პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველო 5 უმძიმესი გამოწვევის წინაშე - 2015 წლის მწარე ქართული რეალობა
საქართველო 5 უმძიმესი გამოწვევის წინაშე - 2015 წლის მწარე ქართული რეალობა

მიმ­დი­ნა­რე წელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ხუთ ძი­რი­თად გა­მოწ­ვე­ვას­თან გამ­კლა­ვე­ბა მო­უ­წევს. მათ შო­რის, ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბა ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი არ­სე­ბუ­ლი მძი­მე ვი­თა­რე­ბაა - აფხა­ზე­თი და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი რუ­სეთ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას აღ­რმა­ვებს და ექ­სპერ­ტე­ბის პროგ­ნო­ზით, ორი­ვე დე-ფაქ­ტო სა­ხელ­მწი­ფო რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

ექ­სპერ­ტი ლე­ვან გე­რა­ძე აფხა­ზეთ­სა და რუ­სეთს შო­რის და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ფონ­ზე, ვი­თა­რე­ბის გამ­წვა­ვე­ბას 2015 წელ­საც პროგ­ნო­ზი­რებს:

"რუ­სეთ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე ხელ­მო­წე­რის ფონ­ზე, აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონს და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა კი­დევ უფრო შე­ე­ზღუ­დე­ბა. ამი­ტომ მიმ­დი­ნა­რე წელს, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ყუ­რა­დღე­ბა არ უნდა მო­ა­დუ­ნოს და კონ­ფლიქ­ტე­ბის მოგ­ვა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით მუ­შა­ო­ბა აქ­ტი­უ­რად გა­აგ­რძე­ლოს. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­მუ­შა­ვე­ბულ სტრა­ტე­გი­ა­ში რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ შე­სა­ბა­მის­მა სტრუქ­ტუ­რებ­მა დე-ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან კონ­ტაქ­ტი მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა და­ამ­ყა­რონ. აუ­ცი­ლე­ბე­ლია არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც, რათა აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­თი და­ინ­ტე­რეს­დეს. დღეს მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­თან ნდო­ბის აღ­დგე­ნაა".

მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მოწ­ვე­ვას სა­გა­რო პო­ლი­ტი­კა, ძი­რი­თა­დად კი, რუ­სე­თი­დან მო­მა­ვა­ლი საფრ­თხე­ე­ბი წარ­მო­ად­გენს - 2015 წელს სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პას­თან ვიზა-ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბას ელო­დე­ბა, თუმ­ცა და­სავ­ლეთ­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ი­სა და უკ­რა­ი­ნის მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე, ჩრდი­ლო­ე­თი­დან საფრ­თხე პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში მა­ტუ­ლობს. ექ­სპერ­ტი თორ­ნი­კე შა­რა­შე­ნი­ძე 2015 წელს პრო­რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას ელო­დე­ბა და აცხა­დებს, რომ პირ­ველ ეტაპ­ზე, რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­წყო­ბის შეც­ვლას სა­ინ­ფორ­მა­ციო პრო­პა­გან­დით შე­ეც­დე­ბა:

"2015 წელს რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში არას­ტა­ბი­ლუ­რი ვი­თა­რე­ბის შექ­მნას შე­ეც­დე­ბა. უკ­რა­ი­ნა­ში ომის გამო, მას მო­რი­გი ცხე­ლი წერ­ტი­ლის შექ­მნა არ აწყობს, ამი­ტომ მიმ­დი­ნა­რე წელს სამ­ხედ­რო საფრ­თხეს არ ვე­ლო­დე­ბი, თუმ­ცა რუ­სეთს ჩვენ წი­ნა­აღ­მდეგ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი პრო­პა­გან­დის ია­რა­ღი აქვს, რო­მელ­საც უკვე წარ­მა­ტე­ბით ამუ­შა­ვებს. კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სუ­ლი არ­ხე­ბი სწო­რედ რუ­სე­თის სა­სარ­გებ­ლოდ მა­უ­წყებ­ლო­ბენ და მათ საკ­მა­ოდ ბევ­რი ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი ყავთ. 2015 წელს რუ­სე­თი პრო­რუ­სულ ძა­ლებ­საც პირ­და­პი­რი წე­სით და­ა­ფი­ნან­სებს. შე­დე­გად, სა­ქარ­თვე­ლო უფრო და­სუს­ტდე­ბა. შე­საძ­ლოა, ჯა­რის­კა­ცებ­მაც კი ჩათ­ვა­ლონ, რომ რუ­სე­თი ოკუ­პან­ტი სა­ხელ­მწი­ფო არ არის. თუ ჯარ­ში მსგავ­სი ეჭვი გაჩ­ნდე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, პუ­ტი­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­კუ­თარ მი­ზანს მარ­ტი­ვად მი­აღ­წევს".

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის მო­რიგ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მოწ­ვე­ვას ქვეყ­ნის შიგ­ნით მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი წარ­მო­ად­გენს - არ­ჩევ­ნე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად, კო­ა­ლი­ცია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან პო­ლი­ტი­კურ ბრძო­ლას სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­აც გა­ა­აქ­ტი­უ­რებს, არა­სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცია კი, ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნის მო­თხოვ­ნით პრო­ცე­სე­ბის ქუ­ჩა­ში გა­და­ტა­ნას აა­ნონ­სებს. გია ხუ­ხაშ­ვი­ლი ოპო­ზი­ცი­ის მო­თხოვ­ნას სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებს, თუმ­ცა პო­ლი­ტი­კურ ფლანგზე ცვლი­ლე­ბებს არ გა­მო­რი­ცხავს:

"დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ობი­ექ­ტუ­რი და წო­ნა­დი ოპო­ზი­ცია არ ყავს, ამი­ტომ არა­სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ის მო­თხოვ­ნა ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნის შე­სა­ხებ, არა­სე­რი­ო­ზუ­ლად მი­მაჩ­ნია. შიდა პო­ლი­ტი­კა­ში ახა­ლი კო­ა­ლი­ცი­ის შექ­მნას ვე­ლო­დე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, პარ­ტი­ე­ბი სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ბა­ზა­ზე ახა­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შექ­მნას შე­ეც­დე­ბი­ან. ეს ნორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­სია, რად­გან დღეს ქვეყ­ნის­თვის მთა­ვარ პრობ­ლე­მას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყო­ფი ეკ­ლექ­ტუ­რი კო­ა­ლი­ცია წარ­მო­ად­გენს".

რაც შე­ე­ხე­ბა ეკო­ნო­მი­კურ გა­მოწ­ვებს, ანა­ლი­ტი­კო­სი დე­მურ გი­ორ­ხე­ლი­ძე ლა­რის კურ­სის გა­უ­ფა­სუ­რე­ბის ფონ­ზე, მო­სახ­ლე­ო­ბას "აი­მე­დებს", რომ პრო­ცე­სი 2015 წელ­საც გაგ­რძელ­დე­ბა:

"ლა­რის კურ­სი თა­ვის ნიშ­ნულს მი­უ­ახ­ლოვ­დე­ბა და რე­ა­ლუ­რი გათ­ვლე­ბით, დღე­ვან­დე­ლი ეკო­ნო­მი­კის პი­რო­ბებ­ში 2,15-ის ფარ­გლებ­ში უნდა გა­ჩერ­დეს. ამ ფონ­ზე სა­პა­ნი­კო არა­ფე­რია, პრო­ფე­სი­უ­ლი მიდ­გო­მაა სა­ჭი­რო. დღეს საღი და გო­ნი­ე­რი პო­ლი­ტი­კის დე­ფი­ცი­ტი გვაქვს".

და­ბო­ლოს, უმუ­შევ­რო­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში ქვეყ­ნის ერთ-ერთი მთა­ვარ და ჯერ­ჯე­რო­ბით, და­უძ­ლე­ველ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა. ექ­სპერ­ტი ლე­ვან კა­ლან­და­ძე აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბას 2015 წელ­საც არ ელო­დე­ბა:

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა უმუ­შევ­რო­ბის შემ­ცი­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი არ არის. მისი ძი­რი­თა­დი დატ­ვირ­თვა პო­ლი­ტი­კურ-სო­ცი­ა­ლუ­რია და სა­არ­ჩევ­ნო ხმე­ბის გაზ­რდას გუ­ლის­ხმობს. ზო­გა­დად, უმუ­შევ­რო­ბა არა სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კით, არა­მედ ბიზ­ნესპრო­ექ­ტე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ით მცირ­დე­ბა. ბიზ­ნე­სის აქ­ტი­ვო­ბის თვალ­საზ­რი­სით კი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გარ­ღვე­ვა არც 2015 წელ­საა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და­საქ­მე­ბა არა მხო­ლოდ მიმ­დი­ნა­რე წელს, მომ­დევ­ნო წლებ­შიც მთა­ვარ პრობ­ლე­მად დარ­ჩე­ბა".

რუ­სუ­დან შე­ლია

AMBEBI.GE

საქართველო 5 უმძიმესი გამოწვევის წინაშე - 2015 წლის მწარე ქართული რეალობა

საქართველო 5 უმძიმესი გამოწვევის წინაშე - 2015 წლის მწარე ქართული რეალობა

მიმდინარე წელს ხელისუფლებას ხუთ ძირითად გამოწვევასთან გამკლავება მოუწევს. მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ოკუპირებული ტერიტორიებთან დაკავშირებული არსებული მძიმე ვითარებაა - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთთან თანამშრომლობას აღრმავებს და ექსპერტების პროგნოზით, ორივე დე-ფაქტო სახელმწიფო რუსეთის ფედერაციაში ინტეგრაციისთვის ემზადება.

ექსპერტი ლევან გერაძე აფხაზეთსა და რუსეთს შორის დადებული ხელშეკრულების ფონზე, ვითარების გამწვავებას 2015 წელსაც პროგნოზირებს:

"რუსეთთან ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ფონზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დანარჩენ საქართველოსთან ურთიერთობა კიდევ უფრო შეეზღუდება. ამიტომ მიმდინარე წელს, საქართველოს ხელისუფლებამ ყურადღება არ უნდა მოადუნოს და კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით მუშაობა აქტიურად გააგრძელოს. ბუნებრივია, ამ მიმართულებით შემუშავებულ სტრატეგიაში რადიკალური ცვლილება შეუძლებელია, მაგრამ შესაბამისმა სტრუქტურებმა დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონტაქტი მაქსიმალურად უნდა დაამყარონ. აუცილებელია არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობაც, რათა აფხაზეთის მოსახლეობა საქართველოთი დაინტერესდეს. დღეს მთავარი გამოწვევა ოკუპირებულ ტერიტორიებთან ნდობის აღდგენაა".

მეორე მნიშვნელოვან გამოწვევას საგარო პოლიტიკა, ძირითადად კი, რუსეთიდან მომავალი საფრთხეები წარმოადგენს - 2015 წელს საქართველო ევროპასთან ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის დასრულებას ელოდება, თუმცა დასავლეთთან ინტეგრაციისა და უკრაინის მოვლენების ფონზე, ჩრდილოეთიდან საფრთხე პარალელურ რეჟიმში მატულობს. ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე 2015 წელს პრორუსული ძალების გააქტიურებას ელოდება და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე, რუსეთი საქართველოში განწყობის შეცვლას საინფორმაციო პროპაგანდით შეეცდება:

"2015 წელს რუსეთი საქართველოში არასტაბილური ვითარების შექმნას შეეცდება. უკრაინაში ომის გამო, მას მორიგი ცხელი წერტილის შექმნა არ აწყობს, ამიტომ მიმდინარე წელს სამხედრო საფრთხეს არ ველოდები, თუმცა რუსეთს ჩვენ წინააღმდეგ დეზინფორმაციული პროპაგანდის იარაღი აქვს, რომელსაც უკვე წარმატებით ამუშავებს. კერძოდ, საქართველოში რუსული არხები სწორედ რუსეთის სასარგებლოდ მაუწყებლობენ და მათ საკმაოდ ბევრი ქართველი მაყურებელი ყავთ. 2015 წელს რუსეთი პრორუსულ ძალებსაც პირდაპირი წესით დააფინანსებს. შედეგად, საქართველო უფრო დასუსტდება. შესაძლოა, ჯარისკაცებმაც კი ჩათვალონ, რომ რუსეთი ოკუპანტი სახელმწიფო არ არის. თუ ჯარში მსგავსი ეჭვი გაჩნდება, ბუნებრივია, პუტინი საქართველოში საკუთარ მიზანს მარტივად მიაღწევს".

ხელისუფლებისთვის მორიგ მნიშვნელოვან გამოწვევას ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესები წარმოადგენს - არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კოალიცია მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის ემზადება, ხელისუფლებასთან პოლიტიკურ ბრძოლას საპარლამენტო ოპოზიციაც გაააქტიურებს, არასაპარლამენტო ოპოზიცია კი, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით პროცესების ქუჩაში გადატანას აანონსებს. გია ხუხაშვილი ოპოზიციის მოთხოვნას სკეპტიკურად უყურებს, თუმცა პოლიტიკურ ფლანგზე ცვლილებებს არ გამორიცხავს:

"დღეს ხელისუფლებას ობიექტური და წონადი ოპოზიცია არ ყავს, ამიტომ არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ, არასერიოზულად მიმაჩნია. შიდა პოლიტიკაში ახალი კოალიციის შექმნას ველოდები, სავარაუდოდ, პარტიები საერთო ღირებულებების ბაზაზე ახალი გაერთიანების შექმნას შეეცდებიან. ეს ნორმალური პროცესია, რადგან დღეს ქვეყნისთვის მთავარ პრობლემას ხელისუფლებაში მყოფი ეკლექტური კოალიცია წარმოადგენს".

რაც შეეხება ეკონომიკურ გამოწვებს, ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ლარის კურსის გაუფასურების ფონზე, მოსახლეობას "აიმედებს", რომ პროცესი 2015 წელსაც გაგრძელდება:

"ლარის კურსი თავის ნიშნულს მიუახლოვდება და რეალური გათვლებით, დღევანდელი ეკონომიკის პირობებში 2,15-ის ფარგლებში უნდა გაჩერდეს. ამ ფონზე საპანიკო არაფერია, პროფესიული მიდგომაა საჭირო. დღეს საღი და გონიერი პოლიტიკის დეფიციტი გვაქვს".

დაბოლოს, უმუშევრობა, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში ქვეყნის ერთ-ერთი მთავარ და ჯერჯერობით, დაუძლეველ გამოწვევად რჩება. ექსპერტი ლევან კალანდაძე აღნიშნული პრობლემის მოგვარებას 2015 წელსაც არ ელოდება:

"ხელისუფლების პოლიტიკა უმუშევრობის შემცირებაზე ორიენტირებული არ არის. მისი ძირითადი დატვირთვა პოლიტიკურ-სოციალურია და საარჩევნო ხმების გაზრდას გულისხმობს. ზოგადად, უმუშევრობა არა სახელმწიფო პოლიტიკით, არამედ ბიზნესპროექტების რეალიზაციით მცირდება. ბიზნესის აქტივობის თვალსაზრისით კი, მნიშვნელოვანი გარღვევა არც 2015 წელსაა მოსალოდნელი. აქედან გამომდინარე, დასაქმება არა მხოლოდ მიმდინარე წელს, მომდევნო წლებშიც მთავარ პრობლემად დარჩება".

რუსუდან შელია

AMBEBI.GE

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა