იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ჟურნალისტები, ვახო სანაია და ჯაბა ხუბუა ეხმაურებიან:
ვახო სანაია:
"ეს რა ხდება...
"აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის საფლავზე ყვავილებს ცვლიდა. გიორგი ვაზაგაშვილის განცხადებით, სავარაუდოდ ასაფეთქებელი მოწყობილობა სწორედ ყვავილების ჩასადებში იყო ჩამონატაჟებული"
არ ვიცი, რა მოხდა ზუსტად, მაგრამ უბედურება რომ ტრიალებს ამ ქვეყანაში, ფაქტია...".
ჯაბა ხუბუა:
"იური ვაზაგაშვილის მკვლელობა არის მესიჯი ყველა იმ ადამიანისათვის, ვინც სამართლიანობის აღსრულებას და ნაცრეჟიმის გასამართლებას ითხოვს! დიახ, გვეუბნებიან, რომ ყველას ასე დაგვემართება! როგორც ჩანს, დასწრებაზეა საქმე! როგორც ჩანს, სამართლის აღსრულება ყველამ საკუთარი ძალებით უნდა დაიწყოს, სანამ ყველას დახოცავენ! სისხლი და ცხედრები, როგორც ჩანს, კიდევ ბევრი იქნება! როცა "ქართული დემოკრატიის ამოცანაა ნაცმოძრაობის გადარჩენა", ჩვენ ჩვენივე თავების გადარჩენაზე უნდა ვიზრუნოთ! სხვა გზა არ არის! სამართლიანობის აღსრულების უკანასკნელი იმედიც დღეს, კასპის რაიონში, ზურა ვაზაგაშვილის საფლავზე, იური ვაზაგაშვილთან ერთად აფეთქდა!"
ირმა ინაშვილი:
იური ვაზაგაშვილი მოკლულია! პირდაპირ ვაკისრებ პასუხისმგებლობას მოქმედ ხელისუფლებას! თქვენი ყოველგაუმართლებელი პოლიტიკის შედეგია ეს. ნაცებიც და ქოცებიც ორივე ერთად ხართ მოსაშორებლები! გამოდით ახლა და იყბედეთ კოჰაბიტაციაზე. ყველა ჩემს თანამოაზრეს, განსაკუთრებით: ია მეტრეველს, ჯამბულ გამცემლიძეს...სხვებს... მოვუწოდებ მაქსიმალური სიფრთხილისაკენ.
თამარ ჩერგოლეიშვილი:
"ვაზაგაშვილის საქმეზე ძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე ძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
ნეტა რამ განაპირობა სამართალდამცველთა მიდგომებს შორის სხვაობა?
საეჭვოა არა?", - წერს ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი გარდაიცვალა, შემთხვევა დღეს მოხდა.
იხილეთ| ყველა სიახლე იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების შესახებ