"გუდა-გუდას" ბალიში-თოჯინა "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში გაიყიდება

"გუდა-გუდას" ბალიში-თოჯინა "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში გაიყიდება

ზუსტად 28 წლის წინ ქართულ მულტიპლიკაციას კიდევ ერთი შედევრი შეემატა. რეჟისორ დავით თოფურიას მულტიზღაპარი, რომელიც ერთი პატარა გოგონასა და ცეროდენა თოვლის გუნდას ამბავს მოგვითხრობს, ყველა თაობის საყვარელ მულტფილმად იქცა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაშინდელი ბავშვები დღეს უკვე მშობლები არიან და მულტფილმს ახლაც სიამოვნებით უყურებენ შვილებთან ერთად.

ბევრი ბავშვის ოცნება მალე რეალობად იქცევა და ყველასათვის საყვარელი "გუდა-გუდა, თოვლის გუნდა" - ეკრანული გმირის თოჯინა - "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში გაიყიდება. მუცელზე შეხებისთანავე თეთრი ფუმფულა ბალიში-თოჯინა მულტფილმის უკვდავ სიმღერას - "გუდა-გუდას" შეასრულებს. სპეციალურად ამ თოჯინისთვის ხელახლა გაკეთდა მუსიკის არანჟირება "სანო სტუდიაში", ხოლო სიმღერა მულტფილმის პირველმა გამხმოვანებელმა ნუგზარ კვაშალმა "პალიტრამედიის" ხმის ჩამწერ სტუდიაში ჩაწერა. ანსამბლ "ივერიის" წევრი ნუგზარ კვაშალი მულტფილმის ისტორიას იხსენებს.

- 1986 წელს ალექსანდრე ბასილაიას მოკლემეტრაჟიანი მულტფილმისთვის მუსიკის დაწერა შესთავაზეს. ,,გუდა-გუდას" მელოდიას მიუზიკლ "თოვლის ბებოს ზღაპარში" ვმღეროდით. როდესაც ბატონ ალექსანდრეს მულტფილმის ნახატები აჩვენეს, დამირეკა და მითხრა: - ნუგზარ, შენ ძალიან ჰგავხარ იმ მულტფილმის გმირს, რომლისთვისაც სიმღერის დაწერა შემომთავაზესო. მოგვიანებით კაბინეტში დამიბარა, ნახატები ამოიღო უჯრიდან და მეუბნება: - "გუდა-გუდა" შენ უნდა გაახმოვანოო.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია