მამა-შვილი ვაზაგაშვილების აფეთქებისა და ჩაცხრილვის საქმეში დადანაშაულებული ფირცხალავას პასუხი ოჯახს

მამა-შვილი ვაზაგაშვილების აფეთქებისა და ჩაცხრილვის საქმეში დადანაშაულებული ფირცხალავას პასუხი ოჯახს

გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, იური ვაზაგაშვილმა შვილის მკვლელად ყოფილი სამართალდამცველი ირაკლი ფირცხალვა კიდევ ერთხელ დაასახელა. იური ვაზაგაშვილის ტრაგიკულად გარდაცვალების შემდეგ კი მისმა დამ, მანანა ვაზაგაშვილმა განაცხადა, რომ შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილის აფეთქება სწორედ ირაკლი ფირცხალავასა და მისი გარემოცვის ინტერესებში შედიოდა.

ბრალდებებს ირაკლი ფირცხალავა Ambebi.ge-სთან პასუხობს:

- იური ვაზაგაშვილის საქმის გამოძიების დასრულებამდე განცხადების გაკეთებას არ ვგეგმავდი, მაგრამ რადგანაც უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისა და იუსტიციის მინისტრისგან უსამართლო ბრალდებების სერია არ წყდება, იძულებული ვარ მათ პასუხი გავცე - თუ ჩემ წინააღმდეგ ხელჩასაჭიდი მტკიცებულებები გაგაჩნიათ, პროკურატურაში მიბრძანდით და ჩვენება მიეცით. როგორც ჩანს, ამ ადამიანების მთავარი მიზანი საზოგადოებისთვის თავის მოწონება და სამართალდამცველების მონსტრებად წარმოჩენაა.

- თქვენ ხომ დიდი ხანია არ ხართ მოქმედი სამართალდამცველი?

- დიახ, მაგრამ ბოლო დღეებში მოქმედი პოლიცილების მისამართითაც არაერთი ბრალდება მოვისმინეთ. ეს ტენდენცია სახელმწიფოსთვის საშიშია. მთავრობა, პირველ რიგში, პოლიციელების უფლებებს უნდა იცავდეს. ჩვენ 8 წელია მკვლელებად გვაცხადებენ.

- უახლოეს მომავალში ზურა ვაზაგაშვილის საქმის გახსნა დაანონსდა, იური ვაზაგაშვილიც ღიად გადებდათ ხელს და შვილის მკვლელად გასახელებდათ, ახლა მისი და გადანაშაულებთ ძმის აფეთქებაში. დაკავების მოლოდინი არ გაქვთ?

- ამ პროცესს მხოლოდ მივესალმები, მთავარია საქმეები პოლიტიკური ნიშნით არ იკერებოდეს. ზურა ვაზაგაშვილის საქმე რომც გაიხსნას, მას პოლიტიკური სარჩული უკვე მიეცა. თუ დამაკავებენ, ამაშიც პრობლემას ვერ ვხედავ. თბილისში ვარ და მობრძანდნენ, მაგრამ მე ის პოლიტიკოსები დამაკავებენ, რომლებიც ქურდულ სამყაროსთან არიან გარიგებულნი.

რუსუდან შელია

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ