საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აფეთქება ყვავილების ლარნაკში ჩადებისთანავე მოხდა" - ადგილობრივები ვაზაგაშვილის ტრაგედიაზე ახალ დეტალებს ყვებიან
 "აფეთქება ყვავილების ლარნაკში ჩადებისთანავე მოხდა" - ადგილობრივები ვაზაგაშვილის ტრაგედიაზე ახალ დეტალებს ყვებიან

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კას­პის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ყა­რა­ფი­ლა­ში აფეთ­ქე­ბის ხმა სამ­ჯერ გა­ი­გო­ნეს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სოფ­ლის მცხოვ­რებ­ლებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი სო­ფელ­ში მე­ზობ­ლის დაკ­რძალ­ვა­ზე იყო ჩა­სუ­ლი. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, იური ვა­ზა­გაშ­ვილს, სოფ­ლის რო­მე­ლი­მე მკვიდ­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­სას, წე­სად ჰქონ­და დაკ­რძალ­ვამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე, მისი შვი­ლის საფ­ლავ­ზე გა­დი­ო­და და გან­მარ­ტოვ­დე­ბო­და. სოფ­ლის მცხოვ­რებ­ლე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მისი ამ ჩვე­უ­ლე­ბის შე­სა­ხებ წი­ნას­წარ იცოდ­ნენ და საფ­ლა­ვი და­ნაღ­მუ­ლი იყო.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ აფეთ­ქე­ბა ყვა­ვი­ლე­ბის ლარ­ნაკ­ში ჩა­დე­ბის­თა­ნა­ვე მოხ­და. მა­თი­ვე თქმით, ვა­ზა­გაშ­ვი­ლი მარ­ტო რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, მსხვერ­პლი გა­ცი­ლე­ბით დიდი იქ­ნე­ბო­და.

კას­პის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ყა­რა­ფი­ლა­ში, სა­კუ­თა­რი შვი­ლის სა­საფ­ლა­ოს­თან მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბი­სას ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის მამა, იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, შემ­თხვე­ვა დღეს მოხ­და. აფეთ­ქე­ბის შე­სა­ხებ ორი ვერ­სია ვრცელ­დე­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვა­ზა­გაშ­ვილ­მა თავი აი­ფეთ­ქა. ასე­ვე ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ტე­რი­ტო­რია და­ნაღ­მუ­ლი იყო და აფეთ­ქე­ბა ამის შე­დე­გად მოხ­და.

იხი­ლეთ| ყვე­ლა სი­ახ­ლე იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ

იხი­ლეთ პირ­ვე­ლი კად­რე­ბი სა­საფ­ლა­ო­დან, სა­დაც იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი აფეთ­ქე­ბას ემსხვერ­პლა

"აფეთქება ყვავილების ლარნაკში ჩადებისთანავე მოხდა" - ადგილობრივები ვაზაგაშვილის ტრაგედიაზე ახალ დეტალებს ყვებიან

 "აფეთქება ყვავილების ლარნაკში ჩადებისთანავე მოხდა" - ადგილობრივები ვაზაგაშვილის ტრაგედიაზე ახალ დეტალებს ყვებიან

ადგილობრივების ინფორმაციით, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში აფეთქების ხმა სამჯერ გაიგონეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის მცხოვრებლებმა განუცხადეს, იური ვაზაგაშვილი სოფელში მეზობლის დაკრძალვაზე იყო ჩასული. მათივე ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილს, სოფლის რომელიმე მკვიდრის გარდაცვალებისას, წესად ჰქონდა დაკრძალვამდე რამდენიმე წუთით ადრე, მისი შვილის საფლავზე გადიოდა და განმარტოვდებოდა. სოფლის მცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ მისი ამ ჩვეულების შესახებ წინასწარ იცოდნენ და საფლავი დანაღმული იყო.

ადგილობრივები ამბობენ, რომ აფეთქება ყვავილების ლარნაკში ჩადებისთანავე მოხდა. მათივე თქმით, ვაზაგაშვილი მარტო რომ არ ყოფილიყო, მსხვერპლი გაცილებით დიდი იქნებოდა.

კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას ზურაბ ვაზაგაშვილის მამა, იური ვაზაგაშვილი გარდაიცვალა, შემთხვევა დღეს მოხდა. აფეთქების შესახებ ორი ვერსია ვრცელდება. ადგილობრივების ინფორმაციით, ვაზაგაშვილმა თავი აიფეთქა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტერიტორია დანაღმული იყო და აფეთქება ამის შედეგად მოხდა.

იხილეთ| ყველა სიახლე იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების შესახებ

იხილეთ პირველი კადრები სასაფლაოდან, სადაც იური ვაზაგაშვილი აფეთქებას ემსხვერპლა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ