პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუკა კვალიაშვილი კონკურსებზე და დედის ჯანმრთელობაზე -''მარაზმს დაემსგავსა...''
ნუკა კვალიაშვილი კონკურსებზე და დედის ჯანმრთელობაზე -''მარაზმს დაემსგავსა...''

წინა ოთხშა­ბათს ნუკა კვა­ლი­აშ­ვილ­მა"ერთი ერ­თში", არც მეტი, არც ნაკ­ლე­ბი, დედა, ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი გა­ნა­სა­ხი­ე­რა. გა­მოს­ვლა საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რი აღ­მოჩ­ნდა. ნუ­კას ისიც ვკი­თხეთ, ზო­გა­დად რო­გორ გრძნობს თავს ამ პრო­ექ­ტში და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, დე­დის ჯან­მრთე­ლო­ბი­თაც და­ვინ­ტე­რეს­დით.

- არის კა­ტე­გო­რია ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ, რა­ღაც და­ამ­ტკი­ცონ. ამ მხრივ გა­მო­ვირ­ჩე­ვი, რად­გან რა­საც ვა­კე­თებ, ვა­კე­თებ იმი­ტომ, რომ თა­ვად მსი­ა­მოვ­ნებს. ამ ტურ­ზე ვნერ­ვი­უ­ლობ­დი იმა­ზე, რომ გა­ცი­ე­ბის შემ­დეგ ჯერ კი­დევ ვერ გა­მო­ვე­დი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, ავად­მყო­ფო­ბის გამო ერთი ტური გა­მოვ­ტო­ვე. ეკა უნი­კა­ლუ­რი მომ­ღე­რა­ლია და მისი იმე­დე­ბი უნდა გა­მე­მარ­თლე­ბი­ნა, მემ­ღე­რა ისე, რო­გორც მას ეკად­რე­ბო­და. ამ გა­მოს­ვლა­ში ჩემი მაქ­სი­მუ­მი უნდა ჩა­მე­დო. წინა დღეს სი­ცხე მქონ­და, სიმ­ღე­რი­სას სა­შინ­ლად ხრინ­წი­ა­ნი ხმა მქონ­და და არა ისე­თი რბი­ლი, რო­გორც ამ სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბას სჭირ­დე­ბო­და. ეკას რად­გან ვა­სა­ხი­ე­რებ­დი, მინ­დო­და, გა­მე­ხა­რე­ბი­ნა. რე­პე­ტი­ცი­ის დროს გა­მო­ვა­თი­ში­ნე სიმ­ღე­რა და სცე­ნა დავ­ტო­ვე, ცოტა ხნით მარ­ტო დარ­ჩე­ნა და ფიქ­რი მინ­დო­და. სა­ბედ­ნი­ე­როდ, იქ წამ­ლე­ბის საკ­მა­ოდ კარ­გი არ­სე­ნა­ლი აქვთ (იღი­მის), ყვე­ლა­ფე­რი დავ­ლიე, რისი და­ლე­ვაც გა­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ შე­იძ­ლე­ბო­და. ვფიქ­რობ, უშუ­ა­ლოდ გა­მოს­ვლის დღეს დედა გა­ვა­ხა­რე, რო­გორც შე­მეძ­ლო, მით უმე­ტეს, ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

- რა გი­თხრა გა­მოს­ვლის შემ­დეგ, პი­რა­დად?

- მი­თხრა, რომ ამა­ყობს ჩე­მით, თუმ­ცა ვუ­პა­სუ­ხე, რომ მე ვა­მა­ყობ მი­სით.

- სა­ბო­ლო­ოდ, კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩი?

- სა­შუ­ა­ლოდ. ვი­ცო­დი, რო­გორ უნდა შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა, რად­გან ეკამ მას­წავ­ლა. ეს არ იყო ჩემი მაქ­სი­მუ­მი, მაგ­რამ ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მა­ინც შევ­ძე­ლი."ფე­ის­ბუქ­ზე" რომ შე­ვე­დი, ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი კო­მენ­ტა­რე­ბი წა­ვი­კი­თხე. უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა მომ­წე­რა, რა, ამას არ ვი­ტყვი, მაგ­რამ მთლი­ა­ნო­ბა­ში შე­ვა­ფა­სებ, რო­გორც კმა­ყო­ფი­ლე­ბის პიკს. ამან ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა.

- სა­ინ­ტე­რე­სოა ის, რომ თქვე­ნი ხმე­ბი არც ისე ძა­ლი­ან ჰგავს ერ­თმა­ნეთს.

- რო­დე­საც ჩახ­ლე­ჩი­ლი არ მაქვს და არ ვარ ცუ­დად, მო­მენ­ტებ­ში ძა­ლი­ან ჰგავს ჩვე­ნი ხმე­ბი.

- დე­დის ჩრდილ­ქვეშ ყოფ­ნას გრძნობ?

- ამას არას­დროს გავ­ქცე­ვი­ვარ, უბ­რა­ლოდ, ისე მოხ­და, რომ ში­ნა­გა­ნად მე და ეკა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ. სულ სხვა რა­ღა­ცებს ვუს­მენთ, რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლე­ბი ვართ, მაგ­რამ არა იმი­ტომ, რომ არ მინ­და, ვგავ­დე დე­დას. ხმე­ბის სრუ­ლი მსგავ­სე­ბა ისე­დაც ვერ იქ­ნე­ბო­და, თა­ნაც, მე არ ვუვ­ლი ჩემს ხმას ისე, რო­გორც ეკა თა­ვი­სას უვ­ლის. პო­ზი­ტი­უ­რი და ოპ­ტი­მის­ტი ადა­მი­ა­ნი ვარ, ვიცი, რომ ისეთ ცუდს არა­ფერს გა­ვა­კე­თებ, რომ თავს ვავ­ნო, მაგ­რამ სხვა მომ­ღერ­ლე­ბი­ვით თავს მა­ინც არ ვუვ­ლი (იცი­ნის).

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom

ნუკა კვალიაშვილი კონკურსებზე და დედის ჯანმრთელობაზე -''მარაზმს დაემსგავსა...''

ნუკა კვალიაშვილი კონკურსებზე და დედის ჯანმრთელობაზე -''მარაზმს დაემსგავსა...''

წინა ოთხშაბათს ნუკა კვალიაშვილმა''ერთი ერთში'', არც მეტი, არც ნაკლები, დედა, ეკა კვალიაშვილი განასახიერა. გამოსვლა საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა. ნუკას ისიც ვკითხეთ, ზოგადად როგორ გრძნობს თავს ამ პროექტში და, რასაკვირველია, დედის ჯანმრთელობითაც დავინტერესდით.

- არის კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც ცდილობენ, რაღაც დაამტკიცონ. ამ მხრივ გამოვირჩევი, რადგან რასაც ვაკეთებ, ვაკეთებ იმიტომ, რომ თავად მსიამოვნებს. ამ ტურზე ვნერვიულობდი იმაზე, რომ გაციების შემდეგ ჯერ კიდევ ვერ გამოვედი მდგომარეობიდან, ავადმყოფობის გამო ერთი ტური გამოვტოვე. ეკა უნიკალური მომღერალია და მისი იმედები უნდა გამემართლებინა, მემღერა ისე, როგორც მას ეკადრებოდა. ამ გამოსვლაში ჩემი მაქსიმუმი უნდა ჩამედო. წინა დღეს სიცხე მქონდა, სიმღერისას საშინლად ხრინწიანი ხმა მქონდა და არა ისეთი რბილი, როგორც ამ სიმღერის შესრულებას სჭირდებოდა. ეკას რადგან ვასახიერებდი, მინდოდა, გამეხარებინა. რეპეტიციის დროს გამოვათიშინე სიმღერა და სცენა დავტოვე, ცოტა ხნით მარტო დარჩენა და ფიქრი მინდოდა. საბედნიეროდ, იქ წამლების საკმაოდ კარგი არსენალი აქვთ (იღიმის), ყველაფერი დავლიე, რისი დალევაც გაციების წინააღმდეგ შეიძლებოდა. ვფიქრობ, უშუალოდ გამოსვლის დღეს დედა გავახარე, როგორც შემეძლო, მით უმეტეს, ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე.

- რა გითხრა გამოსვლის შემდეგ, პირადად?

- მითხრა, რომ ამაყობს ჩემით, თუმცა ვუპასუხე, რომ მე ვამაყობ მისით.

- საბოლოოდ, კმაყოფილი დარჩი?

- საშუალოდ. ვიცოდი, როგორ უნდა შემესრულებინა, რადგან ეკამ მასწავლა. ეს არ იყო ჩემი მაქსიმუმი, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ მაინც შევძელი.''ფეისბუქზე'' რომ შევედი, ძალიან დადებითი კომენტარები წავიკითხე. უამრავმა ადამიანმა მომწერა, რა, ამას არ ვიტყვი, მაგრამ მთლიანობაში შევაფასებ, როგორც კმაყოფილების პიკს. ამან ძალიან გამახარა.

- საინტერესოა ის, რომ თქვენი ხმები არც ისე ძალიან ჰგავს ერთმანეთს.

- როდესაც ჩახლეჩილი არ მაქვს და არ ვარ ცუდად, მომენტებში ძალიან ჰგავს ჩვენი ხმები.

- დედის ჩრდილქვეშ ყოფნას გრძნობ?

- ამას არასდროს გავქცევივარ, უბრალოდ, ისე მოხდა, რომ შინაგანად მე და ეკა განსხვავებული ადამიანები ვართ. სულ სხვა რაღაცებს ვუსმენთ, რადიკალურად განსხვავებულები ვართ, მაგრამ არა იმიტომ, რომ არ მინდა, ვგავდე დედას. ხმების სრული მსგავსება ისედაც ვერ იქნებოდა, თანაც, მე არ ვუვლი ჩემს ხმას ისე, როგორც ეკა თავისას უვლის. პოზიტიური და ოპტიმისტი ადამიანი ვარ, ვიცი, რომ ისეთ ცუდს არაფერს გავაკეთებ, რომ თავს ვავნო, მაგრამ სხვა მომღერლებივით თავს მაინც არ ვუვლი (იცინის).

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება