პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინიზმი საქართველოში
პუტინიზმი საქართველოში

"პუ­ტი­ნიზ­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში ძლი­ე­რია, ძა­ლი­ან ძლი­ე­რი და პო­პუ­ლა­რუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა იყოს ნამ­დვი­ლად თა­ვი­სუ­ფა­ლი და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მა­ნამ, სა­ნამ პუ­ტი­ნის იდე­ე­ბით მო­სა­უბ­რე­ე­ბი მა­სი­ურ აღ­ტა­ცე­ბა­სა და პა­ტი­ვის­ცე­მას და­იმ­სა­ხუ­რე­ბენ, მათი აზ­რე­ბი კი ერის წინსვლი­სა და გა­დარ­ჩე­ნის გზად გა­მოჩ­ნდე­ბა", - ასე იწყებს პოსტს პო­ლი­ტო­ლო­გი ლე­ვან ცუც­ქი­რი­ძე, რო­მე­ლიც ვრცელ ანა­ლიზს სა­კუ­თარ ბლოგ­ზე [levantsutskiridze.com] აქ­ვე­ნებს.

"ალ­ბათ მარ­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა პუ­ტი­ნიზ­მის გან­მარ­ტე­ბა იმით და­ვი­წყოთ, რა არ არის იგი. პუ­ტი­ნიზ­მი არ არის მხო­ლოდ სა­გა­რეო ომე­ბი იმი­ტომ, რომ ომებს ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო ეწე­ვა, როცა მათ ეს სჭირ­დე­ბათ, როცა შე­უძ­ლი­ათ ან უბ­რა­ლოდ, როცა სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ აქვთ. პუ­ტი­ნიზ­მი, ასე­ვე, არ არის მხო­ლოდ კო­რუფ­ცია, ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი ან ავ­ტოკ­რა­ტია, რად­გან ეს სა­მიც ასე­ვე ხში­რად გვხვდე­ბა სხვა ქვეყ­ნებ­ში. ომე­ბი, ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი, კო­რუფ­ცია და ავ­ტოკ­რა­ტია – მხო­ლოდ იმ უნი­კა­ლუ­რი, სპე­ცი­ფი­კუ­რი და იდე­ო­ლო­გი­უ­რი სა­ფუძ­ვლის და­ნა­მა­ტია, რა­საც დღეს პუ­ტი­ნიზმს უწო­დე­ბენ და რაც ანტი-თა­ვი­სუფ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე იდე­ო­ლო­გი­ას წარ­მო­ად­გენს. თა­ვი­სუფ­ლე­ბის სი­ძულ­ვი­ლი და მის წი­ნა­აღ­მდეგ იდე­უ­რი და ფი­ზი­კუ­რი მტრო­ბა არის პუ­ტი­ნის იდე­ო­ლო­გი­ი­სა და მას-მარ­კე­ტინ­გის ნა­ზა­ვი, რო­მე­ლიც დღე­ვან­დელ რუ­სეთ­ში გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბით, კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის დათ­რგუნ­ვით, პრო­პა­გან­დი­თა და ში­შით იკ­ვე­ბე­ბა. პუ­ტი­ნიზ­მი რა­დი­კა­ლუ­რი, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი პატ­რი­ო­ტიზ­მის მო­ტი­ვე­ბით მოქ­მე­დებს და იმ იდე­ას ეყ­რდნო­ბა, რომ გარ­შე­მო ყვე­ლა რუ­სე­თის მტე­რია (გან­სა­კუთ­რე­ბით და­სავ­ლე­თი); რომ მსოფ­ლიო ქა­ოს­შია და რომ ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი თუ მო­რა­ლუ­რი კონ­ტრო­ლი და წეს­რი­გია.

პუ­ტი­ნის თა­ნა­მედ­რო­ვე იდე­ო­ლო­გი­ის თა­ნახ­მად, რუ­სეთს ყვე­ლა მხრი­დან და ყვე­ლა დო­ნე­ზე მტრე­ბი შე­მორ­ტყმი­ან, რომ­ლე­ბიც მისი ძლი­ე­რე­ბის დამ­ხო­ბა­სა და მის გა­დაგ­ვა­რე­ბას ისა­ხა­ვენ მიზ­ნად. რუ­სე­თის მტე­რია ის­ლა­მი, და­სავ­ლე­თი, ამე­რი­კა, ნატო, სა­ქარ­თვე­ლო, უკ­რა­ი­ნა, ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნე­ბი. ქვეყ­ნის შიგ­ნით რუ­სე­თის მტრე­ბია უმ­ცი­რე­სო­ბე­ბი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, ის­ლა­მი და ლი­ბე­რა­ლუ­რი-დე­მოკ­რა­ტია. რას აკე­თე­ბენ ეს ჯგუ­ფე­ბი და ეს სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პრო­პა­გან­დის მი­ხედ­ვით? ისი­ნი თა­ვი­სუ­ფალ სი­ტყვა­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის იდე­ებს ამო­ფა­რე­ბულ­ნი, ხელს უწყო­ბენ რუ­სუ­ლი სუ­ლის გარ­ყვნას, ეხ­მა­რე­ბი­ან სა­ხი­ფა­თო პო­ლი­ტი­კურ და არა­სამ­თავ­რო­ბო დაჯ­გუ­ფე­ბებს და ამით მოქ­მე­დე­ბენ რუ­სუ­ლი ძლი­ე­რე­ბის და­სამ­ხო­ბად. ამი­ტო­მაც, პუ­ტი­ნის იდე­ო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით, თა­ვი­სუფ­ლე­ბის დო­ზი­რე­ბა და კონ­ტრო­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა და მან, ვი­საც ებო­ძა უნა­რი ხე­დავ­დეს მწვერ­ვა­ლი­დან, უკეთ იცის, რა დო­ზის თა­ვი­სუფ­ლე­ბაა კარ­გი და სა­ჭი­რო ერი­სათ­ვის.

სწო­რედ ამი­ტომ, იმ კე­თილ­შო­ბილ­მა და ყოვ­ლის­მცოდ­ნე მმარ­თვე­ლებ­მა და ერის შვი­ლებ­მა, იმ ნამ­დვილ­მა რუს­მა პატ­რი­ო­ტებ­მა (aka ყო­ფილ­მა კა­გე­ბეშ­ნი­კებ­მა), რომ­ლე­ბიც კარ­გად ჭვრე­ტენ და­სავ­ლუ­რი იმ­პე­რი­ა­ლიზ­მის ვე­რა­გი იდე­ო­ლო­გი­უ­რი სა­ფა­რის მიღ­მა რე­ა­ლო­ბას, უნდა გა­დად­გან გა­დამ­წყვე­ტი ნა­ბი­ჯე­ბი: და­ხო­ცონ ჩეჩ­ნე­ბი, და­ი­პყრონ სა­ქარ­თვე­ლო, და­იც­ვან თავი უკ­რა­ი­ნე­ლი ფა­შის­ტე­ბის­გან, "და­იბ­რუ­ნონ" ყი­რი­მი, გა­ყა­რონ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, გა­ა­კონ­ტრო­ლონ არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი, და­ი­ჭი­რონ და სცე­მონ ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლებს, და­ა­პა­ტიმ­რონ ოპო­ზი­ცი­ის აქ­ტი­ვის­ტე­ბი, და­ხუ­რონ მავ­ნებ­ლუ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი და და­უშ­ვან მხო­ლოდ ის მარ­თა­ლი სი­ტყვა, რო­მე­ლიც რუს ხალ­ხს გა­და­არ­ჩენს. განა ვინ­მეს სი­ა­მოვ­ნებს ამის კე­თე­ბა? არა, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბულ დროს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბია სა­ჭი­რო.

პუ­ტი­ნიზ­მის იდე­ის სა­ფუძ­ვე­ლი, მისი არ­სე­ბო­ბის გა­რან­ტი კი ისაა, რომ ამ­გვა­რი "გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დრო" არა­სო­დეს მთავ­რდე­ბა, გან­საც­დე­ლის შეგ­რძნე­ბა დრო­სა და სივ­რცე­შია გა­ყი­ნუ­ლი რუ­სე­თის თავ­ზე. პუ­ტი­ნის რუ­სე­თი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი სას­პენ­სია, მუ­დამ საფრ­თხი­სა და მო­რი­გი იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი შე­მო­ტე­ვის მო­ლო­დინ­ში გა­რინ­დუ­ლი. ის სულ უფსკრუ­ლის პი­რას კი­დია და გა­და­ჩეხ­ვის­გან მხო­ლოდ პუ­ტი­ნის ძლი­ერ და მტკი­ცე ხელს შე­უ­ჩე­რე­ბია… ასე რომ სა­ნამ არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დრო­ე­ბა, მა­ნამ არის პუ­ტი­ნი. ამო­ცა­ნა ისაა, რო­გორ გა­ხან­გრძლივ­დეს ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დრო.

ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა რამ­დე­ნი­მე პი­რო­ბა, რო­მე­ლიც უნდა არ­სე­ბობ­დეს ან თუ არ არ­სე­ბობს უნდა შე­იქ­მნას. პირ­ვე­ლი – ეს არის სი­ღა­რი­ბე, მე­ო­რე გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბა, ხოლო მე­სა­მე – დაბ­ნე­უ­ლო­ბა. არც პირ­ვე­ლი და არც მე­ო­რე რუ­სეთს არ აკ­ლია, ხოლო მე­სა­მე ად­ვილ­დე­ბა თუკი მე­დია შენს ხელ­შია. რო­გორ მუ­შა­ობს დღე­ვან­დე­ლი რუ­სუ­ლი მე­დია? იგი სამ პრინ­ციპს ეყ­რდნო­ბა: პირ­ვე­ლი ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად ალო­გი­კუ­რი, სი­უ­რრე­ა­ლის­ტუ­რი, შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბით გა­ჯე­რე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის შექ­მნა, რომ­ლის შე­დე­გა­დაც მა­ყუ­რე­ბე­ლი სა­ერ­თოდ უძ­ლუ­რია გა­არ­კვი­ოს, რა არის მარ­თა­ლი და რა სიც­რუე, მას შე­იძ­ლე­ბა დი­დად არ სჯე­რა ახა­ლი ამ­ბე­ბის გა­მოშ­ვე­ბე­ბის, მაგ­რამ აპა­თი­ა­ში მყოფს, სა­ერ­თოდ არც აღა­რაფ­რის სჯე­რა. აპა­თია კი დიდ­წი­ლად ანე­იტ­რა­ლებს ინ­ტერ­ნე­ტი­სა და ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის ეფექტს.

მე­ო­რე გარ­თო­ბაა – პო­ლი­ტი­კუ­რი ქა­ო­სი­თა და უტო­პი­ურ-პო­ლი­ტი­კურ სცე­ნა­რებ­ზე გა­უ­თა­ვე­ბე­ლი მსჯე­ლო­ბით დაღ­ლი­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი რუ­სუ­ლი ჭრე­ლი გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მე­ბით, ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა ესტრა­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი­თა და შიშ­ვე­ლი ქა­ლე­ბით, ეშ­ვე­ბა და ის­ვე­ნებს. და აი, აქ შე­მო­დის მე­სა­მე და ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რამ, უფრო სწო­რად ვინ­მე: თა­ვად ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი. პუ­ტი­ნი არის წეს­რი­გის ერ­თა­დერ­თი წყა­რო, პატ­რი­ო­ტი, ამ მსოფ­ლიო არე­უ­ლო­ბა­სა და ქა­ოს­ში მოქ­მე­დი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი და მკაც­რი ხელი. კაცი ("მუჟ რო­სიი"), რო­მელ­მაც იცის გზა. მაგ­რამ იგი, ასე­ვე, არის შოუც და გარ­თო­ბაც, იგი წელ­ზე­ვით შიშ­ვე­ლი ვე­ფხვებ­ზე მო­ნა­დი­რეა, მი­ზან­ში ზუს­ტად მსრო­ლე­ლი ლი­დე­რი და ყო­ფი­ლი სა­ი­დუმ­ლო აგენ­ტი, რო­მელ­მაც იცის და­სავ­ლე­თის ვე­რა­გუ­ლი მოქ­მე­დე­ბის დახ­ლარ­თუ­ლი გზე­ბი; ის არის ძი­უ­დოს ჩემ­პი­ო­ნი, რო­მე­ლიც აღ­მო­სავ­ლუ­რი ორ­თაბ­რძო­ლის გო­ნე­ბა­მახ­ვი­ლურ ილე­თებს პო­ლი­ტი­კურ ტაქ­ტი­კად თარ­გმნის და ყო­ველ ორ­თაბ­რძო­ლას იპო­ნით უგებს ვე­რაგ იმ­პე­რი­ა­ლის­ტებს.

მაშ ასე, სა­ხე­ზე გვაქვს ცბი­ე­რი და­სავ­ლე­თი, რო­მე­ლიც სა­უბ­რობს თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­ზე და ან­გრევს რუ­სე­თის ძლი­ე­რე­ბას, რად­გან აა­ვა­დებს დიდ რუს ხალ­ხს დე­მოკ­რა­ტი­ის, ლი­ბე­რა­ლიზ­მის, უმ­ცი­რე­სო­ბა­თა უფ­ლე­ბე­ბის, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის პრინ­ცი­პე­ბით, თავს ულა­ყებს მას ათას­გვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი შეთ­ქმუ­ლე­ბი­თა და მა­სო­ნუ­რი მა­ქი­ნა­ცი­ე­ბით. და ვის მეშ­ვე­ო­ბით აკე­თებს ამას და­სავ­ლე­თი? არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნო­რე­ბის, თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­ის მეშ­ვე­ო­ბით. და რა სა­ჭი­როა ყო­ვე­ლი­ვე, თუკი ეს ჩვენს და­სას­რულს ნიშ­ნავს? სუ­ლაც არაა სა­ჭი­რო! ჩვენ უნდა შევ­ქმნათ ჩვე­ნი, ეროვ­ნუ­ლი ახა­ლი იდეა, არა და­სავ­ლუ­რი, არა აღ­მო­სავ­ლუ­რი, არა­მედ რა­ღაც სხვა. და ეს სხვა იდეა ჩვენს წი­ნა­შეა, ცო­ცხა­ლია და ძლი­ე­რი – ეს იდეა არის თვი­თონ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი, რო­მე­ლიც არის ძა­ლაც, გარ­თო­ბაც, იმე­დიც და ფუ­ლის წყა­როც. მის გა­რე­შე უფსკრუ­ლის პი­რას მი­სულ რუ­სებს ვე­რა­ვინ და­ი­ჭერს, ხოლო თუკი იგი წა­ბორ­ძიკ­და, მას ქარ­თვე­ლე­ბი, სომ­ხე­ბი, აზერ­ბა­ი­ჯან­ლე­ბი, მუს­ლი­მე­ბი, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი, ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბი, ეს­ტო­ნე­ლე­ბი, ლიტ­ვე­ლე­ბი, ლატ­ვი­ე­ლე­ბი, ებ­რა­ე­ლე­ბი, მა­სო­ნე­ბი და ვინ მოთ­ვლის კი­დევ ვინ, ნა­ტო­სა და ამე­რი­კის ფა­რუ­ლი წა­ქე­ზე­ბით უკან მი­ე­პა­რე­ბი­ან, ხელს ჰკრა­ვენ და სა­მუ­და­მოდ გა­და­ჩე­ხენ უფსკრულ­ში.

ამი­ტო­მაც ასე­თი საფრ­თხე­ე­ბი, დღეს­ვე და სა­ბო­ლო­ოდ უნდა ამო­ი­ძირ­კვოს: და­სავ­ლე­თის აგენ­ტე­ბი (ასე უწო­დებს კა­ნო­ნი დღე­ვან­დელ რუ­სეთ­ში უცხო­უ­რი და­ფი­ნან­სე­ბით მოქ­მედ არა­სამ­თავ­რო­ბო­ებს) უნდა გა­კონ­ტროლ­დნენ; ოპო­ზი­ცია უნდა დად­გეს "პატ­რი­ო­ტულ" რელ­სებ­ზე ან იყოს ცი­ხე­ში; ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბი უნდა ის­ხდნენ სახ­ლში ან ასე­ვე ცი­ხე­ში, რათა არ და­ა­ა­ვა­დონ ტრა­დი­ცი­უ­ლი რუ­სუ­ლი ოჯა­ხე­ბი და ახალ­გაზ­რდო­ბა (ახ­ლა­ხან სექ­სუ­ა­ლურ უმ­ცი­რე­სო­ბებს მან­ქა­ნის მარ­თვის უფ­ლე­ბაც ჩა­მო­ერ­თვათ); ხალ­ხმა უნდა უყუ­როს სწორ ამ­ბებს და შე­სა­ბა­მი­სად და­სავ­ლე­თის ნა­ყი­დი და უნი­ჭო ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი არ გვჭირ­დე­ბა (ანა პო­ლიტ­კოვ­სკა­ია მახ­სენ­დე­ბა), პარ­ლა­მენ­ტში ზედ­მე­ტი დის­კუ­სი­ე­ბი დრო­ის და ფუ­ლის წყალ­ში ყრაა; ელ­ჩე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი არი­ან უნდა გა­ი­კი­ცხონ და თუ სა­ჭი­როა და­ი­სა­ჯონ კი­დეც (მახ­სენ­დე­ბა, რო­გორ სცე­მეს ჰო­ლან­დი­ელ დიპ­ლო­მატს მოს­კოვ­ში ცოტა ხნის წინ); სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ბი­ცი­ე­ბი უნდა მო­ი­თო­კოს (2008); სომ­ხეთ­ში ჩვენს სამ­ხედ­რო­ებს ისიც კი უნდა შე­ეძ­ლოთ, რომ სახ­ლებ­შიც კი შე­უ­სე­ირ­ნონ იქ მცხოვ­რებ­ლებს არ­ყის და­სა­ლე­ვად (მკვლე­ლო­ბა გი­უმ­რი­ში, 2015); უკ­რა­ი­ნის გა­რე­შე და­სავ­ლე­თი სა­ბო­ლო­ოდ გაგ­ვა­ნად­გუ­რებს და ასე შემ­დეგ, და­უს­რუ­ლებ­ლად… რუსი ხალ­ხი ხომ ყვე­ლა­ფერს აი­ტანს!

ამ ულტრა-ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტურ, ექ­სტრე­მის­ტულ იდე­ებ­ზე დგას თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სე­თი დღეს. მაგ­რამ მე რა­ტომ ვწერ ამა­ზე ახლა? იმი­ტომ, რომ თუკი მო­ა­ცი­ლებთ ჩემს ზე­მოთ აღ­წე­რილ იდე­ებ­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბებს მხო­ლოდ ორ სი­ტყვას "რუ­სე­თი" და "პუ­ტი­ნი," მი­ი­ღებთ ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რულ იდე­ებს დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ერის სიყ­ვა­რუ­ლი­სა და მის გა­დარ­ჩე­ნის ბა­ი­რა­ღით მო­სა­უბ­რე ხალ­ხი, ვინც ქა­და­გებს არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის შე­ზღუდ­ვა­ზე, უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, და­სავ­ლე­თის მავ­ნებ­ლო­ბა­ზე, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მო­ტა­ნილ ზი­ან­ზე, "კონ­ტრო­ლის" აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე, ერის გა­დაგ­ვა­რე­ბის გა­უ­გო­ნარ საფრ­თხე­ებ­ზე, ძა­ლა­უფ­ლე­ბის შტო­ე­ბის (ანუ დე­მოკ­რა­ტი­ის) უსარ­გებ­ლო­ბა­ზე და რომ­ლე­ბიც ამ ყვე­ლაფ­რით ნი­ჰი­ლიზმს, შიშს, უი­მე­დო­ბას, აპა­თი­ას და ზი­ზღს თე­სა­ვენ, არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბი­ან პუ­ტი­ნიზ­მის იდე­ო­ლო­გე­ბის­გან. ისი­ნი ამ­ზა­დე­ბენ და მო­უთ­მენ­ლად ელი­ან მო­მენტს, რო­დე­საც ჩვენ ბო­ლომ­დე შეგ­ვე­შინ­დე­ბა, რო­დე­საც ბო­ლომ­დე და­ვიღ­ლე­ბით, რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვბეზ­რდე­ბა, რო­დე­საც სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მო­ვუშ­ვებთ ხე­ლებს, რათა მერე მო­ვიდ­ნენ, რო­გორც ნამ­დვი­ლი ერის შვი­ლე­ბი, და გვიჩ­ვე­ნონ გა­დარ­ჩე­ნის "ერ­თა­დერ­თი" და "უკა­ნას­კნე­ლი" გზა. ეს ხალ­ხი რუს სპინ დოქ­ტო­რებ­ზე უა­რე­სია, რად­გა­ნაც კი­დევ ერთი ქვე­ყა­ნა, კი­დევ ერთი სა­ზო­გა­დო­ე­ბა უნ­დათ და­ა­ყე­ნონ ნამ­დვი­ლი დაკ­ნი­ნე­ბის გზა­ზე – კი­დევ ერთხელ. სა­ქარ­თვე­ლოც, ისე­ვე რო­გორც დიდი რუ­სე­თი, ხომ ყვე­ლა­ფერს აი­ტანს.

და სა­ნამ ჩვენ ასე­თი აზ­რებს ვის­მენთ და ვკი­თხუ­ლობთ, მსოფ­ლი­ოს უკე­თე­სი ნა­წი­ლი ის­ტო­რი­უ­ლი სელ­მა-მონტგო­მე­რის მარ­შის 50-ე წლის­თავს აღ­ნიშ­ნავს. ამ დღეს ამე­რი­კის მო­სახ­ლე­ო­ბამ მარ­ტინ ლუ­თერ კინ­გის ლი­დე­რო­ბით ის­ტო­რი­უ­ლი მარ­ში გა­ი­ა­რა, რათა შავ­კა­ნი­ა­ნე­ბის­თვის სა­არ­ჩევ­ნო ხმა მო­ე­თხო­ვა და ხმა­მაღ­ლა ეთ­ქვა, რომ გან­სხვა­ვე­ბე­ბი ამე­რი­კის ხი­ფა­თი კი არა, მშვი­დო­ბი­სა და ძლი­ე­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლია. ეს იყო 50 წლის წინ ამე­რი­კა­ში, ჩვენ­გან ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან შორს", - წერს პო­ლი­ტო­ლო­გი ლე­ვან ცუც­ქი­რი­ძე სა­კუ­თარ ბლოგ­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

პუტინიზმი საქართველოში

პუტინიზმი საქართველოში

"პუტინიზმი საქართველოში ძლიერია, ძალიან ძლიერი და პოპულარული. საქართველოს ძალიან გაუჭირდება იყოს ნამდვილად თავისუფალი და განვითარებული მანამ, სანამ პუტინის იდეებით მოსაუბრეები მასიურ აღტაცებასა და პატივისცემას დაიმსახურებენ, მათი აზრები კი ერის წინსვლისა და გადარჩენის გზად გამოჩნდება", - ასე იწყებს პოსტს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე, რომელიც ვრცელ ანალიზს საკუთარ ბლოგზე [levantsutskiridze.com] აქვენებს. 

"ალბათ მართებული იქნება პუტინიზმის განმარტება იმით დავიწყოთ, რა არ არის იგი. პუტინიზმი არ არის მხოლოდ საგარეო ომები იმიტომ, რომ ომებს ყველა სახელმწიფო ეწევა, როცა მათ ეს სჭირდებათ, როცა შეუძლიათ ან უბრალოდ, როცა სხვა გამოსავალი არ აქვთ. პუტინიზმი, ასევე, არ არის მხოლოდ კორუფცია, ნაციონალიზმი ან ავტოკრატია, რადგან ეს სამიც ასევე ხშირად გვხვდება სხვა ქვეყნებში. ომები, ნაციონალიზმი, კორუფცია და ავტოკრატია – მხოლოდ იმ უნიკალური, სპეციფიკური და იდეოლოგიური საფუძვლის დანამატია, რასაც დღეს პუტინიზმს უწოდებენ და რაც ანტი-თავისუფლების თანამედროვე იდეოლოგიას წარმოადგენს. თავისუფლების სიძულვილი და მის წინააღმდეგ იდეური და ფიზიკური მტრობა არის პუტინის იდეოლოგიისა და მას-მარკეტინგის ნაზავი, რომელიც დღევანდელ რუსეთში გაუნათლებლობით, კრიტიკული აზროვნების დათრგუნვით, პროპაგანდითა და შიშით იკვებება. პუტინიზმი რადიკალური, ნაციონალური პატრიოტიზმის მოტივებით მოქმედებს და იმ იდეას ეყრდნობა, რომ გარშემო ყველა რუსეთის მტერია (განსაკუთრებით დასავლეთი); რომ მსოფლიო ქაოსშია და რომ ერთადერთი გამოსავალი პოლიტიკური თუ მორალური კონტროლი და წესრიგია.

პუტინის თანამედროვე იდეოლოგიის თანახმად, რუსეთს ყველა მხრიდან და ყველა დონეზე მტრები შემორტყმიან, რომლებიც მისი ძლიერების დამხობასა და მის გადაგვარებას ისახავენ მიზნად. რუსეთის მტერია ისლამი, დასავლეთი, ამერიკა, ნატო, საქართველო, უკრაინა, ბალტიისპირეთის ქვეყნები. ქვეყნის შიგნით რუსეთის მტრებია უმცირესობები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ისლამი და ლიბერალური-დემოკრატია. რას აკეთებენ ეს ჯგუფები და ეს სახელმწიფოები ოფიციალური პროპაგანდის მიხედვით? ისინი თავისუფალ სიტყვასა და ადამიანის უფლებების იდეებს ამოფარებულნი, ხელს უწყობენ რუსული სულის გარყვნას, ეხმარებიან სახიფათო პოლიტიკურ და არასამთავრობო დაჯგუფებებს და ამით მოქმედებენ რუსული ძლიერების დასამხობად. ამიტომაც, პუტინის იდეოლოგიის მიხედვით, თავისუფლების დოზირება და კონტროლი აუცილებელი პასუხისმგებლობაა და მან, ვისაც ებოძა უნარი ხედავდეს მწვერვალიდან, უკეთ იცის, რა დოზის თავისუფლებაა კარგი და საჭირო ერისათვის.

სწორედ ამიტომ, იმ კეთილშობილმა და ყოვლისმცოდნე მმართველებმა და ერის შვილებმა, იმ ნამდვილმა რუსმა პატრიოტებმა (aka ყოფილმა კაგებეშნიკებმა), რომლებიც კარგად ჭვრეტენ დასავლური იმპერიალიზმის ვერაგი იდეოლოგიური საფარის მიღმა რეალობას, უნდა გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯები: დახოცონ ჩეჩნები, დაიპყრონ საქართველო, დაიცვან თავი უკრაინელი ფაშისტებისგან, „დაიბრუნონ“ ყირიმი, გაყარონ საერთაშორისო ორგანიზაციები, გააკონტროლონ არასამთავრობოები, დაიჭირონ და სცემონ ჰომოსექსუალებს, დააპატიმრონ ოპოზიციის აქტივისტები, დახურონ მავნებლური ტელევიზიები და დაუშვან მხოლოდ ის მართალი სიტყვა, რომელიც რუს ხალხს გადაარჩენს. განა ვინმეს სიამოვნებს ამის კეთება? არა, მაგრამ განსაკუთრებულ დროს, განსაკუთრებული ზომებია საჭირო.

პუტინიზმის იდეის საფუძველი, მისი არსებობის გარანტი კი ისაა, რომ ამგვარი „განსაკუთრებული დრო“ არასოდეს მთავრდება, განსაცდელის შეგრძნება დროსა და სივრცეშია გაყინული რუსეთის თავზე. პუტინის რუსეთი დაუსრულებელი სასპენსია, მუდამ საფრთხისა და მორიგი იმპერიალისტური შემოტევის მოლოდინში გარინდული. ის სულ უფსკრულის პირას კიდია და გადაჩეხვისგან მხოლოდ პუტინის ძლიერ და მტკიცე ხელს შეუჩერებია… ასე რომ სანამ არის განსაკუთრებული დროება, მანამ არის პუტინი. ამოცანა ისაა, როგორ გახანგრძლივდეს ეს განსაკუთრებული დრო.

ამისათვის საჭიროა რამდენიმე პირობა, რომელიც უნდა არსებობდეს ან თუ არ არსებობს უნდა შეიქმნას. პირველი – ეს არის სიღარიბე, მეორე გაუნათლებლობა, ხოლო მესამე – დაბნეულობა. არც პირველი და არც მეორე რუსეთს არ აკლია, ხოლო მესამე ადვილდება თუკი მედია შენს ხელშია. როგორ მუშაობს დღევანდელი რუსული მედია? იგი სამ პრინციპს ეყრდნობა: პირველი ეს არის აბსოლუტურად ალოგიკური, სიურრეალისტური, შეთქმულების თეორიებით გაჯერებული რეალობის შექმნა, რომლის შედეგადაც მაყურებელი საერთოდ უძლურია გაარკვიოს, რა არის მართალი და რა სიცრუე, მას შეიძლება დიდად არ სჯერა ახალი ამბების გამოშვებების, მაგრამ აპათიაში მყოფს, საერთოდ არც აღარაფრის სჯერა. აპათია კი დიდწილად ანეიტრალებს ინტერნეტისა და ალტერნატიული საინფორმაციო საშუალებების ეფექტს.

მეორე გართობაა – პოლიტიკური ქაოსითა და უტოპიურ-პოლიტიკურ სცენარებზე გაუთავებელი მსჯელობით დაღლილი მაყურებელი რუსული ჭრელი გასართობი გადაცემებით, ჯერ კიდევ საბჭოთა ესტრადის ვარსკვლავებითა და შიშველი ქალებით, ეშვება და ისვენებს. და აი, აქ შემოდის მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, უფრო სწორად ვინმე: თავად ვლადიმერ პუტინი. პუტინი არის წესრიგის ერთადერთი წყარო, პატრიოტი, ამ მსოფლიო არეულობასა და ქაოსში მოქმედი თავდაჯერებული და მკაცრი ხელი. კაცი („მუჟ როსიი“), რომელმაც იცის გზა. მაგრამ იგი, ასევე, არის შოუც და გართობაც, იგი წელზევით შიშველი ვეფხვებზე მონადირეა, მიზანში ზუსტად მსროლელი ლიდერი და ყოფილი საიდუმლო აგენტი, რომელმაც იცის დასავლეთის ვერაგული მოქმედების დახლართული გზები; ის არის ძიუდოს ჩემპიონი, რომელიც აღმოსავლური ორთაბრძოლის გონებამახვილურ ილეთებს პოლიტიკურ ტაქტიკად თარგმნის და ყოველ ორთაბრძოლას იპონით უგებს ვერაგ იმპერიალისტებს.

მაშ ასე, სახეზე გვაქვს ცბიერი დასავლეთი, რომელიც საუბრობს თავისუფლებასა და ადამიანის უფლებებზე და ანგრევს რუსეთის ძლიერებას, რადგან აავადებს დიდ რუს ხალხს დემოკრატიის, ლიბერალიზმის, უმცირესობათა უფლებების, კანონის უზენაესობის პრინციპებით, თავს ულაყებს მას ათასგვარი პოლიტიკური შეთქმულებითა და მასონური მაქინაციებით. და ვის მეშვეობით აკეთებს ამას დასავლეთი? არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო დონორების, თავისუფალი მედიის მეშვეობით. და რა საჭიროა ყოველივე, თუკი ეს ჩვენს დასასრულს ნიშნავს? სულაც არაა საჭირო! ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი, ეროვნული ახალი იდეა, არა დასავლური, არა აღმოსავლური, არამედ რაღაც სხვა. და ეს სხვა იდეა ჩვენს წინაშეა, ცოცხალია და ძლიერი – ეს იდეა არის თვითონ ვლადიმერ პუტინი, რომელიც არის ძალაც, გართობაც, იმედიც და ფულის წყაროც. მის გარეშე უფსკრულის პირას მისულ რუსებს ვერავინ დაიჭერს, ხოლო თუკი იგი წაბორძიკდა, მას ქართველები, სომხები, აზერბაიჯანლები, მუსლიმები, უკრაინელები, ჰომოსექსუალები, ესტონელები, ლიტველები, ლატვიელები, ებრაელები, მასონები და ვინ მოთვლის კიდევ ვინ, ნატოსა და ამერიკის ფარული წაქეზებით უკან მიეპარებიან, ხელს ჰკრავენ და სამუდამოდ გადაჩეხენ უფსკრულში.

ამიტომაც ასეთი საფრთხეები, დღესვე და საბოლოოდ უნდა ამოიძირკვოს: დასავლეთის აგენტები (ასე უწოდებს კანონი დღევანდელ რუსეთში უცხოური დაფინანსებით მოქმედ არასამთავრობოებს) უნდა გაკონტროლდნენ; ოპოზიცია უნდა დადგეს „პატრიოტულ“ რელსებზე ან იყოს ციხეში; ჰომოსექსუალები უნდა ისხდნენ სახლში ან ასევე ციხეში, რათა არ დააავადონ ტრადიციული რუსული ოჯახები და ახალგაზრდობა (ახლახან სექსუალურ უმცირესობებს მანქანის მართვის უფლებაც ჩამოერთვათ); ხალხმა უნდა უყუროს სწორ ამბებს და შესაბამისად დასავლეთის ნაყიდი და უნიჭო ჟურნალისტები არ გვჭირდება (ანა პოლიტკოვსკაია მახსენდება), პარლამენტში ზედმეტი დისკუსიები დროის და ფულის წყალში ყრაა; ელჩები, რომლებიც ჩვენი წინააღმდეგები არიან უნდა გაიკიცხონ და თუ საჭიროა დაისაჯონ კიდეც (მახსენდება, როგორ სცემეს ჰოლანდიელ დიპლომატს მოსკოვში ცოტა ხნის წინ); საქართველოს ამბიციები უნდა მოითოკოს (2008); სომხეთში ჩვენს სამხედროებს ისიც კი უნდა შეეძლოთ, რომ სახლებშიც კი შეუსეირნონ იქ მცხოვრებლებს არყის დასალევად (მკვლელობა გიუმრიში, 2015); უკრაინის გარეშე დასავლეთი საბოლოოდ გაგვანადგურებს და ასე შემდეგ, დაუსრულებლად… რუსი ხალხი ხომ ყველაფერს აიტანს!

ამ ულტრა-ნაციონალისტურ, ექსტრემისტულ იდეებზე დგას თანამედროვე რუსეთი დღეს. მაგრამ მე რატომ ვწერ ამაზე ახლა? იმიტომ, რომ თუკი მოაცილებთ ჩემს ზემოთ აღწერილ იდეებსა და დამოკიდებულებებს მხოლოდ ორ სიტყვას „რუსეთი“ და „პუტინი,“ მიიღებთ ძალიან პოპულარულ იდეებს დღევანდელ საქართველოში. ერის სიყვარულისა და მის გადარჩენის ბაირაღით მოსაუბრე ხალხი, ვინც ქადაგებს არასამთავრობოების შეზღუდვაზე, უმცირესობების წინააღმდეგ, დასავლეთის მავნებლობაზე, ჟურნალისტების მოტანილ ზიანზე, „კონტროლის“ აუცილებლობაზე, ერის გადაგვარების გაუგონარ საფრთხეებზე, ძალაუფლების შტოების (ანუ დემოკრატიის) უსარგებლობაზე და რომლებიც ამ ყველაფრით ნიჰილიზმს, შიშს, უიმედობას, აპათიას და ზიზღს თესავენ, არაფრით განსხვავდებიან პუტინიზმის იდეოლოგებისგან. ისინი ამზადებენ და მოუთმენლად ელიან მომენტს, როდესაც ჩვენ ბოლომდე შეგვეშინდება, როდესაც ბოლომდე დავიღლებით, როდესაც ყველაფერი მოგვბეზრდება, როდესაც საბოლოოდ ჩამოვუშვებთ ხელებს, რათა მერე მოვიდნენ, როგორც ნამდვილი ერის შვილები, და გვიჩვენონ გადარჩენის “ერთადერთი” და “უკანასკნელი” გზა. ეს ხალხი რუს სპინ დოქტორებზე უარესია, რადგანაც კიდევ ერთი ქვეყანა, კიდევ ერთი საზოგადოება უნდათ დააყენონ ნამდვილი დაკნინების გზაზე – კიდევ ერთხელ. საქართველოც, ისევე როგორც დიდი რუსეთი, ხომ ყველაფერს აიტანს.

და სანამ ჩვენ ასეთი აზრებს ვისმენთ და ვკითხულობთ, მსოფლიოს უკეთესი ნაწილი ისტორიული სელმა-მონტგომერის მარშის 50-ე წლისთავს აღნიშნავს. ამ დღეს ამერიკის მოსახლეობამ მარტინ ლუთერ კინგის ლიდერობით ისტორიული მარში გაიარა, რათა შავკანიანებისთვის საარჩევნო ხმა მოეთხოვა და ხმამაღლა ეთქვა, რომ განსხვავებები ამერიკის ხიფათი კი არა, მშვიდობისა და ძლიერების საფუძველია. ეს იყო 50 წლის წინ ამერიკაში, ჩვენგან ძალიან, ძალიან შორს", - წერს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე საკუთარ ბლოგზე.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა