კოსმოსური "ნაგვის" რაოდენობა 2014 წლის ბოლო კვარტალში 200 ერთეულით შემცირდა, - ამის შესახებ ნასას ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი. 31 დეკემბრის მონაცემებით, კოსმოსში 16 906 მოქმედი კოსმოსური აპარატი და კოსმოსური "ნაგვის" ობიექტია. უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, რუსეთის მიერ დატოვებული "ნაგვის" რაოდენობა 6385 ერთეულია, აშშ-ის - 5028, ხოლო ჩინეთის - 3785.
კოსმოსური ნაგავი ძირითადად, 850-1500 კილომეტრის სიმაღლეზეა კონცენტრირებული. თუმცა, არანაკლები რაოდენობაა თავმოყრილი 350-450 კილომეტრის სიმაღლეზეც. თუკი, "ნაგავი", რომელიც 600 კილომეტრის სიმაღლეზე დაფრინავს, რამდენიმე წლის განმავლობაში იჭრება ატმოსფეროში, იგი იწვება. მაგრამ იმ კოსმოსური ნარჩენების გასანადგურებლად, რომლებიც დაახლოებით, 800 კილომეტრის სიმაღლეზეა, ასეულობით წელიწადია საჭირო.