პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გივი თარგამაძის მიმართვა კრიმინალურ სამყაროს მას შემდეგ, რაც მის მეგობარს მანქანა დაუწვეს
გივი თარგამაძის მიმართვა კრიმინალურ სამყაროს მას შემდეგ, რაც მის მეგობარს მანქანა დაუწვეს

ბა­თუმ­ში, წუ­ხელ BMW-ს მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა დაწ­ვეს. მან­ქა­ნის მე­პატ­რო­ნე დათო მან­ჯა­ვი­ძე მომ­ხდარს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთ ლი­დერ გივი თარ­გა­მა­ძეს­თან მე­გობ­რო­ბას უკავ­ში­რებს. მან­ჯა­ვი­ძე ამ­ბობს, რომ ამ ფაქ­ტით თარ­გა­მა­ძე კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წი­ნა­აღ­მდეგ გა­კე­თე­ბუ­ლი ღია გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო გა­აფრ­თხი­ლეს.

მომ­ხდარს "ფე­ის­ბუქ­ზე" ეხ­მა­უ­რე­ბა თა­ვად გივი თარ­გა­მა­ძე.

"ამ ღა­მით ბა­თუმ­ში დაწ­ვეს ჩემი მე­გობ­რის და დიდი ხნის თა­ნა­მებ­რძო­ლის, და­ვით მან­ჯა­ვი­ძის ავ­ტო­მო­ბი­ლი. მივ­მარ­თავ ქურ­დულ სამ­ყა­როს, კრი­მი­ნა­ლებს და მათ­თან შეხ­მატ­კბი­ლე­ბულ პო­ლი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს: მსგავ­სი ქმე­დე­ბე­ბით ვე­რა­ფერს ვერ მი­აღ­წევთ. ჩვენ ვიქ­ნე­ბით და­უ­ღა­ლა­ვე­ბი, მი­ზან­და­სა­ხულ­ნი, დღე­ღა­მეს გა­ვას­წო­რებთ და ამ ქვე­ყა­ნას ერთხელ და სა­მუ­და­მოდ ჩა­მო­გა­ცი­ლებთ, აღ­მო­გფხვრით, ისე, რომ აღარც არა­ვის გა­ახ­სნ­დეთ ოდეს­მე. მივ­მარ­თავ ქვეყ­ნის ფაქ­ტობ­რივ მმარ­თველს, ივა­ნიშ­ვილს, ღა­რი­ბაშ­ვილს, თა­მა­ზაშ­ვილს, კა­ლა­ძეს და ყვე­ლას, ვინც ქვე­ყა­ნა შეკ­ვე­თი­ლი მკვლე­ლო­ბე­ბი­თა და სა­კუთ­რე­ბის გა­დაწ­ვით ან­გა­რიშწო­რე­ბის ყო­ველ­დღი­ურ მოვ­ლე­ნად ქცე­ვამ­დე მი­იყ­ვა­ნეთ: ხალ­ხის გა­ნა­ჩენს არ­ჩევ­ნებ­ზე მი­ი­ღებთ", - წერს გივი თარ­გა­მა­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ შემ­თხვე­ვა ჯორ­ჯი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე წუ­ხელ, და­ახ­ლო­ე­ბით 02:30-ზე მოხ­და. ამას­თან, ეს ბა­თუმ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლის დაწ­ვის უკვე მე­სა­მე შემ­თხვე­ვაა. გა­სულ წელს ავ­ტო­მო­ბი­ლი და­უწ­ვეს პრო­კუ­რორ ფრი­დონ ქარ­ცი­ვა­ძეს, რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი, ბიზ­ნეს­მენ ირაკ­ლი ფარ­ცვა­ნი­ას.

რაც შე­ე­ხე­ბა დათო მან­ჯა­ვი­ძის ავ­ტო­მო­ბილს, ის პო­ლი­ცი­ის სპე­ცი­ა­ლურ ავ­ტო­სად­გომ­ზეა გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

გივი თარგამაძის მიმართვა კრიმინალურ სამყაროს მას შემდეგ, რაც მის მეგობარს მანქანა დაუწვეს

გივი თარგამაძის მიმართვა კრიმინალურ სამყაროს მას შემდეგ, რაც მის მეგობარს მანქანა დაუწვეს

ბათუმში, წუხელ BMW-ს მარკის ავტომანქანა დაწვეს. მანქანის მეპატრონე დათო მანჯავიძე მომხდარს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ გივი თარგამაძესთან მეგობრობას უკავშირებს. მანჯავიძე ამბობს, რომ ამ ფაქტით თარგამაძე კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ გაკეთებული ღია განცხადებების გამო გააფრთხილეს.

მომხდარს "ფეისბუქზე" ეხმაურება თავად გივი თარგამაძე.

"ამ ღამით ბათუმში დაწვეს ჩემი მეგობრის და დიდი ხნის თანამებრძოლის, დავით მანჯავიძის ავტომობილი. მივმართავ ქურდულ სამყაროს, კრიმინალებს და მათთან შეხმატკბილებულ პოლიციის წარმომადგენლებს: მსგავსი ქმედებებით ვერაფერს ვერ მიაღწევთ. ჩვენ ვიქნებით დაუღალავები, მიზანდასახულნი, დღეღამეს გავასწორებთ და ამ ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ ჩამოგაცილებთ, აღმოგფხვრით, ისე, რომ აღარც არავის გაახსნდეთ ოდესმე. მივმართავ ქვეყნის ფაქტობრივ მმართველს, ივანიშვილს, ღარიბაშვილს, თამაზაშვილს, კალაძეს და ყველას, ვინც ქვეყანა შეკვეთილი მკვლელობებითა და საკუთრების გადაწვით ანგარიშწორების ყოველდღიურ მოვლენად ქცევამდე მიიყვანეთ: ხალხის განაჩენს არჩევნებზე მიიღებთ", - წერს გივი თარგამაძე.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა ჯორჯიაშვილის ქუჩაზე წუხელ, დაახლოებით 02:30-ზე მოხდა. ამასთან, ეს ბათუმში ავტომობილის დაწვის უკვე მესამე შემთხვევაა. გასულ წელს ავტომობილი დაუწვეს პროკურორ ფრიდონ ქარცივაძეს, რამდენიმე დღის წინ კი, ბიზნესმენ ირაკლი ფარცვანიას.

რაც შეეხება დათო მანჯავიძის ავტომობილს, ის პოლიციის სპეციალურ ავტოსადგომზეა გადაყვანილი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა