სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მოზაიკა
Faceამბები
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაჩენას ინანებთ!" - ვის ემუქრება ქართველი მოჯაჰედი და რას ითხოვს ჩვენი ხელისუფლებისგან
"გაჩენას ინანებთ!" - ვის ემუქრება ქართველი მოჯაჰედი და რას ითხოვს ჩვენი ხელისუფლებისგან

ბა­თუ­მელ­მა 27 წლის თა­მაზ ჭა­ღა­ლი­ძემ, რო­მე­ლიც სი­რი­ა­ში, საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში იღებს მო­ნა­წი­ლე­ობს, ამ ცოტა ხნის, წინ ერთ-ერთ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მუ­ქა­რის წე­რი­ლი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"ყუ­რა­დღე­ბა! სა­ქარ­თვე­ლოს ქა­ა­ფი­რებს მივ­მარ­თავ, ვინც ის­ლა­მი­სა და მუს­ლი­მა­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ რამე ჩა­ი­დი­ნეთ ნატო-ს მი­სი­ე­ბით ერაყ­ში, ავ­ღა­ნეთ­ში, აფ­რი­კა­ში, თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში ლა­ფან­ყურ­ში, პან­კის­ში, გუ­რი­ა­ში, აჭა­რა­ში, ჯა­ვა­ხეთ­სა თუ სხვა რე­გი­ო­ნებ­ში, ყვე­ლა ფაქ­ტი გვახ­სოვს და ყვე­ლა მო­ნა­წი­ლის სა­ხე­ლი და გვა­რი ვი­ცით. ვი­ცით ყვე­ლა "კა­გე­ბეშ­ნი­კი," ვინც ჩვენს ძმებს შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს. ამ ყვე­ლა­ფერ­ზე პა­სუხს აგებთ თქვე­ნი ბინ­ძუ­რი ქა­ა­ფი­რი სის­ხლით... გპირ­დე­ბით და­ჩო­ქილ ვედ­რე­ბას და­გა­წყე­ბი­ნებთ, გა­ჩე­ნას ინა­ნებთ, თქვე, ვირ­თხე­ბო! სა­პატ­რი­არ­ქოს აჭარ­ლე­ბის და აჭა­რის პრობ­ლე­მე­ბის­თვის ისეთ დღე­ში ჩა­გაგ­დებთ, ინატ­რებთ, რომ ქვე­წარ­მავ­ლად გავ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი­თო. ვფი­ცავ ალაჰს, ერთი შან­სი აქვთ მო­ქა­ლა­ქე­ებს, ის­ლა­მი აღი­ა­რონ და ხა­ლი­ფატს და­ე­მორ­ჩი­ლონ!"

ბა­თუ­მე­ლი მო­ჯა­ჰე­დი, რო­მელ­მაც თა­ვი­სი მუ­ქა­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია, კი­დევ ერთხელ დაგ­ვთან­ხმდა და სი­რი­ი­დან ინ­ტერ­ვიუ მოგ­ვცა.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ეც­ნო თქვენს მო­თხოვ­ნებს და მუ­ქა­რას, სწო­რია უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ამ­გავ­რი წე­რი­ლე­ბის გზავ­ნა და მათი და­ში­ნე­ბა?

- ჩემს ნათ­ქვამს კარ­გი გა­გე­ბა სჭირ­დე­ბა, მანდ სურთ ხალ­ხში პა­ნი­კა გა­მო­იწ­ვი­ონ, მსგავ­სი ავან­ტუ­რის­ტე­ბი ბევ­რნი არი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში და ამი­ტომ და­ღუ­პეს სა­ქარ­თვე­ლო. სამ­წუ­ხა­როდ, 4 წელი ვლა­პა­რა­კობ­დი ამ თე­მა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბა არა­ვინ მო­მაქ­ცია. ყუ­რან­ში არის ერთ ად­გი­ლი, სა­დაც ალა­ჰი ბრძა­ნებს: ვი­საც მე და­ვუ­ბინ­დე გო­ნე­ბა, მათ თქვენ ვერ შე­ას­მენთ, რათა უკე­თუ­რე­ბი არი­ა­ნო... ჩემს ინ­ტე­რე­სებ­ში არ შე­დის, ისე­დაც გა­სა­ცო­და­ვე­ბუ­ლი ხალ­ხი და­ვა­ში­ნო, ის­ლა­მი ამას არ ქა­და­გებს.

- რას გუ­ლის­ხმობთ უკე­თუ­რე­ბა­ში?

- უკე­თუ­რე­ბაა ის, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი გარ­ყვნი­ლე­ბას აღი­ა­რე­ბენ, აკა­ნო­ნე­ბენ და უზე­ნა­ე­სი ალა­ჰის კა­ნო­ნე­ბის მიმ­დევ­რო­ბას გვიკ­რძა­ლა­ვენ. ბა­თუმ­ში გარ­ყვნი­ლე­ბას ნერ­გა­ვენ, გახ­სნეს ბორ­დე­ლე­ბი, კა­ზი­ნო­ე­ბი და კლუ­ბე­ბი. გუ­ლის ამ­რე­ვია, რაც ბოლო 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­თუმ­ში ხდე­ბა...

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

"გაჩენას ინანებთ!" - ვის ემუქრება ქართველი მოჯაჰედი და რას ითხოვს ჩვენი ხელისუფლებისგან

"გაჩენას ინანებთ!" - ვის ემუქრება ქართველი მოჯაჰედი და რას ითხოვს ჩვენი ხელისუფლებისგან

ბათუმელმა 27 წლის თამაზ ჭაღალიძემ, რომელიც სირიაში, საბრძოლო მოქმედებებში იღებს მონაწილეობს, ამ ცოტა ხნის, წინ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში მუქარის წერილი გამოაქვეყნა:

"ყურადღება! საქართველოს ქააფირებს მივმართავ, ვინც ისლამისა და მუსლიმანების წინააღმდეგ რამე ჩაიდინეთ ნატო-ს მისიებით ერაყში, ავღანეთში, აფრიკაში, თუ საქართველოში ლაფანყურში, პანკისში, გურიაში, აჭარაში, ჯავახეთსა თუ სხვა რეგიონებში, ყველა ფაქტი გვახსოვს და ყველა მონაწილის სახელი და გვარი ვიცით. ვიცით ყველა "კაგებეშნიკი," ვინც ჩვენს ძმებს შეურაცხყოფას აყენებს. ამ ყველაფერზე პასუხს აგებთ თქვენი ბინძური ქააფირი სისხლით... გპირდებით დაჩოქილ ვედრებას დაგაწყებინებთ, გაჩენას ინანებთ, თქვე, ვირთხებო! საპატრიარქოს აჭარლების და აჭარის პრობლემებისთვის ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, ინატრებთ, რომ ქვეწარმავლად გავჩენილიყავითო. ვფიცავ ალაჰს, ერთი შანსი აქვთ მოქალაქეებს, ისლამი აღიარონ და ხალიფატს დაემორჩილონ!"

ბათუმელი მოჯაჰედი, რომელმაც თავისი მუქარებით საზოგადოების ყურადღება მიიქცია, კიდევ ერთხელ დაგვთანხმდა და სირიიდან ინტერვიუ მოგვცა.

- საზოგადოება გაეცნო თქვენს მოთხოვნებს და მუქარას, სწორია უდანაშაულო ადამიანებისთვის ამგავრი წერილების გზავნა და მათი დაშინება?

- ჩემს ნათქვამს კარგი გაგება სჭირდება, მანდ სურთ ხალხში პანიკა გამოიწვიონ, მსგავსი ავანტურისტები ბევრნი არიან საქართველოში და ამიტომ დაღუპეს საქართველო. სამწუხაროდ, 4 წელი ვლაპარაკობდი ამ თემაზე საქართველოში, მაგრამ ყურადღება არავინ მომაქცია. ყურანში არის ერთ ადგილი, სადაც ალაჰი ბრძანებს: ვისაც მე დავუბინდე გონება, მათ თქვენ ვერ შეასმენთ, რათა უკეთურები არიანო... ჩემს ინტერესებში არ შედის, ისედაც გასაცოდავებული ხალხი დავაშინო, ისლამი ამას არ ქადაგებს.

- რას გულისხმობთ უკეთურებაში?

- უკეთურებაა ის, როდესაც ადამიანები გარყვნილებას აღიარებენ, აკანონებენ და უზენაესი ალაჰის კანონების მიმდევრობას გვიკრძალავენ. ბათუმში გარყვნილებას ნერგავენ, გახსნეს ბორდელები, კაზინოები და კლუბები. გულის ამრევია, რაც ბოლო 8 წლის განმავლობაში ბათუმში ხდება...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია