პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ გიორგაძე - ეკლესიების რელიგიური კუთვნილების გარკვევა კულტურის სამინისტროს კომპეტენცია არ არის
მიხეილ გიორგაძე - ეკლესიების რელიგიური კუთვნილების გარკვევა კულტურის სამინისტროს კომპეტენცია არ არის

ეკ­ლე­სი­ე­ბის რე­ლი­გი­უ­რი კუთ­ვნი­ლე­ბის გარ­კვე­ვა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს კომ­პე­ტენ­ცია არ არის, - ამის შე­სა­ხებ კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრმა მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს იმ ინ­ფორ­მა­ცი­ის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც სომ­ხურ­მა მხა­რემ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე 450 ეკ­ლე­სი­ის გა­და­ცე­მის თხოვ­ნით იუ­ნეს­კოს მი­მარ­თა.

"კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს კომ­პე­ტენ­ცია ნამ­დვი­ლად არ არის რე­ლი­გი­უ­რი კუთ­ვნი­ლე­ბის გარ­კვე­ვა. ამ სი­ა­ში მოხ­სე­ნი­ე­ბულ და სხვა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლებს ვუდ­გე­ბით რო­გორც ძეგ­ლებს და ვზრუ­ნავთ მათ­ზე, მი­უ­ხე­და­ვად მათი რე­ლი­გი­უ­რი კუთ­ვნი­ლე­ბი­სა", - აღ­ნიშ­ნა მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძემ.

სომ­ხეთ­მა იუ­ნეს­კოს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი 450 ეკ­ლე­სი­ის სომ­ხუ­რად აღი­ა­რე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­სა­ბა­მი­სი მი­მარ­თვა იუ­ნეს­კო­ში სომ­ხე­თის სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის სა­ქარ­თვე­ლოს ეპარ­ქი­ამ გა­აგ­ზავ­ნა.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელ­მა ნი­კო­ლოზ ან­თი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, რომ UNESCO არ არის სა­სა­მარ­თლო, რო­მელ­საც კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის კუთ­ვნი­ლე­ბის გა­და­წყვე­ტა შე­უძ­ლია. "არის გარ­კვე­უ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი, უნ­დათ ეკ­ლე­სი­ე­ბის გა­და­ცე­მა, მაგ­რამ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლია სრულ­ფა­სო­ვა­ნი და მას­შტა­ბუ­რი კვლე­ვე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბობს სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სი­ე­ბი, მაგ­რამ რა­ო­დე­ნო­ბა­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით, არა მგო­ნია ბევ­რი იყოს. ამ ყვე­ლა­ფერს სრულ­ფა­სო­ვა­ნი და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი კვლე­ვა სჭირ­დე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნა­ად­რე­ვია ჯერ ამა­ზე სა­უ­ბა­რი, თუ რა სა­პა­სუ­ხო ზო­მე­ბი უნდა იყოს მი­ღე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი მხა­რის მიერ. პირ­ველ რიგ­ში, მო­სა­ძი­ე­ბე­ლია, თუ რო­მელ ეკ­ლე­სი­ებ­ზე არის სა­უ­ბა­რი, რა არ­გუ­მენ­ტა­ცია აქვთ, მერე სა­ჭი­როა მეც­ნი­ე­რუ­ლი და­სა­ბუ­თე­ბე­ბი და ა.შ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვფიქ­რობ, ამ სა­კი­თხის შე­ფა­სე­ბაც ნა­ად­რე­ვია", - გა­ნა­ცხა­და ან­თი­ძემ. მი­სი­ვე თქმით, ეს ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე თე­მაა და შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბის გა­რე­შე სა­კი­თხიც ვერც დად­გე­ბა, არა­თუ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

მიხეილ გიორგაძე - ეკლესიების რელიგიური კუთვნილების გარკვევა კულტურის სამინისტროს კომპეტენცია არ არის

მიხეილ გიორგაძე - ეკლესიების რელიგიური კუთვნილების გარკვევა კულტურის სამინისტროს კომპეტენცია არ არის

ეკლესიების რელიგიური კუთვნილების გარკვევა კულტურის სამინისტროს კომპეტენცია არ არის, - ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებს იმ ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც სომხურმა მხარემ საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე 450 ეკლესიის გადაცემის თხოვნით იუნესკოს მიმართა.

"კულტურის სამინისტროს კომპეტენცია ნამდვილად არ არის რელიგიური კუთვნილების გარკვევა. ამ სიაში მოხსენიებულ და სხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს ვუდგებით როგორც ძეგლებს და ვზრუნავთ მათზე, მიუხედავად მათი რელიგიური კუთვნილებისა", - აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.

სომხეთმა იუნესკოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 450 ეკლესიის სომხურად აღიარების თხოვნით მიმართა. არსებული ინფორმაციით, შესაბამისი მიმართვა იუნესკოში სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ გააგზავნა.

აღნიშნულთან დაკავშირებით "ინტერპრესნიუსს" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ განუცხადა, რომ UNESCO არ არის სასამართლო, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის კუთვნილების გადაწყვეტა შეუძლია. "არის გარკვეული მოსაზრებები, უნდათ ეკლესიების გადაცემა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით აუცილებლად ჩასატარებელია სრულფასოვანი და მასშტაბური კვლევები. საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს სომხური ეკლესიები, მაგრამ რაოდენობაზე ვერაფერს გეტყვით, არა მგონია ბევრი იყოს. ამ ყველაფერს სრულფასოვანი და ჩამოყალიბებული კვლევა სჭირდება. აქედან გამომდინარე, ნაადრევია ჯერ ამაზე საუბარი, თუ რა საპასუხო ზომები უნდა იყოს მიღებული ქართული მხარის მიერ. პირველ რიგში, მოსაძიებელია, თუ რომელ ეკლესიებზე არის საუბარი, რა არგუმენტაცია აქვთ, მერე საჭიროა მეცნიერული დასაბუთებები და ა.შ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ამ საკითხის შეფასებაც ნაადრევია", - განაცხადა ანთიძემ. მისივე თქმით, ეს ძალიან მგრძნობიარე თემაა და შესაბამისი კვლევების გარეშე საკითხიც ვერც დადგება, არათუ გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია