პოლიტიკა
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვის უყვება ძილისპირულს? თანამდებობაზე დანიშვნისთანავე მასთან კონტაქტი გაწყვიტა" - ცოტნე გამსახურდიას მწვავე კრიტიკა თეა წულუკიანს
"ვის უყვება ძილისპირულს? თანამდებობაზე დანიშვნისთანავე მასთან კონტაქტი გაწყვიტა" - ცოტნე გამსახურდიას მწვავე კრიტიკა თეა წულუკიანს

ყო­ფი­ლი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბას აკ­რი­ტი­კებს, ხოლო იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ამ ტრა­გე­დი­ის მი­უ­ხე­და­ვად, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის "გაპ­რა­ვე­ბას" ცდი­ლო­ბენ, ავად­მყო­ფე­ბად მო­იხ­სე­ნი­ებს.

"რა მე­მო­რი­ა­ლი იდ­გე­ბაო, ეს ქალ­ბა­ტო­ნი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრია თუ ქა­ლა­ქის მერი? ვის რად უნდა ეს პრი­მი­ტი­უ­ლი თა­მა­ში გრძნო­ბებ­ზე, მარ­თლა სუ­ლე­ლე­ბი ვგო­ნი­ვართ?! მე­მო­რი­ა­ლი იდ­გე­ბა, საქ­მე ბო­ლომ­დე მივა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა... ვის უყ­ვე­ბა ეს ამ ძი­ლის­პი­რულს?

ქვეყ­ნის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს იმე­დად უნდა იყოს, რო­მელ­საც 2007 წლი­დან აქვს წარ­მო­ე­ბა­ში ვა­ზა­გაშ­ვი­ლის საქ­მე?!

დიახ, იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი ერ­თგუ­ლი თა­ნა­მებ­რძო­ლი და მე­გო­ბა­რი იყო სა­ნამ სჭირ­დე­ბო­დათ, მაგ­რამ ის ზუს­ტად ვიცი, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნის­თა­ნა­ვე თეა წუ­ლუ­კი­ან­მა მას­თან ყო­ველ­გვა­რი კონ­ტაქ­ტი გა­წყვი­ტა...

***

ახლა მინ­და იმ ავად­მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის კა­ტე­გო­რი­ას გა­მო­ვეს­მა­უ­რო, ნე­ბის­მი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნე­ბის­მი­ერ ფა­სად გაპ­რა­ვე­ბას რომ ცდი­ლო­ბენ!

დამ­დგა­რან და ქა­და­გე­ბენ: პო­ლი­ტი­კურ ქუ­ლებს ნუ­რა­ვინ და­ი­წერს, ნა­ცე­ბის წის­ქვილ­ზე წყალს ნუ და­ას­ხამთ, გარ­დაც­ვლი­ლის სა­ხელს ნუ გა­მო­ი­ყე­ნებთ და ა.შ.

დიახ, გა­ი­გეთ, უმეც­რე­ბო და კონ­ფორ­მის­ტე­ბო! ამ­გვა­რი სა­ზო­გა­დოდ სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხე­ბი პო­ლი­ტი­კაა და ასეც უნდა იყოს! პო­ლი­ტი­კა იყო სან­დრო გირ­გვლი­ა­ნი, რო­ბა­ქი­ძე, ვა­ზა­გაშ­ვი­ლი, გამ­ცემ­ლი­ძე და სხვა ერ­თე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი რო­მელ­ნიც სის­ტე­მამ იმი­ტომ კი არ იმ­სხვერ­პლა, რომ მათ წი­ნა­აღ­მდეგ პერ­სო­ნა­ლუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა ამოძ­რა­ვებ­და, არა­მედ იმი­ტომ, რომ სის­ტე­მა იყო ან­ტი­ა­და­მი­ა­ნუ­რი! და სის­ტე­მის შეც­ვლა სწო­რედ პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხია!

პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხია, რო­დე­საც სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­სრუ­ლე­ბის და დამ­ნა­შა­ვე­თა დას­ჯის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას პო­ლი­ტი­კურ მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბას ანაც­ვა­ლე­ბენ და ეს არც მე მო­მი­გო­ნია, არც რო­ბა­ქი­ძეს ან ვა­ზა­გაშ­ვილს! პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხია, რომ ვერ­ცერ­თმა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ვერ გა­ბე­დოს კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის სა­კუ­თარ ხო­შ­ზე და­მუხ­რუ­ჭე­ბა და ეს მას სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნდა აი­ძუ­ლოს!

რაც შე­ე­ხე­ბა სად­მე წყლის დას­ხმას, დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ნაც­ზონ­დერე­ბი თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე გა­ამ­წე­სა და თქვენ რო­მელ წის­ქვი­ლებ­ზე ბო­დი­ა­ლობთ?!

დიახ, სწო­რე­დაც უნდა ვახ­სე­ნოთ ვა­ზა­გაშ­ვი­ლი, რო­ბა­ქი­ძე, გირ­გვლი­ა­ნი და სხვა პო­ლი­ტი­კი­სა და რე­ჟი­მის მსხვერ­პლნი ამ ქვე­ყა­ნა­ში, რათა ეს პო­ლი­ტი­კა სა­მუ­და­მოდ შე­იც­ვა­ლოს!

და რო­დე­საც თქვენ ოჯა­ხის წევ­რებს და­გი­ხო­ცა­ვენ, მა­შინ შე­გიძ­ლი­ათ წლო­ბით "ელო­დოთ გა­მო­ძი­ე­ბას"!

უკაც­რა­ვად, მარ­თლაც ძა­ლი­ან აღელ­ვე­ბუ­ლი ვარ!", - წერს გამ­სა­ხურ­დია.

იხი­ლეთ ასე­ვე: თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი - ჩემ­თვის შავი დღე გა­თენ­და

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ვის უყვება ძილისპირულს? თანამდებობაზე დანიშვნისთანავე მასთან კონტაქტი გაწყვიტა" - ცოტნე გამსახურდიას მწვავე კრიტიკა თეა წულუკიანს

"ვის უყვება ძილისპირულს? თანამდებობაზე დანიშვნისთანავე მასთან კონტაქტი გაწყვიტა" - ცოტნე გამსახურდიას მწვავე კრიტიკა თეა წულუკიანს

ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის განცხადებას აკრიტიკებს, ხოლო იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ტრაგედიის მიუხედავად, ხელისუფლების "გაპრავებას" ცდილობენ, ავადმყოფებად მოიხსენიებს.

"რა მემორიალი იდგებაო, ეს ქალბატონი იუსტიციის მინისტრია თუ ქალაქის მერი? ვის რად უნდა ეს პრიმიტიული თამაში გრძნობებზე, მართლა სულელები ვგონივართ?! მემორიალი იდგება, საქმე ბოლომდე მივა, ყველაფერი კარგად იქნება... ვის უყვება ეს ამ ძილისპირულს?

ქვეყნის იუსტიციის მინისტრი სტრასბურგის სასამართლოს იმედად უნდა იყოს, რომელსაც 2007 წლიდან აქვს წარმოებაში ვაზაგაშვილის საქმე?!

დიახ, იური ვაზაგაშვილი ერთგული თანამებრძოლი და მეგობარი იყო სანამ სჭირდებოდათ, მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე თეა წულუკიანმა მასთან ყოველგვარი კონტაქტი გაწყვიტა...

***

ახლა მინდა იმ ავადმყოფი ადამიანების კატეგორიას გამოვესმაურო, ნებისმიერი ხელისუფლების ნებისმიერ ფასად გაპრავებას რომ ცდილობენ!

დამდგარან და ქადაგებენ: პოლიტიკურ ქულებს ნურავინ დაიწერს, ნაცების წისქვილზე წყალს ნუ დაასხამთ, გარდაცვლილის სახელს ნუ გამოიყენებთ და ა.შ.

დიახ, გაიგეთ, უმეცრებო და კონფორმისტებო! ამგვარი საზოგადოდ საჭირბოროტო საკითხები პოლიტიკაა და ასეც უნდა იყოს! პოლიტიკა იყო სანდრო გირგვლიანი, რობაქიძე, ვაზაგაშვილი, გამცემლიძე და სხვა ერთეული ადამიანები რომელნიც სისტემამ იმიტომ კი არ იმსხვერპლა, რომ მათ წინააღმდეგ პერსონალური დაპირისპირება ამოძრავებდა, არამედ იმიტომ, რომ სისტემა იყო ანტიადამიანური! და სისტემის შეცვლა სწორედ პოლიტიკური საკითხია!

პოლიტიკური საკითხია, როდესაც სამართლიანობის აღსრულების და დამნაშავეთა დასჯის აუცილებლობას პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ანაცვალებენ და ეს არც მე მომიგონია, არც რობაქიძეს ან ვაზაგაშვილს! პოლიტიკის საკითხია, რომ ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედოს კანონის უზენაესობის საკუთარ ხოშზე დამუხრუჭება და ეს მას საზოგადოებამ უნდა აიძულოს!

რაც შეეხება სადმე წყლის დასხმას, დღეს ხელისუფლებამ ნაცზონდერები თანამდებობებზე გაამწესა და თქვენ რომელ წისქვილებზე ბოდიალობთ?!

დიახ, სწორედაც უნდა ვახსენოთ ვაზაგაშვილი, რობაქიძე, გირგვლიანი და სხვა პოლიტიკისა და რეჟიმის მსხვერპლნი ამ ქვეყანაში, რათა ეს პოლიტიკა სამუდამოდ შეიცვალოს!

და როდესაც თქვენ ოჯახის წევრებს დაგიხოცავენ, მაშინ შეგიძლიათ წლობით "ელოდოთ გამოძიებას"!

უკაცრავად, მართლაც ძალიან აღელვებული ვარ!", - წერს გამსახურდია.

იხილეთ ასევე: თეა წულუკიანი - ჩემთვის შავი დღე გათენდა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს