საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მესროლეთ ახლა ტალახი, თუ გინდათ: "მანდარინები" არის ანტიქართული ფილმი"
"მესროლეთ ახლა ტალახი, თუ გინდათ: "მანდარინები" არის ანტიქართული ფილმი"

ამე­რი­კუ­ლი კი­ნო­ა­კა­დე­მი­ის უმაღ­ლე­სი ჯილ­დოს, ოს­კა­რის ნო­მი­ნან­ტთა შო­რის და­სა­ხე­ლე­ბულ ქარ­თულ ფილ­მს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კვლავ აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ. ზაზა ურუ­შა­ძის "მან­და­რი­ნე­ბის" არა­ერ­თგვა­რო­ვან შე­ფა­სე­ბებს შო­რის კრი­ტი­კაც არის და მო­წო­ნე­ბაც. ჟურ­ნა­ლის­ტი ლაშა ბე­რუ­ლა­ვა კი მას ან­ტი­ქარ­თულ ფილ­მს უწო­დებს.

"მან­და­რი­ნებს" ასე ყვე­ლა ერ­თხმად რომ ვა­ქებთ, კი­დევ ერთხელ რომ ვუ­ყუ­როთ უფრო მეტი ყუ­რა­დღე­ბით, ვერა? მე თუ მკი­თხავთ, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ფილ­მია... ან­ტი­ქარ­თუ­ლი პრო­პა­გან­დის­თვის.

აფხა­ზეთ­ში მცხოვ­რებ ეს­ტო­ნე­ლებს ქარ­თვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ია­რა­ღი ხელ­ში არ აუ­ღი­ათ, შე­სა­ბა­მი­სად, ვერ იარ­სე­ბებ­და ქარ­თვე­ლე­ბის მიერ ბრძო­ლა­ში მოკ­ლუ­ლი, აფხა­ზეთ­ში მცხოვ­რე­ბი ეს­ტო­ნე­ლი ბი­ჭის საფ­ლა­ვი და აფხა­ზე­ბის წარ­მო­ჩე­ნა ეს­ტო­ნე­ლებ­ზე მზრუნ­ვე­ლე­ბად ძა­ლი­ან დიდი უსა­მარ­თლო­ბაა იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ აფხა­ზეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის უფ­ლე­ბას არც იქე­დან აყ­რილ ეს­ტო­ნე­ლებს აძ­ლე­ვენ, ქარ­თვე­ლე­ბის მსგავ­სად...

როცა აფხა­ზე­თი­დან დევ­ნილ­მა ეს­ტო­ნე­ლებ­მა ეს პრო­ტეს­ტის სა­ხით უთხრეს ზაზა ურუ­შა­ძეს, ის გაბ­რაზ­და და თქვა, რომ არ იღებს ან­გა­ჟი­რე­ბულ ფილ­მებს, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, ჰარ­ლი­ნის "აგ­ვის­ტოს ხუთი დღე" და აქვს უფ­ლე­ბა, ფან­ტა­ზია გა­მო­ი­ყე­ნოს, რად­გან ხე­ლო­ვა­ნია...

სა­კი­თხა­ვი მხო­ლოდ ისაა, სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ რა­ტომ მუ­შა­ობს ყო­ველ­თვის მსგავ­სთა ფან­ტა­ზია...

მეს­რო­ლეთ ახლა ტა­ლა­ხი, თუ გინ­დათ: "მან­და­რი­ნე­ბი" არის ან­ტი­ქარ­თუ­ლი ფილ­მი", - წერს ლაშა ბე­რუ­ლა­ვა.

იხი­ლეთ ასე­ვე: "მან­და­რი­ნე­ბი" კლი­შე­ე­ბით სავ­სე ფილ­მია..."

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"მესროლეთ ახლა ტალახი, თუ გინდათ: "მანდარინები" არის ანტიქართული ფილმი"

"მესროლეთ ახლა ტალახი, თუ გინდათ: "მანდარინები" არის ანტიქართული ფილმი"

ამერიკული კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, ოსკარის ნომინანტთა შორის დასახელებულ ქართულ ფილმს სოციალურ ქსელში კვლავ აქტიურად განიხილავენ. ზაზა ურუშაძის "მანდარინების" არაერთგვაროვან შეფასებებს შორის კრიტიკაც არის და მოწონებაც. ჟურნალისტი ლაშა ბერულავა კი მას ანტიქართულ ფილმს უწოდებს.

"მანდარინებს" ასე ყველა ერთხმად რომ ვაქებთ, კიდევ ერთხელ რომ ვუყუროთ უფრო მეტი ყურადღებით, ვერა? მე თუ მკითხავთ, შესანიშნავი ფილმია... ანტიქართული პროპაგანდისთვის.

აფხაზეთში მცხოვრებ ესტონელებს ქართველების წინააღმდეგ იარაღი ხელში არ აუღიათ, შესაბამისად, ვერ იარსებებდა ქართველების მიერ ბრძოლაში მოკლული, აფხაზეთში მცხოვრები ესტონელი ბიჭის საფლავი და აფხაზების წარმოჩენა ესტონელებზე მზრუნველებად ძალიან დიდი უსამართლობაა იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთში დაბრუნების უფლებას არც იქედან აყრილ ესტონელებს აძლევენ, ქართველების მსგავსად...

როცა აფხაზეთიდან დევნილმა ესტონელებმა ეს პროტესტის სახით უთხრეს ზაზა ურუშაძეს, ის გაბრაზდა და თქვა, რომ არ იღებს ანგაჟირებულ ფილმებს, როგორიცაა, მაგალითად, ჰარლინის "აგვისტოს ხუთი დღე" და აქვს უფლება, ფანტაზია გამოიყენოს, რადგან ხელოვანია...

საკითხავი მხოლოდ ისაა, საქართველოს წინააღმდეგ რატომ მუშაობს ყოველთვის მსგავსთა ფანტაზია...

მესროლეთ ახლა ტალახი, თუ გინდათ: "მანდარინები" არის ანტიქართული ფილმი", - წერს ლაშა ბერულავა.

იხილეთ ასევე: ''მანდარინები'' კლიშეებით სავსე ფილმია...''

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს