უკრაინული მედია - "ბოევიკები" დონეცკის აეროპორტზე იერიშს კვლავ აგრძელებენ

უკრაინული მედია - "ბოევიკები" დონეცკის აეროპორტზე იერიშს კვლავ აგრძელებენ

დონეცკის აეროპორტში საომარი მოქმედებები გრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, დიმიტრი ტიმჩუკის განცხადებით, დონეცკის აეროპორტის რაიონში "ბოევიკები" კვლავ აგრძელებენ უკრაინელი სამხედროების პოზიციების იერიშს.

მისივე ინფორმაციით, მოწინააღმდეგე შეტევას ახორციელებს დასახლებულ პუნქტებზეც. ამ დრომდე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ აკონტროლებს დონეცკის აეროპორტს. უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, აეროპორტის პოზიციები კვლავ უკრაინელ სამხედროებს აქვთ დაკავებული. პრორუსი სეპარატისტები კი ამტკიცებენ, რომ დონეცკის აეროპორტზე კონტროლი დაამყარეს.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლის ანტონ გერაშჩენკოს განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა 300 "ბოევიკი" გაანადგურეს.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა