სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისელი, რომელმაც ლუჟკოვისა და პუტინის ცოლებს "გადაუარა"
თბილისელი, რომელმაც ლუჟკოვისა და პუტინის ცოლებს "გადაუარა"

გვი­ან მივ­ხვდი, რომ ქალი, რო­მელ­საც თმა გა­დავ­პარ­სე, დემი მური იყო

ევ­რო­პის სა­უ­კე­თე­სო დი­ზა­ი­ნე­რი, სტი­ლის­ტი, იმი­ჯმე­ი­კე­რი და შო­უ­მე­ნი ჯორჯ რო­ვალ­სი თმის შეჭ­რას­თან ერ­თად შოუს მო­წყო­ბა­სა და ხალ­ხის გა­ო­ცე­ბას კი მარ­თლაც კარ­გად ახერ­ხებს. რო­დე­საც სა­კუ­თა­რი თვა­ლით ვუ­ყუ­რე, რო­გორ ჭრი­და ჩემი რეს­პონ­დენ­ტი თმას, პირ­ვე­ლი, რაც კლი­ენტზე გა­ვი­ფიქ­რე, ის იყო, ამ სა­ცო­დავ­მა სა­კუ­თა­რი თავი ამას რო­გორ ჩა­უგ­დო ხელ­ში-მეთ­ქი. ჯორ­ჯი თან ცეკ­ვავ­და, თან მღე­რო­და, თან ლა­პა­რა­კობ­და, თან სკამ­ზე მჯდომს აქეთ-იქით აბზრი­ა­ლებ­და და მაკ­რა­ტელს ისე სწრა­ფად ატ­რი­ა­ლებ­და წაღ­მა-უკუღ­მა, ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ამ "შოუს" შე­დე­გი მარ­თლაც სა­ო­ცა­რი იქ­ნე­ბო­და. რო­დე­საც თმის შეჭ­რა და­ამ­თავ­რა, სხვა რაღა დამ­რჩე­ნო­და? გა­ო­ცე­ბულს წა­მომ­ცდა: რო­მე­ლი ქა­ლიც ამას ნა­ხავს, ვინ არ ინატ­რებს, ნე­ტავ, შენს ხელ­ში ჩემი "თავი" ჩა­აგ­დოო?! ჯორ­ჯი ერ­თა­დერ­თია ყო­ფილ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, ვინც ჰო­ლი­ვუდ­ში "ოქ­როს მაკ­რა­ტე­ლი" მო­ი­პო­ვა. არა­ერ­თი ჯილ­დო აქვს მი­ღე­ბუ­ლი მო­დის სხვა­დას­ხვა ფეს­ტი­ვალ­ზეც და არც არის გა­საკ­ვი­რი, რად­გან მის კლი­ენ­ტთა შო­რის დემი მური, ტინა ტერ­ნე­რი და ძა­ლი­ან ბევ­რი რუსი თუ ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვია. გარ­და ამი­სა, ჯორ­ჯი პო­ლი­ტი­კურ ელი­ტა­საც "მი­ად­გა" და თა­ვის დრო­ზე სა­კუ­თა­რი მაკ­რატ­ლით ელ­ცი­ნის, ლუჟ­კო­ვი­სა და პუ­ტი­ნის ცო­ლებ­საც "გა­და­უ­ა­რა". ასე რომ, ჩვე­ნი ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვი­უ­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯორ­ჯის გეგ­მე­ბის შე­სა­ხე­ბაც შე­ი­ტყობთ და იმა­საც, თუ რა­ტომ არის მისი ტან­საც­მე­ლი პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ფო­ტო­თი "დამ­შვე­ნე­ბუ­ლი" ან რა სკან­დალ­ში გახ­ვია რუ­სეთ­ში პუ­ტი­ნის სიყ­ვა­რულ­მა და მისი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი მა­ი­სუ­რით სი­ა­რულ­მა... რო­გორც მივ­ხვდი, ჯორჯს სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბის დროს ერთი კარ­გი ან­და­ზა მე­ტის­მე­ტად გა­უ­თა­ვი­სე­ბია - სა­დაც წახ­ვალ, იქა­უ­რი ქუდი უნდა და­ი­ხუ­რო. თუ რა­ტომ, თვი­თო­ნაც მიხ­ვდე­ბით.

- ჯორჯ, საფ­რან­გეთ­ში, გერ­მა­ნი­ა­ში, ჩე­ხეთ­ში, სინ­გა­პურ­სა თუ რუ­სეთ­ში, ყველ­გან დიდი წარ­მა­ტე­ბა გქონ­და, თუმ­ცა 20-წლი­ა­ნი გან­შო­რე­ბის შემ­დეგ მა­ინც სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა გა­და­წყვი­ტე. გეგ­მებ­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვი­სა­უბ­როთ, ახლა კი შენი თბი­ლი­სე­ლო­ბის შე­სა­ხებ მი­ამ­ბე - აქ ბევ­რი ნა­თე­სა­ვი გყავს?

- თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე, მთე­ლი ჩემი ბავ­შვო­ბა აქ გა­ვა­ტა­რე, მა­მა­ჩე­მის დედა ქარ­თვე­ლი, თა­ვა­დის ქალი გახ­ლდათ, დე­და­ჩე­მი ფრან­გი იყო, მაგ­რამ ჩემს ნა­თე­სა­ვებ­სა და წარ­მო­მავ­ლო­ბა­ზე სა­ერ­თოდ არ მინ­და სა­უ­ბა­რი. მათ­თან დღემ­დე ურ­თი­ერ­თო­ბა არც მაქვს. ბე­ბი­ა­ჩე­მი მზრდი­და, 147-ე სკო­ლა და­ვამ­თავ­რე. სწავ­ლა მა­ინ­ცდა­მა­ინც არ მომ­წონ­და, გან­სა­კუთ­რე­ბით ქი­მი­ას და ფი­ზი­კას ვერ ვი­ტან­დი და "სა­მი­ა­ნის" გუ­ლის­თვის, მას­წავ­ლებ­ლე­ბი კა­ბი­ნე­ტებს მა­ლა­გე­ბი­ნებ­დნენ ხოლ­მე. თა­ვი­დან­ვე მა­ინ­ტე­რე­სებ­და თმის შეჭ­რის ხე­ლოვ­ნე­ბა. იცით, რა­ტომ? ყო­ველ­თვის, რო­დე­საც სა­პა­რიკ­მა­ხე­რო­დან გა­მოვ­დი­ო­დი, გული მწყდე­ბო­და, რომ ისეთ "პრი­ჩოს­კას" ვერ მი­კე­თებ­დნენ, რო­გო­რიც მინ­დო­და, ეს კი გუ­ნე­ბას მი­ფუ­ჭებ­და. რაკი ინ­ტე­რე­სი მქონ­და, თვი­თონ ვის­წავ­ლე. გა­მო­ვი­ჭერ­დი ჩემს მე­გობ­რებს - უფა­სო კლი­ენ­ტებს და ვჭრი­დი თმას. თან ვთხოვ­დი, რამე თუ ისე არ გა­მო­მი­ვი­და, არ გე­წყი­ნოთ-მეთ­ქი, მაგ­რამ რო­დე­საც ტა­ლან­ტი გაქვს, ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­გი­ვა. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მოს­კოვ­ში, თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ვა­ბა­რე, მაგ­რამ სწავ­ლას მა­ლე­ვე და­ვა­ნე­ბე თავი და ქუ­თა­ის­ში სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნი გავ­ხსე­ნი. იქა­უ­რი ნათ­ლია მყავს და ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა. აქე­დან და­ი­წყო ჩემი კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლაც. მა­ლე­ვე გა­ვით­ქვი სა­ხე­ლი და კლი­ენ­ტე­ბი უკვე თბი­ლი­სი­და­ნაც ჩა­მო­დი­ოდ­ნენ. მერე გა­ჭირ­ვე­ბი­სა და ომი­ა­ნო­ბის წლე­ბი და­ი­წყო და მივ­ხვდი, ბარ­გი-ბარ­ხა­ნა უნდა შე­მეკ­რა და სად­მე წავ­სუ­ლი­ყა­ვი. მოს­კოვ­ში ჩა­ვე­დი.

- ალ­ბათ ძნე­ლი იყო უცხო ქვე­ყა­ნა­ში გზის გაკ­ვლე­ვა. არ გა­გი­ჭირ­და?

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

თბილისელი, რომელმაც ლუჟკოვისა და პუტინის ცოლებს "გადაუარა"

თბილისელი, რომელმაც ლუჟკოვისა და პუტინის ცოლებს "გადაუარა"

გვიან მივხვდი, რომ ქალი, რომელსაც თმა გადავპარსე, დემი მური იყო

ევროპის საუკეთესო დიზაინერი, სტილისტი, იმიჯმეიკერი და შოუმენი ჯორჯ როვალსი თმის შეჭრასთან ერთად შოუს მოწყობასა და ხალხის გაოცებას კი მართლაც კარგად ახერხებს. როდესაც საკუთარი თვალით ვუყურე, როგორ ჭრიდა ჩემი რესპონდენტი თმას, პირველი, რაც კლიენტზე გავიფიქრე, ის იყო, ამ საცოდავმა საკუთარი თავი ამას როგორ ჩაუგდო ხელში-მეთქი. ჯორჯი თან ცეკვავდა, თან მღეროდა, თან ლაპარაკობდა, თან სკამზე მჯდომს აქეთ-იქით აბზრიალებდა და მაკრატელს ისე სწრაფად ატრიალებდა წაღმა-უკუღმა, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ "შოუს" შედეგი მართლაც საოცარი იქნებოდა. როდესაც თმის შეჭრა დაამთავრა, სხვა რაღა დამრჩენოდა? გაოცებულს წამომცდა: რომელი ქალიც ამას ნახავს, ვინ არ ინატრებს, ნეტავ, შენს ხელში ჩემი "თავი" ჩააგდოო?! ჯორჯი ერთადერთია ყოფილ საბჭოთა კავშირში, ვინც ჰოლივუდში ,,ოქროს მაკრატელი" მოიპოვა. არაერთი ჯილდო აქვს მიღებული მოდის სხვადასხვა ფესტივალზეც და არც არის გასაკვირი, რადგან მის კლიენტთა შორის დემი მური, ტინა ტერნერი და ძალიან ბევრი რუსი თუ ქართველი ვარსკვლავია. გარდა ამისა, ჯორჯი პოლიტიკურ ელიტასაც "მიადგა" და თავის დროზე საკუთარი მაკრატლით ელცინის, ლუჟკოვისა და პუტინის ცოლებსაც "გადაუარა". ასე რომ, ჩვენი ექსკლუზიური ინტერვიუდან საქართველოში ჯორჯის გეგმების შესახებაც შეიტყობთ და იმასაც, თუ რატომ არის მისი ტანსაცმელი პრეზიდენტ სააკაშვილის ფოტოთი "დამშვენებული" ან რა სკანდალში გახვია რუსეთში პუტინის სიყვარულმა და მისი გამოსახულებიანი მაისურით სიარულმა... როგორც მივხვდი, ჯორჯს საქართველოში ცხოვრების დროს ერთი კარგი ანდაზა მეტისმეტად გაუთავისებია - სადაც წახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო. თუ რატომ, თვითონაც მიხვდებით.

- ჯორჯ, საფრანგეთში, გერმანიაში, ჩეხეთში, სინგაპურსა თუ რუსეთში, ყველგან დიდი წარმატება გქონდა, თუმცა 20-წლიანი განშორების შემდეგ მაინც საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტე. გეგმებზე მოგვიანებით ვისაუბროთ, ახლა კი შენი თბილისელობის შესახებ მიამბე - აქ ბევრი ნათესავი გყავს?

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე, მთელი ჩემი ბავშვობა აქ გავატარე, მამაჩემის დედა ქართველი, თავადის ქალი გახლდათ, დედაჩემი ფრანგი იყო, მაგრამ ჩემს ნათესავებსა და წარმომავლობაზე საერთოდ არ მინდა საუბარი. მათთან დღემდე ურთიერთობა არც მაქვს. ბებიაჩემი მზრდიდა, 147-ე სკოლა დავამთავრე. სწავლა მაინცდამაინც არ მომწონდა, განსაკუთრებით ქიმიას და ფიზიკას ვერ ვიტანდი და "სამიანის" გულისთვის, მასწავლებლები კაბინეტებს მალაგებინებდნენ ხოლმე. თავიდანვე მაინტერესებდა თმის შეჭრის ხელოვნება. იცით, რატომ? ყოველთვის, როდესაც საპარიკმახეროდან გამოვდიოდი, გული მწყდებოდა, რომ ისეთ "პრიჩოსკას" ვერ მიკეთებდნენ, როგორიც მინდოდა, ეს კი გუნებას მიფუჭებდა. რაკი ინტერესი მქონდა, თვითონ ვისწავლე. გამოვიჭერდი ჩემს მეგობრებს - უფასო კლიენტებს და ვჭრიდი თმას. თან ვთხოვდი, რამე თუ ისე არ გამომივიდა, არ გეწყინოთ-მეთქი, მაგრამ როდესაც ტალანტი გაქვს, ყველაფერი გამოგივა. სკოლის დამთავრების შემდეგ მოსკოვში, თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე, მაგრამ სწავლას მალევე დავანებე თავი და ქუთაისში სილამაზის სალონი გავხსენი. იქაური ნათლია მყავს და ძალიან დამეხმარა. აქედან დაიწყო ჩემი კარიერული წინსვლაც. მალევე გავითქვი სახელი და კლიენტები უკვე თბილისიდანაც ჩამოდიოდნენ. მერე გაჭირვებისა და ომიანობის წლები დაიწყო და მივხვდი, ბარგი-ბარხანა უნდა შემეკრა და სადმე წავსულიყავი. მოსკოვში ჩავედი.

- ალბათ ძნელი იყო უცხო ქვეყანაში გზის გაკვლევა. არ გაგიჭირდა?

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია