პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღეს ნათლისღებაა - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა ნათლისღების საიდუმლოს შესახებ
დღეს ნათლისღებაა - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა ნათლისღების საიდუმლოს შესახებ

მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია 19 იან­ვარს, ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულს აღ­ნიშ­ნავს. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტაძ­რებ­ში წირ­ვა-ლოც­ვა ჩა­ტარ­დე­ბა.

სა­ეკ­ლე­სიო სწავ­ლე­ბით, ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­უ­ლი თორ­მეტ სა­უფ­ლო დღე­სას­წა­ულს შო­რის ერთ-ერ­თია. სხვაგ­ვა­რად ამ დღეს ღვთის გა­მო­ცხა­დე­ბის დღე­სას­წა­ულს უწო­დე­ბენ, რად­გან ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბა გა­ცხად­და. ასე­ვე ნათ­ლო­ბა და­წეს­და. ყო­ვე­ლი წლის ამ დღეს მდი­ნა­რე იორ­და­ნე აღმა იწყებს სვლას, რო­დე­საც იე­რუ­სა­ლი­მის პატ­რი­არ­ქი მდი­ნა­რე­ში სამ­ჯერ ჯვარს გა­და­აგ­დებს, რო­გორც ეს მოხ­და უფ­ლის მდი­ნა­რე­ში ჩას­ვლის დროს.

წმი­და სა­ხა­რე­ბის მი­ხედ­ვით, წმინ­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის მიერ იესო ქრის­ტეს ნათ­ლის­ღე­ბა მდი­ნა­რე იორ­და­ნე­ში მოხ­და. ამ დროს მას­ზე სუ­ლიწ­მინ­და მტრე­დის სა­ხით გად­მო­ვი­და და თავ­ზე და­ად­გა, ზე­ცი­დან კი ხმა გა­ის­მა: "ეს არის ძე ჩემი საყ­ვა­რე­ლი, რო­მე­ლიც მე სათ­ნო ვი­ყავ".

რე­ლი­გი­უ­რი სწავ­ლე­ბის თა­ნახ­მად, ნა­კურთხ წყალს უფ­ლის მიერ კურ­თხე­უ­ლი მდი­ნა­რე იორ­და­ნეს მად­ლი ენი­ჭე­ბა და უხრწნელ თვი­სე­ბებს იძენს. მორ­წმუ­ნე­ებს მისი მი­ღე­ბა უზ­მო­ზე შე­უძ­ლი­ათ, გან­სა­კუთ­რე­ბით - ავად­მყო­ფო­ბი­სა და გან­საც­დე­ლე­ბის დროს.

წმინ­და მა­მე­ბი ამ­ბო­ბენ, ღმერ­თი მა­მაა ჩვე­ნი, ხოლო ეკ­ლე­სია - დე­დაო. იმი­სათ­ვის, რომ დე­და­ეკ­ლე­სი­ის შვი­ლე­ბი გავ­ხდეთ, უნდა მი­ვი­ღოთ ბე­ჭე­დი სუ­ლიწ­მი­დი­სა, რო­მე­ლიც ნათ­ლო­ბის დროს მოგ­ვე­ნი­ჭე­ბა. ეს გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი გზაა. ნათ­ლის­ღე­ბის სა­ი­დუმ­ლო წარ­ხო­ცავს პირ­ველ­ქმნილ და ყვე­ლა სხვა ცოდ­ვა­საც - "აღ­ვი­ა­რებ ერ­თსა ნათ­ლის­ღე­ბა­სა მო­სა­ტე­ვე­ბე­ლად ცოდ­ვა­თა" - ყო­ველ­დღი­უ­რად ვი­მე­ო­რებთ ქრის­ტი­ა­ნე­ბი. სა­ი­დუმ­ლო მარ­თლაც დი­დია და ხში­რად მას­ში მო­ნა­წი­ლე­ებს - იქ­ნებ სწო­რედ მის­და­მი სე­რი­ო­ზუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო - უამ­რა­ვი ყო­ფი­თი შე­კი­თხვა უჩ­ნდე­ბათ.

ნათ­ლის­ღე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ას­პექ­ტებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა ნა­რი­ყა­ლის წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ტაძ­რის მღვდელმსა­ხუ­რი ზა­ქა­რია მარ­გა­ლი­ტა­ძე.

- მა­მაო, რო­გო­რია ნათ­ლის­ღე­ბის სა­ი­დუმ­ლოს მნიშ­ვნე­ლო­ბა?

- ნათ­ლის­ღე­ბა ახა­ლი შო­ბაა. იგი ადა­მი­ან­თა ცხო­ნე­ბის­თვის სრულ­დე­ბა. ნა­თელ­ღე­ბუ­ლი ძვე­ლი ცხოვ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ ახალ ცხოვ­რე­ბას იწყებს, ხდე­ბა ღვთის შვი­ლი, ქრის­ტეს ეკ­ლე­სი­ის ნა­წი­ლი და მა­რა­დი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის მემ­კვიდ­რე.

ეკ­ლე­სი­ის სა­ი­დუმ­ლო­თა ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ნათ­ლის­ღე­ბის სა­ი­დუმ­ლო პირ­ველ ად­გილ­ზე დგას. იგია შე­სას­ვლე­ლი კარი მად­ლმო­სილ სა­მე­ფო­ში - ქრის­ტეს ეკ­ლე­სი­ა­ში. ნათ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გან­ვიწ­მინ­დე­ბით, განვნათლდე­ბით, წარ­გვე­ხო­ცე­ბა ცოდ­ვე­ბი, ვე­ზი­ა­რე­ბით მა­რა­დი­ულ ცხოვ­რე­ბას.

"ამინ, ამინ, გე­ტყვით თქუ­ენ, უკე­თუ ვინ­მე არა იშ­ვას წყლი­სა­გან და სუ­ლი­სა, ვერ ხე­ლე­წი­ფე­ბის შეს­ვლად სა­სუ­ფე­ველ­სა ღმრთი­სა­სა", - ამ­ბობს უფა­ლი ჩვე­ნი იესო ქრის­ტე. მა­ცხოვ­რის სი­ტყვებ­ში ჩანს ნათ­ლის­ღე­ბის უპირ­ვე­ლე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა - მხო­ლოდ ის იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას სხვა სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა. ასე ეს­მო­და ეკ­ლე­სი­ას მუ­დამ და ასეა ახ­ლაც. ქრის­ტი­ა­ნად გახ­დო­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია ოდენ ნათ­ლის­ღე­ბის წყლებ­ში გან­ბა­ნით. სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა აღეს­რუ­ლე­ბა მხო­ლოდ ქრის­ტეს ეკ­ლე­სი­ა­ში, იგია მად­ლმო­სი­ლი სა­ცა­ვი და კა­ნო­ნი­ე­რი მემ­კვიდ­რე სა­მო­ცი­ქუ­ლო ხელ­დას­ხმი­სა. მად­ლის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ღმერ­თში ცხოვ­რე­ბა. რა შე­უძ­ლია კაცს ღვთის გა­რე­შე?!

ნათ­ლის­ღე­ბის სა­ი­დუმ­ლოს არსი კი შემ­დეგ­ში მდგო­მა­რე­ობს: რწმე­ნის­კენ მოქ­ცე­უ­ლი ცოდ­ვი­ლი სამ­ჯერ შთა­იფ­ლე­ბა წყალ­ში წმინ­და სა­მე­ბის სა­ხე­ლით და უფალ იესო ქრის­ტეს სიკ­ვდი­ლი­სა და აღ­დგო­მის მო­სა­გო­ნებ­ლად. საღვთო მად­ლით გა­ნიწ­მინ­დე­ბა ყო­ველ­გვა­რი ცოდ­ვი­სა და ადა­მის­მი­ე­რი პირ­ველ­ქმნი­ლი ბი­წის­გან, შე­იქ­მნე­ბა ახალ ადა­მი­ა­ნად, ქრის­ტეს მად­ლმო­სი­ლი სა­მე­ფოს - მისი წმინ­და ეკ­ლე­სი­ის წევ­რად, გა­ნათ­ლე­ბუ­ლად და გან­წმენ­დი­ლად.

თუკი ნათ­ლო­ბამ­დე სუ­ლიწ­მინ­დის მად­ლი მხო­ლოდ მო­უ­წო­დებ­და ცოდ­ვილს ქრის­ტეს რწმე­ნის­კენ და უფ­ლის სიყ­ვა­რულს უღ­ვი­ვებ­და, ნათ­ლის­ღე­ბი­სას პირ­ვე­ლად სა­ი­დუმ­ლოდ შთა­იღ­ვრე­ბა იგი ადა­მი­ა­ნის არ­სე­ბა­ში და სრუ­ლე­ბით გან­წმენ­დს მას.

ისი­ნი, ვინც გულ­დას­მით მო­ემ­ზა­და ნათ­ლო­ბის­თვის, გა­ი­ა­რა კა­თაკ­მე­ველ­თა სკო­ლა და მთე­ლი გუ­ლით მი­ი­ღო რწმე­ნის სა­ფუძ­ვლე­ბი, უდი­დეს ცვლი­ლე­ბა­სა და სი­ხა­რულს გა­ნიც­დი­ან ნათ­ლის­ღე­ბი­სას. ამის ბევ­რი მა­გა­ლი­თია ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ა­ში და გვხვდე­ბა დღე­საც, თუმ­ცა­ღა სულ უფრო და უფრო იშ­ვი­ა­თად...

- ნათ­ლის­ღე­ბის სა­ი­დუმ­ლოს ხი­ლუ­ლი მხა­რეც აქვს...

- მო­სა­ნათ­ლად გამ­ზა­დე­ბუ­ლი ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის სა­ხე­ლით სამ­ჯერ შთა­იყ­ვა­ნე­ბა სუფ­თა წყალ­ში. ნათ­ლო­ბის აღ­სრუ­ლე­ბი­სას ყო­ველ­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და სუფ­თა წყა­ლი, გარ­და გა­მო­ნაკ­ლი­სი შემ­თხვე­ვე­ბი­სა (ცნო­ბი­ლია, მა­გა­ლი­თად, მო­წა­მის სის­ხლით ნათ­ლო­ბა). წყალ­ზე, რო­გორც ნათ­ლო­ბის მა­სა­ლა­ზე, თვით მა­ცხო­ვარ­მა მი­უ­თი­თა თა­ვი­სი სწავ­ლე­ბი­თაც და საქ­მი­თაც. წყალ­ში აღას­რუ­ლებ­დნენ ნათ­ლო­ბას მო­ცი­ქუ­ლე­ბიც და წმინ­და ეკ­ლე­სი­აც ყველ­გან და ყო­ველ­თვის წყალ­ში ნათ­ლავ­და.

- რა­ტომ აქვს წყალს არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა ნათ­ლო­ბის სა­ი­დუმ­ლოს შეს­რუ­ლე­ბის დროს?

- რად­გან ადა­მი­ა­ნი შედ­გე­ბა ორი ნა­წი­ლის­გან - სუ­ლი­სა და ხორ­ცის­გან, ამი­ტომ გან­წმენ­დაც ორგვა­რია: სხე­ულს წმენ­დს წყა­ლი, ხოლო სულს - ღვთა­ებ­რი­ვი სული.

წყალ­ში შთაფვ­ლას რამ­დე­ნი­მე სიმ­ბო­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს: პირ­ვე­ლი - იგი წარ­მო­ად­გენს მსოფ­ლიო წარ­ღვნის სა­ხეს (1 პეტრ. 1,14-21); და მე­ო­რე, ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სიმ­ბო­ლო - იგია საფ­ლა­ვი მა­ცხოვ­რი­სა, სა­დაც თა­ნა­და­ვიფ­ლე­ბით ქრის­ტეს­თან და შემ­დეგ მას­თან ერ­თად აღვდგე­ბით. ჩვენც, მა­ცხოვ­რის მსგავ­სად, ვკვდე­ბით ცოდ­ვის­მი­ე­რი ცხოვ­რე­ბის­თვის და, რო­გორ ის აღ­დგა მკვდრე­თით, ასე­ვე ვცო­ცხლდე­ბით მარ­თა­ლი ცხოვ­რე­ბის­თვის.

ნათ­ლის­ღე­ბის ჟამს სრულ­დე­ბა ზო­გი­ერ­თი წესი, რო­მელ­თაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ერთ-ერ­თია შე­ფუ­ცე­ბა. ნათ­ლო­ბის და­წყე­ბამ­დე იკურ­თხე­ბა წყა­ლი და ღვთის მად­ლით მი­ე­ნი­ჭე­ბა განმწმენ­დე­ლი ძალა, რის შემ­დე­გაც იკი­თხე­ბა შე­ფუც­ვის ლოც­ვე­ბი. შე­ფუ­ცე­ბა უფ­ლის - იესო ქრის­ტეს სა­ხე­ლით ხდე­ბა. ამ დროს ადა­მი­ა­ნის­გან გა­ნი­დევ­ნე­ბა დე­მო­ნუ­რი სული - ამ უკა­ნას­კნელს მას­ზე ადა­მის ცოდ­ვით და­ცე­მის გამო ჰქონ­და ხელ­მწი­ფე­ბა, უფ­ლის მიერ ჯვარ­ზე დაღ­ვრილ­მა სის­ხლმა ამ გავ­ლე­ნის­გან გაგ­ვა­თა­ვი­სუფ­ლა.

შე­ფუც­ვის შემ­დეგ მო­სა­ნათ­ლად გამ­ზა­დე­ბუ­ლი ან მისი ნათ­ლია (თუკი მო­სა­ნათ­ლი ყრმაა) კი­თხუ­ლობს მრწამსს - სარ­წმუ­ნო­ე­ბის სიმ­ბო­ლოს, რო­მე­ლიც სარ­წმუ­ნო­ე­ბის მოკ­ლე, მაგ­რამ ზუსტ გად­მო­ცე­მას წარ­მო­ად­გენს. ამით მო­სა­ნათ­ლად გამ­ზა­დე­ბუ­ლი ადას­ტუ­რებს თა­ვი­სი რწმე­ნის იდენ­ტო­ბას სა­მო­ცი­ქუ­ლო რწმე­ნას­თან, რაც ნათ­ლო­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტია. ნათ­ლო­ბის სა­ი­დუმ­ლო მე­ქა­ნი­კუ­რად არ აღეს­რუ­ლე­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია გა­აზ­რე­ბუ­ლი გუ­ლი­თა­დი რწმე­ნა. მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რაც ეკ­ლე­სია დარ­წმუნ­დე­ბა მო­სა­ნათ­ლად გან­მზა­დე­ბუ­ლის ჭეშ­მა­რიტ აღმსა­რებ­ლო­ბა­ში, და­ი­წყე­ბა ცენ­ტრა­ლუ­რი მო­მენ­ტი - გან­ბა­ნის წყლებ­ში შთაყ­ვა­ნე­ბა.

სა­ნამ წყალ­ში შთა­იყ­ვა­ნე­ბა, მო­სა­ნათლს ზეთს სცხე­ბენ. ამ დროს ღვთის­მსა­ხუ­რი ამ­ბობს: "იცხებს ზეთ­სა სი­ხა­რუ­ლი­სა­სა". სი­ხა­რუ­ლი სუ­ლიწ­მინ­დის­მი­ე­რი ერთ-ერთი ნი­ჭია, ამი­ტომ სუ­ლი­ე­რი ღვაწ­ლის აღ­სას­რუ­ლებ­ლად ზე­თის ცხე­ბით სუ­ლი­ე­რი სი­ხა­რუ­ლი მი­ე­ნი­ჭე­ბა.

"შთა­იც­ვამს სა­მო­სელ­სა სი­ხა­რუ­ლი­სა­სა" - ნა­თელ­ღე­ბუ­ლი იმო­სე­ბა თეთრ სა­მოს­ში ნიშ­ნად იმი­სა, რომ გა­ნი­ძარ­ცვა ცოდ­ვის სა­მო­სი, მის წილ შე­ი­მო­სა სა­მო­სი ნათ­ლი­სა და მოგ­ვევ­ლი­ნე­ბა "ძედ ნათ­ლი­სა". ეს სა­მო­სი ქრის­ტი­ა­ნის სუ­ლის სის­პე­ტა­კის მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლი­ცაა.

"მო­იკ­ვეცს თმა­სა" - თმის მოკ­ვე­ცა ქრის­ტი­ა­ნის ღვთი­სად­მი მა­რა­დი­უ­ლი ერ­თგუ­ლე­ბის ნი­შა­ნია. ძვე­ლად ის სა­მარ­ცხვი­ნო მო­ნო­ბის დაღი იყო, ადა­მი­ა­ნის გა­მოხ­სნის შემ­დეგ კი გახ­და ნი­შა­ნი უფ­ლის ერ­თგუ­ლე­ბი­სა და ჭეშ­მა­რი­ტი თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა.

- რა­ტომ მოგ­ვე­ტე­ვე­ბა ნათ­ლის­ღე­ბის შემ­დეგ რო­გორც პირ­ველ­ქმნი­ლი, ისე მა­ნამ­დე ჩა­დე­ნი­ლი პი­რა­დი ცოდ­ვე­ბი?

- ადა­მის და­ცე­მას მთე­ლი მისი მოდ­გმის ცოდ­ვით დას­ნე­უ­ლე­ბა მოჰ­ყვა. ადა­მი­ა­ნი შო­ბით­გან და­ექ­ვემ­დე­ბა­რა ხრწნი­ლე­ბა­სა და სიკ­ვდილს და სა­ჭი­რო იყო უდი­დე­სი ღვთა­ებ­რი­ვი ძალა ნე­ტარ და მა­რა­დი­ულ ცხოვ­რე­ბა­ში მის აღ­სად­გე­ნად. მხო­ლოდ ღვთა­ებ­რი­ვი აღმშე­ნებ­ლო­ბით გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის გა­მოხ­სნა. სცო­და პირ­ველ­მა ადამ­მა, მისი ცოდ­ვა კი ყვე­ლა­ზე გავ­რცელ­და. სა­ჭი­რო იყო მე­ო­რე ადა­მი - უპი­რა­ტე­სი პირ­ვე­ლი­სა, სა­ჭი­რო იყო შობა, ჯვარ­ცმა, სიკ­ვდი­ლი, აღ­დგო­მა და წმინ­და სა­ი­დუმ­ლო­თა და­არ­სე­ბა, რათა შე­მოქ­მედს ადა­მი­ა­ნი ღვთა­ებ­რივ გზა­ზე და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა. მოკ­ლედ ამ კი­თხვას შე­იძ­ლე­ბა ასე ვუ­პა­სუ­ხოთ: ცოდ­ვე­ბი ნათ­ლო­ბი­სას მოგ­ვე­ტე­ვე­ბა, ერთი მხრივ, ჯვარ­ცმუ­ლი მა­ცხოვ­რის მა­ცხოვ­ნე­ბე­ლი რწმე­ნის გამო, ხოლო უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი, რაღა თქმა უნდა, მად­ლია უფ­ლი­სა ჩვე­ნი­სა იესო ქრის­ტე­სი, რო­მე­ლიც მისი თავ­გან­წირ­ვი­სა და წმინ­და სა­მე­ბის ბრძნუ­ლი აღმშე­ნებ­ლო­ბის გამო მოქ­მე­დებს ნათ­ლო­ბის წყლებ­ში.

- მა­მაო, რამ­დე­ნად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ახალ­მო­ნათ­ლუ­ლის ზი­ა­რე­ბა?

- წე­სით, ახალ­მო­ნათ­ლულს არა­ფე­რი აბ­რკო­ლებს უფ­ლის სის­ხლსა და ხორცთან ზი­ა­რე­ბის­თვის. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ევ­ქა­რის­ტია სუ­ლი­ე­რი ცხოვ­რე­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი მო­მენ­ტია. ნათ­ლო­ბით ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ცხოვ­რე­ბა მხო­ლოდ იწყე­ბა და ის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გაგ­რძელ­დეს. დიდი შეც­დო­მაა, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი ამით ამ­თავ­რე­ბენ თა­ვი­ანთ რე­ლი­გი­ურ მის­წრა­ფე­ბებს. მე­ტად სა­ჭი­როა, გა­ვაგ­რძე­ლოთ სწრაფ­ვა უფ­ლის­კენ, და­ვეს­წროთ ღვთის­მსა­ხუ­რე­ბას, ვი­ლო­ცოთ, ვი­მარ­ხუ­ლოთ, გა­ვა­კე­თოთ სი­კე­თე... ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი კი წმინ­და ზი­ა­რე­ბის მი­ღე­ბაა, რომ­ლის გა­რე­შეც შე­უძ­ლე­ბე­ლია უმ­თავ­რე­სი მიზ­ნის - ღმერ­თთან სი­ახ­ლო­ვის მიღ­წე­ვა.

- შე­უძ­ლია თუ არა მო­უ­ნათ­ლავ ადა­მი­ანს ღვთის სა­სუ­ფე­ველ­ში შეს­ვლა?

- ამ შე­კი­თხვას მა­ცხო­ვა­რი პირ­და­პირ პა­სუ­ხობს: "უკე­თუ ვინ­მე არა იშუ­ას წყლი­სა­გან და სუ­ლი­სა, ვერ ხე­ლე­წი­ფე­ბის შეს­ვლად სა­სუ­ფე­ველ­სა ღმრთი­სა­სა". იგი­ვე აზრი სა­ხა­რე­ბა­ში რამ­დენ­ჯერ­მე მე­ორ­დე­ბა. არ გვაქვს უფ­ლე­ბა, სხვაგ­ვა­რად გა­ვი­გოთ მა­ცხოვ­რის სი­ტყვე­ბი. მისი თქმით, ნათ­ლო­ბის წყალ­ში გან­ბა­ნის გა­რე­შე ცათა სა­სუ­ფე­ველ­ში შეს­ვლა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ასე ეს­მო­და ეს სი­ტყვე­ბი წმინ­და ეკ­ლე­სი­ას ყო­ველ­თვის, ასე ეს­მო­დათ წმინ­და მა­მებ­საც - სა­ეკ­ლე­სიო სწავ­ლე­ბის სა­უ­კე­თე­სო განმმარ­ტებ­ლებს.

- ნათ­ლის­ღე­ბის შეს­რუ­ლე­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ მღვდელმთავ­რებ­სა და მღვდლებს აქვთ?

- სა­ი­დუმ­ლო­თა აღ­სრუ­ლე­ბა მღვდელმთა­ვარ­თა და სამ­ღვდე­ლო­თა პრე­რო­გა­ტი­ვაა. ეს უფ­ლე­ბა მათ ქე­რო­ტო­ნი­ით (ხელ­დას­ხმით) გა­და­ე­ცათ ეკ­ლე­სი­ის­გან. თუმ­ცა არ­სე­ბობს გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბიც. ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, როცა ადა­მი­ანს სიკ­ვდი­ლის საფრ­თხე ემუქ­რე­ბა, ხოლო მო­ძღვრის მიყ­ვა­ნა ნათ­ლო­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია, მო­ნათ­ვლის უფ­ლე­ბა ერის­კაც­საც ეძ­ლე­ვა. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მო­სა­ნათლს სამ­ჯერ და­ეს­ხმე­ბა წყა­ლი და წარ­მო­ით­ქმის სი­ტყვე­ბი: "ინათ­ლე­ბა მონა ღვთი­სა (სა­ხე­ლი) სა­ხე­ლი­თა მა­მი­სა­თა (წყლის დას­ხმა) და ძი­სა­თა (წყლის დას­ხმა) და სუ­ლი­სა წმი­დი­სა­თა (წყლის დას­ხმა). ამინ!" თუ ადა­მი­ა­ნი გა­დარ­ჩე­ბა, მას­ზე ნათ­ლო­ბის წესი სრუ­ლად უნდა შეს­რულ­დეს, გარ­და წყლის დას­ხმი­სა.

- ზოგი თვლის, რომ ადა­მი­ა­ნი ზრდას­რუ­ლი უნდა მო­ი­ნათ­ლოს - თვი­თონ უნდა აირ­ჩი­ოს აღმსა­რებ­ლო­ბა, რად­გან მი­აჩ­ნია, რომ ჩვი­ლი, თუნ­დაც მცი­რე­წლო­ვა­ნი, მისი ნება-სურ­ვი­ლის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლად ინათ­ლე­ბა...

- ეკ­ლე­სი­ა­ში ეს მო­საზ­რე­ბა ძვე­ლა­დაც არ­სე­ბობ­და და მას ზო­გი­ერ­თი ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ეკ­ლე­სი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლიც იზი­ა­რებ­და. სა­ბო­ლო­ოდ, ასე­თი შე­ხე­დუ­ლე­ბა სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბამ უარ­ყო, რო­გორც ყრმა­თათ­ვის მავ­ნე ქმე­დე­ბა. ეკ­ლე­სი­ამ ჩათ­ვა­ლა, რომ ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა საღ­მრთო მადლს, რო­მე­ლიც წმინ­და სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბით მოქ­მე­დებს და მის­გან ყრმის გან­ყე­ნე­ბა არა­გო­ნივ­რუ­ლი საქ­მეა. მით უმე­ტეს, როცა ბო­რო­ტე­ბა კო­ლო­სა­ლუ­რი ძა­ლე­ბით მოქ­მე­დებს. მო­სა­ნათ­ლის გა­აზ­რე­ბუ­ლი რწმე­ნის არ­ქო­ნას მიმრქმელ­თა და მშო­ბელ­თა რწმე­ნა შე­ავ­სებს.

- რა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა მიმრქმელს (ნათ­ლი­ას)?

- ნათ­ლია მშობ­ლებ­თან და მო­ძღვარ­თან ერ­თად იზი­ა­რებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ნათ­ლუ­ლის სუ­ლი­ერ აღ­ზრდა­ზე. ის უნდა და­ეხ­მა­როს მას ეკ­ლე­სი­ას­თან და­ახ­ლო­ე­ბა­ში. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაიკო
3

ჩემს საყვარელ საქართველოს ვენაცვალე და ვულოცავ დღევანდელ დღეს ნათლისღებას! ბევრჯერ დავსწრებოდით ქართველებო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

დღეს ნათლისღებაა - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა ნათლისღების საიდუმლოს შესახებ

დღეს ნათლისღებაა - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა ნათლისღების საიდუმლოს შესახებ

მართლმადიდებელი ეკლესია 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება.

საეკლესიო სწავლებით, ნათლისღების დღესასწაული თორმეტ საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. სხვაგვარად ამ დღეს ღვთის გამოცხადების დღესასწაულს უწოდებენ, რადგან ყოვლადწმინდა სამება გაცხადდა. ასევე ნათლობა დაწესდა. ყოველი წლის ამ დღეს მდინარე იორდანე აღმა იწყებს სვლას, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი მდინარეში სამჯერ ჯვარს გადააგდებს, როგორც ეს მოხდა უფლის მდინარეში ჩასვლის დროს.

წმიდა სახარების მიხედვით, წმინდა იოანე ნათლისმცემლის მიერ იესო ქრისტეს ნათლისღება მდინარე იორდანეში მოხდა. ამ დროს მასზე სულიწმინდა მტრედის სახით გადმოვიდა და თავზე დაადგა, ზეციდან კი ხმა გაისმა: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მე სათნო ვიყავ".

რელიგიური სწავლების თანახმად, ნაკურთხ წყალს უფლის მიერ კურთხეული მდინარე იორდანეს მადლი ენიჭება და უხრწნელ თვისებებს იძენს. მორწმუნეებს მისი მიღება უზმოზე შეუძლიათ, განსაკუთრებით - ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს.

წმინდა მამები ამბობენ, ღმერთი მამაა ჩვენი, ხოლო ეკლესია - დედაო. იმისათვის, რომ დედაეკლესიის შვილები გავხდეთ, უნდა მივიღოთ ბეჭედი სულიწმიდისა, რომელიც ნათლობის დროს მოგვენიჭება. ეს გადარჩენის ერთადერთი გზაა. ნათლისღების საიდუმლო წარხოცავს პირველქმნილ და ყველა სხვა ცოდვასაც - "აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა" - ყოველდღიურად ვიმეორებთ ქრისტიანები. საიდუმლო მართლაც დიდია და ხშირად მასში მონაწილეებს - იქნებ სწორედ მისდამი სერიოზული დამოკიდებულების გამო - უამრავი ყოფითი შეკითხვა უჩნდებათ.

ნათლისღების საიდუმლოს ასპექტებზე გვესაუბრება ნარიყალის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მღვდელმსახური ზაქარია მარგალიტაძე.

- მამაო, როგორია ნათლისღების საიდუმლოს მნიშვნელობა?

- ნათლისღება ახალი შობაა. იგი ადამიანთა ცხონებისთვის სრულდება. ნათელღებული ძველი ცხოვრების სანაცვლოდ ახალ ცხოვრებას იწყებს, ხდება ღვთის შვილი, ქრისტეს ეკლესიის ნაწილი და მარადიული ცხოვრების მემკვიდრე.

ეკლესიის საიდუმლოთა ჩამონათვალში ნათლისღების საიდუმლო პირველ ადგილზე დგას. იგია შესასვლელი კარი მადლმოსილ სამეფოში - ქრისტეს ეკლესიაში. ნათლობის საშუალებით განვიწმინდებით, განვნათლდებით, წარგვეხოცება ცოდვები, ვეზიარებით მარადიულ ცხოვრებას.

"ამინ, ამინ, გეტყვით თქუენ, უკეთუ ვინმე არა იშვას წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა", - ამბობს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მაცხოვრის სიტყვებში ჩანს ნათლისღების უპირველესი მნიშვნელობა - მხოლოდ ის იძლევა საშუალებას სხვა საიდუმლოებებში მონაწილეობისა. ასე ესმოდა ეკლესიას მუდამ და ასეა ახლაც. ქრისტიანად გახდომა შესაძლებელია ოდენ ნათლისღების წყლებში განბანით. საიდუმლოება აღესრულება მხოლოდ ქრისტეს ეკლესიაში, იგია მადლმოსილი საცავი და კანონიერი მემკვიდრე სამოციქულო ხელდასხმისა. მადლის გარეშე წარმოუდგენელია ღმერთში ცხოვრება. რა შეუძლია კაცს ღვთის გარეშე?!

ნათლისღების საიდუმლოს არსი კი შემდეგში მდგომარეობს: რწმენისკენ მოქცეული ცოდვილი სამჯერ შთაიფლება წყალში წმინდა სამების სახელით და უფალ იესო ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის მოსაგონებლად. საღვთო მადლით განიწმინდება ყოველგვარი ცოდვისა და ადამისმიერი პირველქმნილი ბიწისგან, შეიქმნება ახალ ადამიანად, ქრისტეს მადლმოსილი სამეფოს - მისი წმინდა ეკლესიის წევრად, განათლებულად და განწმენდილად.

თუკი ნათლობამდე სულიწმინდის მადლი მხოლოდ მოუწოდებდა ცოდვილს ქრისტეს რწმენისკენ და უფლის სიყვარულს უღვივებდა, ნათლისღებისას პირველად საიდუმლოდ შთაიღვრება იგი ადამიანის არსებაში და სრულებით განწმენდს მას.

ისინი, ვინც გულდასმით მოემზადა ნათლობისთვის, გაიარა კათაკმეველთა სკოლა და მთელი გულით მიიღო რწმენის საფუძვლები, უდიდეს ცვლილებასა და სიხარულს განიცდიან ნათლისღებისას. ამის ბევრი მაგალითია ეკლესიის ისტორიაში და გვხვდება დღესაც, თუმცაღა სულ უფრო და უფრო იშვიათად...

- ნათლისღების საიდუმლოს ხილული მხარეც აქვს...

- მოსანათლად გამზადებული ყოვლადწმინდა სამების სახელით სამჯერ შთაიყვანება სუფთა წყალში. ნათლობის აღსრულებისას ყოველთვის გამოიყენებოდა სუფთა წყალი, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა (ცნობილია, მაგალითად, მოწამის სისხლით ნათლობა). წყალზე, როგორც ნათლობის მასალაზე, თვით მაცხოვარმა მიუთითა თავისი სწავლებითაც და საქმითაც. წყალში აღასრულებდნენ ნათლობას მოციქულებიც და წმინდა ეკლესიაც ყველგან და ყოველთვის წყალში ნათლავდა.

- რატომ აქვს წყალს არსებითი მნიშვნელობა ნათლობის საიდუმლოს შესრულების დროს?

- რადგან ადამიანი შედგება ორი ნაწილისგან - სულისა და ხორცისგან, ამიტომ განწმენდაც ორგვარია: სხეულს წმენდს წყალი, ხოლო სულს - ღვთაებრივი სული.

წყალში შთაფვლას რამდენიმე სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: პირველი - იგი წარმოადგენს მსოფლიო წარღვნის სახეს (1 პეტრ. 1,14-21); და მეორე, ყველაზე გავრცელებული სიმბოლო - იგია საფლავი მაცხოვრისა, სადაც თანადავიფლებით ქრისტესთან და შემდეგ მასთან ერთად აღვდგებით. ჩვენც, მაცხოვრის მსგავსად, ვკვდებით ცოდვისმიერი ცხოვრებისთვის და, როგორ ის აღდგა მკვდრეთით, ასევე ვცოცხლდებით მართალი ცხოვრებისთვის.

ნათლისღების ჟამს სრულდება ზოგიერთი წესი, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ერთ-ერთია შეფუცება. ნათლობის დაწყებამდე იკურთხება წყალი და ღვთის მადლით მიენიჭება განმწმენდელი ძალა, რის შემდეგაც იკითხება შეფუცვის ლოცვები. შეფუცება უფლის - იესო ქრისტეს სახელით ხდება. ამ დროს ადამიანისგან განიდევნება დემონური სული - ამ უკანასკნელს მასზე ადამის ცოდვით დაცემის გამო ჰქონდა ხელმწიფება, უფლის მიერ ჯვარზე დაღვრილმა სისხლმა ამ გავლენისგან გაგვათავისუფლა.

შეფუცვის შემდეგ მოსანათლად გამზადებული ან მისი ნათლია (თუკი მოსანათლი ყრმაა) კითხულობს მრწამსს - სარწმუნოების სიმბოლოს, რომელიც სარწმუნოების მოკლე, მაგრამ ზუსტ გადმოცემას წარმოადგენს. ამით მოსანათლად გამზადებული ადასტურებს თავისი რწმენის იდენტობას სამოციქულო რწმენასთან, რაც ნათლობის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანი მომენტია. ნათლობის საიდუმლო მექანიკურად არ აღესრულება, აუცილებელია გააზრებული გულითადი რწმენა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეკლესია დარწმუნდება მოსანათლად განმზადებულის ჭეშმარიტ აღმსარებლობაში, დაიწყება ცენტრალური მომენტი - განბანის წყლებში შთაყვანება.

სანამ წყალში შთაიყვანება, მოსანათლს ზეთს სცხებენ. ამ დროს ღვთისმსახური ამბობს: "იცხებს ზეთსა სიხარულისასა". სიხარული სულიწმინდისმიერი ერთ-ერთი ნიჭია, ამიტომ სულიერი ღვაწლის აღსასრულებლად ზეთის ცხებით სულიერი სიხარული მიენიჭება.

"შთაიცვამს სამოსელსა სიხარულისასა" - ნათელღებული იმოსება თეთრ სამოსში ნიშნად იმისა, რომ განიძარცვა ცოდვის სამოსი, მის წილ შეიმოსა სამოსი ნათლისა და მოგვევლინება "ძედ ნათლისა". ეს სამოსი ქრისტიანის სულის სისპეტაკის მიმანიშნებელიცაა.

"მოიკვეცს თმასა" - თმის მოკვეცა ქრისტიანის ღვთისადმი მარადიული ერთგულების ნიშანია. ძველად ის სამარცხვინო მონობის დაღი იყო, ადამიანის გამოხსნის შემდეგ კი გახდა ნიშანი უფლის ერთგულებისა და ჭეშმარიტი თავისუფლებისა.

- რატომ მოგვეტევება ნათლისღების შემდეგ როგორც პირველქმნილი, ისე მანამდე ჩადენილი პირადი ცოდვები?

- ადამის დაცემას მთელი მისი მოდგმის ცოდვით დასნეულება მოჰყვა. ადამიანი შობითგან დაექვემდებარა ხრწნილებასა და სიკვდილს და საჭირო იყო უდიდესი ღვთაებრივი ძალა ნეტარ და მარადიულ ცხოვრებაში მის აღსადგენად. მხოლოდ ღვთაებრივი აღმშენებლობით გახდა შესაძლებელი ადამიანის გამოხსნა. სცოდა პირველმა ადამმა, მისი ცოდვა კი ყველაზე გავრცელდა. საჭირო იყო მეორე ადამი - უპირატესი პირველისა, საჭირო იყო შობა, ჯვარცმა, სიკვდილი, აღდგომა და წმინდა საიდუმლოთა დაარსება, რათა შემოქმედს ადამიანი ღვთაებრივ გზაზე დაებრუნებინა. მოკლედ ამ კითხვას შეიძლება ასე ვუპასუხოთ: ცოდვები ნათლობისას მოგვეტევება, ერთი მხრივ, ჯვარცმული მაცხოვრის მაცხოვნებელი რწმენის გამო, ხოლო უმნიშვნელოვანესი, რაღა თქმა უნდა, მადლია უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელიც მისი თავგანწირვისა და წმინდა სამების ბრძნული აღმშენებლობის გამო მოქმედებს ნათლობის წყლებში.

- მამაო, რამდენად აუცილებელია ახალმონათლულის ზიარება?

- წესით, ახალმონათლულს არაფერი აბრკოლებს უფლის სისხლსა და ხორცთან ზიარებისთვის. მოგეხსენებათ, ევქარისტია სულიერი ცხოვრების ცენტრალური მომენტია. ნათლობით ქრისტიანული ცხოვრება მხოლოდ იწყება და ის აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. დიდი შეცდომაა, როცა ადამიანები ამით ამთავრებენ თავიანთ რელიგიურ მისწრაფებებს. მეტად საჭიროა, გავაგრძელოთ სწრაფვა უფლისკენ, დავესწროთ ღვთისმსახურებას, ვილოცოთ, ვიმარხულოთ, გავაკეთოთ სიკეთე... ყველაზე მთავარი კი წმინდა ზიარების მიღებაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია უმთავრესი მიზნის - ღმერთთან სიახლოვის მიღწევა.

- შეუძლია თუ არა მოუნათლავ ადამიანს ღვთის სასუფეველში შესვლა?

- ამ შეკითხვას მაცხოვარი პირდაპირ პასუხობს: "უკეთუ ვინმე არა იშუას წყლისაგან და სულისა, ვერ ხელეწიფების შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა". იგივე აზრი სახარებაში რამდენჯერმე მეორდება. არ გვაქვს უფლება, სხვაგვარად გავიგოთ მაცხოვრის სიტყვები. მისი თქმით, ნათლობის წყალში განბანის გარეშე ცათა სასუფეველში შესვლა შეუძლებელია. ასე ესმოდა ეს სიტყვები წმინდა ეკლესიას ყოველთვის, ასე ესმოდათ წმინდა მამებსაც - საეკლესიო სწავლების საუკეთესო განმმარტებლებს.

- ნათლისღების შესრულების უფლება მხოლოდ მღვდელმთავრებსა და მღვდლებს აქვთ?

- საიდუმლოთა აღსრულება მღვდელმთავართა და სამღვდელოთა პრეროგატივაა. ეს უფლება მათ ქეროტონიით (ხელდასხმით) გადაეცათ ეკლესიისგან. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. ექსტრემალურ სიტუაციაში, როცა ადამიანს სიკვდილის საფრთხე ემუქრება, ხოლო მოძღვრის მიყვანა ნათლობის ჩასატარებლად შეუძლებელია, მონათვლის უფლება ერისკაცსაც ეძლევა. ასეთ შემთხვევაში მოსანათლს სამჯერ დაესხმება წყალი და წარმოითქმის სიტყვები: "ინათლება მონა ღვთისა (სახელი) სახელითა მამისათა (წყლის დასხმა) და ძისათა (წყლის დასხმა) და სულისა წმიდისათა (წყლის დასხმა). ამინ!" თუ ადამიანი გადარჩება, მასზე ნათლობის წესი სრულად უნდა შესრულდეს, გარდა წყლის დასხმისა.

- ზოგი თვლის, რომ ადამიანი ზრდასრული უნდა მოინათლოს - თვითონ უნდა აირჩიოს აღმსარებლობა, რადგან მიაჩნია, რომ ჩვილი, თუნდაც მცირეწლოვანი, მისი ნება-სურვილის გაუთვალისწინებლად ინათლება...

- ეკლესიაში ეს მოსაზრება ძველადაც არსებობდა და მას ზოგიერთი ავტორიტეტული ეკლესიის მასწავლებელიც იზიარებდა. საბოლოოდ, ასეთი შეხედულება საეკლესიო კრებამ უარყო, როგორც ყრმათათვის მავნე ქმედება. ეკლესიამ ჩათვალა, რომ ადამიანის ფსიქიკის ჩამოყალიბებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საღმრთო მადლს, რომელიც წმინდა საიდუმლოებებით მოქმედებს და მისგან ყრმის განყენება არაგონივრული საქმეა. მით უმეტეს, როცა ბოროტება კოლოსალური ძალებით მოქმედებს. მოსანათლის გააზრებული რწმენის არქონას მიმრქმელთა და მშობელთა რწმენა შეავსებს.

- რა პასუხისმგებლობა ეკისრება მიმრქმელს (ნათლიას)?

- ნათლია მშობლებთან და მოძღვართან ერთად იზიარებს პასუხისმგებლობას ნათლულის სულიერ აღზრდაზე. ის უნდა დაეხმაროს მას ეკლესიასთან დაახლოებაში. განაგრძეთ კითხვა

"ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია... რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ" - რას წერს ხათუნა ჟორდანია ქალიშვილისა და სიძის შესახებ?

მეუფე ნიკოლოზი: "დავაცადოთ, მოვიდეს ეს ვაქცინა და იქნებ გვიშველოს"

"ჭავჭავაძეზე გვაქვს ე.წ. სმარტურნები, რომელთაც აქვთ უნარი, რომ ტექნოლოგიურად ამოიცნონ ვინ ყრის ნარჩენს" - მაია ბითაძე