პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამანტა პაუერი - პუტინი უკრაინას "სამშვიდობო გეგმას" აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითზე სთავაზობდა
სამანტა პაუერი - პუტინი უკრაინას "სამშვიდობო გეგმას" აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითზე სთავაზობდა

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს "სამ­შვი­დო­ბო გეგ­მას" აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის მა­გა­ლით­ზე სთა­ვა­ზობ­და. ამის შე­სა­ხებ გა­ე­რო-ში აშშ-ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­მან­ტა პა­უ­ერ­მა უკ­რა­ი­ნის სა­კი­თხზე გა­მარ­თულ გა­ე­რო-ს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ზე გა­ნა­ცხა­და. სა­მან­ტა პა­უ­ე­რის თქმით, რუ­სე­თის გეგ­მა ით­ვა­ლის­წი­ნებ­და სე­პა­რა­ტის­ტე­ბის მიერ მი­ტა­ცე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის და­კა­ნო­ნე­ბას, ასე­ვე რუ­სუ­ლი პერ­სო­ნა­ლი­სა და სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კის უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლას.

"ჩვენ უკვე ვნა­ხეთ ასე­თი "სამ­შვი­დო­ბო გეგ­მე­ბი" მა­ნამ­დე. ეს იყო აფხა­ზეთ­ში, სამ­ხრეთ ოსეთ­სა და დნესტრის­პი­რეთ­ში", - აღ­ნიშ­ნა სა­მან­ტა პა­უ­ერ­მა. მი­სი­ვე თქმით, რო­დე­საც პეტ­რო პო­რო­შენ­კომ უარი გა­ნა­ცხა­და პუ­ტი­ნის ამ წი­ნა­და­დე­ბა­ზე, რუ­სეთ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნა არ არის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მშვი­დო­ბის მიღ­წე­ვა­ში. "პუ­ტი­ნის ამ "სამ­შვი­დო­ბო გეგ­მას" თა­ვი­სი სა­ხე­ლი უნდა ვუ­წო­დოთ - ეს არის უკ­რა­ი­ნის ოკუ­პა­ცი­ის რუ­სუ­ლი გეგ­მა", - გა­ნა­ცხა­და აშშ-ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ე­რო-ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სამანტა პაუერი - პუტინი უკრაინას "სამშვიდობო გეგმას" აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითზე სთავაზობდა

სამანტა პაუერი - პუტინი უკრაინას "სამშვიდობო გეგმას" აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითზე სთავაზობდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტს "სამშვიდობო გეგმას" აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითზე სთავაზობდა. ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის წარმომადგენელმა სამანტა პაუერმა უკრაინის საკითხზე გამართულ გაერო-ს უშიშროების საბჭოზე განაცხადა. სამანტა პაუერის თქმით, რუსეთის გეგმა ითვალისწინებდა სეპარატისტების მიერ მიტაცებული ტერიტორიების დაკანონებას, ასევე რუსული პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის უკრაინის ტერიტორიაზე შესვლას.

"ჩვენ უკვე ვნახეთ ასეთი "სამშვიდობო გეგმები" მანამდე. ეს იყო აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და დნესტრისპირეთში", - აღნიშნა სამანტა პაუერმა. მისივე თქმით, როდესაც პეტრო პოროშენკომ უარი განაცხადა პუტინის ამ წინადადებაზე, რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინა არ არის დაინტერესებული მშვიდობის მიღწევაში. "პუტინის ამ "სამშვიდობო გეგმას" თავისი სახელი უნდა ვუწოდოთ - ეს არის უკრაინის ოკუპაციის რუსული გეგმა", - განაცხადა აშშ-ის წარმომადგენელმა გაერო-ში.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა