საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებული რუინთან მოჰამადამინის დაკავება დადასტურდა
 მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებული რუინთან მოჰამადამინის დაკავება დადასტურდა

ინ­ტერ­პო­ლის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრა­ლურ­მა ბი­უ­რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს თე­ი­რა­ნის ინ­ტერ­პო­ლი­დან ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლი მი­ი­ღო, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნულ­მა უწყე­ბამ მა­რი­ამ კო­ჩა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი რუ­ინ­თან მო­ჰა­მა­და­მი­ნის და­კა­ვე­ბა და­ა­დას­ტუ­რა. აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

რუ­ინ­თან მო­ჰა­მა­და­მი­ნი თე­ი­რა­ნის ინ­ტერ­პო­ლის ძებ­ნი­ლი პი­რე­ბის მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში მას შემ­დეგ იყო შეყ­ვა­ნი­ლი, რაც მის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის გამო ინ­ტერ­პო­ლის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრა­ლურ­მა ბი­უ­რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა.

თე­ი­რა­ნის ინ­ტერ­პო­ლი­დან მი­ღე­ბუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლის თა­ნახ­მად, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ ირა­ნის სა­სა­ზღვრო ჩა­ნა­წე­რებ­ში რუ­ინ­თან მო­ჰა­მა­და­მი­ნის შეს­ვლის ფაქ­ტი არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა. წე­რილ­ში სა­უ­ბა­რია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი შე­საძ­ლოა ირან­ში უკა­ნო­ნოდ შე­სუ­ლი­ყო, ამი­ტომ რუ­ინ­თან მო­ჰა­მა­და­მი­ნის საქ­მე, და­ბა­დე­ბის ად­გი­ლის მი­ხედ­ვით, ქა­ლაქ გა­მი­შა­ნის ად­გი­ლობ­რივ პო­ლი­ცი­ას გა­და­ე­ცა, რათა მისი იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის მიზ­ნით ფა­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ. ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ცი­ის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, რუ­ინ­თან მო­ჰა­მა­და­მინ­მა კი­დევ ერთი, მცი­რე­წლო­ვა­ნი ბი­ჭის მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნა. ირა­ნელ­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა იგი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში და­ა­პა­ტიმ­რეს. რუ­ინ­თან მო­ჰა­მა­და­მი­ნი ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

ინ­ტერ­პო­ლის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრა­ლურ­მა ბი­უ­რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­ინ­თან მო­ჰა­მა­და­მინ­ზე ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნა 2013 წლის 24 ოქ­ტომ­ბერს გა­მო­ა­ცხა­და, ხოლო 2013 წლის 16 დე­კემ­ბერს ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ რუ­ინ­თან მო­ჰა­მა­და­მი­ნი მა­რი­ამ კო­ჩა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო და მას უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებული რუინთან მოჰამადამინის დაკავება დადასტურდა

 მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებული რუინთან მოჰამადამინის დაკავება დადასტურდა

ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ საქართველოში დღეს თეირანის ინტერპოლიდან ოფიციალური წერილი მიიღო, რომელშიც აღნიშნულმა უწყებამ მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში ბრალდებული რუინთან მოჰამადამინის დაკავება დაადასტურა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რუინთან მოჰამადამინი თეირანის ინტერპოლის ძებნილი პირების მონაცემთა ბაზაში მას შემდეგ იყო შეყვანილი, რაც მის მიერ საქართველოში ჩადენილი მკვლელობის გამო ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ საქართველოში ინფორმაცია გაავრცელა.

თეირანის ინტერპოლიდან მიღებული ოფიციალური წერილის თანახმად, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ირანის სასაზღვრო ჩანაწერებში რუინთან მოჰამადამინის შესვლის ფაქტი არ დაფიქსირებულა. წერილში საუბარია, რომ ბრალდებული შესაძლოა ირანში უკანონოდ შესულიყო, ამიტომ რუინთან მოჰამადამინის საქმე, დაბადების ადგილის მიხედვით, ქალაქ გამიშანის ადგილობრივ პოლიციას გადაეცა, რათა მისი იდენტიფიკაციის მიზნით ფარული ღონისძიებები განეხორციელებინათ. ადგილობრივი პოლიციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რუინთან მოჰამადამინმა კიდევ ერთი, მცირეწლოვანი ბიჭის მკვლელობა ჩაიდინა. ირანელმა სამართალდამცველებმა იგი დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააპატიმრეს. რუინთან მოჰამადამინი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.

ინტერპოლის ეროვნულმა ცენტრალურმა ბიურომ საქართველოში რუინთან მოჰამადამინზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნა 2013 წლის 24 ოქტომბერს გამოაცხადა, ხოლო 2013 წლის 16 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ რუინთან მოჰამადამინი მარიამ კოჩალიძის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და მას უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ