პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საერთოა მგრძნობიარე ნინასა და ჯიუტ, პრინციპულ შალვა ნათელაშვილს შორის - მერწყულების კოსმოგრამა
რა საერთოა მგრძნობიარე ნინასა და ჯიუტ, პრინციპულ შალვა ნათელაშვილს შორის - მერწყულების კოსმოგრამა

"მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქო ძა­ლა­ში 20 იან­ვრი­დან შევა. ის ერ­თა­დერ­თია, რო­მელ­საც ორ­სქე­სი­ა­ნი პლა­ნე­ტა - ურა­ნი მარ­თავს. ას­ტრო­ლო­გე­ბი ურანს რო­გორც მა­მა­კა­ცურ, ისე ქა­ლურ ენერ­გე­ტი­კა­საც მი­ა­წე­რენ. ურა­ნი თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით არც კე­თი­ლია და არც - ბო­რო­ტი. უბ­რა­ლოდ, უც­ნა­უ­რია", -ამ­ბობს ას­ტრო­ლო­გი სოფო ბზე­კა­ლა­ვა. მი­სი­ვე თქმით, თუ მერ­წყუ­ლებს და­აკ­ვირ­დე­ბით, გა­მოკ­ვე­თი­ლად არ აქვთ არც აგ­რე­სია, არც ზედ­მე­ტი სენ­ტი­მენ­ტა­ლიზ­მი.

მერ­წყუ­ლი ზო­დი­ა­ქოს მე­თერ­თმე­ტე სახ­ლს მარ­თავს, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ, მე­გობ­რებს შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ამი­ტომ ამ ოდი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლებს ყო­ველ­თვის ბევ­რი მე­გო­ბა­რი ჰყავთ. თუმ­ცა პლა­ნე­ტა ურა­ნის და კი­დევ ერთი სიმ­ბო­ლუ­რი მმარ­თვე­ლის, სა­ტურ­ნის გამო (მის ღა­მის მმარ­თვე­ლად მო­ი­აზ­რე­ბა) გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­ჯაჭ­ვუ­ლო­ბა არა­ვის მი­მართ ახა­სი­ა­თებთ. ისი­ნი ჰუ­მა­ნუ­რე­ბი არი­ან, თუმ­ცა მთლი­ა­ნად უყ­ვართ კა­ცობ­რი­ო­ბა და არა ერთი ან ორი კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ყო­ველ­თვის გო­ნივ­რუ­ლი დის­ტან­ცია გა­აჩ­ნი­ათ და ნე­ბის­მი­ე­რი კავ­ში­რი­სას "სა­კუ­თა­რი სივ­რცის" ქო­ნის უფ­ლე­ბას ინარ­ჩუ­ნე­ბენ.

ახლა მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი ორი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის, მომ­ღე­რალ ნინა წკრი­ა­ლაშ­ვი­ლი­სა და ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის ლი­დე­რის - შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ ვი­სა­უბ­რებთ.

სოფო ბზე­კა­ლა­ვა:

- დიახ, ერ­თიც და მე­ო­რეც მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნის ქვეშ არი­ან და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი.

- არი­ან თუ არა ისი­ნი მკა­ფი­ოდ გა­მოხ­ტუ­ლი მერ­წყუ­ლე­ბი?

-პი­რა­დი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი რუ­კის მი­ხედ­ვით, შე­იძ­ლე­ბა თა­მა­მად ით­ქვას, რომ ბა­ტო­ნი შალ­ვა სა­კუ­თა­რი ნიშ­ნის ტი­პუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. თუმ­ცა უშუ­ა­ლოდ კოს­მოგ­რა­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მის­თვის უფრო სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და, ფსი­ქო­ლო­გის, მკვლე­ვა­რის ან მეც­ნი­ე­რის პრო­ფე­სია. ამ ადა­მი­ანს ორი­გი­ნა­ლუ­რი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი გა­აჩ­ნია, არის საკ­მა­ოდ ექ­სცენ­ტრი­კუ­ლი, თუმ­ცა ჰუ­მა­ნუ­რი და ნაკ­ლებ კონ­ფლიქ­ტუ­რი ტი­პა­ჟია. მის ცხოვ­რე­ბა­ში ჩანს, რომ უნდა ყო­ფი­ლი­ყო დიდი და­ნა­კარ­გე­ბი, ასე­ვე მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­ნა­ძე­ნე­ბი ან სა­ჩუქ­რე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­რეგ­ნუ­ლად უკონ­ფლიქ­ტო და მე­გობ­რუ­ლი ჩანს, საკ­მა­ოდ ჯი­უ­ტი და პრინ­ცი­პუ­ლია თუკი საქ­მე სა­კუ­თა­რი აზ­რის დაც­ვას ეხე­ბა! შე­სა­ბა­მი­სად, ძნე­ლია ასეთ ადა­მი­ანს ვინ­მემ პო­ზი­ცია შე­აც­ვლე­ვი­ნოს. აქვს კარ­გი ინ­ტუ­ი­ცია და ცუ­დად არ ერ­კვე­ვა ადა­მი­ან­თა ფსი­ქო­ლო­გი­ა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა ნი­ნას, იგი ე.წ. "მე­სა­ზღვრე­თა" კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ და­ბა­დე­ბუ­ლია მერ­წყუ­ლი/თხის რქის მიჯ­ნა­ზე. მე­სა­ზღვრე­ე­ბი ბუ­ნე­ბით არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ხალ­ხია. მათ იშ­ვი­ა­თად გა­აჩ­ნი­ათ კონ­კრე­ტი­კა ქმე­დე­ბებ­ში და ყო­ველ­თვის ურ­ჩევ­ნი­ათ იცხოვ­რონ იმ­პულ­სებ­ზე დაყ­რდნო­ბით - რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ფიქ­რო­ბენ ერთს, ამ­ბო­ბენ მე­ო­რეს და აკე­თე­ბენ მე­სა­მეს. ნი­ნას შემ­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თა­რი ნიშ­ნის ატი­პუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლია. მის ხა­სი­ათ­ში ბევ­რია თხის რქის, ვერ­ძის, კირჩხი­ბის გავ­ლე­ნა. რაც საკ­მა­ოდ წი­ნა­აღ­მდე­გობ­რივ, რთუ­ლი ხა­სი­ა­თის მქო­ნე ინ­დი­ვიდს აყა­ლი­ბებს. იგი ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი, სენ­სი­ტი­უ­რი და მგრძნო­ბი­ა­რეა. ამას­თან, უსა­ზღვროდ ამა­ყი და თავ­მოყ­ვა­რეც. შე­სა­ბა­მი­სად, მის­თვის რთუ­ლია იყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ იმის გამო, რომ გულ­თან ახ­ლოს მი­აქვს ნე­ბის­მი­ე­რი კრი­ტი­კა. თუმ­ცა ში­ნა­გა­ნი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა აქვს, იყოს წინა ფლანგზე და იყოს პო­პუ­ლა­რუ­ლი. ამი­ტომ, უნდა ის­წავ­ლოს მშვი­დი მიდ­გო­მა და კრი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა...

ხე­ლო­ვა­ნის პრო­ფე­სია მის­თვის საკ­მა­ოდ მი­სა­ღე­ბია. ბუ­ნე­ბით ეს­თე­ტია, ამი­ტომ, სა­ვა­რა­უ­დოდ, კარ­გი გე­მოვ­ნე­ბა უნდა ჰქონ­დეს. ამას­თან, აქვს მძაფ­რად გა­მოვ­ლე­ნი­ლი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის შეგ­რძნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად ისე­თი მერ­წყუ­ლე­ბის რი­ცხვშია, ვი­საც შე­უძ­ლია იდა­ვო კი­დეც, როცა უსა­მარ­თლო­ბას ხე­დავს.

მოკ­ლედ, შალ­ვა ნა­თე­ლაშ­ვი­ლი ვფიქ­რობ, რომ ტი­პუ­რი მერ­წყუ­ლია, ნინა კი პი­რი­ქით - ატი­პუ­რი.

-თქვე­ნი აზ­რით, რა­ტომ არ უმარ­თლებს ბა­ტონ შალ­ვას პო­ლი­ტი­კა­ში? არ­ჩევ­ნებ­ში მუდ­მი­ვად მარ­ცხდე­ბა.

-ბა­ტო­ნი შალ­ვა საკ­მა­ოდ რთუ­ლი კარ­მუ­ლი პროგ­რა­მი­თაა და­ბა­დე­ბუ­ლი. ასე­თი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი აღ­მას­ვლა და და­ცე­მაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. მას ხში­რად უწევს შე­ე­გუ­ოს მარ­ცხს და და­ნა­კარ­გებს. მის­თვის ხომ ვამ­ბობ, ზო­გა­დად, მეც­ნი­ე­რის ან მკვლე­ვა­რის პრო­ფე­სია იქ­ნე­ბო­და ზედ გა­მოჭ­რი­ლი.

-ნინა ყო­ვე­ლი მისი სა­ტე­ლე­ვი­ზიო თუ ბეჭ­დუ­რი მე­დი­ის­თვის მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი ხდე­ბა. რა­ტომ­ღაც მისი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, მო­საზ­რე­ბე­ბი აღი­ზი­ა­ნებთ...

-ვფიქ­რობ, რომ ეს მისი სენ­სი­ტი­უ­რი ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ხდე­ბა. ზემგრძნო­ბე­ლო­ბას პლუს სი­ა­მა­ყე და თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბის მა­ღა­ლი კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი, არ აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ კრი­ტი­კა­ზე აგ­რე­სი­ით არ გას­ცეს პა­სუ­ხი... სა­სურ­ვე­ლია, ხა­სი­ა­თის ეს თვი­სე­ბა სა­კუ­თარ თავ­ში და­ა­მუ­შა­ვოს, შე­სა­ბა­მი­სად, მის მი­მართ აგ­რე­სი­ის დო­ნეც და­იკ­ლებს.

ლალი ფა­ცია

რა საერთოა მგრძნობიარე ნინასა და ჯიუტ, პრინციპულ შალვა ნათელაშვილს შორის - მერწყულების კოსმოგრამა

რა საერთოა მგრძნობიარე ნინასა და ჯიუტ, პრინციპულ შალვა ნათელაშვილს შორის - მერწყულების კოსმოგრამა

"მერწყულის ზოდიაქო ძალაში 20 იანვრიდან შევა. ის ერთადერთია, რომელსაც ორსქესიანი პლანეტა - ურანი მართავს. ასტროლოგები ურანს როგორც მამაკაცურ, ისე ქალურ ენერგეტიკასაც მიაწერენ. ურანი თავისი ბუნებით არც კეთილია და არც - ბოროტი. უბრალოდ, უცნაურია", -ამბობს ასტროლოგი სოფო ბზეკალავა. მისივე თქმით, თუ მერწყულებს დააკვირდებით, გამოკვეთილად არ აქვთ არც აგრესია, არც ზედმეტი სენტიმენტალიზმი.

მერწყული ზოდიაქოს მეთერთმეტე სახლს მართავს, რომელიც თავის მხრივ, მეგობრებს შეესაბამება. ამიტომ ამ ოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს ყოველთვის ბევრი მეგობარი ჰყავთ. თუმცა პლანეტა ურანის და კიდევ ერთი სიმბოლური მმართველის, სატურნის გამო (მის ღამის მმართველად მოიაზრება) განსაკუთრებული მიჯაჭვულობა არავის მიმართ ახასიათებთ. ისინი ჰუმანურები არიან, თუმცა მთლიანად უყვართ კაცობრიობა და არა ერთი ან ორი კონკრეტული ადამიანი. შესაბამისად, ყველასთან ურთიერთობაში ყოველთვის გონივრული დისტანცია გააჩნიათ და ნებისმიერი კავშირისას "საკუთარი სივრცის" ქონის უფლებას ინარჩუნებენ.

ახლა მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ორი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანის, მომღერალ ნინა წკრიალაშვილისა და ლეიბორისტული პარტიის ლიდერის - შალვა ნათელაშვილის შესახებ ვისაუბრებთ.

სოფო ბზეკალავა:

- დიახ, ერთიც და მეორეც მერწყულის ზოდიაქოს ნიშანის ქვეშ არიან დაბადებულები.

- არიან თუ არა ისინი მკაფიოდ გამოხტული მერწყულები?

-პირადი ასტროლოგიური რუკის მიხედვით, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ბატონი შალვა საკუთარი ნიშნის ტიპური წარმომადგენელია. თუმცა უშუალოდ კოსმოგრამიდან გამომდინარე, მისთვის უფრო სასურველი იქნებოდა, ფსიქოლოგის, მკვლევარის ან მეცნიერის პროფესია. ამ ადამიანს ორიგინალური აზროვნების უნარი გააჩნია, არის საკმაოდ ექსცენტრიკული, თუმცა ჰუმანური და ნაკლებ კონფლიქტური ტიპაჟია. მის ცხოვრებაში ჩანს, რომ უნდა ყოფილიყო დიდი დანაკარგები, ასევე მოულოდნელი შენაძენები ან საჩუქრები. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად უკონფლიქტო და მეგობრული ჩანს, საკმაოდ ჯიუტი და პრინციპულია თუკი საქმე საკუთარი აზრის დაცვას ეხება! შესაბამისად, ძნელია ასეთ ადამიანს ვინმემ პოზიცია შეაცვლევინოს. აქვს კარგი ინტუიცია და ცუდად არ ერკვევა ადამიანთა ფსიქოლოგიაში.

რაც შეეხება ნინას, იგი ე.წ. "მესაზღვრეთა" კატეგორიას განეკუთვნება გამომდინარე იქედან, რომ დაბადებულია მერწყული/თხის რქის მიჯნაზე. მესაზღვრეები ბუნებით არაპროგნოზირებადი ხალხია. მათ იშვიათად გააჩნიათ კონკრეტიკა ქმედებებში და ყოველთვის ურჩევნიათ იცხოვრონ იმპულსებზე დაყრდნობით - რაც იმას ნიშნავს, რომ ფიქრობენ ერთს, ამბობენ მეორეს და აკეთებენ მესამეს. ნინას შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანი საკუთარი ნიშნის ატიპური წარმომადგენელია. მის ხასიათში ბევრია თხის რქის, ვერძის, კირჩხიბის გავლენა. რაც საკმაოდ წინააღმდეგობრივ, რთული ხასიათის მქონე ინდივიდს აყალიბებს. იგი ძალიან ემოციური, სენსიტიური და მგრძნობიარეა. ამასთან, უსაზღვროდ ამაყი და თავმოყვარეც. შესაბამისად, მისთვის რთულია იყოს საზოგადოების ყურადღების ქვეშ იმის გამო, რომ გულთან ახლოს მიაქვს ნებისმიერი კრიტიკა. თუმცა შინაგანი მოთხოვნილება აქვს, იყოს წინა ფლანგზე და იყოს პოპულარული. ამიტომ, უნდა ისწავლოს მშვიდი მიდგომა და კრიტიკის გატარება...

ხელოვანის პროფესია მისთვის საკმაოდ მისაღებია. ბუნებით ესთეტია, ამიტომ, სავარაუდოდ, კარგი გემოვნება უნდა ჰქონდეს. ამასთან, აქვს მძაფრად გამოვლენილი სამართლიანობის შეგრძნება, შესაბამისად ისეთი მერწყულების რიცხვშია, ვისაც შეუძლია იდავო კიდეც, როცა უსამართლობას ხედავს.

მოკლედ, შალვა ნათელაშვილი ვფიქრობ, რომ ტიპური მერწყულია, ნინა კი პირიქით - ატიპური.

-თქვენი აზრით, რატომ არ უმართლებს ბატონ შალვას პოლიტიკაში? არჩევნებში მუდმივად მარცხდება.

-ბატონი შალვა საკმაოდ რთული კარმული პროგრამითაა დაბადებული. ასეთი ადამიანის ცხოვრებაში ბევრი აღმასვლა და დაცემაა მოსალოდნელი. მას ხშირად უწევს შეეგუოს მარცხს და დანაკარგებს. მისთვის ხომ ვამბობ, ზოგადად, მეცნიერის ან მკვლევარის პროფესია იქნებოდა ზედ გამოჭრილი.

-ნინა ყოველი მისი სატელევიზიო თუ ბეჭდური მედიისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ, საზოგადოების თავდასხმის ობიექტი ხდება. რატომღაც მისი შეხედულებები, მოსაზრებები აღიზიანებთ...

-ვფიქრობ, რომ ეს მისი სენსიტიური ბუნებიდან გამომდინარე ხდება. ზემგრძნობელობას პლუს სიამაყე და თავმოყვარეობის მაღალი კოეფიციენტი, არ აძლევს საშუალებას, რომ კრიტიკაზე აგრესიით არ გასცეს პასუხი... სასურველია, ხასიათის ეს თვისება საკუთარ თავში დაამუშავოს, შესაბამისად, მის მიმართ აგრესიის დონეც დაიკლებს.

ლალი ფაცია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს