მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქვეყანა გიყვარს, არა, ქეთი? ქვეყანა არა, ტოროლა!" - მსახიობ მანანა სურმავას ბრალდება ქეთი დოლიძეს
"ქვეყანა გიყვარს, არა, ქეთი? ქვეყანა არა, ტოროლა!" - მსახიობ მანანა სურმავას ბრალდება ქეთი დოლიძეს

მსა­ხი­ო­ბი მა­ნა­ნა სურ­მა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რე­ჟი­სორ ქეთი დო­ლი­ძეს ღია წე­რილს სწერს და თე­ატ­რი­დან მის გაგ­დე­ბას ახ­სე­ნებს.

"მე უნდა და­გიც­ვა, ქეთი

(მა­ნა­ნა სურ­მა­ვას ღია წე­რი­ლი ქეთი დო­ლი­ძეს)

მე უნდა და­გიც­ვა, ქეთი. შენ ხომ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით არ ყრი ხალ­ხს თე­ატ­რი­დან. შენ ხომ ზუს­ტად იცი ის პრი­მი­ტი­უ­ლი და უტყუ­ა­რი სვლე­ბი - რო­გორ მოს­პო მსა­ხი­ო­ბი. ა) უნდა ჩა­უ­რა­ზო სცე­ნა­ზე გა­სას­ვლე­ლი ყვე­ლა კარი, სა­დაც კი ხელი მი­გიწ­ვდე­ბა და ბ) არ მის­ცე ხელ­ფა­სი. და...!

მე რა ნიშ­ნით გა­მაგ­დე? ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი სიმ­პა­თი­ე­ბი ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლი იყო, ასე რომ, წინა მთავ­რო­ბის მომ­ხრე­ო­ბას ვერ და­მაბ­რა­ლებ.

მე­გობ­რე­ბო: ქეთი დო­ლი­ძე სხვა ნიშ­ნი­თაც ყრის მსა­ხი­ო­ბებს თე­ატ­რი­დან, მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც იგი მო­ი­ხიბ­ლე­ბა სხვი­სი სპექ­ტაკ­ლით.

ხომ ხე­დავ გი­ცავ, ქეთი. აბა, ჩემს გარ­და სხვა შენი დამ­ცვე­ლი ხომ ვერ იტყვის, რომ შენ ის მსა­ხი­ო­ბი გა­ი­მე­ტე უსახ­სრო­ბის­თვის, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვილ­მა მო­იყ­ვა­ნა ამ თე­ატ­რში. იმის გახ­სე­ნე­ბაც გა­უ­ჭირ­დე­ბათ, რომ ამ თე­ატ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში რე­ჟი­სორ­მა კოტე სურ­მა­ვამ, მა­ნა­ნას მა­მამ მთე­ლი მშე­ნებ­ლო­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბი იტ­ვირ­თა - ფაქ­ტი­უ­რად აა­შე­ნა.

იმ მსა­ხი­ობს რვა მუ­სი­კოს­თან ერ­თად უჩე­რებ სპექ­ტაკლს, რო­მელ­საც ჰყავ­და მა­ყუ­რე­ბე­ლი, ქარ­თუ­ლი იყო. თე­ატრს მის შექ­მნა­ში კა­პი­კი არ და­უ­ხარ­ჯავს. და­იდ­გა უმოკ­ლეს დრო­ში და მისი წარ­მა­ტე­ბა თე­ატ­რის წარ­მა­ტე­ბა იყო.

ხომ ვერ იტყვით, რომ მა­ნა­ნა ფაქ­ტი­უ­რად ფულს იხ­დი­და იმ სცე­ნა­ზე დგო­მა­ში, რო­მე­ლიც მა­მა­მის­მა მი­ხე­ილ თუ­მა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად აა­შე­ნა. და ის პა­ტა­რა შე­მო­სა­ვა­ლიც (20-30 ლარი თვე­ში), რომ­ლი­თაც შუ­ქის ფულს მა­ინც ფა­რავ­და, ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ნიშ­ვნის­თა­ნა­ვე მო­უს­პე - სპექ­ტაკ­ლი გა­უ­ჩე­რე, თან ჩუ­მად, უხ­მოდ და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს დაშ­ვე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­დან ხელ­ფა­სის ღირ­სი ვერ გა­ხა­დე იმ ფონ­ზე, რო­დე­საც შენ, ხან კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო, ხან სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი გაძ­ლე­ვენ ვე­ე­ბერ­თე­ლა თან­ხებს და თუ და­გაკ­ლეს, იქა­უ­რო­ბას აქ­ცევ.

რო­გორ ხარ, მა­ნა­ნაო - მი­ღი­მი? ღმერ­თის წყა­ლო­ბით, შენ რო­გორ ხარ, შენ, ზურ­გში ჩარ­ტყმით აღ­წევ პა­ტა­რა მიზ­ნებს? გეთ­ქვა მა­ინც, შენი გე­მოვ­ნე­ბის რა სტან­დარ­დებს ვერ ვაკ­მა­ყო­ფი­ლებ­დი. ჩემი დას­ჯით ვის და­უმ­ტკი­ცე ერ­თგუ­ლე­ბა, დიდი-დიდი ერთ-ორ ადა­მი­ანს, და­გი­ფა­სონ მა­ინც.. შენ­თვის რამ­ხე­ლა კომ­ფორ­ტი იყო არა ჩემი დუ­მი­ლი? მა­პა­ტიე, ყვე­ლა­ფერს და­სას­რუ­ლი აქვს.

ქვე­ყა­ნა გიყ­ვარს, არა, ქეთი? ქვე­ყა­ნა არა, ტო­რო­ლა! სა­კუ­თა­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი­თა და პა­ტივ­მოყ­ვა­რე­ო­ბის კომ­პლექ­სით და­ტან­ჯუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ", - წერს მსა­ხი­ო­ბი.

შე­გახ­სე­ნებთ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ რე­ჟი­სორ­მა ქეთი დო­ლი­ძემ მსა­ხი­ო­ბი გია რო­ი­ნიშ­ვი­ლი თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი­დან გა­აგ­დო.

იხი­ლეთ ასე­ვე: ქეთი დო­ლი­ძის მო­რი­გი ბრალ­დე­ბე­ბი გია რო­ი­ნიშ­ვილს და "შე­მო­ლა­წუ­ნე­ბა უზ­ნეო რუს­თა­ვი 2-ს"

"ის ჩემს კა­ცო­ბას შე­ე­ხო" - რო­ი­ნიშ­ვი­ლი-დო­ლი­ძის და­პი­რის­პი­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი

"იმ­დე­ნი რამე აქვს ჩა­დე­ნი­ლი, კო­ლე­გებს მისი და­ნახ­ვაც არ უნ­დათ" - ქეთი დო­ლი­ძე გია რო­ი­ნიშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე

"ქვეყანა გიყვარს, არა, ქეთი? ქვეყანა არა, ტოროლა!" - მსახიობ მანანა სურმავას ბრალდება ქეთი დოლიძეს

"ქვეყანა გიყვარს, არა, ქეთი? ქვეყანა არა, ტოროლა!" - მსახიობ მანანა სურმავას ბრალდება ქეთი დოლიძეს

მსახიობი მანანა სურმავა სოციალურ ქსელში რეჟისორ ქეთი დოლიძეს ღია წერილს სწერს და თეატრიდან მის გაგდებას ახსენებს.

"მე უნდა დაგიცვა, ქეთი

(მანანა სურმავას ღია წერილი ქეთი დოლიძეს)

მე უნდა დაგიცვა, ქეთი. შენ ხომ მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით არ ყრი ხალხს თეატრიდან. შენ ხომ ზუსტად იცი ის პრიმიტიული და უტყუარი სვლები - როგორ მოსპო მსახიობი. ა) უნდა ჩაურაზო სცენაზე გასასვლელი ყველა კარი, სადაც კი ხელი მიგიწვდება და ბ) არ მისცე ხელფასი. და...!

მე რა ნიშნით გამაგდე? ჩემი პოლიტიკური სიმპათიები ყველასთვის ნათელი იყო, ასე რომ, წინა მთავრობის მომხრეობას ვერ დამაბრალებ.

მეგობრებო: ქეთი დოლიძე სხვა ნიშნითაც ყრის მსახიობებს თეატრიდან, მაგალითად, როდესაც იგი მოიხიბლება სხვისი სპექტაკლით.

ხომ ხედავ გიცავ, ქეთი. აბა, ჩემს გარდა სხვა შენი დამცველი ხომ ვერ იტყვის, რომ შენ ის მსახიობი გაიმეტე უსახსრობისთვის, რომელიც მიხეილ თუმანიშვილმა მოიყვანა ამ თეატრში. იმის გახსენებაც გაუჭირდებათ, რომ ამ თეატრის ჩამოყალიბებაში რეჟისორმა კოტე სურმავამ, მანანას მამამ მთელი მშენებლობის სირთულეები იტვირთა - ფაქტიურად ააშენა.

იმ მსახიობს რვა მუსიკოსთან ერთად უჩერებ სპექტაკლს, რომელსაც ჰყავდა მაყურებელი, ქართული იყო. თეატრს მის შექმნაში კაპიკი არ დაუხარჯავს. დაიდგა უმოკლეს დროში და მისი წარმატება თეატრის წარმატება იყო.

ხომ ვერ იტყვით, რომ მანანა ფაქტიურად ფულს იხდიდა იმ სცენაზე დგომაში, რომელიც მამამისმა მიხეილ თუმანიშვილთან ერთად ააშენა. და ის პატარა შემოსავალიც (20-30 ლარი თვეში), რომლითაც შუქის ფულს მაინც ფარავდა, ხელმძღვანელად დანიშვნისთანავე მოუსპე - სპექტაკლი გაუჩერე, თან ჩუმად, უხმოდ და კულტურის სამინისტროს დაშვებული შტატებიდან ხელფასის ღირსი ვერ გახადე იმ ფონზე, როდესაც შენ, ხან კულტურის სამინისტრო, ხან სხვა დაწესებულებები გაძლევენ ვეებერთელა თანხებს და თუ დაგაკლეს, იქაურობას აქცევ.

როგორ ხარ, მანანაო - მიღიმი? ღმერთის წყალობით, შენ როგორ ხარ, შენ, ზურგში ჩარტყმით აღწევ პატარა მიზნებს? გეთქვა მაინც, შენი გემოვნების რა სტანდარდებს ვერ ვაკმაყოფილებდი. ჩემი დასჯით ვის დაუმტკიცე ერთგულება, დიდი-დიდი ერთ-ორ ადამიანს, დაგიფასონ მაინც.. შენთვის რამხელა კომფორტი იყო არა ჩემი დუმილი? მაპატიე, ყველაფერს დასასრული აქვს.

ქვეყანა გიყვარს, არა, ქეთი? ქვეყანა არა, ტოროლა! საკუთარი ამბიციებითა და პატივმოყვარეობის კომპლექსით დატანჯული ადამიანი ხარ", - წერს მსახიობი.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რეჟისორმა ქეთი დოლიძემ მსახიობი გია როინიშვილი თუმანიშვილის თეატრიდან გააგდო.

იხილეთ ასევე: ქეთი დოლიძის მორიგი ბრალდებები გია როინიშვილს და "შემოლაწუნება უზნეო რუსთავი 2-ს"

"ის ჩემს კაცობას შეეხო" - როინიშვილი-დოლიძის დაპირისპირების დეტალები

"იმდენი რამე აქვს ჩადენილი, კოლეგებს მისი დანახვაც არ უნდათ" - ქეთი დოლიძე გია როინიშვილის გათავისუფლებაზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს