა­ყიდ­ვა­საც სა­ხელ­მწი­ფოს­თვის დღე­ში 1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი მოჰ­ქონ­და. მისი ქო­ნე­ბა 63,2 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი იყო. ამას­თან, მეფე აბ­დუ­ლა ბინ აბ­დუ­ლა­ზი­ზი უდი­დეს თავ­ლას ფლობ­და, სა­დაც სა­უ­კე­თე­სო არა­ბულ ცხე­ნებს ამ­რავ­ლებ­და. მე­ფის ერთ-ერთი ჰობი ექ­სკლუ­ზი­უ­რი და ან­ტიკ­ვა­რუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის შეგ­რო­ვე­ბა იყო.

"ბი­ბი­სის" ცნო­ბით, ქვეყ­ნის ახა­ლი მეფე აბ­დუ­ლა ბინ აბ­დუ­ლა­ზი­ზის ძმა, 79 წლის სალ­მა­ნი გახ­დე­ბა.

რა მოუტანა საუდის არაბეთის მოსახლეობას, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მეფე აბდულას მმართველობამ

რა მოუტანა საუდის არაბეთის მოსახლეობას, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მეფე აბდულას მმართველობამ

საუდის არაბეთის მეფე აბდულა ბინ აბდულაზიზი გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ 90 წელს მიტანებული მეფე ფილტვების ანთების გამო კლინიკაში იწვა. აბდულა ბინ აბდულაზიზი საუდის არაბეთის სამეფო ტახტზე 2005 წელს ავიდა. მალევე მან სტიპენდიების სახელმწიფო პროგრამის რეალიზაცია განახორციელა, რომელიც ახალგაზრდა ადამიანებისთვის დასავლეთის უნივერსიტეტებში განათლების მიღებას ითვალისწინებდა. პროგრამის მიხედვით, სტუდენტებს ოთხი წლის განმავლობაში შეეძლოთ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში სწავლა. სახელმწიფო პროგრამის განმავლობაში 70 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო განათლება, მსოფლიოს 25-ზე მეტ ქვეყანაში.

2011 წელს მეფე აბდულამ 37 მილიარდი დოლარი სოციალური სფეროს განვითარების საქმეში ჩადო, რომელიც უმუშევრობის, განათლების, საცხოვრებელი სუბსიდიების პრობლემების მოგვარებასაც ითვალისწინებდა. 2011 წლის თებერვალში, მეფემ ქალებს უფლება მისცა 2015 წლის არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა. მან ასევე განაცხადა, რომ ქალები მიიღებენ უფლებას, ჩაერთონ მეჯლისის საქმიანობაში. მოგვიანებით, ანტისამთავრობო არეულობების შიშით, აბდულამ კიდევ 36 მილიარდი დოლარი გამოყო, საუდის არაბეთის მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლების მიზნით.

როგორც ცნობილია, საუდის არაბეთის მეფის ძირითადი შემოსავლის წყაროს ნავთობი წარმოადგენდა, რომლის გაყიდვასაც სახელმწიფოსთვის დღეში 1 მილიარდი დოლარი მოჰქონდა. მისი ქონება 63,2 მილიარდი დოლარი იყო. ამასთან, მეფე აბდულა ბინ აბდულაზიზი უდიდეს თავლას ფლობდა, სადაც საუკეთესო არაბულ ცხენებს ამრავლებდა. მეფის ერთ-ერთი ჰობი ექსკლუზიური და ანტიკვარული ავტომობილების შეგროვება იყო.

"ბიბისის" ცნობით, ქვეყნის ახალი მეფე აბდულა ბინ აბდულაზიზის ძმა, 79 წლის სალმანი გახდება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს