პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იპოლიტე ხვიჩიას ქალიშვილის საიდუმლო ნიშნობა - "ის, რაც ახლა უნდა გიამბოთ, მხოლოდ ორმა ადამიანმა ვიცოდით"
იპოლიტე ხვიჩიას ქალიშვილის საიდუმლო ნიშნობა - "ის, რაც ახლა უნდა გიამბოთ, მხოლოდ ორმა ადამიანმა ვიცოდით"

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო, რო­დე­საც ცნო­ბილ­მა ქარ­თველ­მა მსა­ხი­ობ­მა იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­ამ ქმარ­შვი­ლი­ა­ნი ქალი - ქუ­თა­ი­სის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი, ლუბა ალ­ფა­ი­ძე მო­ი­ტა­ცა და ისე გა­და­მა­ლა, რომ რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­რა­ვინ პო­უ­ლობ­და.

ქალ­ბა­ტონ ლუ­ბას ერთი ქა­ლიშ­ვი­ლი ჰყავ­და - ნუნუ, რო­მელ­მაც მშვე­ნივ­რად იცო­და რო­გორც მისი დე­დის მი­მართ იპო­ლი­ტეს გრძნო­ბის, ასე­ვე მათი ად­გილ­სამ­ყოფ­ლის შე­სა­ხე­ბაც. ის მა­შინ 15 წლის იყო და მა­მას­თან ერ­თად ეძებ­და მო­ტა­ცე­ბულ დე­დას. იმ სახ­ლსაც ბევ­რჯერ აუარ-ჩა­უ­ა­რეს, სა­დაც ლუბა და იპო­ლი­ტე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ არ გა­ამ­ხი­ლა... შემ­დეგ თვი­თო­ნაც დე­დას­თან დარ­ჩა. მარ­თა­ლია, მა­მამ ძალ­ზე ინერ­ვი­უ­ლა, მაგ­რამ ბო­ლოს ბედს შე­უ­რიგ­და და ცოლს ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ე­ყა­რა. ნუ­ნუს გაზ­რდა იპო­ლი­ტემ ითა­ვა, გვა­რიც მის­ცა და ის დიდი მსა­ხი­ო­ბის ერ­თა­დერ­თი შთა­მო­მა­ვა­ლია.

ქალ­ბა­ტო­ნი ნუნუ თა­ვად და­მი­კავ­შირ­და, - ძალ­ზე პი­რა­დუ­ლი ამ­ბა­ვი მაქვს მო­სა­ყო­ლი და მხო­ლოდ შენ თუ გან­დო­ბო, - მი­თხრა. მა­შინ ის 72 წლის გახ­ლდათ, ხუთი შვი­ლის დედა და თორ­მე­ტი შვი­ლიშ­ვი­ლის ბე­ბია.

- ის, რაც ახლა უნდა გი­ამ­ბოთ, მხო­ლოდ ორმა ადა­მი­ან­მა ვი­ცო­დით. ის და­ი­ღუ­პა, მე კი უკვე მოვ­ხუც­დი, გული წა­რა­მა­რა მახ­სე­ნებს თავს და არ ვიცი, რო­დის მი­ღა­ლა­ტებს. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, გი­ამ­ბოთ ყო­ვე­ლი­ვე და სა­ი­დუმ­ლო თან არ გა­ვი­ყო­ლო... მხო­ლოდ ერთ რა­მე­ზე შევ­თან­ხმდეთ: პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­საც ჩემი ამ­ბა­ვი ეხე­ბა, ძალ­ზე ცნო­ბი­ლი კაცი იყო, ამი­ტომ მას მხო­ლოდ სა­ხე­ლით მო­ვიხ­სე­ნი­ებ - არ მინ­და, რომ ჩრდი­ლი მი­ად­გეს გარ­დაც­ვლილს ან მის ოჯახს... და­ვი­წყებ იმით, რომ მე-11 კლას­ში ვსწავ­ლობ­დი, რო­დე­საც პრაქ­ტი­კა­ზე ახალ­გაზ­რდა პე­და­გო­გი მო­ავ­ლი­ნეს და ჩვენს სკო­ლა­ში გა­ა­ნა­წი­ლეს. ჩემ­სა და ლე­ვანს შო­რის მალე გაჩ­ნდა გრძნო­ბა... შემ­დეგ ჩა­ვა­ბა­რე ქუ­თა­ი­სის პე­და­გო­გი­ურ ინ­სტი­ტუ­ტში და მი­სა­ღებ გა­მოც­და­ზეც ის­ტო­რი­ას ლე­ვა­ნი იბა­რებ­და. კარ­გად ვი­ყა­ვი მომ­ზა­დე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფე­რი სხა­პას­ხუ­პით ვუ­პა­სუ­ხე, მაგ­რამ ლე­ვანს კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის­თვის უთ­ქვამს - ამ გო­გოს ერთი ცრემ­ლი მა­ინც უნდა გად­მო­ვაგ­დე­ბი­ნოო, - და მი­თხრა: - არ გე­გო­ნოს, შენ­თვის ხუ­თი­ა­ნი არ მე­მე­ტე­ბა, მაგ­რამ ერთი შე­კი­თხვა კი­დევ უნდა და­გის­ვა, რა ეხა­ტა აქი­ლევსს ფარ­ზეო? - და­ვი­ბე­ნი და ცრემ­ლი ყელ­ში მო­მებ­ჯი­ნა, ვე­რაფ­რით გა­ვიხ­სე­ნე და ვუ­თხა­რი: - არ გნ­დო­მე­ბი­ათ ნიშ­ნის და­წე­რა და ავ­დგე­ბი და წა­ვალ-მეთ­ქი. გა­მოს­ვლი­სას კა­რის სა­ხე­ლურს ხელი რომ მოვ­კი­დე, გა­მახ­სენ­და, მივ­ბრუნ­დი, - სახ­ნი­სი-მეთ­ქი - და­ვი­ძა­ხე და ოთა­ხი­დან გავ­ვარ­დი...

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

იპოლიტე ხვიჩიას ქალიშვილის საიდუმლო ნიშნობა - "ის, რაც ახლა უნდა გიამბოთ, მხოლოდ ორმა ადამიანმა ვიცოდით"

იპოლიტე ხვიჩიას ქალიშვილის საიდუმლო ნიშნობა - "ის, რაც ახლა უნდა გიამბოთ, მხოლოდ ორმა ადამიანმა ვიცოდით"

მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებული იყო, როდესაც ცნობილმა ქართველმა მსახიობმა იპოლიტე ხვიჩიამ ქმარშვილიანი ქალი - ქუთაისის თეატრის მსახიობი, ლუბა ალფაიძე მოიტაცა და ისე გადამალა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში ვერავინ პოულობდა.

ქალბატონ ლუბას ერთი ქალიშვილი ჰყავდა - ნუნუ, რომელმაც მშვენივრად იცოდა როგორც მისი დედის მიმართ იპოლიტეს გრძნობის, ასევე მათი ადგილსამყოფლის შესახებაც. ის მაშინ 15 წლის იყო და მამასთან ერთად ეძებდა მოტაცებულ დედას. იმ სახლსაც ბევრჯერ აუარ-ჩაუარეს, სადაც ლუბა და იპოლიტე იმყოფებოდნენ, მაგრამ არ გაამხილა... შემდეგ თვითონაც დედასთან დარჩა. მართალია, მამამ ძალზე ინერვიულა, მაგრამ ბოლოს ბედს შეურიგდა და ცოლს ოფიციალურად გაეყარა. ნუნუს გაზრდა იპოლიტემ ითავა, გვარიც მისცა და ის დიდი მსახიობის ერთადერთი შთამომავალია.

ქალბატონი ნუნუ თავად დამიკავშირდა, - ძალზე პირადული ამბავი მაქვს მოსაყოლი და მხოლოდ შენ თუ განდობო, - მითხრა. მაშინ ის 72 წლის გახლდათ, ხუთი შვილის დედა და თორმეტი შვილიშვილის ბებია.

- ის, რაც ახლა უნდა გიამბოთ, მხოლოდ ორმა ადამიანმა ვიცოდით. ის დაიღუპა, მე კი უკვე მოვხუცდი, გული წარამარა მახსენებს თავს და არ ვიცი, როდის მიღალატებს. ამიტომ გადავწყვიტე, გიამბოთ ყოველივე და საიდუმლო თან არ გავიყოლო... მხოლოდ ერთ რამეზე შევთანხმდეთ: პიროვნება, რომელსაც ჩემი ამბავი ეხება, ძალზე ცნობილი კაცი იყო, ამიტომ მას მხოლოდ სახელით მოვიხსენიებ - არ მინდა, რომ ჩრდილი მიადგეს გარდაცვლილს ან მის ოჯახს... დავიწყებ იმით, რომ მე-11 კლასში ვსწავლობდი, როდესაც პრაქტიკაზე ახალგაზრდა პედაგოგი მოავლინეს და ჩვენს სკოლაში გაანაწილეს. ჩემსა და ლევანს შორის მალე გაჩნდა გრძნობა... შემდეგ ჩავაბარე ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში და მისაღებ გამოცდაზეც ისტორიას ლევანი იბარებდა. კარგად ვიყავი მომზადებული, ყველაფერი სხაპასხუპით ვუპასუხე, მაგრამ ლევანს კომისიის წევრებისთვის უთქვამს - ამ გოგოს ერთი ცრემლი მაინც უნდა გადმოვაგდებინოო, - და მითხრა: - არ გეგონოს, შენთვის ხუთიანი არ მემეტება, მაგრამ ერთი შეკითხვა კიდევ უნდა დაგისვა, რა ეხატა აქილევსს ფარზეო? - დავიბენი და ცრემლი ყელში მომებჯინა, ვერაფრით გავიხსენე და ვუთხარი: - არ გნდომებიათ ნიშნის დაწერა და ავდგები და წავალ-მეთქი. გამოსვლისას კარის სახელურს ხელი რომ მოვკიდე, გამახსენდა, მივბრუნდი, - სახნისი-მეთქი - დავიძახე და ოთახიდან გავვარდი...

იხილეთ სტატია სრულად

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ