პოლიტიკა
კონფლიქტები

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემმა მეუღლემ იცოდა ჩემი ცუღლუტობის ამბავი, მაგრამ ეს ჩემს სისუსტედ მიაჩნდა და იცინოდა ხოლმე" - გივი სიხარულიძე თქვენთვის უცნობი კუთხით
"ჩემმა მეუღლემ იცოდა ჩემი ცუღლუტობის ამბავი, მაგრამ ეს ჩემს სისუსტედ მიაჩნდა და იცინოდა ხოლმე" - გივი სიხარულიძე თქვენთვის უცნობი კუთხით

მსა­ხი­ობს, მწე­რალს, ყო­ფილ სპორ­ტსმენ­სა და მო­ცეკ­ვა­ვეს, კო­ლო­რიტს და, ზო­გა­დად, მრა­ვალ­მხრივ ნი­ჭი­ერ გივი სი­ხა­რუ­ლი­ძეს თუ მცე­ნა­რე­ე­ბი ასე უყ­ვარ­და, ნამ­დვი­ლად არ მე­გო­ნა. ეს ამ­ბა­ვი შემ­თხვე­ვით შე­ვი­ტყვე და მა­შინ­ვე შე­ვეხ­მი­ა­ნე. ვკი­თხე, ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლი ყვა­ვი­ლე­ბი მარ­თლა თქვე­ნია-მეთ­ქი? მი­პა­სუ­ხა: ჩე­მია, მა ვი­სია? ესე იგი, თქვენ­ვე უვ­ლით, ხომ? ჩე­მია და, მა ვინ მო­უვ­ლის?! ამის მერე შინ ვეს­ტუმ­რე და სულ სხვა­ნა­ი­რი გივი სი­ხა­რუ­ლი­ძე გა­ვი­ცა­ნი.

- ყვე­ლა ყვა­ვი­ლი მიყ­ვარს, თი­თო­ე­ულს ხომ თა­ვი­სი სურ­ნე­ლი და თვი­სე­ბა აქვს. ყვა­ვი­ლი მა­გო­ნებს კე­თილ­შო­ბი­ლე­ბით, სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე ადა­მი­ანს. ეკა­ლი ჩემს თვალ­ში ბო­რო­ტე­ბის სიმ­ბო­ლოა, უბე­დუ­რე­ბაა, რომ სამ­ყა­რო­ში ეკა­ლი ჭარ­ბობს ყვა­ვილს.

- დიდი ხა­ნია, ყვა­ვი­ლებს უვ­ლით?

- 40 წელი იქ­ნე­ბა, რაც ქოთ­ნის ყვა­ვი­ლებს ვუვ­ლი... სა­ერ­თოდ, ბუ­ნე­ბა მიყ­ვარს - მთის, წყლის მო­თხი­ლა­მუ­რე ვი­ყა­ვი. კაცი შე­იძ­ლე­ბა ძა­ლი­ან ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი იყოს, მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი, ზრდი­ლო­ბი­ა­ნი, თუმ­ცა, ბო­რო­ტი და გულ­ღვარ­ძლი­ა­ნი. ორ­მეტ­რი­ან, მხარ­ბე­ჭი­ან ათ­ლეტს, მოკ­რი­ვეს, ძა­ლო­სანს კი შე­საძ­ლოა ფა­ქი­ზი სული ჰქონ­დეს - ბა­ლა­ხი უყ­ვარ­დეს, გამ­ხმარ ფო­თოლ­საც კი ეფე­რე­ბო­დეს.

- თქვენს ნა­მუ­შევ­რებ­ში დიდი ად­გი­ლი უჭი­რავს ბუ­ნე­ბას, მცე­ნა­რე­ებს...

- მაგ სამ­ყა­როს­თან უფრო ახ­ლოს ვარ, ვიდ­რე რე­ა­ლურ­თან. ის ყო­ველ­თვის ნაღ­დია, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მე ასე ვფიქ­რობ... ჩვენ ბუ­ნე­ბის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლე­ბი ვართ და უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ მას, ამი­ტო­მაც მიყ­ვარს ყვა­ვი­ლი, ფო­თო­ლი, მდე­ლო... თუ მინ­დორ­ში მოვ­ხვდი და სა­ჭეს­თან ვარ, ვცდი­ლობ, ხას­ხა­სა ბა­ლა­ხი მან­ქა­ნით არ გა­დავ­თე­ლო - სუნ­თქავს და არ მინ­და, სი­ცო­ცხლე ნა­ად­რე­ვად მო­ვუს­პო. ქუ­ჩა­ში ხმელ ფო­თოლს ფეხს არ ვა­ბი­ჯებ, ვი­ღებ და ხის ძირ­ში ვდებ, ჩემი ძმა­კა­ცე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, - ცოტა და­უს­ტვი­ნეო... ხმე­ლი ფო­თო­ლი ისე­დაც უკვე გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია და ფე­ხით სა­ბო­ლო­ოდ აღარ ვთე­ლავ.

- ე..ი. ქოთ­ნის ყვა­ვი­ლებს 40 წე­ლია, უვ­ლით...

- ბინა ბევ­რჯერ გა­მო­ვიც­ვა­ლე და გა­და­ტა­ნა-გად­მო­ტა­ნი­სას ყვა­ვი­ლე­ბი და­მაკ­ლდა... ყვე­ლა მცე­ნა­რე ერ­თნა­ი­რად ვერ ეგუ­ე­ბა სხვა გა­რე­მოს.

ზურა შე­ვარ­დნა­ძე რომ არის, მე­ბა­ღე, უდი­დეს პა­ტივს ვცემ. იგ­რძნო­ბა, რომ საქ­მე, რო­მელ­საც ემ­სა­ხუ­რე­ბა, სი­გი­ჟემ­დე უყ­ვარს. სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნია, ყო­ველ ღე­როს, ფო­თოლს, ყვა­ვილს, ლე­ბანს ეფე­რე­ბა. რა თქმა უნდა, ასე­თი კაცი კარ­გი ადა­მი­ა­ნია.

- ქოთ­ნის ყვა­ვი­ლებს და­ვუბ­რუნ­დეთ, ძა­ლი­ან შე­უ­წუ­ხე­ბი­ხართ ამ ბე­გო­ნი­ის ბედს...

- მი­ჭირს შე­გუ­ე­ბა, როცა რო­მე­ლი­მე ყვა­ვი­ლი ხმო­ბას იწყებს... ახლა ერთ რა­ღა­ცას გე­ტყვით: ჩემი მე­უღ­ლე 18 წე­ლია, აღარ არის. მან იცო­და ჩემი ცუღ­ლუ­ტო­ბის ამ­ბა­ვი, მაგ­რამ ეს ჩემს სი­სუს­ტედ მი­აჩ­ნდა და იცი­ნო­და ხოლ­მე. სიყ­ვა­რუ­ლით მის გარ­და არა­ვინ მყვა­რე­ბია და როცა გარ­და­იც­ვა­ლა, ჩემს თავს ვუ­თხა­რი, მის ად­გილს არა­ვის და­ვა­კა­ვე­ბი­ნებ-მეთ­ქი. ავად რომ გახ­და, მომ­ვლე­ლე­ბი ბლო­მად ჰყავ­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მე­ტად მე ვუვ­ლი­დი. ჰოდა, მცე­ნა­რეს, რო­მე­ლიც სი­გი­ჟემ­დე მიყ­ვარს და ვხე­დავ, რომ ავად ხდე­ბა, ან ხმე­ბა, რო­გორ არ მივ­ხე­დავ? ეს ხომ სუ­ლი­ე­რია, ცო­ცხა­ლია... აი, შე­ხე­დეთ, ჩემი მე­უღ­ლის სუ­რათ­თან 18 წე­ლი­წა­დია, ლარ­ნაკ­ში სულ ცო­ცხა­ლი ყვა­ვი­ლე­ბი აწყვია... სა­ნამ ცო­ცხა­ლი ვარ, ასე იქ­ნე­ბა...

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ჩემმა მეუღლემ იცოდა ჩემი ცუღლუტობის ამბავი, მაგრამ ეს ჩემს სისუსტედ მიაჩნდა და იცინოდა ხოლმე" - გივი სიხარულიძე თქვენთვის უცნობი კუთხით

"ჩემმა მეუღლემ იცოდა ჩემი ცუღლუტობის ამბავი, მაგრამ ეს ჩემს სისუსტედ მიაჩნდა და იცინოდა ხოლმე" - გივი სიხარულიძე თქვენთვის უცნობი კუთხით

მსახიობს, მწერალს, ყოფილ სპორტსმენსა და მოცეკვავეს, კოლორიტს და, ზოგადად, მრავალმხრივ ნიჭიერ გივი სიხარულიძეს თუ მცენარეები ასე უყვარდა, ნამდვილად არ მეგონა. ეს ამბავი შემთხვევით შევიტყვე და მაშინვე შევეხმიანე. ვკითხე, ფოტოზე აღბეჭდილი ყვავილები მართლა თქვენია-მეთქი? მიპასუხა: ჩემია, მა ვისია? ესე იგი, თქვენვე უვლით, ხომ? ჩემია და, მა ვინ მოუვლის?! ამის მერე შინ ვესტუმრე და სულ სხვანაირი გივი სიხარულიძე გავიცანი.

- ყველა ყვავილი მიყვარს, თითოეულს ხომ თავისი სურნელი და თვისება აქვს. ყვავილი მაგონებს კეთილშობილებით, სიყვარულით სავსე ადამიანს. ეკალი ჩემს თვალში ბოროტების სიმბოლოა, უბედურებაა, რომ სამყაროში ეკალი ჭარბობს ყვავილს.

- დიდი ხანია, ყვავილებს უვლით?

- 40 წელი იქნება, რაც ქოთნის ყვავილებს ვუვლი... საერთოდ, ბუნება მიყვარს - მთის, წყლის მოთხილამურე ვიყავი. კაცი შეიძლება ძალიან ინტელექტუალური იყოს, მოკრძალებული, ზრდილობიანი, თუმცა, ბოროტი და გულღვარძლიანი. ორმეტრიან, მხარბეჭიან ათლეტს, მოკრივეს, ძალოსანს კი შესაძლოა ფაქიზი სული ჰქონდეს - ბალახი უყვარდეს, გამხმარ ფოთოლსაც კი ეფერებოდეს.

- თქვენს ნამუშევრებში დიდი ადგილი უჭირავს ბუნებას, მცენარეებს...

- მაგ სამყაროსთან უფრო ახლოს ვარ, ვიდრე რეალურთან. ის ყოველთვის ნაღდია, ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ... ჩვენ ბუნების შემადგენელი ნაწილები ვართ და უნდა გავუფრთხილდეთ მას, ამიტომაც მიყვარს ყვავილი, ფოთოლი, მდელო... თუ მინდორში მოვხვდი და საჭესთან ვარ, ვცდილობ, ხასხასა ბალახი მანქანით არ გადავთელო - სუნთქავს და არ მინდა, სიცოცხლე ნაადრევად მოვუსპო. ქუჩაში ხმელ ფოთოლს ფეხს არ ვაბიჯებ, ვიღებ და ხის ძირში ვდებ, ჩემი ძმაკაცები მეუბნებიან, - ცოტა დაუსტვინეო... ხმელი ფოთოლი ისედაც უკვე განადგურებულია და ფეხით საბოლოოდ აღარ ვთელავ.

- ე..ი. ქოთნის ყვავილებს 40 წელია, უვლით...

- ბინა ბევრჯერ გამოვიცვალე და გადატანა-გადმოტანისას ყვავილები დამაკლდა... ყველა მცენარე ერთნაირად ვერ ეგუება სხვა გარემოს.

ზურა შევარდნაძე რომ არის, მებაღე, უდიდეს პატივს ვცემ. იგრძნობა, რომ საქმე, რომელსაც ემსახურება, სიგიჟემდე უყვარს. საოცარი ადამიანია, ყოველ ღეროს, ფოთოლს, ყვავილს, ლებანს ეფერება. რა თქმა უნდა, ასეთი კაცი კარგი ადამიანია.

- ქოთნის ყვავილებს დავუბრუნდეთ, ძალიან შეუწუხებიხართ ამ ბეგონიის ბედს...

- მიჭირს შეგუება, როცა რომელიმე ყვავილი ხმობას იწყებს... ახლა ერთ რაღაცას გეტყვით: ჩემი მეუღლე 18 წელია, აღარ არის. მან იცოდა ჩემი ცუღლუტობის ამბავი, მაგრამ ეს ჩემს სისუსტედ მიაჩნდა და იცინოდა ხოლმე. სიყვარულით მის გარდა არავინ მყვარებია და როცა გარდაიცვალა, ჩემს თავს ვუთხარი, მის ადგილს არავის დავაკავებინებ-მეთქი. ავად რომ გახდა, მომვლელები ბლომად ჰყავდა, მაგრამ ყველაზე მეტად მე ვუვლიდი. ჰოდა, მცენარეს, რომელიც სიგიჟემდე მიყვარს და ვხედავ, რომ ავად ხდება, ან ხმება, როგორ არ მივხედავ? ეს ხომ სულიერია, ცოცხალია... აი, შეხედეთ, ჩემი მეუღლის სურათთან 18 წელიწადია, ლარნაკში სულ ცოცხალი ყვავილები აწყვია... სანამ ცოცხალი ვარ, ასე იქნება...

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ჟან კლოდ ვანდამის ვაჟმა ცოლად აზერბაიჯანელი გოგონა მოიყვანა - აზერბაიჯანულ-ჰოლივუდური ქორწილის დეტალები

"...იწვალა, თან ფეხმძიმედ არის, ათი დღე კარანტინში იყო, მაგრამ უამისოდ არ გამოვიდოდა" - რას ამბობენ ნატალია ქუთათელაძის საერთაშორისო წარმატებაზე დედა და ბებია?

"შვილიკო, მეც ძალიან მიყვარხარ, ვეცდები, - კარგად ვიყოო... - ჩემთვის თითქოს ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი" - რას იხსენებს ქეთი წიკლაური მამაზე?