საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სად იყო მსოფლიო, როდესაც ჩეჩნეთში წამებით ხდიდნენ სულს ბავშვებს და ფეხმძიმე ქალებს" - პანკისელი მუსლიმები აქციას მართავენ
"სად იყო მსოფლიო, როდესაც ჩეჩნეთში წამებით ხდიდნენ სულს ბავშვებს და ფეხმძიმე ქალებს" - პანკისელი მუსლიმები აქციას მართავენ

პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში, სო­ფელ დუ­ის­ში ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა წი­ნას­წარ­მე­ტყველ მუ­ჰა­მე­დის კა­რი­კა­ტუ­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ას მარ­თავს. პრო­ტეს­ტის მო­ტი­ვებ­ზე კო­მენ­ტა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩეჩ­ნუ­რი დი­ას­პო­რის წარ­მო­მად­გე­ნელს, მექა ხან­გოშ­ვილს ვთხო­ვეთ:

- დუ­ის­ში აქ­ცი­ის გა­მარ­თვა ადეკ­ვა­ტუ­რი საქ­ცი­ე­ლია. ჩვენ ვართ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა და ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს აქვს უფ­ლე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცია გა­მარ­თოს. მე ვგმობ ყვე­ლა­ნა­ირ ტე­რო­რიზმს, ვი­ნა­ი­დან ტე­რო­რიზმს გა­მარ­თლე­ბა არ აქვს, შე­სა­ბა­მი­სად, ვგმობ იმა­საც, რაც საფ­რან­გეთ­ში მოხ­და, მაგ­რამ ვგმობ იმა­საც, რა­საც "შარ­ლი ებდო" აკე­თებ­და. წმინ­და მო­ცი­ქუ­ლის კა­რი­კა­ტუ­რის და­ხატ­ვის უფ­ლე­ბა მათ არ ჰქონ­დათ. ის, რა­საც ისი­ნი დღეს აკე­თე­ბენ, (მუ­ჰა­მე­დის კა­რი­კა­ტუ­რის კი­დევ და­ხატ­ვა და მი­ლი­ო­ნო­ბით ტი­რა­ჟი) არის პრო­ვო­კა­ცია, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია ის­ლა­მუ­რი სამ­ყა­როს წი­ნა­აღ­მდეგ. სხვა­თა შო­რის, ახლა, როცა თქვენ გე­სა­უბ­რე­ბით, ღია ეთე­რით ვუ­ყუ­რებ ჩეჩ­ნეთს, სა­დაც მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნია გა­მო­სუ­ლი და აპ­რო­ტეს­ტებს "შარ­ლი ებ­დოს" კა­რი­კა­ტუ­რებს და იქ მთე­ლი კავ­კა­სი­ი­და­ნაა ხალ­ხი ჩა­სუ­ლი, რათა ეს ფაქ­ტი გა­აპ­რო­ტეს­ტონ.

- ქალ­ბა­ტო­ნო მექა, რო­გორ ფიქ­რობთ, პრო­ტეს­ტის სხვა რა ფორ­მა იქ­ნე­ბა ადევა­ტუ­რი ამ კა­რი­კა­ტუ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ?

- ვერ გე­ტყვით, ალ­ბათ ყვე­ლა­ზე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფორ­მა სა­სა­მარ­თლო იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ვფიქ­რობ, მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცი­აც არ არის ცუდი. ამ ფორ­მით ადა­მი­ა­ნე­ბი სა­კუ­თარ აზრს გა­მო­ხა­ტა­ვენ.

- ზო­გა­დად, მარ­თლმორ­წმუ­ნე მუს­ლი­მე­ბის­თვის რამ­დე­ნად მი­სა­ღე­ბი იყო ის, რაც პა­რიზ­ში მოხ­და?

- აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა სა­ღად მო­აზ­როვ­ნე მუს­ლი­მი გმობს ამ ფაქტს, მაგ­რამ იმა­ზეც უნდა ვი­სა­უბ­როთ, თუ რამ გა­მო­იწ­ვია ეს ტე­რაქ­ტი. ამ 12 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის გამო მთე­ლი ევ­რო­პა და მსოფ­ლიო დად­გა ფეხ­ზე, ამის ფონ­ზე მიჩ­ნდე­ბა ლო­გი­კუ­რი კი­თხვა - სად იყო მსოფ­ლიო, რო­დე­საც ჩეჩ­ნეთ­ში ამა­ზე ათას­ჯერ მეტი სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი ხდე­ბო­და?! იქ თორ­მე­ტი ადა­მი­ა­ნი კი არ და­ი­ღუ­პა, არა­მედ გა­ცი­ლე­ბით მეტი. თა­ნაც რა ფორ­მით და­ხო­ცეს იქ ხალ­ხი, წა­მე­ბით ხდიდ­ნენ სულს ბავ­შვებს და ფეხ­მძი­მე ქა­ლებს. სად არის მსოფ­ლიო, როცა უდი­დე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ჩვენს მე­ზო­ბელ სომ­ხეთ­ში, გე­კი­თხე­ბით, სად არი­ან?! თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რუ­სე­თის არც ერ­თმა ტელე-არ­ხმა სომ­ხეთ­ში მომ­ხდა­რი ეს ფაქ­ტი არ გა­ა­შუ­ქა, მა­შინ, როცა პა­რი­ზის ტე­რაქტს დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე გმო­ბენ, თა­ნაც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, ჩეჩ­ნეთ­ში უა­რესს თვი­თონ აკე­თებ­დნენ. ყვე­ლა­ნა­ი­რი ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი არის და­საგ­მო­ბი.

- ბევ­რგან და­ი­წე­რა, რომ ამ ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტით მორ­წმუ­ნე მუს­ლი­მებს არა­ნაკ­ლე­ბი შეურაცხყო­ფა მი­ად­გათ, ვიდ­რე კა­რი­კა­ტუ­რე­ბით...

- ამ აზრს ნამ­დვი­ლად აქვს არ­სე­ბო­ბის უფ­ლე­ბა. კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი ტე­რო­რიზ­მი და­საგ­მო­ბია. ტე­რო­რიზ­მი შობს ტე­რო­რიზმს. გუ­ლის სიღ­რმე­ში დიდი შიში მაქვს, რომ ეს მარ­ტო ამით არ დას­რულ­დე­ბა, ვი­ნა­ი­დან ჩემი აზ­რით, ისიც ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტია, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო თვალს ხუ­ჭავს "შარ­ლი ებ­დოს" პრო­ვო­კა­ცი­ულ ქმე­დე­ბა­ზე, რო­დე­საც მათ ისევ გა­მო­აქ­ვეყ­ნეს მუ­ჰა­მე­დის კა­რი­კა­ტუ­რა. ჩემ­თვის ეს იგი­ვე ტე­რო­რიზ­მია. ამ ქმე­დე­ბით ისი­ნი მუს­ლი­მებს იწ­ვე­ვენ და გე­კი­თხე­ბით, პრო­ვო­კა­ცია მეტი რა არის?! მი­აღ­წია მსოფ­ლიო იმას, რომ დღეს ის­ლამს აქვს ტე­რო­რიზ­მის იმი­ჯი (რაც ძა­ლი­ან არას­წო­რი შე­ხე­დუ­ლე­ბაა), მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თქვენ ერთხელ მა­ინც გსმე­ნი­ათ, თუნ­დაც რა­დი­კა­ლუ­რი ის­ლა­მის­ტე­ბი­სა­გან, რომ მათ მო­ცი­ქუ­ლე­ბის (ქრის­ტეს ან მისი მო­წა­ფე­ე­ბის) კა­რი­კა­ტუ­რე­ბი და­ე­ხა­ტოთ?! ამას არ­ცერ­თი მორ­წმუ­ნე მუს­ლი­მი არ იკად­რებს.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"სად იყო მსოფლიო, როდესაც ჩეჩნეთში წამებით ხდიდნენ სულს ბავშვებს და ფეხმძიმე ქალებს" - პანკისელი მუსლიმები აქციას მართავენ

"სად იყო მსოფლიო, როდესაც ჩეჩნეთში წამებით ხდიდნენ სულს ბავშვებს და ფეხმძიმე ქალებს" - პანკისელი მუსლიმები აქციას მართავენ

პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ადგილობრივი მოსახლეობა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების საწინააღმდეგო აქციას მართავს. პროტესტის მოტივებზე კომენტარი საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელს, მექა ხანგოშვილს ვთხოვეთ:

- დუისში აქციის გამართვა ადეკვატური საქციელია. ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა და ნებისმიერ მსურველს აქვს უფლება მშვიდობიანი აქცია გამართოს. მე ვგმობ ყველანაირ ტერორიზმს, ვინაიდან ტერორიზმს გამართლება არ აქვს, შესაბამისად, ვგმობ იმასაც, რაც საფრანგეთში მოხდა, მაგრამ ვგმობ იმასაც, რასაც "შარლი ებდო" აკეთებდა. წმინდა მოციქულის კარიკატურის დახატვის უფლება მათ არ ჰქონდათ. ის, რასაც ისინი დღეს აკეთებენ, (მუჰამედის კარიკატურის კიდევ დახატვა და მილიონობით ტირაჟი) არის პროვოკაცია, რომელიც მიმართულია ისლამური სამყაროს წინააღმდეგ. სხვათა შორის, ახლა, როცა თქვენ გესაუბრებით, ღია ეთერით ვუყურებ ჩეჩნეთს, სადაც მილიონი ადამიანია გამოსული და აპროტესტებს "შარლი ებდოს" კარიკატურებს და იქ მთელი კავკასიიდანაა ხალხი ჩასული, რათა ეს ფაქტი გააპროტესტონ.

- ქალბატონო მექა, როგორ ფიქრობთ, პროტესტის სხვა რა ფორმა იქნება ადევატური ამ კარიკატურების წინააღმდეგ?

- ვერ გეტყვით, ალბათ ყველაზე დემოკრატიული ფორმა სასამართლო იქნება, მაგრამ ვფიქრობ, მშვიდობიანი აქციაც არ არის ცუდი. ამ ფორმით ადამიანები საკუთარ აზრს გამოხატავენ.

- ზოგადად, მართლმორწმუნე მუსლიმებისთვის რამდენად მისაღები იყო ის, რაც პარიზში მოხდა?

- აბსოლუტურად ყველა საღად მოაზროვნე მუსლიმი გმობს ამ ფაქტს, მაგრამ იმაზეც უნდა ვისაუბროთ, თუ რამ გამოიწვია ეს ტერაქტი. ამ 12 ადამიანის სიცოცხლის გამო მთელი ევროპა და მსოფლიო დადგა ფეხზე, ამის ფონზე მიჩნდება ლოგიკური კითხვა - სად იყო მსოფლიო, როდესაც ჩეჩნეთში ამაზე ათასჯერ მეტი საშინელებები ხდებოდა?! იქ თორმეტი ადამიანი კი არ დაიღუპა, არამედ გაცილებით მეტი. თანაც რა ფორმით დახოცეს იქ ხალხი, წამებით ხდიდნენ სულს ბავშვებს და ფეხმძიმე ქალებს. სად არის მსოფლიო, როცა უდიდესი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს მეზობელ სომხეთში, გეკითხებით, სად არიან?! თქვენ წარმოიდგინეთ, რუსეთის არც ერთმა ტელე-არხმა სომხეთში მომხდარი ეს ფაქტი არ გააშუქა, მაშინ, როცა პარიზის ტერაქტს დღეში რამდენჯერმე გმობენ, თანაც გაითვალისწინეთ, ჩეჩნეთში უარესს თვითონ აკეთებდნენ. ყველანაირი ტერორისტული აქტი არის დასაგმობი.

- ბევრგან დაიწერა, რომ ამ ტერორისტული აქტით მორწმუნე მუსლიმებს არანაკლები შეურაცხყოფა მიადგათ, ვიდრე კარიკატურებით...

- ამ აზრს ნამდვილად აქვს არსებობის უფლება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ყველანაირი ტერორიზმი დასაგმობია. ტერორიზმი შობს ტერორიზმს. გულის სიღრმეში დიდი შიში მაქვს, რომ ეს მარტო ამით არ დასრულდება, ვინაიდან ჩემი აზრით, ისიც ტერორისტული აქტია, როდესაც სახელმწიფო თვალს ხუჭავს "შარლი ებდოს" პროვოკაციულ ქმედებაზე, როდესაც მათ ისევ გამოაქვეყნეს მუჰამედის კარიკატურა. ჩემთვის ეს იგივე ტერორიზმია. ამ ქმედებით ისინი მუსლიმებს იწვევენ და გეკითხებით, პროვოკაცია მეტი რა არის?! მიაღწია მსოფლიო იმას, რომ დღეს ისლამს აქვს ტერორიზმის იმიჯი (რაც ძალიან არასწორი შეხედულებაა), მიუხედავად ამისა, თქვენ ერთხელ მაინც გსმენიათ, თუნდაც რადიკალური ისლამისტებისაგან, რომ მათ მოციქულების (ქრისტეს ან მისი მოწაფეების) კარიკატურები დაეხატოთ?! ამას არცერთი მორწმუნე მუსლიმი არ იკადრებს.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია