როგორც ცნობილია, ხელოვანის ბუნება არაპროგნოზირებადია. წარმოგიდგენთ მხატვრების ყველაზე უცნაურ ქმნილებებს, რომლებსაც ძნელია ხელოვნების ნიმუში უწოდო, მაგრამ მიუხედავად ამისა, კოსმიურ თანხად გაიყიდა.
მარსელ დიუშანის ”შადრევანი”
ფრანგ დადაისტ დუშანს პირველს მოუვიდა თავში აზრად, საყოფაცხოვრებო ნივთი ხელოვნების ნიმუშად ექცია. 1917 წელს დიუშანმა პუბლიკას წარუდგინა პისუარი წარწერით R. Mutt, რომელსაც ”შადრევანი” უწოდა. ”შადრევანის” ერთ-ერთი ასლი აუქციონზე 1999 წელს გამოჩნდა და 1,7 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ხელოვანის განავალი
1961 წლის მაისში მანძონიმ შეაგროვა საკუთარი ფეკალიები და 90 დანომრილ კონსერვში განათავსა, თითოეულ მათგანში 30 გრამი მასა ეტეოდა. ზედ წააწერა ”100%-ით ნატურალური ხელოვანის განავალი”. წარწერა გააკეთა ინგლისურ, იტალიურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე და ის ფასი დაადო, რაც 30 გრამი ოქრო ღირდა მაშინ. თითო კონსერვის ამჟამინდელი ფასი 30 500 ევროა. 2007 წლის 23 მაისს ერთ-ერთი ეგზემპლარი ”სოთბის” აუქციონზე 124 000 ევროდ გაიყიდა.