ძალიან ჰგავს ირინა ენუქიძისა და იური ვაზაგაშვილის მკვლელობები ერთმანეთს, - ამის შესახებ ლალი მოროშკინამ ტელე/რადიო "პალიტრის" გადაცემა "პროვოკატორში" სტუმრობისას ისაუბრა. როგორც მოროშკინამ განაცხადა, ამ ხელისუფლების უპირველესი ამოცანაა საქმის სწრაფი გახსნა, რადგან ამ შემთხვევაში მისი "ყოფნა-არ ყოფნის საკითხი დგას".
"უპირველესი ამოცანაა, რომ ეს საქმე გაიხსნას. ვაზაგაშვილი კი არ მოკლეს, ტერაქტი მოაწყვეს ქვეყანაში. ეს არის სატანისტური რიტუალი. ის რაც ირინა ენუქიძეს გაუკეთეს,- ძალიან გავს ეს მკვლელობები ერთმანეთს. იქ საფლავის ქვა იყო მოწამლული, ამ შემთხვევაში საფლავზე დააკლეს... ეს არის ჩვეულებრივი სატანისტური რიტუალი. განსაკუთრებული საძაგლობით გაკეთებული, იმიტომ, რომ დარწმუნებული არიან რომ ეს საქმე არ გაიხსნება და "გააფარჩაკონ" ეს მთავრობა. მე ამ მთავრობის მხარდამჭერი ვარ და მინდა რომ ეს საქმეები გამოიძიონ, ყველა მკვლელობა- რაფალიანცის საქმიდან დაწყვებული," - განაცხადა მოროშკინამ.