ლევან მამალაძის შეთავაზება პროკურატურას: რისი მოყოლის სურვილი გაუჩნდა ძებნილ ყოფილ გუბერნატორს ჟურნალისტებისთვის

ლევან მამალაძის შეთავაზება პროკურატურას: რისი მოყოლის სურვილი გაუჩნდა ძებნილ ყოფილ გუბერნატორს ჟურნალისტებისთვის

ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებს. ამის შესახებ ყოფილმა მაღალჩინოსმა ჟურნალისტებთან გამართულ სკაიპ-კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ის საქართველოში იმ შემთხვევაში დაბრუნდება, თუ მისი საქმე ხელახლა გადაიხედება.

"მე შევთავაზე პროკურატურას შემდეგი რამ, ჩემი საქმე აიღონ და გადახედონ თავიდან. მთელი ჩემი საქმე ახალი გარემოებაა. სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, მათ მარტივად შეეძლოთ საქმის თავიდან გამოძიება, შეეტანათ სასამართლოში მოთხოვნა და ჩემთვის აღკვეთის ღონისძიება და ძებნა მოეხსნათ. ამის შემდეგ სასამართლოში დაწყებულიყო ახალი გარემოებებიდან გამომდინარე საქმე, მაშინ ჩამოვიდოდი, თუმცა, დღეს ეს არ აინტერესებთ. საქმის თავიდან გამოძიების შემთხვევაში, პროკურორი გრიგალაშვილი უნდა დაიჭირონ, რომელიც ჩემს საქმეზე მოწმეებს აწამებდა, თუმცა დღეს იგი დაწინაურებულია და კვლავ თანამდებობაზე რჩება", - განაცხადა ყოფილმა გუბერნატორმა ლევან მამალაძემ.

მან იმედი გამოთქვა, რომ საქმის ხელახლა გადახედვის შემთხვევაში უდანაშაულობას დაამტკიცებს. ლევან მამალაძემ ჟურნალისტებთან სკაიპ-კონფერენციის დროს ისიც განაცხადა, რომ დღეს ხელისუფლებაში კვლავ რჩებიან წინა ხელისუფლების კადრები.

"არ შეიძლება ხელისუფლებაში იყოს ხალხი, რომლებიც არ არიან პროფესიონალები. იგივე სამარათალდამცავ სტრუქტურებში დღესაც არიან ის ადამიანები, რომლებიც წინა რეჟიმის პირობებში ჯალათები იყვნენ", - განაცხადა ლევან მამალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

"ტურნირზე გატეხილი ჩოგნით გავუშვი..." - რას ყვებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მამა ჩოგბურთელის ბავშვობასა და კარიერაზე

შეიცავს თუ არა "ასტრაზენეკას" ვაქცინა ემბრიონალურ უჯრედებს - ბიძინა კულუმბეგოვი სასულიერო პირის განცხადებას პასუხობს

საპატრიარქო ეხმაურება ინფორმაციას, თითქოს მცხეთაში, სასულიერო პირები მოსახლეობას გაურკვეველი დანიშნულების "გადასახადის" გადახდას აიძულებდნენ