პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეპორტაჟი სულისშემძვრელი ტრაგედიიდან ორი დღის შემდეგ - რა ხდება სოფელში, სადაც მამა შვილის საფლავზე ააფეთქეს
რეპორტაჟი სულისშემძვრელი ტრაგედიიდან ორი დღის შემდეგ - რა ხდება სოფელში, სადაც მამა შვილის საფლავზე ააფეთქეს

ვა­ზა­გაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის მო­რი­გი, სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი ტრა­გე­დი­ის გამო სო­ფელ ყა­რა­ფი­ლა­ში უკვე მე­სა­მე დღეა გლო­ვაა, თუმ­ცა თა­ნა­სოფ­ლე­ლის თავს დამ­ტყდარ უბე­დუ­რე­ბას ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ახლა უკვე უხ­მოდ, ფაქ­ტობ­რი­ვად, დუ­მი­ლით გლო­ვო­ბენ. სო­ფელ­ში აღარც ქა­ლე­ბის ტი­რი­ლი ის­მის და აღარც ხმა­მა­ღა­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი... პირ­ვე­ლი ემო­ცი­ე­ბის გას­ვლის შემ­დეგ ყა­რა­ფი­ლელ­თა უმე­ტე­სო­ბა სა­კუ­თარ სახ­ლში ჩა­ი­კე­ტა - იქ ჩა­სულ მე­დი­ას მათ­თვის აქამ­დე უჩ­ვე­უ­ლო არას­ტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბა აკ­ვირ­ვებს...

ტრა­გე­დი­ი­დან მე­ო­რე დღეს სო­ფე­ლი და­დუმ­და. სა­რი­ბა­რის – სოფ­ლის იმ უბ­ნის მკვიდრთა სახ­ლე­ბის დიდ ნა­წილს, სა­ი­და­ნაც ვა­ზა­გაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი მო­დის, ჭიშ­კარ­ზე ბოქ­ლო­მი ადევს, იქ კი, სა­დაც საკ­ვა­მუ­რი­დან კვამ­ლი ამო­დის, კარს არა­ვინ აღებს... ადა­მი­ა­ნე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბაა სოფ­ლის ორ­ღო­ბე­ებ­ში - ერ­თა­დერ­თი სუ­ლი­ე­რი, ახლა იქ ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლი და ფრინ­ვე­ლი თუ და­ი­ა­რე­ბა.

სოფ­ლის შიდა გზე­ბის მსგავ­სად, უკვე არა­ვი­ნაა არც სა­საფ­ლა­ო­ზე. ისიც სა­რი­ბა­რის მსგავ­სად მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი და პა­ტა­რაა. სა­საფ­ლაო ვა­ზა­გაშ­ვი­ლე­ბის საფ­ლა­ვე­ბით იწყე­ბა – ჯერ ზვი­ა­დის (იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი – მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლის), მერე კი – ზუ­რას. იქა­უ­რო­ბას ჯერ კი­დევ ეტყო­ბა ახ­ლა­ხან დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი უბე­დუ­რე­ბის კვა­ლი – პირ­და­პირ შვი­ლე­ბის საფ­ლავ­ზე ისევ დგას სის­ხლის გუბე, თუმ­ცა ახლა შე­და­რე­ბით პა­ტა­რა. იქვე გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბის მიერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ხელ­თათ­მა­ნე­ბი, თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბის ასა­ღე­ბად სა­ჭი­რო თეთ­რი ფხვნი­ლი, მოძ­რა­ო­ბის ამ­კრძა­ლა­ვი ყვი­თე­ლი ლენ­ტი და სხვა სა­ხის ნივ­თე­ბი ყრია... იქ­ვეა მო­ფან­ტუ­ლი ყვა­ვი­ლე­ბის ნაფ­ლე­თე­ბი, რო­მე­ლიც იური ვა­ზა­გაშ­ვილ­მა შვი­ლის საფ­ლავ­ზე მი­ი­ტა­ნა...

სუ­რა­თი შემ­ზა­რა­ვია, მე­დი­ის არც ერთ წარ­მო­მად­გე­ნელს არ სურს წარ­მო­იდ­გი­ნოს კი­დევ უფრო უა­რე­სი...

სა­საფ­ლაო სა­რი­ბარს უყუ­რებს, უფრო სწო­რად სა­რი­ბა­რი უყუ­რებს სა­საფ­ლა­ოს. ცო­ცხალ­თა და მიც­ვა­ლე­ბულ­თა და­სახ­ლე­ბას ერ­თმა­ნე­თის­გან, სა­ერ­თო ჯამ­ში, ალ­ბათ, 100 მეტ­რი აშო­რებს. ვა­ზა­გაშ­ვი­ლე­ბის სა­საფ­ლა­ო­დან ვამ­ჩნევთ, რომ ორ­ღო­ბე­ში ერთი მო­ხუ­ცი მო­დის, ჯო­ხით, ნელ-ნელა... ცოტა ხან­ში უბ­ნის ბირ­ჟა­ზე, ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვის ღო­ბის ძირ­ში დაგ­დე­ბულ მორ­ზე ჯდე­ბა. გვი­ხა­რია, სო­ფელ­ში პირ­ვე­ლი სუ­ლი­ე­რის და­ნახ­ვა და მის­კენ ვეშ­ვე­ბით...

"რომ გა­ვარ­და, ისე­თი ხმა იყო შვი­ლო, ისე­თი, რო­გორც ზარ­ბა­ზა­ნი­სა. მეს­რის დაბ­ლა ყვა­ვი­ლე­ბი ეწყო, იმ ყვა­ვი­ლე­ბის ქვეშ ყო­ფი­ლა და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. ამო­თხრი­ლი­ცა­აა იქ – აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ ხომ ამო­ი­ყა­რა მიწა. ვაი, ვაი შვი­ლო, ასე­თი სა­ზა­რე­ლი საქ­მე მეტი არ შე­იძ­ლე­ბა. აქე­დან ამის გამ­კე­თე­ბე­ლი ვინ არის, ვის აქვს ისე­თი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა? თვი­თონ მთავ­რო­ბის საქ­მე იყო ვი­ღა­ცის. აბა სხვა ვის რას უშ­ლი­და? ისე­თი ჭკვი­ა­ნი კაცი იყო, რომ ასეთ საქ­მეს არა­ვინ გა­უ­კე­თებ­და. ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას მო­დი­ო­და, ყო­ველ შა­ბათ-კვი­რას და უც­ვლი­და ყვა­ვი­ლებს მის შვილს", - გვიყ­ვე­ბა 74 წლის ნო­დარ კუ­დუ­ხაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ჩვენ­თან სა­უბ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უბ­ნის სა­საფ­ლა­ოს­თვის, ვა­ზა­გაშ­ვი­ლე­ბის საფ­ლა­ვით რომ იწყე­ბა, თვა­ლი არ მო­უ­შო­რე­ბია.

ნო­და­რი პა­პას­გან გა­ვი­გეთ ისიც, რომ ტრა­გე­დი­ის ღა­მეს გო­რის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში უბ­ნის 20-მდე მკვიდ­რი და­კი­თხეს, მათ შო­რის ის მე­საფ­ლა­ვეც, რო­მელ­მაც აფეთ­ქე­ბის დღეს სო­ფელ­ში გარ­დაც­ვლი­ლი ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვის საფ­ლა­ვი გა­თხა­რა და რომ­ლის დაკ­რძალ­ვა­ზეც იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბო­და. ვაჟა გი­გო­ლაშ­ვი­ლის სახ­ლიც, ვა­ზა­გაშ­ვი­ლე­ბის სახ­ლს რომ უყუ­რებს, სწო­რედ მო­ხუც­მა მიგ­ვას­წავ­ლა. მე­საფ­ლა­ვე სახ­ლში დაგ­ვხვდა, თუმ­ცა იმის გამო, რომ ვაჟა გი­გო­ლაშ­ვილს ჭიშ­კარ­თან სა­კუ­თა­რი შვი­ლი "იცავ­და", მას­თან სა­უ­ბა­რი ვერ შევ­ძე­ლით. სამ­წუ­ხა­როდ, უმ­ცროს გი­გო­ლაშ­ვილს ეჭვი არ ეპა­რე­ბო­და, რომ მე­დია ყა­რა­ფი­ლა­ში "კონ­ცერ­ტის მო­სა­წყო­ბად იყო ჩა­სუ­ლი". "ზუ­რას ამ­ხა­ნა­გია შვი­ლო, ერთ ლო­გინ­ში გა­ი­ზარ­დნენ და გამ­წა­რე­ბუ­ლია – მამა და­აკ­ლეს შვი­ლის საფ­ლავ­ზე", – სა­კუ­თარ შვი­ლის დაც­ვა ასე სცა­და მე­საფ­ლა­ვის ცოლ­მა ნანა ბე­დოშ­ვილ­მა. გი­გუ­აშ­ვი­ლე­ბის ოჯახს გა­ვუ­გეთ...

მე­საფ­ლა­ვე აღარ შეგ­ვი­წუ­ხე­ბია, თუმ­ცა სუ­რა­თის გახ­სე­ნე­ბა, რო­მე­ლიც სა­საფ­ლა­ო­ზე დახ­ვდა და შე­კი­თხვე­ბი, რი­თაც და­კი­თხვა­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რა და­ინ­ტე­რეს­და, ნანა ბე­დოშ­ვილს ვთხო­ვეთ. ვაჟა გი­გო­ლაშ­ვი­ლის მე­უღ­ლის­გან შე­ვი­ტყვეთ, რომ იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი მა­შინ, როცა ის მე­ზობ­ლებ­მა აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ პირ­ვე­ლად ნა­ხეს, ჯერ კი­დევ ცო­ცხა­ლი იყო.

"ღა­მის 2 სა­ათ­ზე მო­იყ­ვა­ნეს ჩემი მე­უღ­ლე და­კი­თხვი­დან. ჰკი­თხეს, რა იყო, რო­გორ იყო, ხომ არა­ვინ ნა­ხე­თო. არა­ვინ უნა­ხავს, სა­მა­რეს თხრი­და და ვის შე­ამ­ჩნევ­და? მოყ­ვა, რაც ნახა – პირ­ვე­ლი ის მი­ვი­და, უკვე ძირს ეგდო სა­წყა­ლი და ხრი­ა­ლებ­და. გუბე იდგა სის­ხლის და მას­ში ცუ­რავ­და", - გა­იხ­სე­ნა მე­საფ­ლა­ვის მე­უღ­ლემ.

ყა­რა­ფი­ლა­ში 4-5 სა­ა­თი დავ­ყა­ვით. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ნო­დარ კუ­დუ­ხაშ­ვი­ლი­სა და ნანა ბე­დოშ­ვი­ლის გარ­და, კი­დევ ორი მო­ხუ­ცი აღ­მოჩ­ნდა მზად ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის კა­რის გა­სა­ღე­ბად. მათ შო­რის იყო დო­მენ­ტი გი­გო­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც თა­ნა­სოფ­ლე­ლებ­თან ერ­თად გო­რის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ტრა­გე­დი­ის ღა­მეს­ვე და­კი­თხეს:

"და­კი­თხვა­ზე მეც ვი­ყა­ვი. რაც ვნა­ხე სულ ყვე­ლა­ფე­რი ვთქვი, თუმ­ცა ბევ­რი არა­ფე­რი მი­ხა­ნავს – ავად ვი­ყა­ვი და ვი­წე­ქი, როცა რა­ღაც ხმა გა­ვი­გო­ნე, მე­გო­ნა, ახალ წელს რომ ის­ვრი­ან, ის იყო და არც გა­მოვ­სულ­ვარ გა­რეთ. ცოტა ხნის შემ­დეგ სა­ქო­ნელს გა­მოვ­ხე­დე და ბალ­კო­ნი­დან და­ვი­ნა­ხე, რომ სა­საფ­ლა­ოს­თან ბევ­რი ხალ­ხი იყო. მე რომ მი­ვე­დი, საფ­ლავ­თან პო­ლი­ცია უკვე არა­ვის უშ­ვებ­და... გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა მკი­თხეს, ხომ არა­ფე­რი და­გი­ნა­ხავთ სა­საფ­ლა­ო­ზეო? – ვუ­თხა­რი, არა-მეთ­ქი. კი ბა­ტო­ნო, აქ ვცხოვ­რობთ და სა­საფ­ლაო ახ­ლო­საა, მაგ­რამ სულ სა­საფ­ლა­ოს ხომ არ ვუ­ყუ­რებთ, თან წარ­მოდ­გე­ნაც არ გვქონ­და, თუ ასე­თი რამ მოხ­დე­ბო­და", - გვი­თხრა დო­მენ­ტი გი­გო­ლაშ­ვილ­მა.

ბოლო რეს­პონ­დენ­ტი, რო­მელ­საც სო­ფელ ყა­რა­ფი­ლა­ში სტუმ­რო­ბი­სას ვე­სა­უბ­რეთ, გუ­რამ ბა­რა­მი­ძე იყო. მას­თან ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ ჩვენ­თვის გა­სა­გე­ბი გახ­და, რა­ტომ იყო მე­დია აქ არა­სა­სურ­ვე­ლი სტუ­მა­რი. მო­ხუცს არ და­უ­მა­ლავს, რომ სო­ფელ­ში ხმა­მა­ღა­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის უკვე ეში­ნი­ათ...

"ეგ ვი­ღა­ცამ, ჩვენ ენა­ზე რომ იტყვი­ან, წი­ნას­წარ "და­ნაღ­მა". იცოდ­ნენ, რომ შვი­ლის საფ­ლავ­ზე მი­დი­ო­და და მო­უ­წყვეს – მო­წყო­ბი­ლი საქ­მეა. იუ­რიმ მი­აღ­წია მისი შვი­ლის ამ­ბავს – დღეს თუ ხვალ საქ­მე უნდა გახ­სნი­ლი­ყო. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ეჭ­ვე­ბი ასე­თია, რომ ეს წი­ნას­წარ ჰქონ­დათ და­გეგ­მი­ლი და გა­ა­კე­თეს. რას ერ­ჩოდ­ნენ? კაცს შვი­ლი მო­უკ­ლეს და ჩი­ო­და, აბა არ უნდა ეჩივ­ლა?.. ახლა ინ­ტერ­ვი­უს რომ გაძ­ლევთ, მე­ში­ნია, მეც არ და­მი­ნაღ­მონ ამა­ღამ, სახ­ლში რომ მი­ვალ", - გვი­თხრა გუ­რამ ბა­რა­მი­ძემ.

მგლო­ვი­ა­რე სო­ფელ­ში, რო­მე­ლიც ახლა უფრო ჩუ­მია, ვიდ­რე ტრა­გე­დი­ის პირ­ველ დღეს, 4 ადა­მი­ა­ნის, რამ­დე­ნი­მე ძაღ­ლის, ძრო­ხის და ქათ­მის გარ­და სხვა არა­ვინ შეგ­ვხვედ­რია, თუ არ ჩავ­თვლით სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის რამ­დენ­ჯერ­მე ჩავ­ლილ და უკან დაბ­რუ­ნე­ბულ ერთ ეკი­პაჟს, რო­მე­ლიც ყა­რა­ფი­ლა­სა და მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლებ­ში 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში პატ­რუ­ლი­რებს... ჩვე­ნი იქ ყოფ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ბოქ­ლო­მი ედო თა­ვად ვა­ზა­გაშ­ვი­ლე­ბის სახ­ლის ჭიშ­კარს, საგ­ვა­რე­უ­ლო სა­საფ­ლა­ოს კი, სა­დაც ოჯა­ხის ორი შვი­ლი – ზვი­ა­დი და ზუ­რაა დაკ­რძა­ლუ­ლი, ჯერ კი­დევ არ შეშ­რო­ბია მა­მის სის­ხლი...

იხი­ლეთ ვი­დეო

ნი­ნია სი­ხა­რუ­ლი­ძე

AMBEBI.GE

რეპორტაჟი სულისშემძვრელი ტრაგედიიდან ორი დღის შემდეგ - რა ხდება სოფელში, სადაც მამა შვილის საფლავზე ააფეთქეს

რეპორტაჟი სულისშემძვრელი ტრაგედიიდან ორი დღის შემდეგ - რა ხდება სოფელში, სადაც მამა შვილის საფლავზე ააფეთქეს

ვაზაგაშვილების ოჯახის მორიგი, სულისშემძვრელი ტრაგედიის გამო სოფელ ყარაფილაში უკვე მესამე დღეა გლოვაა, თუმცა თანასოფლელის თავს დამტყდარ უბედურებას ადგილობრივები ახლა უკვე უხმოდ, ფაქტობრივად, დუმილით გლოვობენ. სოფელში აღარც ქალების ტირილი ისმის და აღარც ხმამაღალი განცხადებები... პირველი ემოციების გასვლის შემდეგ ყარაფილელთა უმეტესობა საკუთარ სახლში ჩაიკეტა - იქ ჩასულ მედიას მათთვის აქამდე უჩვეულო არასტუმართმოყვარეობა აკვირვებს...

ტრაგედიიდან მეორე დღეს სოფელი დადუმდა. სარიბარის – სოფლის იმ უბნის მკვიდრთა სახლების დიდ ნაწილს, საიდანაც ვაზაგაშვილების ოჯახი მოდის, ჭიშკარზე ბოქლომი ადევს, იქ კი, სადაც საკვამურიდან კვამლი ამოდის, კარს არავინ აღებს... ადამიანების ნაკლებობაა სოფლის ორღობეებში - ერთადერთი სულიერი, ახლა იქ შინაური ცხოველი და ფრინველი თუ დაიარება.

სოფლის შიდა გზების მსგავსად, უკვე არავინაა არც სასაფლაოზე. ისიც სარიბარის მსგავსად მოკრძალებული და პატარაა. სასაფლაო ვაზაგაშვილების საფლავებით იწყება – ჯერ ზვიადის (იური ვაზაგაშვილის პირველი – მცირეწლოვანი შვილის), მერე კი – ზურას. იქაურობას ჯერ კიდევ ეტყობა ახლახან დატრიალებული უბედურების კვალი – პირდაპირ შვილების საფლავზე ისევ დგას სისხლის გუბე, თუმცა ახლა შედარებით პატარა. იქვე გამომძიებლების მიერ გამოყენებული ხელთათმანები, თითის ანაბეჭდების ასაღებად საჭირო თეთრი ფხვნილი, მოძრაობის ამკრძალავი ყვითელი ლენტი და სხვა სახის ნივთები ყრია... იქვეა მოფანტული ყვავილების ნაფლეთები, რომელიც იური ვაზაგაშვილმა შვილის საფლავზე მიიტანა...

სურათი შემზარავია, მედიის არც ერთ წარმომადგენელს არ სურს წარმოიდგინოს კიდევ უფრო უარესი...

სასაფლაო სარიბარს უყურებს, უფრო სწორად სარიბარი უყურებს სასაფლაოს. ცოცხალთა და მიცვალებულთა დასახლებას ერთმანეთისგან, საერთო ჯამში, ალბათ, 100 მეტრი აშორებს. ვაზაგაშვილების სასაფლაოდან ვამჩნევთ, რომ ორღობეში ერთი მოხუცი მოდის, ჯოხით, ნელ-ნელა... ცოტა ხანში უბნის ბირჟაზე, ერთ-ერთი ადგილობრივის ღობის ძირში დაგდებულ მორზე ჯდება. გვიხარია, სოფელში პირველი სულიერის დანახვა და მისკენ ვეშვებით...

"რომ გავარდა, ისეთი ხმა იყო შვილო, ისეთი, როგორც ზარბაზანისა. მესრის დაბლა ყვავილები ეწყო, იმ ყვავილების ქვეშ ყოფილა დამონტაჟებული. ამოთხრილიცააა იქ – აფეთქების შემდეგ ხომ ამოიყარა მიწა. ვაი, ვაი შვილო, ასეთი საზარელი საქმე მეტი არ შეიძლება. აქედან ამის გამკეთებელი ვინ არის, ვის აქვს ისეთი ასაფეთქებელი ნივთიერება? თვითონ მთავრობის საქმე იყო ვიღაცის. აბა სხვა ვის რას უშლიდა? ისეთი ჭკვიანი კაცი იყო, რომ ასეთ საქმეს არავინ გაუკეთებდა. ყოველ შაბათ-კვირას მოდიოდა, ყოველ შაბათ-კვირას და უცვლიდა ყვავილებს მის შვილს", - გვიყვება 74 წლის ნოდარ კუდუხაშვილი, რომელსაც ჩვენთან საუბრის განმავლობაში უბნის სასაფლაოსთვის, ვაზაგაშვილების საფლავით რომ იწყება, თვალი არ მოუშორებია.

ნოდარი პაპასგან გავიგეთ ისიც, რომ ტრაგედიის ღამეს გორის პროკურატურაში უბნის 20-მდე მკვიდრი დაკითხეს, მათ შორის ის მესაფლავეც, რომელმაც აფეთქების დღეს სოფელში გარდაცვლილი ერთ-ერთი ადგილობრივის საფლავი გათხარა და რომლის დაკრძალვაზეც იური ვაზაგაშვილი იმყოფებოდა. ვაჟა გიგოლაშვილის სახლიც, ვაზაგაშვილების სახლს რომ უყურებს, სწორედ მოხუცმა მიგვასწავლა. მესაფლავე სახლში დაგვხვდა, თუმცა იმის გამო, რომ ვაჟა გიგოლაშვილს ჭიშკართან საკუთარი შვილი "იცავდა", მასთან საუბარი ვერ შევძელით. სამწუხაროდ, უმცროს გიგოლაშვილს ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მედია ყარაფილაში "კონცერტის მოსაწყობად იყო ჩასული". "ზურას ამხანაგია შვილო, ერთ ლოგინში გაიზარდნენ და გამწარებულია – მამა დააკლეს შვილის საფლავზე", – საკუთარ შვილის დაცვა ასე სცადა მესაფლავის ცოლმა ნანა ბედოშვილმა. გიგუაშვილების ოჯახს გავუგეთ...

მესაფლავე აღარ შეგვიწუხებია, თუმცა სურათის გახსენება, რომელიც სასაფლაოზე დახვდა და შეკითხვები, რითაც დაკითხვაზე პროკურატურა დაინტერესდა, ნანა ბედოშვილს ვთხოვეთ. ვაჟა გიგოლაშვილის მეუღლისგან შევიტყვეთ, რომ იური ვაზაგაშვილი მაშინ, როცა ის მეზობლებმა აფეთქების შემდეგ პირველად ნახეს, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

"ღამის 2 საათზე მოიყვანეს ჩემი მეუღლე დაკითხვიდან. ჰკითხეს, რა იყო, როგორ იყო, ხომ არავინ ნახეთო. არავინ უნახავს, სამარეს თხრიდა და ვის შეამჩნევდა? მოყვა, რაც ნახა – პირველი ის მივიდა, უკვე ძირს ეგდო საწყალი და ხრიალებდა. გუბე იდგა სისხლის და მასში ცურავდა", - გაიხსენა მესაფლავის მეუღლემ.

ყარაფილაში 4-5 საათი დავყავით. ამ ხნის განმავლობაში ნოდარ კუდუხაშვილისა და ნანა ბედოშვილის გარდა, კიდევ ორი მოხუცი აღმოჩნდა მზად ჟურნალისტებისთვის კარის გასაღებად. მათ შორის იყო დომენტი გიგოლაშვილი, რომელიც თანასოფლელებთან ერთად გორის პროკურატურაში ტრაგედიის ღამესვე დაკითხეს:

"დაკითხვაზე მეც ვიყავი. რაც ვნახე სულ ყველაფერი ვთქვი, თუმცა ბევრი არაფერი მიხანავს – ავად ვიყავი და ვიწექი, როცა რაღაც ხმა გავიგონე, მეგონა, ახალ წელს რომ ისვრიან, ის იყო და არც გამოვსულვარ გარეთ. ცოტა ხნის შემდეგ საქონელს გამოვხედე და ბალკონიდან დავინახე, რომ სასაფლაოსთან ბევრი ხალხი იყო. მე რომ მივედი, საფლავთან პოლიცია უკვე არავის უშვებდა... გამომძიებლებმა მკითხეს, ხომ არაფერი დაგინახავთ სასაფლაოზეო? – ვუთხარი, არა-მეთქი. კი ბატონო, აქ ვცხოვრობთ და სასაფლაო ახლოსაა, მაგრამ სულ სასაფლაოს ხომ არ ვუყურებთ, თან წარმოდგენაც არ გვქონდა, თუ ასეთი რამ მოხდებოდა", - გვითხრა დომენტი გიგოლაშვილმა.

ბოლო რესპონდენტი, რომელსაც სოფელ ყარაფილაში სტუმრობისას ვესაუბრეთ, გურამ ბარამიძე იყო. მასთან ინტერვიუს შემდეგ ჩვენთვის გასაგები გახდა, რატომ იყო მედია აქ არასასურველი სტუმარი. მოხუცს არ დაუმალავს, რომ სოფელში ხმამაღალი განცხადებების უკვე ეშინიათ...

"ეგ ვიღაცამ, ჩვენ ენაზე რომ იტყვიან, წინასწარ "დანაღმა". იცოდნენ, რომ შვილის საფლავზე მიდიოდა და მოუწყვეს – მოწყობილი საქმეა. იურიმ მიაღწია მისი შვილის ამბავს – დღეს თუ ხვალ საქმე უნდა გახსნილიყო. ადგილობრივი მოსახლეობის ეჭვები ასეთია, რომ ეს წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი და გააკეთეს. რას ერჩოდნენ? კაცს შვილი მოუკლეს და ჩიოდა, აბა არ უნდა ეჩივლა?.. ახლა ინტერვიუს რომ გაძლევთ, მეშინია, მეც არ დამინაღმონ ამაღამ, სახლში რომ მივალ", - გვითხრა გურამ ბარამიძემ.

მგლოვიარე სოფელში, რომელიც ახლა უფრო ჩუმია, ვიდრე ტრაგედიის პირველ დღეს, 4 ადამიანის, რამდენიმე ძაღლის, ძროხის და ქათმის გარდა სხვა არავინ შეგვხვედრია, თუ არ ჩავთვლით საპატრულო პოლიციის რამდენჯერმე ჩავლილ და უკან დაბრუნებულ ერთ ეკიპაჟს, რომელიც ყარაფილასა და მიმდებარე სოფლებში 24 საათის განმავლობაში პატრულირებს... ჩვენი იქ ყოფნის განმავლობაში ბოქლომი ედო თავად ვაზაგაშვილების სახლის ჭიშკარს, საგვარეულო სასაფლაოს კი, სადაც ოჯახის ორი შვილი – ზვიადი და ზურაა დაკრძალული, ჯერ კიდევ არ შეშრობია მამის სისხლი...

იხილეთ ვიდეო

ნინია სიხარულიძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია