საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსმენია, თვითმფრინავის გატაცებაზე სასჯელის უმაღლესი ზომის გამომტანთა შორის, თეა წულუკიანის მამაც იყო - დავით დარჩიაშვილი
მსმენია, თვითმფრინავის გატაცებაზე სასჯელის უმაღლესი ზომის გამომტანთა შორის, თეა წულუკიანის მამაც იყო - დავით დარჩიაშვილი

"მსმე­ნია, თვითმფრი­ნა­ვის გა­ტა­ცე­ბა­ზე სას­ჯე­ლის უმაღ­ლე­სი ზო­მის გა­მომ­ტან­თა შო­რის, მისი მა­მაც იყოო?", - წერს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რი და­ვით დარ­ჩი­აშ­ვი­ლი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის შე­სა­ხებ.

"მსმე­ნია, თვითმფრი­ნა­ვის გა­ტა­ცე­ბა­ზე სას­ჯე­ლის უმაღ­ლე­სი ზო­მის გა­მომ­ტან­თა შო­რის (სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო მღვდლის დახ­ვრე­ტის ჩათ­ვლით), მისი მა­მაც იყოო? ვკი­თხუ­ლობ, მარ­თა­ლია თუ არა?"

პოსტს აქ­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. დარ­ჩი­აშ­ვი­ლის მე­გობ­რე­ბი წე­რენ, რომ ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა და ეს ჭორი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა, მე­რაბ სა­მა­დაშ­ვილ­მა აა­გო­რა.

- არ არის მარ­თა­ლი - მო­სა­მარ­თლე თე­მურ გერ­სა­მია იყო. თუმ­ცა, არ­სე­ბობს რა­ღაც სტა­ტის­ტი­კა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ყვე­ლა­ზე მეტი დახ­ვრე­ტის გა­ნა­ჩე­ნი სა­ქარ­თე­ლო­ში მის მა­მას აქვს გა­მო­ტა­ნი­ლი.

და­ვით დარ­ჩი­აშ­ვი­ლი: ოკ, თუმ­ცა მე­ტია გა­სარ­კვე­ვი, სა­ი­დან გაჩ­ნდა ეს ჭორი. ვინ იყო მა­შინ მა­მა­მი­სი. იყო თუ არა გერ­სა­მი­ას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში. ეჭვი მაქვს, ამ სა­კი­თხზე მარ­ტო ცე­კა­ში კი არა, სა­სა­მარ­თლო კო­ლე­გი­ა­შიც მსჯე­ლობ­დნენ.

- ასე­თი კი­თხვა წუ­ლუ­კი­ანს ჟურ­ნა­ლის­ტმა ლაშა ბე­რუ­ლა­ვამ და­უს­ვა. ქალ­ბა­ტონ­მა უარ­ყო და გერ­სა­მია და­ა­სა­ხე­ლა.

- "ფო­რუმ.ჯი"-ს დის­კუ­სი­ა­ში ჭო­რის ავ­ტო­რად სა­მა­დაშ­ვი­ლი სა­ხელ­დე­ბა, ნა­თე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნიც ინ­ტერ­ვი­უ­ში მას პა­სუ­ხობს, - მე­რაბ სა­მა­დაშ­ვილ­ზეა, ეტყო­ბა, სა­უ­ბა­რი. წუ­ლუ­კი­ა­ნის კონ­კუ­რენ­ტი იყო თქვენ­გან, ბა­ტო­ნო და­ვით.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სამი წლის წინ ამ თე­მას აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლავ­დნენ "თბი­ლი­სის ფო­რუმ­ზე". მა­შინ წერ­დნენ: "წუ­ლუ­კი­ა­ნის მამა იყო მაგ პრო­ცეს­ზე მო­სა­მარ­თლეო. ასე­ვე ამ­ბო­ბენ, მა­ნამ­დე ქა­ლა­ქის აღ­მას­კო­მის თავ­ჯდო­მა­რე კო­ბა­ხი­ძე­საც მან გა­მო­უ­ტა­ნა დახ­ვრე­ტის გა­ნა­ჩე­ნიო. შე­ვარ­დნა­ძეს­თან ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი იყოო და მის დროს ყვე­ლა­ზე მეტი სიკ­ვდი­ლით დას­ჯის გა­ნა­ჩე­ნი მისი გა­მო­ტა­ნი­ლი­აო".

თუმ­ცა იგი­ვე ფო­რუ­მე­ლე­ბი თვითმფრი­ნა­ვის გა­ტა­ცე­ბის მო­ნა­წი­ლე გეგა კო­ბა­ხი­ძის დე­დის, ნა­თე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა­საც ავ­რცე­ლებ­დნენ ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით (28 დეკ., 2012):

"პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს გზის" და თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს წევ­რის ნა­თე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, "თვითმფრი­ნა­ვის ბი­ჭე­ბის" დახ­ვრე­ტის გა­ნა­ჩე­ნი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტის თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის მა­მას არ გა­მო­უ­ტა­ნია".

"არ­ჩევ­ნე­ბის მო­ახ­ლო­ვე­ბას­თან ერ­თად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მხრი­დან ყო­ველ წუთს გვეს­მის ბინ­ძუ­რი ჭო­რე­ბი ოპო­ზი­ცი­ო­ნერ კან­დი­დატ­თა წი­ნა­აღ­მდეგ. ჩემ­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ნა­ძა­ლა­დე­ვის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი მე­რაბ სა­მა­დაშ­ვი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კან­დი­დატ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ავ­რცე­ლებს ხმებს, რომ თით­ქოს თეას მამა იყო მო­სა­მარ­თლე, რო­მელ­მაც "თვითმფრი­ნა­ვის ბი­ჭე­ბის" დახ­ვრე­ტის გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა. მინ­და, ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო, რომ თვითმფრი­ნა­ვის საქ­მე­ზე მო­სა­მარ­თლე იყო თე­მურ გერ­სა­მია, ხოლო პრო­კუ­რო­რი - იო­სე­ლი­ა­ნი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­მა­დაშ­ვილ­მა ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რომ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის მა­მას ამ საქ­მეს­თან არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ ჰქო­ნია. ვწუხ­ვარ, რომ აგო­ნი­ა­ში მყო­ფი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეხე­ბი­ან ისეთ სენ­სი­ტი­ურ თე­მებს, რო­გო­რიც თვითმფრი­ნა­ვის საქ­მეა და მცდე­ლო­ბა აქვთ სი­მარ­თლე პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ვი­დენ­დე­ბის­თვის და­ა­მა­ხინ­ჯონ", - გა­ნა­ცხა­და მა­ჭა­ვა­რი­ან­მა.

ამას­თან, მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ის, ისე­ვე რო­გორც პარ­ტია "სა­ქარ­თვე­ლოს გზა", ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ონ­ში თეა წუ­ლუ­კი­ანს მხარს უჭე­რენ.

"დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი ვართ, წუ­ლუ­კი­ა­ნი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მსგავ­სად გა­ი­მარ­ჯვებს არ­ჩევ­ნებ­ში და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ღირ­სე­უ­ლი წევ­რი იქ­ნე­ბა. მივ­მარ­თავ მო­სახ­ლე­ო­ბას, ცო­ტაც დარ­ჩა, არ აჰ­ყვეთ ჭო­რებს, ერ­თად და­ვუს­ვათ წერ­ტი­ლი ქვე­ყა­ნა­ში გა­მე­ფე­ბულ სიც­რუ­ეს და ძალ­მომ­რე­ო­ბას. პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს გა­მარ­ჯვე­ბას ვი­ზე­ი­მებთ", - გა­ნა­ცხა­და მა­ჭა­ვა­რი­ან­მა".

ია
1

მამამისი არ ყოფილა ამ საქმის მოსამართლე! ეს ერთი, და მეორე - სამი ახალგაზრდა რომ შეეწირა, თვითმფრინავში მსხდომი, ამ ბიჭების კარგი ცხოვრების სურვილს, როცა ყველა ისეთი ოჯახიდან იყვნენ რომ თვითმფრინავის გატაცების გარეშეც წავიდოდნენ საზღვარგარეთ, ეს არაფერი? აგერ, კი არ გაუტაცია თვითმფრინავი, მაგრამ ლესო თორაძე დარჩა იქ! და კიდევ ბევრი სხვა... მგზავრები რომ პრაქტიკულად გაწირეს და შესაძლოა ისინი სპეცნაზის სროლასაც შეწირვოდნენ, ეს არაფერი>? კი, ცოდოები არიან, მაგრამ ნუ გამოგყავთ გმირებად

მსმენია, თვითმფრინავის გატაცებაზე სასჯელის უმაღლესი ზომის გამომტანთა შორის, თეა წულუკიანის მამაც იყო - დავით დარჩიაშვილი

მსმენია, თვითმფრინავის გატაცებაზე სასჯელის უმაღლესი ზომის გამომტანთა შორის, თეა წულუკიანის მამაც იყო - დავით დარჩიაშვილი

"მსმენია, თვითმფრინავის გატაცებაზე სასჯელის უმაღლესი ზომის გამომტანთა შორის, მისი მამაც იყოო?", - წერს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით დარჩიაშვილი იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის შესახებ.

"მსმენია, თვითმფრინავის გატაცებაზე სასჯელის უმაღლესი ზომის გამომტანთა შორის (სრულიად უდანაშაულო მღვდლის დახვრეტის ჩათვლით), მისი მამაც იყოო? ვკითხულობ, მართალია თუ არა?"

პოსტს აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. დარჩიაშვილის მეგობრები წერენ, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ეს ჭორი "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, მერაბ სამადაშვილმა ააგორა.

- არ არის მართალი - მოსამართლე თემურ გერსამია იყო. თუმცა, არსებობს რაღაც სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, ყველაზე მეტი დახვრეტის განაჩენი საქართელოში მის მამას აქვს გამოტანილი.

დავით დარჩიაშვილი: ოკ, თუმცა მეტია გასარკვევი, საიდან გაჩნდა ეს ჭორი. ვინ იყო მაშინ მამამისი. იყო თუ არა გერსამიასთან კომუნიკაციაში. ეჭვი მაქვს, ამ საკითხზე მარტო ცეკაში კი არა, სასამართლო კოლეგიაშიც მსჯელობდნენ.

- ასეთი კითხვა წულუკიანს ჟურნალისტმა ლაშა ბერულავამ დაუსვა. ქალბატონმა უარყო და გერსამია დაასახელა.

- "ფორუმ.ჯი"-ს დისკუსიაში ჭორის ავტორად სამადაშვილი სახელდება, ნათელა მაჭავარიანიც ინტერვიუში მას პასუხობს, - მერაბ სამადაშვილზეა, ეტყობა, საუბარი. წულუკიანის კონკურენტი იყო თქვენგან, ბატონო დავით.

აღსანიშნავია, რომ სამი წლის წინ ამ თემას აქტიურად განიხილავდნენ "თბილისის ფორუმზე". მაშინ წერდნენ: "წულუკიანის მამა იყო მაგ პროცესზე მოსამართლეო. ასევე ამბობენ, მანამდე ქალაქის აღმასკომის თავჯდომარე კობახიძესაც მან გამოუტანა დახვრეტის განაჩენიო. შევარდნაძესთან ჩახუტებული იყოო და მის დროს ყველაზე მეტი სიკვდილით დასჯის განაჩენი მისი გამოტანილიაო".

თუმცა იგივე ფორუმელები თვითმფრინავის გატაცების მონაწილე გეგა კობახიძის დედის, ნათელა მაჭავარიანის განცხადებასაც ავრცელებდნენ ამ თემასთან დაკავშირებით (28 დეკ., 2012):

"პარტია "საქართველოს გზის" და თბილისის საკრებულოს წევრის ნათელა მაჭავარიანის განცხადებით, "თვითმფრინავის ბიჭების" დახვრეტის განაჩენი "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის თეა წულუკიანის მამას არ გამოუტანია".

"არჩევნების მოახლოვებასთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ყოველ წუთს გვესმის ბინძური ჭორები ოპოზიციონერ კანდიდატთა წინააღმდეგ. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი მერაბ სამადაშვილი "ქართული ოცნების" კანდიდატ თეა წულუკიანის წინააღმდეგ მოსახლეობაში ავრცელებს ხმებს, რომ თითქოს თეას მამა იყო მოსამართლე, რომელმაც "თვითმფრინავის ბიჭების" დახვრეტის განაჩენი გამოიტანა. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თვითმფრინავის საქმეზე მოსამართლე იყო თემურ გერსამია, ხოლო პროკურორი - იოსელიანი. დარწმუნებული ვარ, სამადაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ თეა წულუკიანის მამას ამ საქმესთან არავითარი კავშირი არ ჰქონია. ვწუხვარ, რომ აგონიაში მყოფი ხელისუფლების წარმომადგენლები ეხებიან ისეთ სენსიტიურ თემებს, როგორიც თვითმფრინავის საქმეა და მცდელობა აქვთ სიმართლე პოლიტიკური დივიდენდებისთვის დაამახინჯონ", - განაცხადა მაჭავარიანმა.

ამასთან, მაჭავარიანის განცხადებით, ის, ისევე როგორც პარტია "საქართველოს გზა", ნაძალადევის რაიონში თეა წულუკიანს მხარს უჭერენ.

"დარწმუნებულნი ვართ, წულუკიანი "ქართული ოცნების" მსგავსად გაიმარჯვებს არჩევნებში და საქართველოს პარლამენტის ღირსეული წევრი იქნება. მივმართავ მოსახლეობას, ცოტაც დარჩა, არ აჰყვეთ ჭორებს, ერთად დავუსვათ წერტილი ქვეყანაში გამეფებულ სიცრუეს და ძალმომრეობას. პირველ ოქტომბერს გამარჯვებას ვიზეიმებთ", - განაცხადა მაჭავარიანმა".