ქუთაისში მცხოვრები 99 წლის თინა ცარციძე ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. როგორც ცარციძემ განაცხადა, გასული წლის დეკემბერში მასთან უცნობი პირები მივიდნენ და უთხრეს, რომ საახალწლოდ დახმარებას იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ ხელს რამდენიმე ფურცელზე მოაწერდა.
"არ ვიცი ხელი რაზე მომაწერინეს, თუ არ მეხმარებოდნენ, რაღას მატყუებდნენ. შეიძლება უფროსმა გამოატანა მათ ჩემი დახმარება, მაგრამ ჯიბეში ჩაიდეს. ჩემზე გაჭირვებული არავინ არის და ჩემს დახმარებას, რომ ვინმე მიითვისებს. ასევე იმისიც მეშინია, სხვა ისეთ დოკუმენტაციაზე ხომ არ მომაწერინეს ხელი, რომლის გამოც მე და ჩემს ოჯახს შეიძლება პრობლემები შეექმნას",- აცხადებს თინა ცარციძე.
99 წლის მარტოხელა ქალბატონი ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვს, დაინტერესდნენ პრობლემით და გაარკვიონ, თუ სად წავიდა ის საჩუქრები, რომლის სანაცვლოდაც მან ხელი გაურკვეველ დოკუმენტაციას მოაწერა.