ვინ არიან უკრაინაში მებრძოლი ქართველები და აქვთ თუ არა მათ ფინანსური მოტივაცია ომში

ვინ არიან უკრაინაში მებრძოლი ქართველები და აქვთ თუ არა მათ ფინანსური მოტივაცია ომში

როდის დასრულდება ომი უკრაინაში? ეს კითხვა ყველა უკრაინელს აწუხებს, თუმცა, როგორც ჩანს, პრეზიდენტი პუტინი არ აპირებს შეაჩეროს საკუთარი აგრესიული ქმედებები. ყირიმის ანექსიით, რუსეთმა განაგრძო ანტიუკრაინული ანექსია დონბასის ტერიტორიაზე, ხოლო თვითაღიარებული "დონეცკის და "ლუგანსკის" რესპუბლიკები რუსი ბოევიკების, დივერსიული ჯგუფებისა და ადგილობრივი პრორუსი აქტივისტების თავშეყრის ცენტრად იქცა.

გამოცემა The Guardian-ის სტატიაში, სადაც ავტორი დონბასში მიმდინარე სიტუაციას განიხილავს, აღნიშნულია, რომ უკრაინაში შექმნილი ვითარება არ არის მხოლოდ პატარა უთანხმოება ადგილობრივ მეამბოხეებსა და უკრაინული არმიის გამოუცდელ ბატალიონს შორის. იგი გვიჩვენებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გათვლებს, რომელიც კვლავაც აგრძელებს ანტიდასავლურ რიტორიკას და იმავე დროს ახშობს განსხვავებულ აზრს რუსეთში.

"უნდა გქონდეს გადახრილი გონება, იყო შეშლილი შეთქმულების თეორიებზე ან რუსეთის მხრიდან ტვინის გამორეცხვის მსხვერპლი იყო, რომ უარყო რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ, დონეცკისა და ლუგანსკის "რესპუბლიკების" სეპარატისტების მხარდაჭერის ფაქტი", - წერს სტატიის ავტორი.

როდის დასრულდება ომი უკრაინაში? ეს კითხვა დღეს საქართველოშიც ბევრს აწუხებს, თუმცა, ცხადია, ყველაზე მეტად იმ ოჯახებს, რომელთა შვილები, ძმები, ქმრები თუ ახლობლები უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით, საომარ მოქმედებებშია ჩართული. ასეთების რიცხვი კი არც ისე მცირეა და მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით, 300-მდეა.

აღსანიშნავია, რომ ქართველ მებრძოლთა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ, ამა თუ  იმ სეპარატისტულ დაჯგუფებაში იბრძვიან. მათ შორის იყო შალვა ბუხაიძე, რომელიც სულ ახლახან, 8 იანვარს დაიღუპა. ის თერჯოლის რაიონის მკვიდრი იყო.

შეირაღებულ მოქმედებებში უკრაინის სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად იბრძვის "ქართული ლეგიონი", რომელსაც მამუკა მამულაშვილი ხელმძღვანელობს. მამუკა მამულაშვილისთვის შეურაცხმყოფელია მოსაზრება, რომ "ქართული ლეგიონი" უკრაინაში ფინანსური ინტერესებისთვის იბრძვის და ამას მის განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"მოკლედ, ვინც ვერ გაიგო, კიდევ ერთხელ დავწერ: მე და ჩემს ბიჭებს არავინ არაფერს გვიხდის, არ გადაუხდია და არც გადაგვიხდის! ვინც ფულის საშოვნად აპირებთ წამოსვლას, მე ნუ მწერთ და მირეკავთ! დაიმახსოვრეთ, ვინც ფულს იღებს და ანგარებით ჩამოდის, თუ ჩამოვიდა აქ, უკრაინაში, ჩვენი მეგობარი ვერ იქნება! ვერ იქნება ღირსეული ქართველი, ვისაც საქართველო არ სტკივა! ვისაც აქ ოდესმე თანხა (ანაზღარურება) აქვს აღებული იმაში, რასაც აკეთებს (წვრთნის ვინმეს, თუ ტყვიას ისვრის), ჩემთვის და ბევრი ქართველისთვის მიუღებელია! ჩვენ საქართველოსათვის ვიბრძვით!", - აცხადებს მამულაშვილი.

რაც შეეხება უკრაინაში მებრძოლი რამდენიმე ქართველის კონკრეტულ გვარებს, ზოგიერთი მათგანი ფართო საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. მაგალითად, ვიცე-პოლკოვნიკი დავით მაყიშვილი და გენერალი გიგი კალანდაძე.

უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინაში საომარ მოქმედებებში ჩართულ მებრძოლთა შორის ისეთი ქართველებიც არიან, რომლებიც იქ საქართველოდან არ ჩასულან, ისინი უკრაინაში ცხოვრობდნენ.

უკრაინაში მებრძოლ ქართველთა შორის პირველი დანაკარგი 31 წლის ალექსანდრე გრიგოლაშვილი, უკანასკნელი კი თამაზ სუხიაშვილია, რომელიც დონეცკთან ბრძოლებისას დაიღუპა. მასთან ერთად შეტაკებებისას სამი ქართველი დაიჭრა, რომლებიც სუხიაშვილის მსგავსად, უკრაინის ერთ-ერთ ბატალიონში იბრძოდნენ.

რაც შეეხება მსხვერპლს, საერთო ჯამში, 2014 წლის გაზაფხულიდან დაწყებული, უკრაინაში მიმდინარე ომს 4 800-ზე მეტი ადამიანი შეეწირა, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიში მოწმობს.

რუსეთმა ამ დრომდე არ შეასრულა დაკისრებული მოვალეობები, რომელიც ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით მიიღო. მან არ გაიყვანა საკუთარი ჯარები საზღვრიდან და არ დათანხმდა საერთაშორისო დამკვირვებლების შემოყვანას კონფლიქტის ტერიტორიაზე.

"რუსეთი დაინტერესებული უნდა იყოს საომარი მოქმედებების დასრულებით და ამ "განძისგან" გათავისუფლებით, რაც დასავლეთისთვის გახდებოდა სიგნალი, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ ფსიქოლოგიური ბლოკადის მოხსნისთვის. ჯარის გამოყვანით რუსეთს საშუალება მიეცემოდა, შეეჩერებინა ეს "გამოუსადეგარი ომი". თუმცა, ნათელია, რომ პუტინი ამის წინააღმდეგია. ერთადერთი, რაც მას აღელვებს, ეს არის რეიტინგი", - აღნიშნავს რუსი პოლიტოლოგი ლეონიდ რასდზიხოვსკი. პოლიტოლოგი თვლის, რომ უკრაინის ფართომასშტაბიანი ომი რუსეთს კრახამდე მიიყვანს.

"პუტინს სურს დაამტკიცოს, რომ მხოლოდ ის წყვეტს უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხს, მიუხედავად იმისა, თუ როგორია მის მიმართ დასავლეთის ლიდერების დამოკიდებულება. ომისა და მშვიდობის საკითხების განხილვა საჭიროა მხოლოდ მასთან. რაც უფრო მეტად მოიმწყვდევენ პუტინს კუთხეში, მით უფრო აქტიურად შეეცდება იგი კონფლიქტის ესკალაციას და უკაინელ ლიდერებთან კომპრომატების ომს", - აცხადებს ექსპერტი სტანისლავ ბელკოვსკი.

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია