პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორი ქართველის მიერ შექმნილი ერთადერთი სოციალური ქსელი, რომელიც ვირტუალურ და ფიზიკურ სამყაროს აკავშირებს, ამერიკას იპყრობს
 ორი ქართველის მიერ შექმნილი ერთადერთი სოციალური ქსელი, რომელიც ვირტუალურ და ფიზიკურ სამყაროს აკავშირებს, ამერიკას იპყრობს

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის სიმ­რავ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ორი ქარ­თვე­ლის მიერ და­არ­სე­ბუ­ლი ახა­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი Deehubs საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. ბა­ქარ მა­რუ­აშ­ვი­ლი და გი­ორ­გი გურ­გე­ნი­ძე ის ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან, რომ­ლებ­მაც ქარ­თუ­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი ვებ-პრო­ექ­ტი ამე­რი­კა­ში წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ტა­ნეს. Deehubs ეს არის პლატ­ფორ­მა, სა­დაც მომ­ხმა­რე­ბე­ლი ქმნის მე­სიჯს, სუ­რათს, რო­მე­ლიც ქვეყ­ნდე­ბა ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში პრო­ექ­ტო­რე­ბი­სა და ელექტრო­ნუ­ლი ბილ­ბორ­დე­ბის მეშ­ვე­ო­ბით. Deehubs.com არის პირ­ვე­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი, რო­მე­ლიც აკავ­ში­რებს ვირ­ტუ­ა­ლურ და ფი­ზი­კურ სამ­ყა­როს. Ambebi.ge სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის ერთ-ერთ დამ­ფუძ­ნე­ბელს, გი­ორ­გი გურ­გე­ნი­ძეს ამე­რი­კა­ში და­უ­კავ­შირ­და.

- გი­ორ­გი, რას ნიშ­ნავს Deehubs-ი? რო­გორ ჩა­მო­ყა­ლიბ­და და ვინ შექ­მნა?

- სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი მე და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ბა­ქარ მა­რუ­აშ­ვილ­მა შევ­ქმე­ნით. ბავ­შვო­ბის მე­გობ­რებს Deehubs-ის იდეა და­ახ­ლო­ე­ბით ორი წლის წინ გაგ­ვიჩ­ნდა. რუ­ტი­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რე­ბის შემ­ხედ­ვა­რეს, გვსურ­და, რომ სი­ახ­ლე შეგ­ვექ­მნა და შემ­დგომ ეს სი­ახ­ლე არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს, არა­მედ მთე­ლი მსოფ­ლი­ო­სათ­ვის გაგ­ვე­ზი­ა­რე­ბი­ნა. Deehubs-ის იდეა გაჩ­ნდა მა­შინ, რო­დე­საც და­ვი­ნა­ხეთ, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი, რა­ო­დენ დი­დიც არ უნდა იყოს, შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა თქვე­ნი მე­გობ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით და ხმის მიწ­ვდე­ნა რე­ა­ლურ ადა­მი­ა­ნებ­თან და რე­ა­ლურ ად­გი­ლებ­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო. ონ­ლა­ინ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ასე­ვე ის ახა­სი­ა­თებს, რომ ის მუდ­მი­ვად რჩე­ბა პა­ტა­რა ეკ­რან­ში ჩა­კე­ტი­ლი. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი კი უკვე მხო­ლოდ "ლა­ი­ქით" და "სმა­ლე­ბით" შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა.

თა­ვად სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­ხე­ლი მო­დის სი­ტყვა hub-ის ფუ­ძი­დან, რა­ი­მე სპე­ცი­ა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ გა­აჩ­ნია, გარ­და იმი­სა, რომ ქა­ლა­ქის ის აქ­ტი­უ­რი წერ­ტი­ლე­ბი, სა­დაც მე­სი­ჯე­ბი გა­დის, ერ­თგვა­რი თავ­მოყ­რის ად­გი­ლი იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში; ად­გი­ლე­ბი, სა­დაც შე­გიძ­ლი­ათ გა­ეც­ნოთ სი­ახ­ლე­ებს, აღ­მო­ა­ჩი­ნოთ ადა­მი­ა­ნე­ბი და ესა­უბ­როთ მათ.

- რა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ნიშა აქვს Deehubs-ს? რი­თია ის სა­ინ­ტე­რე­სო?

- Deehubs-ით ადა­მი­ა­ნე­ბი აღარ სა­უბ­რო­ბენ ჩატ­ში და სტა­ტუ­სებ­ში, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ მხო­ლოდ სტა­ტუ­სე­ბად დარ­ჩე­ბა და მხო­ლოდ თქვე­ნი მე­გობ­რე­ბის გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა იხი­ლავს მათ. ქა­ლა­ქის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­გორც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­სა, ესაა ის სი­ახ­ლე, რო­მელ­საც Deehubs-ი სთა­ვა­ზობს თა­ვი­ანთ მომ­ხმა­რებ­ლებს. Deehubs-ით ადა­მი­ა­ნებს შე­უძ­ლი­ათ ერ­თმა­ნეთს ქა­ლა­ქე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ელა­პა­რა­კონ, და­წე­რონ და გა­მო­ხა­ტონ თა­ვი­ან­თი აზრი რე­ა­ლურ, ფი­ზი­კურ სივ­რცე­ში, სა­დაც "გა­მარ­ჯო­ბა" შე­იძ­ლე­ბა ერთი სარ­თუ­ლის ხელა იყოს და არა 12 პიქ­სე­ლი.

- რითი შე­უძ­ლია ამ პრო­ექტს მომ­ხმა­რებ­ლე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა?

- Deehubs-ი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­აა და სრუ­ლი­ად ახ­ლე­ბუ­რი, ამი­ტომ მისი გა­მო­ყე­ნე­ბაც ამ ეტაპ­ზე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია. ქუ­ჩა­ში და­წე­რა ყვე­ლა­სათ­ვის შე­საძ­ლე­ბე­ლია, ამი­ტომ ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი სხვა­დას­ხვა გა­მო­ყე­ნე­ბას ნა­ხუ­ლობს. ზოგი სიყ­ვა­რულს უხ­სნის ერ­თმა­ნეთს, ზოგი თა­ვის მძაფრ და მკა­ფიო პო­ლი­ტი­კურ პო­ზი­ცი­ას გა­მო­ხა­ტავს ქუ­ჩებ­ში, ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვი­ანთ ნაშ­რო­მებს აქ­ვეყ­ნე­ბენ, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს აღ­წე­რენ. ქუ­ჩე­ბი ნელ-ნელა სა­კუ­თა­რი მო­სახ­ლე­ო­ბის ანა­რეკ­ლი ხდე­ბი­ან.

- რა მას­შტა­ბებს მო­ი­ცავს ეს პრო­ექ­ტი? რა ასა­კის მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავს?

- Deehubs-ი ნო­ემ­ბრის ბო­ლოს­კენ ჩა­ეშ­ვა, მისი მომ­ხმა­რებ­ლის ნა­ხე­ვარ­ზე მეტი სა­შუ­ა­ლოდ, 18-35 წლამ­დე ასა­კი­საა. ამ­ჟა­მად გა­მოგ­ზავ­ნი­ლი მე­სი­ჯე­ბი მხო­ლოდ სი­ეტ­ლის ქუ­ჩებ­ში ქვეყ­ნდე­ბა. თუმ­ცა პრო­ექ­ტის გა­ფარ­თო­ე­ბის გეგ­მა ნელ-ნელა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას იწყებს და მო­ი­ცავს ამე­რი­კის სხვა დიდ 25 ქა­ლაქ­ში გა­ტა­ნას. ამი­სათ­ვის Deehubs-ის გუნ­დმა წა­მო­ი­წყო Indiegogo კამ­პა­ნია, სა­დაც უკვე ყვე­ლა ადა­მი­ანს ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, თა­ვი­სი წვი­ლი შე­ი­ტა­ნოს კომ­პა­ნი­ის გაზ­რდა­ში და სა­ნაც­ვლოდ სა­ინ­ტე­რე­სო სა­ჩუქ­რე­ბი მი­ი­ღოს.

- რა ეროვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­იხ­მა­რენ უფრო ხში­რად ამ სო­ცი­ა­ლურ ქსელს?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე­სი­ჯე­ბი ჯერ მხო­ლოდ სი­ეტ­ლში ქვეყ­ნდე­ბა, ჩარ­თუ­ლო­ბა მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან მო­დის. პირ­ველ კვი­რებ­ში მე­სი­ჯე­ბის დიდი ნა­კა­დი სა­ქარ­თვე­ლო­დან იყო, თუმ­ცა შემ­დგომ უფრო მეტი სი­ეტ­ლის მა­ცხოვ­რე­ბე­ლიც ჩა­ერ­თო. ამ­ჟა­მად ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი თა­ვად სი­ეტ­ლი­დან არი­ან, ასე­ვე ბევ­რი მე­სი­ჯი შე­მო­დის ამე­რი­კის სხვა ქა­ლა­ქე­ბი­დან. სა­ქარ­თვე­ლო ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რია, რო­მელ­საც მოს­დევს უკ­რა­ი­ნა, რუ­სე­თი, ევ­რო­პა (ეს­პა­ნე­თი, გერ­მა­ნია, საფ­რან­გე­თი), ბრა­ზი­ლი­აც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი ქვე­ყა­ნაა.

- რამ­დე­ნად ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტია?

- Deehubs-ის ამ­ჟა­მინ­დე­ლი სახე (პრო­ექ­ცი­ე­ბი) ერთი დიდი მთლი­ა­ნი ხედ­ვის და­სა­წყი­სია. სხვა ქა­ლა­ქებ­ში გა­ტა­ნის შემ­დეგ, 2015 წლის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში უკვე და­გეგ­მი­ლია Deehubs-ის 3 ბილ­ბორ­დის დად­გმა ამე­რი­კის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­ში. მე­სი­ჯის გაგ­ზავ­ნა უფა­სოა და უფა­სო იქ­ნე­ბა სა­მო­მავ­ლო­დაც. ამას­თა­ნა­ვე, გუნ­დი ნელ-ნელა მუ­შა­ობს პრო­დუქ­ტის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, სა­დაც მომ­ხმა­რებ­ლებს ექ­ნე­ბათ უფრო მეტი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის და ჩარ­თუ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

თეა ბი­თა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ორი ქართველის მიერ შექმნილი ერთადერთი სოციალური ქსელი, რომელიც ვირტუალურ და ფიზიკურ სამყაროს აკავშირებს, ამერიკას იპყრობს

 ორი ქართველის მიერ შექმნილი ერთადერთი სოციალური ქსელი, რომელიც ვირტუალურ და ფიზიკურ სამყაროს აკავშირებს, ამერიკას იპყრობს

სოციალური ქსელების სიმრავლის მიუხედავად, ორი ქართველის მიერ დაარსებული ახალი სოციალური ქსელი Deehubs საკმაოდ პოპულარული გახდა. ბაქარ მარუაშვილი და გიორგი გურგენიძე ის ახალგაზრდები არიან, რომლებმაც ქართული ინოვაციური ვებ-პროექტი ამერიკაში წარმატებით გაიტანეს. Deehubs ეს არის პლატფორმა, სადაც მომხმარებელი ქმნის მესიჯს, სურათს, რომელიც ქვეყნდება ქალაქის ქუჩებში პროექტორებისა და ელექტრონული ბილბორდების მეშვეობით. Deehubs.com არის პირველი სოციალური ქსელი, რომელიც აკავშირებს ვირტუალურ და ფიზიკურ სამყაროს. Ambebi.ge სოციალური ქსელის ერთ-ერთ დამფუძნებელს, გიორგი გურგენიძეს ამერიკაში დაუკავშირდა.

- გიორგი, რას ნიშნავს Deehubs-ი? როგორ ჩამოყალიბდა და ვინ შექმნა?

- სოციალური ქსელი მე და ჩემმა მეგობარმა ბაქარ მარუაშვილმა შევქმენით. ბავშვობის მეგობრებს Deehubs-ის იდეა დაახლოებით ორი წლის წინ გაგვიჩნდა. რუტინული სამსახურების შემხედვარეს, გვსურდა, რომ სიახლე შეგვექმნა და შემდგომ ეს სიახლე არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოსათვის გაგვეზიარებინა. Deehubs-ის იდეა გაჩნდა მაშინ, როდესაც დავინახეთ, რომ სოციალური ქსელი, რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს, შემოიფარგლება თქვენი მეგობრების რაოდენობით და ხმის მიწვდენა რეალურ ადამიანებთან და რეალურ ადგილებში წარმოუდგენელი იყო. ონლაინ კომუნიკაციას ასევე ის ახასიათებს, რომ ის მუდმივად რჩება პატარა ეკრანში ჩაკეტილი. სოციალურ ქსელებში ადამიანების ურთიერთობები კი უკვე მხოლოდ "ლაიქით" და "სმალებით" შემოიფარგლება.

თავად სოციალური ქსელის სახელი მოდის სიტყვა hub-ის ფუძიდან, რაიმე სპეციალური მნიშვნელობა არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ ქალაქის ის აქტიური წერტილები, სადაც მესიჯები გადის, ერთგვარი თავმოყრის ადგილი იქნება მომავალში; ადგილები, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ სიახლეებს, აღმოაჩინოთ ადამიანები და ესაუბროთ მათ.

- რა განსხვავებული ნიშა აქვს Deehubs-ს? რითია ის საინტერესო?

- Deehubs-ით ადამიანები აღარ საუბრობენ ჩატში და სტატუსებში, რომლებიც შემდეგ მხოლოდ სტატუსებად დარჩება და მხოლოდ თქვენი მეგობრების გარკვეული რაოდენობა იხილავს მათ. ქალაქის გამოყენება, როგორც სოციალური ქსელისა, ესაა ის სიახლე, რომელსაც Deehubs-ი სთავაზობს თავიანთ მომხმარებლებს. Deehubs-ით ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთს ქალაქების საშუალებით ელაპარაკონ, დაწერონ და გამოხატონ თავიანთი აზრი რეალურ, ფიზიკურ სივრცეში, სადაც "გამარჯობა" შეიძლება ერთი სართულის ხელა იყოს და არა 12 პიქსელი.

- რითი შეუძლია ამ პროექტს მომხმარებლების დაინტერესება?

- Deehubs-ი სრულიად განსხვავებული კომუნიკაციაა და სრულიად ახლებური, ამიტომ მისი გამოყენებაც ამ ეტაპზე მრავალფეროვანია. ქუჩაში დაწერა ყველასათვის შესაძლებელია, ამიტომ ძალიან ბევრი ადამიანი სხვადასხვა გამოყენებას ნახულობს. ზოგი სიყვარულს უხსნის ერთმანეთს, ზოგი თავის მძაფრ და მკაფიო პოლიტიკურ პოზიციას გამოხატავს ქუჩებში, ხელოვანი ადამიანები თავიანთ ნაშრომებს აქვეყნებენ, ჟურნალისტები მიმდინარე მოვლენებს აღწერენ. ქუჩები ნელ-ნელა საკუთარი მოსახლეობის ანარეკლი ხდებიან.

- რა მასშტაბებს მოიცავს ეს პროექტი? რა ასაკის მომხმარებელი ჰყავს?

- Deehubs-ი ნოემბრის ბოლოსკენ ჩაეშვა, მისი მომხმარებლის ნახევარზე მეტი საშუალოდ, 18-35 წლამდე ასაკისაა. ამჟამად გამოგზავნილი მესიჯები მხოლოდ სიეტლის ქუჩებში ქვეყნდება. თუმცა პროექტის გაფართოების გეგმა ნელ-ნელა განხორციელებას იწყებს და მოიცავს ამერიკის სხვა დიდ 25 ქალაქში გატანას. ამისათვის Deehubs-ის გუნდმა წამოიწყო Indiegogo კამპანია, სადაც უკვე ყველა ადამიანს ექნება საშუალება, თავისი წვილი შეიტანოს კომპანიის გაზრდაში და სანაცვლოდ საინტერესო საჩუქრები მიიღოს.

- რა ეროვნების წარმომადგენლები მოიხმარენ უფრო ხშირად ამ სოციალურ ქსელს?

- მიუხედავად იმისა, რომ მესიჯები ჯერ მხოლოდ სიეტლში ქვეყნდება, ჩართულობა მთელი მსოფლიოდან მოდის. პირველ კვირებში მესიჯების დიდი ნაკადი საქართველოდან იყო, თუმცა შემდგომ უფრო მეტი სიეტლის მაცხოვრებელიც ჩაერთო. ამჟამად ყველაზე აქტიური მომხმარებლები თავად სიეტლიდან არიან, ასევე ბევრი მესიჯი შემოდის ამერიკის სხვა ქალაქებიდან. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია, რომელსაც მოსდევს უკრაინა, რუსეთი, ევროპა (ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი), ბრაზილიაც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ქვეყანაა.

- რამდენად ძვირადღირებული პროდუქტია?

- Deehubs-ის ამჟამინდელი სახე (პროექციები) ერთი დიდი მთლიანი ხედვის დასაწყისია. სხვა ქალაქებში გატანის შემდეგ, 2015 წლის მეორე ნახევარში უკვე დაგეგმილია Deehubs-ის 3 ბილბორდის დადგმა ამერიკის სხვადასხვა ქალაქში. მესიჯის გაგზავნა უფასოა და უფასო იქნება სამომავლოდაც. ამასთანავე, გუნდი ნელ-ნელა მუშაობს პროდუქტის გაუმჯობესებაზე, სადაც მომხმარებლებს ექნებათ უფრო მეტი კომუნიკაციის და ჩართულობის შესაძლებლობა.

თეა ბითაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"