სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ღვინჯილია ბინიდან გამოასახლეს - "აქ გავატარეთ მე და ჩემმა ოჯახმა ბოლო 19 წელი"
ლევან ღვინჯილია ბინიდან გამოასახლეს - "აქ გავატარეთ მე და ჩემმა ოჯახმა ბოლო 19 წელი"

ბინა, რო­მელ­შიც ენათ­მეც­ნი­ე­რი ლე­ვან ღვინ­ჯი­ლია ოჯახ­თან ერ­თად 19 წელი ცხოვ­რობ­და, მისი აღარ არის. "იგი ჩემი ოჯა­ხის სა­ბან­კო და სხვა ვა­ლე­ბის ერ­თმა ნა­წილ­მა მშვი­დად და უხ­მა­უ­როდ შე­ი­წი­რა", - წერს ღვინ­ჯი­ლია Facebook-ზე.

Facebook/ ლე­ვან ღვინ­ჯი­ლია:

"ამ დღეს ვე­ლო­დი, მო­ვეს­წარ..."

~ ამ ბი­ნა­ში გა­ვა­ტა­რეთ მე და ჩემ­მა ოჯახ­მა ბოლო 19 წელი.

~ წუ­ხან­დე­ლი ღა­მეც აქ გა­ვა­თე­ნეთ, მაგ­რამ ამ­ჯე­რად უკვე - სხვის ბი­ნა­ში.

~დიახ! გუ­შინდლი­დან შევ­ჩენ­კოს 12-ში მე­დე­ბა­რე ეს ხუ­თო­თა­ხი­ა­ნი ბინა ჩვე­ნი აღა­რაა: იგი ჩემი ოჯა­ხის სა­ბან­კო და სხვა ვა­ლე­ბის ერ­თმა ნა­წილ­მა მშვი­დად და უხ­მა­უ­როდ შე­ი­წი­რა.

- აი, ასე "წვერ­დამ­შვე­ნე­ბუ­ლი" ვა­ცი­ლებ ჩემს 65-ე ზამ­თარს და 165.000 $-%-იანი ვა­ლით ვე­გე­ბე­ბი 66-ეს!

- მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და "უღ­რმე­სი მად­ლო­ბა" მო­ვახ­სე­ნო, ჩემ­და­მი გა­მო­ჩე­ნი­ლი "გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბი­სათ­ვის", "პროკ­რე­დიტ­ბანკსა და "ქარ­თუს" ყო­ფილ პრე­ზი­დენტს, ბა­ტონ ნო­დარ ჯა­ვა­ხიშ­ვილს, ვისი "პრინ­ცი­პუ­ლო­ბის" წყა­ლო­ბით იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდი სხვა ბან­კი­დან ამე­ღო კა­ბა­ლუ­რი (წლი­ურ 36%-იანი) სეს­ხი და... ცხა­დია დე­ტა­ლებს აქ აღარ ჩა­ვუღ­რმავ­დე­ბი.

- იმე­დია, აწი მა­ინც არ მკი­თხავთ, რით ვარ­სე­ბობ­დით ბოლო 11 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, როცა ოჯა­ხის არც ერთი წევ­რი არ იყო და­საქ­მე­ბუ­ლი....

~კარ­გად მეს­მის, რომ სამ­შობ­ლო­ზე გაბ­რა­ზე­ბა ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია, მაგ­რამ არც იმის შეგ­რძნე­ბაა ად­ვი­ლად ასა­ტა­ნი, რომ შენს ქვე­ყა­ნას არა­ფერ­ში არ სჭირ­დე­ბი.

~ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე ხომ ლა­პა­რა­კიც კი არ ღირს : "მე ვიყო კარ­გად და შენ, თუ გინ­და, კი­სე­რი გი­ტე­ხია" - აი, მისი პრინ­ცი­პი.

~ ნუ­გე­შად კი ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ის მრჩე­ბა, რომ, ახა­ლი მე­პატ­რო­ნის კე­თი­ლი ნე­ბით, შეგ­ვიძ­ლია აქ დავ­რჩეთ გა­ზა­ფხუ­ლამ­დე.

~ მერე?

~მერე რა იქ­ნე­ბა? - ეს ჯერ არ ვი­ცით!!!

~ "სა­ქარ­თვე­ლოო, ლა­მა­ზო! სხვა სა­ქარ­თვე­ლო სად არი?"...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ლევან ღვინჯილია ბინიდან გამოასახლეს - "აქ გავატარეთ მე და ჩემმა ოჯახმა ბოლო 19 წელი"

ლევან ღვინჯილია ბინიდან გამოასახლეს - "აქ გავატარეთ მე და ჩემმა ოჯახმა ბოლო 19 წელი"

ბინა, რომელშიც ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია ოჯახთან ერთად 19 წელი ცხოვრობდა, მისი აღარ არის. "იგი ჩემი ოჯახის საბანკო და სხვა ვალების ერთმა ნაწილმა მშვიდად და უხმაუროდ შეიწირა", - წერს ღვინჯილია Facebook-ზე.

Facebook/ ლევან ღვინჯილია:

"ამ დღეს ველოდი, მოვესწარ..."

~ ამ ბინაში გავატარეთ მე და ჩემმა ოჯახმა ბოლო 19 წელი.

~ წუხანდელი ღამეც აქ გავათენეთ, მაგრამ ამჯერად უკვე - სხვის ბინაში.

~დიახ! გუშინდლიდან შევჩენკოს 12-ში მედებარე ეს ხუთოთახიანი ბინა ჩვენი აღარაა: იგი ჩემი ოჯახის საბანკო და სხვა ვალების ერთმა ნაწილმა მშვიდად და უხმაუროდ შეიწირა.

- აი, ასე "წვერდამშვენებული" ვაცილებ ჩემს 65-ე ზამთარს და 165.000 $-%-იანი ვალით ვეგებები 66-ეს!

- მინდა ვისარგებლო შემთხვევით და "უღრმესი მადლობა" მოვახსენო, ჩემდამი გამოჩენილი "გულისხმიერებისათვის", "პროკრედიტბანკსა და "ქართუს" ყოფილ პრეზიდენტს, ბატონ ნოდარ ჯავახიშვილს, ვისი "პრინციპულობის" წყალობით იძულებული გავხდი სხვა ბანკიდან ამეღო კაბალური (წლიურ 36%-იანი) სესხი და... ცხადია დეტალებს აქ აღარ ჩავუღრმავდები.

- იმედია, აწი მაინც არ მკითხავთ, რით ვარსებობდით ბოლო 11 წლის განმავლობაში, როცა ოჯახის არც ერთი წევრი არ იყო დასაქმებული....

~კარგად მესმის, რომ სამშობლოზე გაბრაზება ყოვლად დაუშვებელია, მაგრამ არც იმის შეგრძნებაა ადვილად ასატანი, რომ შენს ქვეყანას არაფერში არ სჭირდები.

~ხელისუფლებაზე ხომ ლაპარაკიც კი არ ღირს : "მე ვიყო კარგად და შენ, თუ გინდა, კისერი გიტეხია" - აი, მისი პრინციპი.

~ ნუგეშად კი ჯერჯერობით მხოლოდ ის მრჩება, რომ, ახალი მეპატრონის კეთილი ნებით, შეგვიძლია აქ დავრჩეთ გაზაფხულამდე.

~ მერე?

~მერე რა იქნება? - ეს ჯერ არ ვიცით!!!

~ "საქართველოო, ლამაზო! სხვა საქართველო სად არი?"...

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია