მუმია ხუანიტა, ან ინკების ყინულის ქალწული, როგორც მას უწოდებენ, მეცნიერებმა 1995 წელს აღმოაჩინეს. ხუანიტა პერუს სამხრეთით, ამპატოს მთაზე, 6309 მეტრის სიმაღლეზე არქეოლოგმა იოჰან რეინჰარდმა ექსპედიციის დროს იპოვა. გოგონა-მუმიას ასაკი დაახლოებით 11-15 წელია და იგი ინკების ღმერთებს რიტუალის დროს შესწირეს.