პოლიტიკა
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წინა ხელისუფლების დროს სამართალდამცველების მიერ დახოცილი ბიჭები, რომელთა ოჯახებმაც სამართალი დღემდე ვერ იპოვეს
წინა ხელისუფლების დროს სამართალდამცველების მიერ დახოცილი ბიჭები, რომელთა ოჯახებმაც სამართალი დღემდე ვერ იპოვეს

გირ­გვლი­ა­ნი, ვა­ზა­გაშ­ვი­ლი, რო­ბა­ქი­ძე, ხუ­ბუ­ლო­ვი... - ეს იმ გვა­რე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, ვინც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბის დროს მოკ­ლეს. იყო საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი, მო­თხოვ­ნე­ბი საქ­მე­ე­ბის სწო­რად გა­მო­ძი­ე­ბის მო­თხოვ­ნით, ბევ­რმა პო­ლი­ტი­კოს­მა და აქ­ტი­ვის­ტმა სწო­რედ ამ ბი­ჭე­ბის სიკ­ვდი­ლით გა­ი­კე­თა კა­რი­ე­რა, მაგ­რამ იმ დროს და­ღუ­პუ­ლი ბი­ჭე­ბის საქ­მე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა არც ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში გა­მო­ი­ძი­ეს.

სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი

"გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ბან­კის" სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, 28 წლის სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი 2006 წლის 28 იან­ვარს ოქ­რო­ყა­ნის ტყე­ში მკვდა­რი იპო­ვეს. მკვლე­ლო­ბის დე­ტა­ლე­ბი მხო­ლოდ 12 თე­ბერ­ვალს გახ­და ცნო­ბი­ლი. გა­და­ცე­მა "დრო­ე­ბის" ვერ­სი­ის მი­ხედ­ვით, სან­დრო გირ­გვლი­ან­მა 27 იან­ვარს მე­გო­ბარ ლე­ვან ბუ­ხა­ი­ძეს­თან ერ­თად "შარ­დენ-ბარ­ში" თა­ვის მე­გო­ბარ გო­გო­ნას, თა­მარ მა­ი­სუ­რა­ძეს მი­ა­კი­თხა, რო­მე­ლიც იქ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მე­უღ­ლეს­თან თაკო სა­ლა­ყა­ი­ას­თან, დათა ახა­ლა­ი­ას­თან, შსს-ს გე­ნინ­სპექ­ცი­ის უფ­როს­თან ვა­სილ სა­ნო­ძეს­თან და შსს-ს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­თან გუ­რამ დო­ნა­ძეს­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, თავ­შეყ­რის მი­ზე­ზი ვა­სილ სა­ნო­ძის და­ბა­დე­ბის დღე იყო. 6 მარტს ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­მი­ნის­ტროს ოთხი თა­ნამ­შრო­მე­ლი - გია ალა­ნია, ავ­თან­დილ აფ­ცი­ა­უ­რი, ალექ­სან­დრე გა­ჩა­ვა და მი­ხე­ილ ბი­ბი­ლუ­რი­ძე - გირ­გვლი­ა­ნის საქ­მის გამო და­ა­პა­ტიმ­რეს, რო­გორც მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი. მი­ნისტრს გა­მო­ძი­ე­ბის დე­ტა­ლე­ბი არ გა­უხ­მა­უ­რე­ბია, თუმ­ცა თქვა, რომ არ­სე­ბობ­და "მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ მკვლე­ლო­ბას­თან კავ­შირს ადას­ტუ­რებ­და". 7 მარტს გუ­რამ დო­ნა­ძე მო­უ­ლოდ­ნე­ლად თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ოფი­ცი­ა­ლურ მი­ზე­ზად რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნა­ლის­ტთან "კონ­ფლიქ­ტუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა" გა­მო­ცხად­და. ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტა­ტებ­მა შემ­დეგ მო­ი­თხო­ვეს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის, დათა ახა­ლი­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა და მისი მო­ად­გი­ლე ოლეგ მელ­ნი­კო­ვის და­პა­ტიმ­რე­ბა, გირ­გვლი­ა­ნის ცე­მა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლო­ბის გამო. ოლეგ მელ­ნი­კო­ვი სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის გამო, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს. მან და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ საქ­მე­ში უშუ­ა­ლოდ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო ჩარ­თუ­ლი. მელ­ნი­კო­ვი ცი­ხი­დან ცოტა ხნის წინ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. გირ­გვლი­ა­ნის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა ჯერ­ჯე­რო­ბით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. ამ­ჯე­რად ოქ­რო­ყა­ნის ტყე­ში ეპი­ზო­დის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

გი­ორ­გი გამ­ცემ­ლი­ძე

2006 წლის რვა მა­ისს პატ­რულ­მა ვახ­ტანგ აბუ­აშ­ვილ­მა და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის გამო გი­ორ­გი გამ­ცემ­ლი­ძე მოკ­ლა. გი­ორ­გის ოჯა­ხი დღემ­დე ცდი­ლობს სი­მარ­თლის დად­გე­ნას. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის არ სჯე­რათ. შემ­თხვე­ვა ზან­დუ­კე­ლის ქუ­ჩა­ზე მოხ­და. გამ­ცემ­ლი­ძის მა­მის გან­ცხა­დე­ბით, მისი ვა­ჟის ცხე­და­რი პო­ლი­ცი­ამ სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კის წინ და­ას­ვე­ნა, მან­ქა­ნი­დან მზის სათ­ვა­ლე გად­მო­ი­ღო და გვერ­დით და­უ­დო, თუმ­ცა იმის გამო, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით სათ­ვა­ლე­ზე პატ­რუ­ლის ანა­ბეჭ­დე­ბი ბევრ კი­თხვის ნი­შანს გა­ა­ჩენ­და, საქ­მი­დან სათ­ვა­ლე ამო­ი­ღეს. საქ­მი­დან ასე­ვე ამო­ღე­ბუ­ლია ოთარ თე­ნე­იშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბა, რო­მე­ლიც ამ­ბობს, ვინ დადო სა­ხუ­რავ­ზე ია­რა­ღი, რო­მელ­ზეც გი­ორ­გი გამ­ცემ­ლი­ძის ანა­ბეჭ­დე­ბი აღ­მოჩ­ნდა. ჯამ­ბულ გამ­ცემ­ლი­ძის თქმით, ოთარ თე­ნე­იშ­ვილ­მა ეს ჩვე­ნე­ბა მე­ო­რე და­კი­თხვის დროს მის­ცა, რის გა­მოც ის 3000 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მეს და საქ­მი­დან მისი ჩვე­ნე­ბა ამო­ი­ღეს. ვახ­ტანგ აბუ­აშ­ვილს 2 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა და დღეს ის თა­ვი­სუ­ფა­ლია. ჯამ­ბულ გამ­ცემ­ლი­ძე მკვლე­ლო­ბის მფარ­ვე­ლო­ბა­ში ვანო მე­რა­ბიშ­ვილს ადა­ნა­შა­უ­ლებს და ამ­ბობს, რომ სი­მარ­თლის და­სად­გე­ნად ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს.

ნავ­თლუ­ღის სპეც-ოპე­რა­ცია

2006 წლის 12 იან­ვარს, ნავ­თლუ­ღის ავ­ტო­სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სპეც-ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და. სპეც-ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად 3 ახალ­გაზ­რდა გარ­და­იც­ვა­ლა, მა­რად არ­თმე­ლა­ძე, რო­მან სურ­მა­ნი­ძე და მუ­რად გი­ორ­გა­ძე. სპეც-ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის მი­ზა­ნი ცი­ხი­დან გაქ­ცე­ვის მცდე­ლო­ბის აღ­კვე­თა გახ­ლდათ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა სპეც-ოპე­რა­ცი­ის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო გა­ავ­რცე­ლეს, კად­რებ­ში ჩანს, რომ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე დათა ახა­ლა­ია და გუ­რამ დო­ნა­ძე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ნავ­თლუ­ღის სპეც-ოპე­რა­ცი­ის საქ­მე გახ­სნი­ლია, საქ­მე­ზე შსს-ს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი გი­ორ­გი მაზ­მიშ­ვი­ლი და ლე­ვან ქარ­და­ვა და­ა­კა­ვეს. ასე­ვე, გა­მო­ტა­ნი­ლია დად­გე­ნი­ლე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რის, და­ვით ახა­ლა­ი­ას ბრალ­დე­ბუ­ლად ცნო­ბის შე­სა­ხებ. პრო­კუ­რა­ტუ­რის ცნო­ბით, მა­ლე­ვე, ბა­ჩა­ნა ახა­ლა­ი­ას­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და თა­ვი­სი ძმის მიერ ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ და მათ მიერ მო­ფიქ­რე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბის მა­სობ­რი­ვი გაქ­ცე­ვის ვერ­სი­ის გა­სამ­ყა­რებ­ლად უმალ­ვე მე­გის ქარ­და­ვას­თან და სად-ის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზმთან ერ­თად გა­ე­მარ­თა რუს­თა­ვის N1 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­დაც სა­სურ­ვე­ლი ჩვე­ნე­ბე­ბის, კერ­ძოდ, გაქ­ცე­ვის აღი­ა­რე­ბის მი­ღე­ბის მიზ­ნით, სას­ტი­კად აწა­მა ახ­ლად გარ­დაც­ვლი­ლი შოთა გორ­გა­ძის ძმა გია გორ­გა­ძე და მას­თან მყო­ფი სხვა პა­ტიმ­რე­ბი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ზე­მოთ მი­თი­თე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ მი­ზე­ზად და­სა­ხელ­და, თით­ქოს­და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის N1 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მყო­ფი გია გორ­გა­ძის ძმა - მუ­რად გორ­გა­ძე, მე­გობ­რებ­თან - მა­რად არ­თმე­ლა­ძეს­თან და რო­მან სურ­მა­ნი­ძეს­თან ერ­თად, პა­ტი­მარ­თა მა­სობ­რი­ვი გაქ­ცე­ვის ორ­გა­ნი­ზე­ბის მიზ­ნით, გეგ­მავ­დნენ N1 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბულ თავ­დას­ხმას, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი, არც სპე­ცო­პე­რა­ცი­ის და­წყე­ბამ­დე და არც მისი ჩა­ტა­რე­ბის შემ­დგომ, არ­ცერთ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ში არ გა­მო­ძი­ე­ბუ­ლა, მა­შინ, რო­დე­საც კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ჩა­ტა­რე­ბულ სის­ხლი­ან სპე­ცო­პე­რა­ცი­ას 3 უდა­ნა­შა­უ­ლო ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა.

გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის "ა" და "თ" ქვე­პუნ­ქტე­ბით, სსკ-ის 333-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, სსკ-ის 333-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით და 369-ე მუხ­ლის მე­სა­მე ნა­წი­ლით, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებს ათი­დან ოც წლამ­დე, ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღვკე­თას", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ბუტა რო­ბა­ქი­ძე

8 წლის წინ 2004 წლის 23 ნო­ემ­ბერს, ბუტა რო­ბა­ქი­ძე დი­დუ­ბის ეკ­ლე­სი­ას­თან, მე­გობ­რებ­თან ერ­თად სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ გა­ა­ჩე­რა და ხე­ლე­ბა­წე­ულს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი ეს­რო­ლა. რო­ბა­ქი­ძეს ორი ტყვია მოხ­ვდა და იქვე გარ­და­იც­ვა­ლა. ბუ­ტას მე­გობ­რის ირაკ­ლი მი­ქა­ბე­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­პატ­რუ­ლო ეკი­პაჟ­მა გა­ა­ჩე­რა. "ამა­სო­ბა­ში მო­ვი­და პატ­რუ­ლის მე­ო­რე მან­ქა­ნა, სა­ი­და­ნაც გად­მო­ვი­და გრი­გოლ ბა­შა­ლე­იშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც უც­ნა­უ­რად და აგ­რე­სი­უ­ლად იქ­ცე­ო­და. მერე და მერე, რო­დე­საც შეგ­ვა­გი­ნა და შუბ­ლზე ია­რა­ღი დაგ­ვა­დო, ვიგ­რძე­ნი ალ­კოჰო­ლის სუნი, აშ­კა­რად ნას­ვა­მი იყო. დო­ნა­ძე და მი­ქა­ძე აკონ­ტრო­ლებ­დნენ, ვის­თვის რა ია­რა­ღი უნდა ჩა­ე­დოთ, რა და რო­გორ გა­და­ე­ღოთ. ჩვენ ია­რა­ღის მსგავ­სი არა­ფე­რი გვქო­ნია, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ად­გილ­ზე უამ­რა­ვი ია­რა­ღი გაჩ­ნდა - პის­ტო­ლე­ტე­ბი, ავ­ტო­მა­ტე­ბი, ტყვი­ე­ბი და ნიღ­ბე­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით 200-მდე ია­რა­ღი და ტყვია-წა­მა­ლი. მოკ­ლულ ბუ­ტა­საც და­უ­დეს გვერ­დით ავ­ტო­მა­ტი და გა­და­ი­ღეს. ბო­ლოს, ყვე­ლა ია­რა­ღი ერ­თად მან­ქა­ნის სა­ბარ­გულ­ზე და­ა­წყვეს. სამი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­წე­ქით მი­წა­ზე, მაგ­რამ სულ ბუ­ტა­ზე ვფიქ­რობ­დი, ნეტა, ცო­ცხა­ლი იყოს-მეთ­ქი. ვი­ნა­ი­დან გვი­ა­ნი იყო და გამ­ვლელ-გა­მომ­ვლე­ლე­ბი არ ჩან­დნენ, მი­ქა­ძე და დო­ნა­ძე ტაქ­სის მძღო­ლებს აჩე­რებ­დნენ და სთა­ვა­ზობ­დნენ, მოწ­მედ დაგ­ვი­დე­ქით, ესე­ნი ყა­ჩა­ღე­ბი არი­ან, ხვალ სახ­ლში შე­მო­გი­ვარ­დე­ბი­ა­ნო. ბევ­რმა უარი თქვა, მაგ­რამ, მგო­ნი, მა­ინც იპო­ვეს ცრუ მოწ­მე", - იხ­სე­ნებს ირაკ­ლი მი­ქა­ბე­რი­ძე.

რო­გორც მთა­ვარ, ასე­ვე ქა­ლა­ქის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ბუტა რო­ბა­ქი­ძის ბა­ბუ­ას ამი­რან რო­ბა­ქი­ძეს შე­ტა­ნი­ლი ქონ­და სარ­ჩე­ლე­ბი, სა­დაც ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­ზეც იყო სა­უ­ბა­რი, რად­გან მკვლე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი იყო. ოჯა­ხი ითხოვს და­ი­სა­ჯონ ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი, გუ­რამ დო­ნა­ძე, ქა­ლა­ქის მა­შინ­დე­ლი პრო­კუ­რო­რი გი­ორ­გი ღვი­ნი­აშ­ვი­ლი, დი­დუ­ბე-ჩუ­ღუ­რე­თის პრო­კუ­რო­რი ირაკ­ლი წე­რე­თე­ლი, რო­მე­ლიც ამ საქ­მეს იძი­ებ­და და ასე­ვე თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ზუ­რაბ მი­ქა­ძე. ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. მა­მის, ამი­რან რო­ბა­ქი­ძის გან­ცხა­დე­ბით, თუ დრო­უ­ლად არ იქ­ნე­ბა გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი მისი შვი­ლის მკვლე­ლო­ბა, ის თა­ვად აღას­რუ­ლებს სა­მარ­თალს.

კორ­ტე­ბის სპეც-ოპე­რა­ცია

2006 წლის 2 მა­ისს შსს-ს კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის მიერ კორ­ტებ­თან ჩა­ტა­რე­ბულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის და ალექ­სან­დრე ხუ­ბუ­ლო­ვის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. სპე­ცო­პე­რა­ცია, რო­მელ­საც "კორ­ტე­ბის ტრა­გე­დია" შე­არ­ქვეს, სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის და ბუტა რო­ბა­ქი­ძის მკვლე­ლო­ბებ­თან ერ­თად, ბოლო დრო­ის ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მედ იქცა.

მა­შინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, კორ­ტებ­თან სპეც-ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის მი­ზე­ზი შსს-ს კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სამ­ძებ­რო სამ­მარ­თვე­ლოს მე-6 გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის მიერ 2006 წლის 2 მა­ისს შედ­გე­ნი­ლი პა­ტა­კი გახ­და.

პა­ტაკ­ში წე­რია: "მი­ღე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს რა­ი­ონ­ში მოქ­მე­დი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის წევ­რებ­მა ა. ხუ­ბუ­ლოვ­მა, ზ. ვა­ზა­გაშ­ვილ­მა და ბ. ფუ­თუ­რი­ძემ, ასე­ვე ჯერ­ჯე­რო­ბით და­უდ­გე­ნელ სხვა პირ­თან ერ­თად, მო­ამ­ზა­დეს ყა­ჩა­ღუ­რი თავ­დას­ხმა თბი­ლის­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, ისა­ნი-სამ­გო­რის რა­ი­ონ­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით და­უდ­გე­ნელ პი­რებ­ზე. მიმ­დი­ნა­რე წლის 2 მა­ისს მი­თი­თე­ბუ­ლი პი­რე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან სა­ბურ­თა­ლოს ქუ­ჩა­ზე სა­ხან­ძროს შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ამა­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ისი­ნი გა­და­ად­გილ­დნენ მუქი ფე­რის BMW-ს მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნით. აღ­ნიშ­ნულს გაც­ნო­ბებთ შემ­დგო­მი რე­ა­გი­რე­ბის­თვის".

"რე­ა­გი­რე­ბა" ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მის შედ­გე­ნას გუ­ლის­ხმობს. შსს-ს დო­კუ­მენ­ტებ­ში ეს გეგ­მა მარ­თლაც არ­სე­ბობს, ოღონდ, იგი 1 მა­ი­სით თა­რიღ­დე­ბა. გა­მო­დის, რომ კრი­მი­ნა­ლურ­მა პო­ლი­ცი­ამ 1 მა­ისს შე­ად­გი­ნა ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გეგ­მა იმ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ერთი დღის შემ­დეგ - 2 მა­ისს გა­ი­გო.

კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის ირაკ­ლი ქა­და­გი­ძის მიერ 1 მა­ისს დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ბრძა­ნე­ბის მი­ხედ­ვით, "ყა­ჩა­ღე­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ სპეც-ოპე­რა­ცი­ის­თვის და­ახ­ლო­ე­ბით ათ­კა­ცი­ა­ნი ოთხი ჯგუ­ფი იქ­მნე­ბა. 40-მდე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი "ჯერ­ჯე­რო­ბით და­უდ­გე­ნელ" რა­ი­ონ­ში, "ჯერ­ჯე­რო­ბით და­უდ­გე­ნელ" პი­რებ­ზე "ჯერ­ჯე­რო­ბით და­უდ­გე­ნელ" პირ­თან ერ­თად სა­ყა­ჩა­ღოდ წა­სუ­ლი სამი ადა­მი­ა­ნის სათ­ვალ­თვა­ლოდ მი­დის.

პირ­ველ ინ­ფორ­მა­ცი­ებ­ში, რომ­ლე­ბიც 2 მა­ისს სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­სა­ხებ გავ­რცელ­და, მხო­ლოდ ხუ­ბუ­ლო­ვის გვა­რი ფი­გუ­რი­რებ­და. ვინ იყო მე­ო­რე ჩა­ცხრი­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა, პო­ლი­ცია ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ავ­რცე­ლებ­და. დაც­ვის მხა­რე ვა­რა­უ­დობს, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია მას არც ჰქონ­და.

ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მჯდო­მი კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი - ბუბა ფუ­თუ­რი­ძე მძი­მედ და­იჭ­რა. მან მოგ­ვი­ა­ნე­ბით და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა და პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გა­ა­ფორ­მა: "შე­მომ­თა­ვა­ზეს, დაგ­ვე­ყა­ჩა­ღე­ბი­ნა ვინ­მე... ზუს­ტი სა­ხე­ლი მე თვი­თონ არ ვიცი... ამი­სათ­ვის შე­ვი­ძი­ნეთ რამ­დე­ნი­მე ია­რა­ღი...", - უთხრა მან სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს. ფუ­თუ­რი­ძე ცი­ხი­დან უკვე გა­მო­უშ­ვეს.

თვითმხილ­ვე­ლის გან­ცხა­დე­ბით, რო­მე­ლიც მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­როს 6 ნო­მერ­ში ცხოვ­რობს, მას ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან გახ­სნი­ლი ცე­ცხლი არ და­უ­ნა­ხავს. ავ­ტო­მან­ქა­ნა არ მოძ­რა­ობ­და - იგი კორ­ტე­ბის კე­დელ­თან ბოძს ცხვი­რით იყო შე­ჯა­ხე­ბუ­ლი. სრო­ლის ხმა კორ­ტე­ბის მხრი­დან, ანუ კედ­ლის შიგ­ნი­დან გა­მო­დი­ო­და. ივ­ლი­ტა გა­ჩე­ჩი­ლა­ძე, რო­მე­ლიც მოვ­ლე­ნებს თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ადევ­ნებ­და თვალს, ამ­ბობს, რომ ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან სრო­ლის ხმა არ გა­უ­გია. მან ავ­ტო­მან­ქა­ნის უკა­ნა სა­ლო­ნი­დან გად­მო­ვარ­დნი­ლი ადა­მი­ა­ნი და­ი­ნა­ხა. გა­ჩე­ჩი­ლა­ძე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ამ ადა­მი­ანს ხელ­ში არა­ფე­რი ეჭი­რა. ივ­ლი­ტა გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს არ გა­უ­გია სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა მხრი­დან რა­ი­მე მო­წო­დე­ბა გა­ჩე­რე­ბის ან და­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მამა იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე იბ­რძო­და მისი შვი­ლის საქ­მის სი­მარ­თლის და­სად­გე­ნად. ის რამ­დე­ნი­მე თვის წინ ზუ­რას საფ­ლავ­ზე ნაღ­მზე აფეთ­ქდა. ამ­ბო­ბენ, რომ ეს მკვლე­ლო­ბა ვა­ზა­გაშ­ვი­ლის საქ­მის ხე­ლა­ხალ გა­მო­ძი­ე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვრცელ­დე­ბა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ქართველი
0

ჰოდა მივაყაროთ ეს ჩამონათვალი ნაცებს და გაგვცენ პასუხი!

წინა ხელისუფლების დროს სამართალდამცველების მიერ დახოცილი ბიჭები, რომელთა ოჯახებმაც სამართალი დღემდე ვერ იპოვეს

წინა ხელისუფლების დროს სამართალდამცველების მიერ დახოცილი ბიჭები, რომელთა ოჯახებმაც სამართალი დღემდე ვერ იპოვეს

გირგვლიანი, ვაზაგაშვილი, რობაქიძე, ხუბულოვი... - ეს იმ გვარების არასრული ჩამონათვალია, ვინც წინა ხელისუფლების მმართველობის დროს მოკლეს. იყო საპროტესტო აქციები, მოთხოვნები საქმეების სწორად გამოძიების მოთხოვნით, ბევრმა პოლიტიკოსმა და აქტივისტმა სწორედ ამ ბიჭების სიკვდილით გაიკეთა კარიერა, მაგრამ იმ დროს დაღუპული ბიჭების საქმეების უმეტესობა არც ახალი ხელისუფლების პირობებში გამოიძიეს.

სანდრო გირგვლიანი

"გაერთიანებული ქართული ბანკის" საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს ოქროყანის ტყეში მკვდარი იპოვეს. მკვლელობის დეტალები მხოლოდ 12 თებერვალს გახდა ცნობილი. გადაცემა "დროების" ვერსიის მიხედვით, სანდრო გირგვლიანმა 27 იანვარს მეგობარ ლევან ბუხაიძესთან ერთად "შარდენ-ბარში" თავის მეგობარ გოგონას, თამარ მაისურაძეს მიაკითხა, რომელიც იქ ვანო მერაბიშვილის მეუღლესთან თაკო სალაყაიასთან, დათა ახალაიასთან, შსს-ს გენინსპექციის უფროსთან ვასილ სანოძესთან და შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსთან გურამ დონაძესთან ერთად იმყოფებოდა. სავარაუდოდ, თავშეყრის მიზეზი ვასილ სანოძის დაბადების დღე იყო. 6 მარტს ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ სამინისტროს ოთხი თანამშრომელი - გია ალანია, ავთანდილ აფციაური, ალექსანდრე გაჩავა და მიხეილ ბიბილურიძე - გირგვლიანის საქმის გამო დააპატიმრეს, როგორც მკვლელობაში ეჭვმიტანილები. მინისტრს გამოძიების დეტალები არ გაუხმაურებია, თუმცა თქვა, რომ არსებობდა "მტკიცებულებები, რომლებიც მათ მკვლელობასთან კავშირს ადასტურებდა". 7 მარტს გურამ დონაძე მოულოდნელად თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ოფიციალურ მიზეზად რამდენიმე ჟურნალისტთან "კონფლიქტური ურთიერთობა" გამოცხადდა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შემდეგ მოითხოვეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დათა ახალიას გათავისუფლება და მისი მოადგილე ოლეგ მელნიკოვის დაპატიმრება, გირგვლიანის ცემაში ეჭვმიტანილობის გამო. ოლეგ მელნიკოვი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამო, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დააკავეს. მან დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ საქმეში უშუალოდ მიხეილ სააკაშვილი იყო ჩართული. მელნიკოვი ციხიდან ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს. გირგვლიანის საქმის გამოძიება ჯერჯერობით არ დასრულებულა. ამჯერად ოქროყანის ტყეში ეპიზოდის განხილვა მიმდინარეობს.

გიორგი გამცემლიძე

2006 წლის რვა მაისს პატრულმა ვახტანგ აბუაშვილმა დაუმორჩილებლობის გამო გიორგი გამცემლიძე მოკლა. გიორგის ოჯახი დღემდე ცდილობს სიმართლის დადგენას. სასამართლოს გადაწყვეტილების არ სჯერათ. შემთხვევა ზანდუკელის ქუჩაზე მოხდა. გამცემლიძის მამის განცხადებით, მისი ვაჟის ცხედარი პოლიციამ სტომატოლოგიური კლინიკის წინ დაასვენა, მანქანიდან მზის სათვალე გადმოიღო და გვერდით დაუდო, თუმცა იმის გამო, რომ მოგვიანებით სათვალეზე პატრულის ანაბეჭდები ბევრ კითხვის ნიშანს გააჩენდა, საქმიდან სათვალე ამოიღეს. საქმიდან ასევე ამოღებულია ოთარ თენეიშვილის ჩვენება, რომელიც ამბობს, ვინ დადო სახურავზე იარაღი, რომელზეც გიორგი გამცემლიძის ანაბეჭდები აღმოჩნდა. ჯამბულ გამცემლიძის თქმით, ოთარ თენეიშვილმა ეს ჩვენება მეორე დაკითხვის დროს მისცა, რის გამოც ის 3000 ლარით დააჯარიმეს და საქმიდან მისი ჩვენება ამოიღეს. ვახტანგ აბუაშვილს 2 წლიანი პატიმრობა მიესაჯა და დღეს ის თავისუფალია. ჯამბულ გამცემლიძე მკვლელობის მფარველობაში ვანო მერაბიშვილს ადანაშაულებს და ამბობს, რომ სიმართლის დასადგენად ყველაფერს გააკეთებს.

ნავთლუღის სპეც-ოპერაცია

2006 წლის 12 იანვარს, ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეც-ოპერაცია ჩატარდა. სპეც-ოპერაციის შედეგად 3 ახალგაზრდა გარდაიცვალა, მარად ართმელაძე, რომან სურმანიძე და მურად გიორგაძე. სპეც-ოპერაციის ჩატარების მიზანი ციხიდან გაქცევის მცდელობის აღკვეთა გახლდათ. მოგვიანებით სხვადასხვა საშუალებებმა სპეც-ოპერაციის ამსახველი ვიდეო გაავრცელეს, კადრებში ჩანს, რომ შემთხვევის ადგილზე დათა ახალაია და გურამ დონაძე იმყოფებოდნენ. ნავთლუღის სპეც-ოპერაციის საქმე გახსნილია, საქმეზე შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები გიორგი მაზმიშვილი და ლევან ქარდავა დააკავეს. ასევე, გამოტანილია დადგენილება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის, დავით ახალაიას ბრალდებულად ცნობის შესახებ. პროკურატურის ცნობით, მალევე, ბაჩანა ახალაიასთვის ცნობილი გახდა თავისი ძმის მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ და მათ მიერ მოფიქრებული პატიმრების მასობრივი გაქცევის ვერსიის გასამყარებლად უმალვე მეგის ქარდავასთან და სად-ის სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად გაემართა რუსთავის N1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც სასურველი ჩვენებების, კერძოდ, გაქცევის აღიარების მიღების მიზნით, სასტიკად აწამა ახლად გარდაცვლილი შოთა გორგაძის ძმა გია გორგაძე და მასთან მყოფი სხვა პატიმრები.

მოგვიანებით ზემოთ მითითებული სპეცოპერაციის ჩატარების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა, თითქოსდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N1 დაწესებულებაში მყოფი გია გორგაძის ძმა - მურად გორგაძე, მეგობრებთან - მარად ართმელაძესთან და რომან სურმანიძესთან ერთად, პატიმართა მასობრივი გაქცევის ორგანიზების მიზნით, გეგმავდნენ N1 დაწესებულებაზე შეიარაღებულ თავდასხმას, თუმცა აღნიშნული საკითხი, არც სპეცოპერაციის დაწყებამდე და არც მისი ჩატარების შემდგომ, არცერთ სამართალდამცავ ორგანოში არ გამოძიებულა, მაშინ, როდესაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ სისხლიან სპეცოპერაციას 3 უდანაშაულო ახალგაზრდა ემსხვერპლა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ა" და "თ" ქვეპუნქტებით, სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 369-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ათიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღვკეთას", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ბუტა რობაქიძე

8 წლის წინ 2004 წლის 23 ნოემბერს, ბუტა რობაქიძე დიდუბის ეკლესიასთან, მეგობრებთან ერთად საპატრულო პოლიციამ გააჩერა და ხელებაწეულს ცეცხლსასროლი იარაღი ესროლა. რობაქიძეს ორი ტყვია მოხვდა და იქვე გარდაიცვალა. ბუტას მეგობრის ირაკლი მიქაბერიძის განცხადებით, საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა. "ამასობაში მოვიდა პატრულის მეორე მანქანა, საიდანაც გადმოვიდა გრიგოლ ბაშალეიშვილი, რომელიც უცნაურად და აგრესიულად იქცეოდა. მერე და მერე, როდესაც შეგვაგინა და შუბლზე იარაღი დაგვადო, ვიგრძენი ალკოჰოლის სუნი, აშკარად ნასვამი იყო. დონაძე და მიქაძე აკონტროლებდნენ, ვისთვის რა იარაღი უნდა ჩაედოთ, რა და როგორ გადაეღოთ. ჩვენ იარაღის მსგავსი არაფერი გვქონია, მაგრამ რამდენიმე წუთში ადგილზე უამრავი იარაღი გაჩნდა - პისტოლეტები, ავტომატები, ტყვიები და ნიღბები, დაახლოებით 200-მდე იარაღი და ტყვია-წამალი. მოკლულ ბუტასაც დაუდეს გვერდით ავტომატი და გადაიღეს. ბოლოს, ყველა იარაღი ერთად მანქანის საბარგულზე დააწყვეს. სამი საათის განმავლობაში ვიწექით მიწაზე, მაგრამ სულ ბუტაზე ვფიქრობდი, ნეტა, ცოცხალი იყოს-მეთქი. ვინაიდან გვიანი იყო და გამვლელ-გამომვლელები არ ჩანდნენ, მიქაძე და დონაძე ტაქსის მძღოლებს აჩერებდნენ და სთავაზობდნენ, მოწმედ დაგვიდექით, ესენი ყაჩაღები არიან, ხვალ სახლში შემოგივარდებიანო. ბევრმა უარი თქვა, მაგრამ, მგონი, მაინც იპოვეს ცრუ მოწმე", - იხსენებს ირაკლი მიქაბერიძე.

როგორც მთავარ, ასევე ქალაქის პროკურატურაში ბუტა რობაქიძის ბაბუას ამირან რობაქიძეს შეტანილი ქონდა სარჩელები, სადაც ირაკლი ოქრუაშვილზეც იყო საუბარი, რადგან მკვლელობის პერიოდში ოქრუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ოჯახი ითხოვს დაისაჯონ ზურაბ ადეიშვილი, გურამ დონაძე, ქალაქის მაშინდელი პროკურორი გიორგი ღვინიაშვილი, დიდუბე-ჩუღურეთის პროკურორი ირაკლი წერეთელი, რომელიც ამ საქმეს იძიებდა და ასევე თბილისის პოლიციის უფროსი ზურაბ მიქაძე. ბუტა რობაქიძის საქმის გამოძიება არ დასრულებულა. მამის, ამირან რობაქიძის განცხადებით, თუ დროულად არ იქნება გამოძიებული მისი შვილის მკვლელობა, ის თავად აღასრულებს სამართალს.

კორტების სპეც-ოპერაცია

2006 წლის 2 მაისს შსს-ს კრიმინალური პოლიციის მიერ კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციას ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის სიცოცხლე შეეწირა. სპეცოპერაცია, რომელსაც "კორტების ტრაგედია" შეარქვეს, სანდრო გირგვლიანის და ბუტა რობაქიძის მკვლელობებთან ერთად, ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ საქმედ იქცა.

მაშინ გავრცელებული ოფიციალური ვერსიით, კორტებთან სპეც-ოპერაციის ჩატარების მიზეზი შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6 განყოფილების უფროსის მოადგილის მიერ 2006 წლის 2 მაისს შედგენილი პატაკი გახდა.

პატაკში წერია: "მიღებული ოპერატიული ინფორმაციით, ვაკე-საბურთალოს რაიონში მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ა. ხუბულოვმა, ზ. ვაზაგაშვილმა და ბ. ფუთურიძემ, ასევე ჯერჯერობით დაუდგენელ სხვა პირთან ერთად, მოამზადეს ყაჩაღური თავდასხმა თბილისში, სავარაუდოდ, ისანი-სამგორის რაიონში, ჯერჯერობით დაუდგენელ პირებზე. მიმდინარე წლის 2 მაისს მითითებული პირები იკრიბებიან საბურთალოს ქუჩაზე სახანძროს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამავე ინფორმაციით, შესაძლებელია, ისინი გადაადგილდნენ მუქი ფერის BMW-ს მარკის ავტომანქანით. აღნიშნულს გაცნობებთ შემდგომი რეაგირებისთვის".

"რეაგირება" ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების ჩასატარებლად კონკრეტული გეგმის შედგენას გულისხმობს. შსს-ს დოკუმენტებში ეს გეგმა მართლაც არსებობს, ოღონდ, იგი 1 მაისით თარიღდება. გამოდის, რომ კრიმინალურმა პოლიციამ 1 მაისს შეადგინა ოპერატიული ღონისძიებების გეგმა იმ ინფორმაციაზე, რომელიც მხოლოდ ერთი დღის შემდეგ - 2 მაისს გაიგო.

კრიმინალური პოლიციის უფროსის ირაკლი ქადაგიძის მიერ 1 მაისს დამტკიცებული ბრძანების მიხედვით, "ყაჩაღების" წინააღმდეგ სპეც-ოპერაციისთვის დაახლოებით ათკაციანი ოთხი ჯგუფი იქმნება. 40-მდე შეიარაღებული თანამშრომელი "ჯერჯერობით დაუდგენელ" რაიონში, "ჯერჯერობით დაუდგენელ" პირებზე "ჯერჯერობით დაუდგენელ" პირთან ერთად საყაჩაღოდ წასული სამი ადამიანის სათვალთვალოდ მიდის.

პირველ ინფორმაციებში, რომლებიც 2 მაისს სპეცოპერაციის შესახებ გავრცელდა, მხოლოდ ხუბულოვის გვარი ფიგურირებდა. ვინ იყო მეორე ჩაცხრილული ახალგაზრდა, პოლიცია ამის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებდა. დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ ეს ინფორმაცია მას არც ჰქონდა.

ავტომანქანაში მჯდომი კიდევ ერთი ადამიანი - ბუბა ფუთურიძე მძიმედ დაიჭრა. მან მოგვიანებით დანაშაული აღიარა და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა: "შემომთავაზეს, დაგვეყაჩაღებინა ვინმე... ზუსტი სახელი მე თვითონ არ ვიცი... ამისათვის შევიძინეთ რამდენიმე იარაღი...", - უთხრა მან სამართალდამცავებს. ფუთურიძე ციხიდან უკვე გამოუშვეს.

თვითმხილველის განცხადებით, რომელიც მტკვრის მარჯვენა სანაპიროს 6 ნომერში ცხოვრობს, მას ავტომანქანიდან გახსნილი ცეცხლი არ დაუნახავს. ავტომანქანა არ მოძრაობდა - იგი კორტების კედელთან ბოძს ცხვირით იყო შეჯახებული. სროლის ხმა კორტების მხრიდან, ანუ კედლის შიგნიდან გამოდიოდა. ივლიტა გაჩეჩილაძე, რომელიც მოვლენებს თავიდან ბოლომდე ადევნებდა თვალს, ამბობს, რომ ავტომანქანიდან სროლის ხმა არ გაუგია. მან ავტომანქანის უკანა სალონიდან გადმოვარდნილი ადამიანი დაინახა. გაჩეჩილაძე დარწმუნებულია, რომ ამ ადამიანს ხელში არაფერი ეჭირა. ივლიტა გაჩეჩილაძეს არ გაუგია სამართალდამცავთა მხრიდან რაიმე მოწოდება გაჩერების ან დანებების შესახებ.

ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი სიცოცხლის ბოლომდე იბრძოდა მისი შვილის საქმის სიმართლის დასადგენად. ის რამდენიმე თვის წინ ზურას საფლავზე ნაღმზე აფეთქდა. ამბობენ, რომ ეს მკვლელობა ვაზაგაშვილის საქმის ხელახალ გამოძიებას უკავშირდება. თუმცა ოფიციალური ვერსიები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

თამარ ბოჭორიშვილი