უცხოელი ვარსკვლავები სცენაზე ლამის შიშვლები რომ გამოდიოდნენ, კოსტიუმებსა და საღამოს კაბებში გამოწყობილი ქართველები გიტარით ხელში მღეროდნენ. კლიპებში კი მთაწმინდიდან ან მეტეხიდან ''მიმართავდნენ ბებერ თბილისს''. ბოლო ათწლეულია, ყველაფერი შეიცვალა და ქართველებიც გათამამდნენ; რაც, პირველ რიგში, ჩაცმულობაში გამოიხატა.
მათ შორის პირველი იყო ლელა წურწუმია. 2000-იან წლებში ფილარმონიის სცენაზე ბიუსტჰალტერსა და გრძელ კოსტიუმში გამოსულმა მომღერალმა მაყურებელი დაშოკა. შემდეგ წლებში ლელამ აღიარა, რომ მის ამ ნაბიჯს მოძღვარი სიხარულით არ შეხვედრია, მაგრამ ფაქტია, რომ სცენის სკანდალებს შორის პირველად ლელა გვახსენდება.
არ გაუხდია და სკანდალურიც არაფერი გაუკეთებია, მაგრამ აჩი მეფარიძის კოსმონავტის მსგავსი ჩაცმულობა სცენასა თუ კლიპებში ნამდვილი აღმოჩენა იყო მისი ფანებისთვის. თეთრ ტანსაცმელში კარგად შეფუთული აჩი, როგორც ჩანს, სპეციალურად სცენისთვის გამოეწყო ასე და მაყურებელიც მშვენივრად ''წამოიკიდა'', შემდეგ წლებში იუმორისტული შოუებისთვის კარგი ''საკბილოც'' დატოვა.
ქართული სცენის მეფე არ ბერდება და არც არასოდეს დაბერდება... იმედია, არწივში არ აგერიათ და თემურ წიკლაური არ გეგონათ. სიას უბერებელი მერაბ სეფაშვილით გავაგრძელებთ. ტყავის ქურთუკი, წაწვეტებული ფეხსაცმელი, თხელი შავი ბრჭყვიალა ზედა, რომელიც მისი კონცერტებისა თუ კლიპების განუყრელი ნაწილია, საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ, ერთი რეკლამის არ იყოს, მერაბი მოდას არ ემონება და აშკარად საკუთარი სტილი აქვს.
იხილეთ გაგრძელება