რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, არ არსებობს არც ერთი ფაქტი, რომელიც უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის ჯარების მონაწილეობას დაადასტურებს. მისივე თქმით, არც იმის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს, რომ მალაიზიური ბოინგი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთმა ჩამოაგდო.
"რუსეთის ჯარები, რუსული შეიარაღება. ხშირად გვესმის ეს სიტყვები. ყოველ ჯერზე ვამბობ, თუ ამას ამტკიცებთ, ფაქტები წარმოადგინეთ. ფაქტები ან არავის აქვს ან არ უნდათ მათი წარმოდგენა", - განაცხადა სერგეი ლავროვმა. მისივე თქმით, ვიდრე რუსეთს რაიმეს შეწყვეტას სთხოვენ, უმჯობესია ჯერ იმის დამადასტურებელი ფაქტები წარმოადგინონ, რომ ეს რუსეთმა ჩაიდინა.