მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაუშვებელია ნებისმიერი რელიგიის სიწმინდის რაიმე ფორმით შეურაცხყოფა" - საპატრიარქოს პირველი კომენტარი Charlie Hebdo-ს ტრაგედიის შემდეგ
"დაუშვებელია ნებისმიერი რელიგიის სიწმინდის რაიმე ფორმით შეურაცხყოფა" - საპატრიარქოს პირველი კომენტარი Charlie Hebdo-ს ტრაგედიის შემდეგ

და­უშ­ვე­ბე­ლი და და­საგ­მო­ბია, რო­გორც მუს­ლი­მე­ბის, ისე სა­ერ­თოდ ნე­ბის­მი­ე­რი რე­ლი­გი­ის სიწ­მინ­დის რა­ი­მე ფორ­მით შე­უ­რა­ცხყო­ფა, - ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა გუ­შინ სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­პატ­რი­არ­ქოს პრეს­ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, დე­კა­ნოზ­მა და­ვით შა­რა­შე­ნი­ძემ გა­აც­ნო.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­ა­ქოს გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ კონ­ვენ­ცი­ა­ში მკა­ფი­ოდ არის გან­სა­ზღვრუ­ლი, რომ სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი და მისი შე­ზღუდ­ვა, სხვა ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის დაც­ვის მიზ­ნით, და­საშ­ვე­ბია კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში.

"რაც შე­ე­ხე­ბა რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის უხამ­სი და ცი­ნი­კუ­რი ფორ­მით სა­ჯა­როდ შე­უ­რა­ცხყო­ფას და ღვთის გმო­ბას, იგი ევ­რო­პის კავ­ში­რის წევრ თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში სის­ხლის სა­მარ­თლით დას­ჯად ქმე­დე­ბას წარ­მო­ად­გენს. გან­სა­კუთ­რე­ბით კი მძი­მეა ეს და­ნა­შა­უ­ლი იმ შემ­თხვე­ვებ­ში, რო­დე­საც ად­გი­ლი აქვს ეთ­ნი­კუ­რი და რე­ლი­გი­უ­რი შუღ­ლის გაღ­ვი­ვე­ბას.

ჩვე­ნი ეს პო­ზი­ცია ზო­გა­დად და­ფიქ­სირ­და შვი­დი დღის წი­ნაც დე­კა­ნოზ თე­ი­მუ­რაზ თა­თა­რაშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უ­ში, ხოლო ამ გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა იმ ფაქ­ტმა, რომ მუს­ლიმ­თა რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი კა­რი­კა­ტუ­რა და მა­სა­ლე­ბი დიდი ტი­რა­ჟით ახ­ლა­ხანს ისევ გავ­რცელ­და.

ამი­ტო­მაც კვლავ ვა­ცხა­დებთ, რომ რო­გორც არა აქვს გა­მარ­თლე­ბა ე.წ.ლინ­ჩის წე­სით გა­სა­მარ­თლე­ბა­სა და ტე­რო­რიზმს, რა მო­ტი­ვი­თაც არ უნდა იყოს იგი გან­პი­რო­ბე­ბე­უ­ლი, ასე­ვე და­უშ­ვე­ბე­ლი და და­საგ­მო­ბია, რო­გორც მუს­ლი­მე­ბის, ისე, სა­ერ­თოდ, ნე­ბის­მი­ე­რი რე­ლი­გი­ის სიწ­მინ­დის რა­ი­მე ფორ­მით შე­უ­რა­ცხყო­ფა. ასე­თი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გე­ბი შე­იძ­ლე­ბა კა­ტას­ტრო­ფუ­ლი აღ­მოჩ­ნდეს არა მხო­ლოდ რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნი­სათ­ვის, არა­მედ მთე­ლი რე­გი­ო­ნი­სა და მსოფ­ლი­ო­სათ­ვი­საც კი და ეს ყვე­ლამ კარ­გად უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს.

სა­ხელ­მწი­ფო ვალ­დე­ბუ­ლია, და­იც­ვას გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ზღვა­რი, რათა და­იც­ვას ადა­მი­ა­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი სხვა უფ­ლე­ბე­ბი.

აღ­ვნიშ­ნავთ იმა­საც, რომ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ტრა­დი­ცია მუ­დამ გუ­ლის­ხმობ­და სხვა კულ­ტუ­რი­სა და რწმე­ნის მქო­ნე თე­მებ­თან მშვი­დო­ბი­ან და კე­თილ­მე­ზობ­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბას და ამ პრინ­ცი­პით ყო­ველ­თვის ცხოვ­რობ­დნენ ცხოვ­რო­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში", - ნათ­ქვა­მია სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

"დაუშვებელია ნებისმიერი რელიგიის სიწმინდის რაიმე ფორმით შეურაცხყოფა" - საპატრიარქოს პირველი კომენტარი Charlie Hebdo-ს ტრაგედიის შემდეგ

"დაუშვებელია ნებისმიერი რელიგიის სიწმინდის რაიმე ფორმით შეურაცხყოფა" - საპატრიარქოს პირველი კომენტარი Charlie Hebdo-ს ტრაგედიის შემდეგ

დაუშვებელი და დასაგმობია, როგორც მუსლიმების, ისე საერთოდ ნებისმიერი რელიგიის სიწმინდის რაიმე ფორმით შეურაცხყოფა, - ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადება გუშინ საზოგადოებას საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა დავით შარაშენიძემ გააცნო.

საქართველოს საპატრიაქოს განცხადების თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში მკაფიოდ არის განსაზღვრული, რომ სიტყვის თავისუფლება არ არის აბსოლუტური და მისი შეზღუდვა, სხვა ფასეულობების დაცვის მიზნით, დასაშვებია კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

"რაც შეეხება რელიგიური გრძნობების უხამსი და ცინიკური ფორმით საჯაროდ შეურაცხყოფას და ღვთის გმობას, იგი ევროპის კავშირის წევრ თითქმის ყველა ქვეყანაში სისხლის სამართლით დასჯად ქმედებას წარმოადგენს. განსაკუთრებით კი მძიმეა ეს დანაშაული იმ შემთხვევებში, როდესაც ადგილი აქვს ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივებას.

ჩვენი ეს პოზიცია ზოგადად დაფიქსირდა შვიდი დღის წინაც დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილის ინტერვიუში, ხოლო ამ განცხადების გაკეთება განაპირობა იმ ფაქტმა, რომ მუსლიმთა რელიგიური გრძნობების შემლახველი კარიკატურა და მასალები დიდი ტირაჟით ახლახანს ისევ გავრცელდა.

ამიტომაც კვლავ ვაცხადებთ, რომ როგორც არა აქვს გამართლება ე.წ.ლინჩის წესით გასამართლებასა და ტერორიზმს, რა მოტივითაც არ უნდა იყოს იგი განპირობებეული, ასევე დაუშვებელი და დასაგმობია, როგორც მუსლიმების, ისე, საერთოდ, ნებისმიერი რელიგიის სიწმინდის რაიმე ფორმით შეურაცხყოფა. ასეთი ქმედებების შედეგები შეიძლება კატასტროფული აღმოჩნდეს არა მხოლოდ რომელიმე ქვეყნისათვის, არამედ მთელი რეგიონისა და მსოფლიოსათვისაც კი და ეს ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს.

სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას გამოხატვის თავისუფლების ზღვარი, რათა დაიცვას ადამიანის საერთაშორისოდ აღიარებული სხვა უფლებები.

აღვნიშნავთ იმასაც, რომ ქრისტიანული ტრადიცია მუდამ გულისხმობდა სხვა კულტურისა და რწმენის მქონე თემებთან მშვიდობიან და კეთილმეზობლურ ურთიერთობას და ამ პრინციპით ყოველთვის ცხოვრობდნენ ცხოვრობენ საქართველოში", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია