რაზე ესაუბრა ვაზაგაშვილი ივანიშვილს გარდაცვალებამდე 4 დღით ადრე - დეტალები ბიზნესცენტრში გამართული შეხვედრიდან

რაზე ესაუბრა ვაზაგაშვილი ივანიშვილს გარდაცვალებამდე 4 დღით ადრე - დეტალები ბიზნესცენტრში გამართული შეხვედრიდან

ბუტა რობაქიძის მამის, სოსო რობაქიძის განცხადებით, გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე იური ვაზაგაშვილი ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. სოსო რობაქიძე შეხვედრის დეტალებზე Ambebi.ge-სთან საუბრობს:

- იური ოთხი დღის წინ ბიძინა ივანიშვილს სოლოლაკის ბიზნესცენტრში შეხვდა. როგორც ვიცი, დაახლოებით ერთი საათი ისაუბრეს. ყველა საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის, ზურას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით და იურის გეგმებზეც.

- ვისი ინიციატივით შედგა შეხვედრა?

- როგორც ვიცი, თავად ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო, იურის შეხვედროდა, თუმცა მასთან საუბარი იურისაც დიდი ხნის წინ უნდოდა. მართალია, ამის შემდეგ იურისთან დეტალებზე არ მისაუბრია, მაგრამ როგორც ვიცი, ბიძინასგან გარკვეული დაპირებებიც მიიღო. ამის მეტის თქმის უფლება ახლა არ მაქვს.

ამასთან, მოხდარი ტრაგედიის შემდეგ სოსო რობაქიძემ Ambebi.ge-სთან ინტერვიუში იმის შესახებაც ისაუბრა, თუ რას აპირებდნენ ის და იური ვაზაგაშვილი სამომავლოდ.

"ჩვენ ვქმნიდით სახალხო ლაშქარს, დიდი გეგმები გვქონდა. ტელევიზიაც უნდა გაგვეკეთებინა და სერიოზული გეგმები გვქონდა", - ამბობს სოსო რობაქიძე.

აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ დრომდე არ გამოხმაურებია მომხდარ ტრაგედიას, და შესაბამისად, მისგან არც იური ვაზაგაშვილთან შეხვედრის შესახებ მოუსმენია საზოგადოებას.

იხილეთ| ყველა სიახლე იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების შესახებ

რუსუდან შელია

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ