ალექსანდრე ტურჩინოვის მანქანას "ბოევიკებმა" ცეცხლი გაუხსნეს

ალექსანდრე ტურჩინოვის მანქანას "ბოევიკებმა" ცეცხლი გაუხსნეს

უკრაინის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ალექსანდრე ტურჩინოვი დონეცკის ოლქში, დასახლებულ პუნქტში "ბოევიკების" მხრიდან გახსნილ ცეცხლში მოჰყვა. უკრიანული მედიის ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტ პესკიში ვიზიტისას, ალექსანდრე ტურჩინოვის მანქანა იმ დროს დაზიანდა, როცა "ბოევიკებმა" დასახლებული პუნქტის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. არსებული ინფორმაციით, ალექსანდრე ტურჩინოვი არ დაშავებულა. უკრაინული მედიის ცნობით, უკვე რამდენიმე დღეა უკრაინის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში იმყოფება.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა