საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილს მამუკა ბახტაძე შეცვლის? - უტა ივანიშვილის მეგობარი, რომელსაც პრემიერობას უწინასწარმეტყველებენ
ირაკლი ღარიბაშვილს მამუკა ბახტაძე შეცვლის? - უტა ივანიშვილის მეგობარი, რომელსაც პრემიერობას უწინასწარმეტყველებენ

რო­გორც პო­ლი­ტი­კურ წრე­ებ­ში, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არის გან­ცდა, რომ მმარ­თვე­ლი გუნ­დი დიდი სა­კად­რო ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა. ამ თე­მა­ზე სულ უფრო აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რო­ბენ და თუ აქამ­დე ამა თუ იმ მი­ნის­ტრის მოხ­სნის თე­მას გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, ახლა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის შემ­ცვლელ­ზეც სა­უბ­რო­ბენ.

გა­ზეთ "ქრო­ნი­კა +"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მთავ­რო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის პოსტს ივა­ნიშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით და­ტო­ვებს და მას მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე ჩა­ა­ნაც­ვლებს, რო­მე­ლიც, გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის უფ­რო­სი ვა­ჟის, უტა ივა­ნიშ­ვი­ლის ახლო მე­გო­ბა­რია. გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს გა­ზე­თის პუბ­ლი­კა­ცი­ი­დან სა­თა­უ­რით - "გახ­დე­ბა თუ არა მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე პრე­მი­ე­რი?"

***

თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მას პა­რიზ­ში ქუ­ჩა­ში ხში­რად ნა­ხავთ "რუგ­ზა­კით". არ უყ­ვარს დაც­ვით სი­ა­რუ­ლი და ფუ­ფუ­ნე­ბის საგ­ნე­ბით "მა­რი­ა­ჟი". არ აწუ­ხებს მი­ლი­არ­დე­რის შვი­ლის კომ­პლექ­სე­ბი, ძა­ლი­ან ბევრ დროს უთ­მობს სწავ­ლას და წიგ­ნებს.

ის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის უფ­რო­სი შვი­ლი - უტა ივა­ნიშ­ვი­ლია. მა­მის­თვის მის აზრს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ჰქონ­და და აქვს, სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლა მა­მას სწო­რედ უფ­როს­მა შვილ­მა გა­და­ა­ფიქ­რე­ბი­ნა, - თუ მამა პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­რე­ვა­ზე უარს იტყო­და, მა­შინ ის და­მო­უ­კი­დებ­ლად აპი­რებ­და ამ ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას.

"მარ­თა­ლია, მე იმ შე­დე­გებს ვერ მი­ვაღ­წევ­დი, რა­საც მამა აკე­თებს, მაგ­რამ მე ჩემი ქვეყ­ნის­თვის რაც შე­მეძ­ლე­ბა, იმას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თებ, მა­მა­ჩე­მი უკან არ და­ი­ხევს, ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია. ჩვენ რაც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ. თუ სა­ჭი­რო გახ­დე­ბა, პო­ლი­ტი­კა­ში ყვე­ლა ფორ­მით ჩა­ვერ­თვე­ბი და ყვე­ლა ფორ­მით და­ვეხ­მა­რე­ბი ჩემს ქვე­ყა­ნას", - აცხა­დებ­და უტა ივა­ნიშ­ვი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს.

მას პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თვა აღარ მო­უხ­და, ისე­ვე რო­გორც, "ქრო­ნი­კა+"-ის წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ ერე­ვა სა­კად­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში.

კუ­ლუ­ა­რებ­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს უტა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი, მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე შეც­ვლის და მას მა­მას­თან რე­კო­მენ­და­ცია სწო­რედ უტა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­უ­წია.

მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის დი­რექ­ტო­რია და ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნი­სას პრე­მი­ე­რის მა­შინ­დე­ლი მრჩევ­ლის, გია ხუ­ხაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რად მო­ი­აზ­რე­ბო­და. იგი ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2013 წლის სექ­ტემ­ბერ­ში და­ი­ნიშ­ნა.

მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე საკ­მა­ოდ ახალ­გარ­დაა. 1982 წელს და­ი­ბა­და თბი­ლის­ში, და­ამ­თავ­რა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო და სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი. შემ­დეგ მის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში რუ­სუ­ლი კვა­ლი ჩნდე­ბა - ის ფლობს მოს­კო­ვის მ. ლო­მო­ნო­სო­ვის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­გის­ტრის ხა­რისხს, 2010 წელს INSEAD-ის ბიზ­ნესს­კო­ლა­ში მი­ე­ნი­ჭა MBA-ს კვა­ლი­ფი­კცია. სწო­რედ ამ დროს გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი უტა ივა­ნიშ­ვილ­მა და მა­მუ­კა ბახ­ტა­ძემ.

ბახ­ტა­ძე 2013 წლამ­დე მუ­შა­ობ­და "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ენერ­გე­ტი­კულ კორ­პო­რა­ცი­ა­ში", გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნია და­ვით ბეჟუ­აშ­ვი­ლის "სა­ქარ­თვე­ლოს ინ­დუსტრი­ულ ჯგუფ­ში შე­დი­ო­და". სწო­რედ ამი­ტომ მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე და­ვით ბეჟუ­აშ­ვი­ლის კად­რად მო­ი­აზ­რე­ბა. მცი­რე ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ბახ­ტა­ძე "ცენ­ტრპო­ინტ ჯგუფ­შიც" მუ­შა­ობ­და. "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა" მისი მე­სა­მე სამ­სა­ხუ­რია, მე­ო­თხე სამ­სა­ხუ­რი კი, შე­იძ­ლე­ბა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პო­ზი­ცია გახ­დეს.მა­მუ­კა ბახ­ტა­ძის გაპ­რე­მი­ე­რე­ბა­ზე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი პოს­ტი­დან წას­ვლის შემ­დე­გაც ფიქ­რობ­და. "თქვენ კარ­გად მი­კარ­ნა­ხეთ, კარ­გი ბი­ჭია მა­მუ­კა ბახ­ტა­ძე. სხვა­თა შო­რის, მე არ გან­ვი­ხი­ლავ­დი მას კან­დი­და­ტად, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბაა და შე­იძ­ლე­ბა ერთ ვა­რი­ან­ტად ესეც დარ­ჩეს", - გა­ნუ­ცხა­და მა­შინ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს, მაგ­რამ პოს­ტი­დან წას­ვლის წინ არ­ჩე­ვა­ნი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­ზე შე­ა­ჩე­რა.

ელი­სო კი­ლა­ძე, "ქრო­ნი­კა +"

ირაკლი ღარიბაშვილს მამუკა ბახტაძე შეცვლის? - უტა ივანიშვილის მეგობარი, რომელსაც პრემიერობას უწინასწარმეტყველებენ

ირაკლი ღარიბაშვილს მამუკა ბახტაძე შეცვლის? - უტა ივანიშვილის მეგობარი, რომელსაც პრემიერობას უწინასწარმეტყველებენ

როგორც პოლიტიკურ წრეებში, ასევე საზოგადოებაში არის განცდა, რომ მმართველი გუნდი დიდი საკადრო ცვლილებებისთვის ემზადება. ამ თემაზე სულ უფრო აქტიურად საუბრობენ და თუ აქამდე ამა თუ იმ მინისტრის მოხსნის თემას განიხილავდნენ, ახლა პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის შემცვლელზეც საუბრობენ.

გაზეთ "ქრონიკა +"-ის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის ხელმძღვანელის პოსტს ივანიშვილის გადაწყვეტილებით დატოვებს და მას მამუკა ბახტაძე ჩაანაცვლებს, რომელიც, გამოცემის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟის, უტა ივანიშვილის ახლო მეგობარია. გთავაზობთ ფრაგმენტს გაზეთის პუბლიკაციიდან სათაურით - "გახდება თუ არა მამუკა ბახტაძე პრემიერი?"

***

თვითმხილველები ამბობენ, რომ მას პარიზში ქუჩაში ხშირად ნახავთ "რუგზაკით". არ უყვარს დაცვით სიარული და ფუფუნების საგნებით "მარიაჟი". არ აწუხებს მილიარდერის შვილის კომპლექსები, ძალიან ბევრ დროს უთმობს სწავლას და წიგნებს.

ის ბიძინა ივანიშვილის უფროსი შვილი - უტა ივანიშვილია. მამისთვის მის აზრს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს, საქართველოდან წასვლა მამას სწორედ უფროსმა შვილმა გადააფიქრებინა, - თუ მამა პოლიტიკაში ჩარევაზე უარს იტყოდა, მაშინ ის დამოუკიდებლად აპირებდა ამ ნაბიჯების გადადგმას.

"მართალია, მე იმ შედეგებს ვერ მივაღწევდი, რასაც მამა აკეთებს, მაგრამ მე ჩემი ქვეყნისთვის რაც შემეძლება, იმას აუცილებლად გავაკეთებ, მამაჩემი უკან არ დაიხევს, ეს გამორიცხულია. ჩვენ რაც საჭირო იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ. თუ საჭირო გახდება, პოლიტიკაში ყველა ფორმით ჩავერთვები და ყველა ფორმით დავეხმარები ჩემს ქვეყანას", - აცხადებდა უტა ივანიშვილი "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის დროს.

მას პოლიტიკაში ჩართვა აღარ მოუხდა, ისევე როგორც, "ქრონიკა+"-ის წყაროს ინფორმაციით, არ ერევა საკადრო გადაწყვეტილებებში.

კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს უტა ივანიშვილის მეგობარი, მამუკა ბახტაძე შეცვლის და მას მამასთან რეკომენდაცია სწორედ უტა ივანიშვილმა გაუწია.

მამუკა ბახტაძე საქართველოს რკინიგზის დირექტორია და ამ თანამდებობაზე დანიშვნისას პრემიერის მაშინდელი მრჩევლის, გია ხუხაშვილის კანდიდატურად მოიაზრებოდა. იგი ამ თანამდებობაზე 2013 წლის სექტემბერში დაინიშნა.

მამუკა ბახტაძე საკმაოდ ახალგარდაა. 1982 წელს დაიბადა თბილისში, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები. შემდეგ მის ბიოგრაფიაში რუსული კვალი ჩნდება - ის ფლობს მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს, 2010 წელს INSEAD-ის ბიზნესსკოლაში მიენიჭა MBA-ს კვალიფიკცია. სწორედ ამ დროს გაიცნეს ერთმანეთი უტა ივანიშვილმა და მამუკა ბახტაძემ.

ბახტაძე 2013 წლამდე მუშაობდა "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში", გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. აღნიშნული კომპანია დავით ბეჟუაშვილის "საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში შედიოდა". სწორედ ამიტომ მამუკა ბახტაძე დავით ბეჟუაშვილის კადრად მოიაზრება. მცირე ხნის განმავლობაში ბახტაძე "ცენტრპოინტ ჯგუფშიც" მუშაობდა. "საქართველოს რკინიგზა" მისი მესამე სამსახურია, მეოთხე სამსახური კი, შეიძლება, პრემიერ-მინისტრის პოზიცია გახდეს. მამუკა ბახტაძის გაპრემიერებაზე ბიძინა ივანიშვილი პოსტიდან წასვლის შემდეგაც ფიქრობდა. "თქვენ კარგად მიკარნახეთ, კარგი ბიჭია მამუკა ბახტაძე. სხვათა შორის, მე არ განვიხილავდი მას კანდიდატად, მაგრამ საინტერესო პიროვნებაა და შეიძლება ერთ ვარიანტად ესეც დარჩეს", - განუცხადა მაშინ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს, მაგრამ პოსტიდან წასვლის წინ არჩევანი ირაკლი ღარიბაშვილზე შეაჩერა.

ელისო კილაძე, "ქრონიკა +"

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?