სპორტი
პოლიტიკა
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე ცნობილი ჯუჯები და გიგანტები (+ ფოტო)
ყველაზე ცნობილი ჯუჯები და გიგანტები (+ ფოტო)

ვერნ ტრო­ი­ე­რი

ტრო­ი­ე­რი 1969 წლის პირ­ველ იან­ვარს და­ი­ბა­და. ცნო­ბი­ლი გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი ფილ­მე­ბის "ოს­ტინ პა­უ­ერ­სის" მე­ო­რე და მე­სა­მე სე­რი­ის წყა­ლო­ბით, სა­დაც ის მინი მეს გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­და. მისი სი­მაღ­ლე 82 სან­ტი­მეტ­რია.

ჯე­ი­სონ აკუ­ნა

და­ი­ბა­და 1973 წლის 16 მა­ისს. უფრო მე­ტად ცნო­ბი­ლია მეტ­სა­ხე­ლით "ვი მენი". ამე­რი­კელ­მა მსა­ხი­ობ­მა პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა სა­ტე­ლე­ვი­ზიო პრო­ექტ "ჯე­ქეს­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. მისი სი­მაღ­ლე მეტ­რი და 23 სან­ტი­მეტ­რია.

ვარ­ვიკ დე­ვი­სი

და­ი­ბა­და 1970 წლის 3 თე­ბერ­ვალს დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ჯუ­ჯაა კი­ნოს ის­ტო­რი­ა­ში. მო­ნა­წი­ლე­ო­ბა აქვს მი­ღე­ბუ­ლი "ვარ­სკვლა­ვუ­რი ომე­ბის" ფრენ­ჩა­იზ­ში, "ნარ­ნი­ის ქრო­ნი­კებ­ში", "ჰარი პო­ტე­რის" ეპო­პე­ა­ში და პო­პუ­ლა­რულ ფენ­ტე­ზი ფილმში "უი­ლოუ". მისი სი­მაღ­ლე მეტ­რი და შვი­დი სან­ტი­მეტ­რია.

პი­ტერ დინ­კლე­ი­ჯი

ამე­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბი პი­ტერ დინ­კლე­ი­ჯი 1969 წელს შტატ ნიუ ჯერ­სი­ში და­ი­ბა­და. მისი სი­მაღ­ლე მეტ­რი და 35 სან­ტი­მეტ­რია. მო­ნა­წი­ლე­ობს პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­ში "სა­ტახ­ტო თა­მა­შე­ბი", სა­დაც შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლის­თვის "ოქ­როს გლო­ბუ­სიც" აქვს მო­პო­ვე­ბუ­ლი.

ჩჟენ ჩჟინ ლანი

1982 წელს გარ­დაც­ვლი­ლი ლანი ყვე­ლა­ზე მა­ღალ მდედ­რო­ბი­თი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლად ით­ვლე­ბო­და. ის 17 წლის გარ­და­იც­ვა­ლა, სი­მაღ­ლე­ში კი 249 სან­ტი­მეტ­რი იყო.

სულ­თან კე­სე­ნი

გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგ­ნის მი­ხედ­ვით, ამ­ჟა­მად ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მა­მა­კა­ცი თურ­ქეთ­ში ცხოვ­რობს. ის 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი სულ­თან კე­სე­ნია, რომ­ლის სი­მაღ­ლეც 152 სან­ტი­მეტ­რია.

ლე­ო­ნიდ სტად­კი­ნი

უკ­რა­ი­ნა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ლე­ო­ნიდ სტად­კი­ნი 253 სან­ტი­მეტ­რი იყო სი­მაღ­ლე­ში და 200 კი­ლოგ­რამს იწო­ნი­და. სტად­კი­ნი შარ­შან გარ­და­იც­ვა­ლა. მისი ფე­ხის ზომა 63 იყო.

ული­ა­ნა სე­მე­ნო­ვა

ქალი გი­გან­ტე­ბის სი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი საბ­ჭო­თა კა­ლათ­ბურ­თე­ლი ული­ა­ნა სე­მე­ნო­ვაა, რო­მე­ლიც 1952 წლის 9 მარტს და­ი­ბა­და ლატ­ვი­ა­ში. მისი სი­მაღ­ლე 2 მეტ­რი და 13 სან­ტი­მეტ­რი გახ­ლდათ.

რო­ბერტ პერ­შინგ უოდ­ლოუ

უოდ­ლოუ, რო­მე­ლიც ამე­რი­კის შტატ ილი­ნო­ის­ში და­ი­ბა­და, ყვე­ლა­ზე მა­ღალ ადა­მი­ა­ნად ით­ვლე­ბა ის­ტო­რი­ა­ში. გარ­დაც­ვა­ლე­ბის ჟამს მისი სი­მაღ­ლე 272 სან­ტი­მეტ­რი იყო, წონა 199 კი­ლოგ­რა­მი. რო­ბერ­ტი 22 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა, მის დაკ­რძალ­ვას 40 000 ადა­მი­ა­ნი და­ეს­წრო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ყველაზე ცნობილი ჯუჯები და გიგანტები (+ ფოტო)

ყველაზე ცნობილი ჯუჯები და გიგანტები (+ ფოტო)

ვერნ ტროიერი

ტროიერი 1969 წლის პირველ იანვარს დაიბადა. ცნობილი გახდა პოპულარული ფილმების ”ოსტინ პაუერსის” მეორე და მესამე სერიის წყალობით, სადაც ის მინი მეს განასახიერებდა. მისი სიმაღლე 82 სანტიმეტრია.

ჯეისონ აკუნა

დაიბადა 1973 წლის 16 მაისს. უფრო მეტად ცნობილია მეტსახელით ”ვი მენი”. ამერიკელმა მსახიობმა პოპულარობა მოიპოვა სატელევიზიო პროექტ ”ჯექესში” მონაწილეობით. მისი სიმაღლე მეტრი და 23 სანტიმეტრია.

ვარვიკ დევისი

დაიბადა 1970 წლის 3 თებერვალს დიდ ბრიტანეთში. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჯუჯაა კინოს ისტორიაში. მონაწილეობა აქვს მიღებული ”ვარსკვლავური ომების” ფრენჩაიზში, ”ნარნიის ქრონიკებში”, ”ჰარი პოტერის” ეპოპეაში და პოპულარულ ფენტეზი ფილმში ”უილოუ”. მისი სიმაღლე მეტრი და შვიდი სანტიმეტრია.

პიტერ დინკლეიჯი

ამერიკელი მსახიობი პიტერ დინკლეიჯი 1969 წელს შტატ ნიუ ჯერსიში დაიბადა. მისი სიმაღლე მეტრი და 35 სანტიმეტრია. მონაწილეობს პოპულარულ სერიალში ”სატახტო თამაშები”, სადაც შესრულებული როლისთვის ”ოქროს გლობუსიც” აქვს მოპოვებული.

ჩჟენ ჩჟინ ლანი

1982 წელს გარდაცვლილი ლანი ყველაზე მაღალ მდედრობითი სქესის წარმომადგენლად ითვლებოდა. ის 17 წლის გარდაიცვალა, სიმაღლეში კი 249 სანტიმეტრი იყო.

სულთან კესენი

გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, ამჟამად ყველაზე მაღალი მამაკაცი თურქეთში ცხოვრობს. ის 1982 წელს დაბადებული სულთან კესენია, რომლის სიმაღლეც 152 სანტიმეტრია.

ლეონიდ სტადკინი

უკრაინაში დაბადებული ლეონიდ სტადკინი 253 სანტიმეტრი იყო სიმაღლეში და 200 კილოგრამს იწონიდა. სტადკინი შარშან გარდაიცვალა. მისი ფეხის ზომა 63 იყო.

ულიანა სემენოვა

ქალი გიგანტების სიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საბჭოთა კალათბურთელი ულიანა სემენოვაა, რომელიც 1952 წლის 9 მარტს დაიბადა ლატვიაში. მისი სიმაღლე 2 მეტრი და 13 სანტიმეტრი გახლდათ.

რობერტ პერშინგ უოდლოუ

უოდლოუ, რომელიც ამერიკის შტატ ილინოისში დაიბადა, ყველაზე მაღალ ადამიანად ითვლება ისტორიაში. გარდაცვალების ჟამს მისი სიმაღლე 272 სანტიმეტრი იყო, წონა 199 კილოგრამი. რობერტი 22 წლის ასაკში გარდაიცვალა, მის დაკრძალვას 40 000 ადამიანი დაესწრო.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს